;

4 September 2012      AnnLennon1     Views 10967    
Category: Stars

ქეთი მელუა გათხოვდა

2 სექტემბერს, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა დაქორწინდა.
მომღერალმა ცნობილ მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდზე დაიწერა ჯვარი. ქორწინების ცერემონიალი ჩატარდა
სამეფო ბაღებში არსებული კონსერვატორიის ეზოში. ქორწილს 200 კაცი ესწრებოდა.
ქეთი მელუა გათხოვდა


მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნიდერლანდების სამეფოს პრინცი, ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი უილიამ ორბიტი და კომპოზიტორი მაიკ ბატი. ქეთი სწორედ მაიკ ბატმა აღმოაჩინა 2002 წელს, როდესაც გოგონა ბრიტანეთის საშემსრულებლო სკოლაში სწავლობდა, სადაც სწავლობდნენ ისეთი მუსიკოსები როგორებიც არიან ადელი, ემი ვაინჰაუზი, ჯესი ჯეი. ბატის წყალობით მელუა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია ბრიტანეთში. მის მიღწევებში შედის კონცერტი პირადად ნელსონ მანდელასთვის და საუზმე ბუკინგემის სასახლეში დედოფლის თანდასწრებით.
ქეთი მელუა გათხოვდა

რაც შეეხება საქორწინო კაბას, ქეთის ემოსა ბრიტანელი დიზაინერის კლერ პეტიბოუნის კაბა, რომელსაც
ქართველი დიზაინერის ლაკო ბუკიას მიერ შექმნილი ფეხსაცმელები შეუხამა. გასულ კვირას პაპარაცებმა დააფიქსირეს თუ როგორ ტოვებდა ქეთი დიზაინერის ბუტიკს ლონდონში.
ქეთი მელუა გათხოვდა

წყვილი თაფლობისთვეს ჯერჯერობით არ გეგმავს ქეთას გადატვირთული გრაფიკის გამო.
მოდით, მათ ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top