;

29 August 2012      AnnLennon1     Views 4242    
Category: Stars

რობერტ პატინსონისა და კეტი პერის შესაძლო რომანი

მორიგი სკანდალური ჭორი თუ რეალობა? რა შეიძლება დაერქვას ამ სიახლეს, რომელიც მთელ
ჰოლივუდს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით კეტი პერისა და რობერტ პატინსონს შორის დიდიხნის მეგობრობის გარდა სხვა ურთიერთობა განვითარდა. Hollywood Life (არამარტო) იუწყება, რომ წყვილი ერთმანეთს 23 აგვისტოს შეხვდა Soho House- ში, სადაც ისინი სანთლების ფონზე, საკმაოდ რომანტიკულ გარემოში საუბრობდნენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ კეტი სწორედ იმავე დღეს დაშორდა თავის ბოიფრენდ მომღერალ ჯონ მეიერს, რომელიც ასევე იმყოფებოდა Soho-ს რესტორანში და გოგოებს ეკეკლუცებოდა. როგორც ჩანს, გარდა მეგობრობისა კეტისა და რობერტს ბევრი სხვა აღმოაჩნდათ საერთო.
რობერტ პატინსონისა და კეტი პერის შესაძლო რომანი

თვითმხილველთა თქმით მარტოხელა რობერტი, რომელიც ახლახან დაშორდა კრისტენ სტუარტს
მოხიბლული იყო კეტის სილამაზით, ხოლო კეტი კი გაუდმებით იცინოდა და ხელზე ეხებოდა მეგობარს.

ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა მეგობრული მიზნით იყოს განპირობებული.
რობერტი და კრისტენი ხომ წლებია კეტისთან მეგობრობენ და მის კონცერტებს გამუდმებით ესწრებიან.

რობერტ პატინსონისა და კეტი პერის შესაძლო რომანი

[რობერტი და კრისტენი მეგობრებთან ერთად კეტის კონცერტზე]

მომღერლის ახლო მეგობარი ამ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს:
‘კეტისა და რობერტს დიდიხანია ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს იმიტომ, რომ ერთმანეთი გაემხნევებინათ, რადგან მოგეხსენებათ ორივეს პრობლემები აქვს პირადულ ცხოვრებაში. კეტის კარგად ესმის რობის გულისტკივილი. ის ამხნევებდა რობს და აიძულებდა გაექარწყლებინა დარდი და ემხიარულა.’

თუმცა, ამ სიტყვების მიუხედავად თვითმხილველები სხვა რამეს ყვებია. ხომ იცით, მეგობრობიდან
სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია.
თქვენი აზრით შესაძლოა ეს ამბავი რეალობას შეესაბამებოდეს თუ მორიგი
ჰოლივუდური ჭორია???
რობერტ პატინსონისა და კეტი პერის შესაძლო რომანი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top