;
12 სექტემბერი 2012      MariamiXD     12 კომენტარი     ნანახია 949-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



Christina Perri
- მუსიკოსი ფილადელპიიდან, დაიბადა 1986 წლის 19 აგვისტოს.
პერი გაიზარდა ფილადელპიის გარეუბანში უფროს ძმასთან ერთად. ქრისტინას მამა წარმოშობით იტალიიდანაა. ის სწავლობდა Archbishop Ryan High School -ში, რომელიც 2004 წელს დაამთავრა. პერიმ გიტარა 16 წლის ასაკში, შენონ ჰუნის ვიდეოებზე დაკვირვებით შეისწავლა.



21-ე დაბადების დღეზე ის საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. 1 წლის შემდეგ იგი გათხოვდა და დაიწყო მუსიკალური კლიპების პროდიუსირება. 18 თვის შემდეგ განქორწინდა და დაბრუნდა ფილადელპიაში. სწორედ ამ დროს დაწერა მან სიმღერა 'Jar Of Hearts'. შემდეგ ის დაბრუნდა ლოს-ანჯელესში და მუშაობა დაიწყო Melrose Cafe-ში ოფიციანტად. დღით მუშაობდა კაფეში, ღამით კი სტუდიაში.



მისი სიმღერა 'Jar Of Hearts' ამერიკულ ჩარტებში მას შემდეგ გამოჩნდა რაც, პერიმ 2010 წელს მონაწილეობა მიიღო Fox-ის შოუში 'So You Think You Can Dance' . 2010 წლის 10 მაისს ეს სიმღერა გაისმა ყველასათვის ცნობილ სერიალში 'Glee', იმავე თვეს კი დრამა 'Switched At Birth' -ში. ამ წარმატებამ განაპირობა სიმღერის 48 000 ასლის გაყიდვა. მალე სინგლმა ბილბორდის ჩარტებში #63 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ გაიყიდა სიმღერის 100 000 ასლი.მოგვიანებით სიმღერის ვიდეო კლიპი მოხვდა VH1-ის ოცეულში. ამჟამად მას თითქმის 80 000 000 მილიონი ნახვა აქვს.




2010 წლის 21 ივლისს პერიმ კონტრაქტი გააფორმა Atlantic Records-თან.
მათ ხელი შეუწყვეს ქრისტინას პირველი სინგლის რადიოებში ხშირად გაშვებას.



პერის სადებიუტო ალბომი 'Lovestrong' 2011 წლის 10 მაისს გამოვიდა. 'Arms' ქრისტინას სინგლია ალბომიდან, რომელიც აითუნებზე 2011 წლის 15 მარტს გამოვიდა. იგი პერიმ თავისით დაწერა. ბილბორდის ჩარტებში ამ სიმღერამ #94 ადგილი დაიჭირა და ვერ შეძლო ამ მაჩვენებლის ამაღლება. მიუხედავად ამისა სიმღერის ვიდეო კლიპმა აქტიურად დაიწყო VH1-ის არხზე გამოჩენა.
სიმღერამ კრიტიკოსებისაგან დადებითი დახასიათება მიიღო.






'A Thousand Years' პერის ალბომის მეორე სინგლია, რომელიც მელომანებისთვის ცნობილი 2011 წლის 18 ოქტომბერს გახდა. ოფიციალური ვიდეო კი 26 ოქტომბერს გამოვიდა. კრიტიკოსებმა არც ამ სიმღერისთვის დაიშურეს დადებითი შეფასება. ამჟამად იუთუბზე ვიდეო კლიპის ნახვები თითქმის 47 მილიონია.






პერის რიგით მეოთხე სინგლი 'Distance' ჩაწერილია მომღერლის კარგ მეგობარ და ასევე არაჩვეულებრივი მუსიკოს Jason Mraz-თან ერთად. ეს სიმღერაც პერიმ დაწერა და 2012 წლის 20 მარტს გამოუშვა. როგორც თვითონ პერი ამბობს: ეს სიმღერა დაწერილია სიყვარული, რომელიც მას 2010 წელს ეწვია. ის იყო შეყვარებული თუმცა ამას არ აღიარებდა. სიყვარულში რა თქმა უნდა არ გამოტყდომია, სანაცვლოდ იმ მამაკაცს ეს სიმღერა მიუძღვნა.




ქრისტინა პერიმ განაცხადა რომ მისი მეორე სტუდიური ალბომი გამოვა 2013 წლის გაზაფხულზე.
ასევე ის წერს სიმღერას 'Run' რომელიც შევა ამ ალბომში.


კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

12


  • FuNnYbUnNy თქვა:
    15 სექტემბერი 2012 20:13 - ID: 12,
    ვგიჟდებიიიიი

  • Smiley :) თქვა:
    13 სექტემბერი 2012 11:12 - ID: 11,
    A Thousand Years ვგიჟდები love
    სხვა სიმღერები არც კი ვიცი .
    ეხლა ვუსმენ Jan of Heart-ს და არ არის ცუდი ..

  • Lela ) თქვა:
    13 სექტემბერი 2012 10:16 - ID: 10,
    მიყვარს <3

  • Clawdanne...♥♥ თქვა:
    12 სექტემბერი 2012 23:01 - ID: 9,
    როგორც მომღერალს ვერ შევაფასებ, რადგან მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ რამოდენიმე სიმღერა მაქვს მოსმენილი და არ მომწონს. სიახლე კარგია.

  • barbie თქვა:
    12 სექტემბერი 2012 21:30 - ID: 8,
    ეს სიმღერა მომწონს ძალიან Jar Of Hearts' request

  • Ana smiley თქვა:
    12 სექტემბერი 2012 16:46 - ID: 7,
    მოწონს ეს გოგოო love

  • Lindsay თქვა:
    12 სექტემბერი 2012 15:18 - ID: 6,
    მე პირველად PLL-ში მოვისმინე ამის სიმღერა. იმის მერე შემიყვარდაა love

  • MariamiXD თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:24 - ID: 5,
    მადლობა !! love მეც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებულია ))) feel

  • ბაჭია♥ თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:16 - ID: 4,
    მიყვარს ქრისტინა და დიდი ხანია ვუსმენ winked

  • tia თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:14 - ID: 3,
    მომწონს ეს გოგოოო love განსაკუთრებით 'A Thousand Years' მიყვარს ძალიანნნნნნნ love

  • Marriiiammiii თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:12 - ID: 2,
    მიყვარს მისი სიმღერები და მიყვარს საერთოდ ასეთი ხმის ტემბრის მქონე მომღერლები

  • LohanFan თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:03 - ID: 1,
    საინტერესო იყო love მომეოწნა კარგად მღერის love
    მარიამ კარგი ნიუსია ძალიან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top