;

31 August 2012      tatuu:)     Views 3027    
Category: Stars

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ბევრი მომღერალი იოლად ახერხებს კინოვარსკვლავად გარდასახვას, რომელთა თამაში იმდენად კარგია, რომ "ოსკარზეც" კი შეუძლია პრეტენზიათ ჰქონდეს. ისინი მაყურებლებს არა მხოლოდ სცენიდან, არამედ ეკრანიდანაც იპყრობენ როგორც მსახიობები. და მათ ნიჭიერებას კიდევ ერთხელ ამტკიცებენ.

მსახიობი უილ სმიტმა თავის დროზე 13 ალბომი გამოუშვა. 2008 წელს კი ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მსახიობად აღიარეს. ამ ეტაპზე, უილის ზურგსუკან 20-ზე მეტი წარმატებული კინონამუშევარია.

ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბოლო დროს ფილმებში უფრო ჩანს ვიდრე სცენაზე.
 მისი ბოლო ნამუშევრებია: "სოციალური ქსელი" "სექსი მეგობართან" და ა.შ



მომღერალ მამაკაცებს შორის აღსანიშნავია ემინემი, რომელმაც ნახევრად ავტობიოგრაფიულ ფილმში "მე-8 მილი" შეასრულა როლი. კრიტიკოსებმა მისი ნამუშევარი დადებითად შეაფასეს.


ჯენიფერ ჰადსონმა
, "ჯეოსტარის" ამერიკულ ვერსიაში მიიღო მონაწილეობა და "ოსკარი" მიიღო ფილმისთვის "ოცნების გოგონები" (2006 წელს). გოგონას კინონამუშევრებს შორის არის ფილმი: "ფუტკრების საიდუმლო ცხოვრება" და სერიალი "სექსი დიდ ქალაქში"

ამერიკელმა მომღერალმა შერიმაც მიიღო "ოსკარი" ფილმისთვის "მთავარი მეფობა". მომღერლის ცნობილ ნამუშევრებს შორის ასევე არის როლები ფილმებში: "შეურყვნელი" "სილქვუდი" "ნიღაბი" "ისტვიკელი ჯადოქრები".



არანაკლებ წარმატებული მსახიობი აღმოჩნდა მერაია ქერი,
რომელსაც კინო დებიუტი ჰქონდა ფილმში"მარტოხელა" 1999 წელს.


და არ შეიძლება არ ვახსენოთ ასევე ცნობილი მომღერლები - ბარბარა სტრეიზანდი, ბეტ მიდლერი და მადონა, რომელთავ მუსიკალური კარიერის პარარელურად არანაკლებ წარმატებული კინოკარიერა აიწყვეს.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top