;

12 September 2012      Hungupionerra     Views 2564    
Category: Stars


ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის სახელის გასწვრივ უახლესი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში 2012 წლის 5 თებერვლითაა დათარიღებული, როდესაც მან ახალი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ყველაზე მრავალრიცხოვანი სატელევიზიო აუდიტორია შეკრიბა „ლუკას ოილ სტადიონ“-ზე გამართული სუპერბოულის ფინალზე შესვენების შოუს საყურებლად.






მადონა 2013 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა!

მისმა პერფორმანსმა, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ ამერიკელი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი ნიკი მინაჟი და M.I.A. 114 მილიონი მაყურებელი მიიზიდა. შოუში ასევე მონაწილეობას იღებდნენ- ჯგუფი LMFAO და R&B შემსრულებელი- Cee-Lo Green.
მადონა 2013 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა!



მადონა 2013 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა!მადონა 2013 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა!
54 წლის მომღერლს, რომელსაც დღევანდელი მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონზე მეტი ალბომი და 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული, და რომელიც დამსახურებულად ატარებს პოპის დედოფლის სტატუსს, 20 მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული, მათ შორის:

- „ყველა დროის ყველაზე წარმატებული სოლო მომღერალი ქალი“,
- „სოლო მომღერლის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“- (2008-2009 წლებში ჩატარებული ტურნე- „Sticky and sweet“, რომელმაც 3.5 მილიონზე მეტი ფანი შეკრიბა 32 ქვეყანაში და პოპ-ვარსკვლავს 408 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა),

- „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი სოლო მომღერალი ქალი“ – (2009 წელს მადონა ყველაზე შემოსავლიან მომღერალ ქალად დაასახელეს, რომელმაც 12 თვის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, 110 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მას მოსდევს სელინ დიონი $100 მილიონი და ბიონსე $87მილიონი აშშ დოლარით),

- „მსახიობის მიერ ფილმში ტანსაცმლის ყველაზე მეტჯერ გამოცვლა“ – (კინოფილმი „ევიტა“, სადაც მან 85-ჯერ შეიცვალა გარეგნობა),

- „სოლო მომღერლის ყველაზე მეტი #1 ალბომი (12) დიდი ბრიტანეთის მასშტაბით“ - (Like a Virgin, True Blue, Like a Prayer, The Immaculate Collection, Evita (film soundtrack), Ray of Light, Music, American Life, Confessions on a Dance Floor, Hard Candy, Celebration და MDNA, რომელიც 30 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების სათავეში).

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის....
პოპის დედოფალი ამჟამად ახალი ალბომის მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება. „MDNA Tour“-მა სტარტი 2012 წლის მაისში, თელ ავივში აიღო. რელიგიური და პოლიტიკური ელემენტებით დატვირთული პირველივე შოუ სრული ანშლაგით გაიმართა-SOLD OUT!- და მომღერალს 4 339 876 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.






სულ ტურნეს ფარგლებში 89 კონცერტი არის დაგეგმილი. დღევანდელი მონაცემებით კი უკვე ჩატარებული 33 კონცერტიდან მიღებული შემოსალი $115 701 909-ს შეადგენს. ასე თუ გაგრძელდა, არა არის გამორიცხული მადონას რიგით მეცხრე მსოფლიო ტურნე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეთა სიის სათავეში ვიხილოთ!..




Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top