;

14 September 2012      Britain     Views 7732    
Category: Stars

იდუმალი მზერა, დაუჯერებელი სილამაზე და ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა გაიარო პოდიუმზე, ისე რომ, შთაბეჭდილება წარუშლელი გახდეს - ეს ფრაია ბეა ერიქსონია.
ფრაიას დებიუტი სამოდელო სამყაროში 2005 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც იგი დანიის ქუჩებში აგენტმა აღმოაჩინა. დღეს, 24 წლის ერიქსონი სუპერ-მოდელთა სათავეში ექცევა. მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა : Shiatzy Chen, Chanel, Dior, Gucci, Burberry, Alexander Wang, Prada, Balmain, Balenciaga, Christian Lacroix, Zac Posen, Sonia Rykiel და უამრავი სხვ. მოდელი ასევე გამოჩნდა : Balenciaga, Jil Sander, Gucci, Harry Winston, Inc., Hugo Boss, H&M, CK by Calvin Klein, Hermès, Chanel, Gianfranco Ferré, Pringle of Scotland, Emporio Armani, Roberto Cavalli, Chloé, Karl Lagerfeld, MaxMara, Valentino, Pollini, Jaeger და GAP-ის სარეკლამო კამპანიებში. შეგახსენებთ, რომ ფრაია ბეა არის სუნამო "Gucci by Gucci"-ს ერთ-ერთი სახე ნატაშა პოლი და რაკელ სიმერმანთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბეამ დაამშვენა ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ბრიტანული, ჩინური, იაპონური, კორეული და რუსული გამოცემის "Vogue"-ს, "Interview Magazine"-ს,"W Magazine"-ს, "Harper’s Bazaar"-ის,"Numéro"-ს,"i-D"-ს,"V and Purple"-ს ფურცლები. მოდელის საპატივცემულოდ გამოშვებულ იქნა რამდენიმე ნივთი : "Jill Stuart"-მა გამოუშვა ჩანთების კოლექცია სახელად - Freja, "Chloé"-მ გამოუშვა კლატჩების სერია - "Freja", ხოლო "Alexander Wang"-მა შემოგვთავაზა მაკიაჟი - "Freja". 2011 წლის ივლისში,ფრაია ბეა models.com-ის მიერ შედგენილ "Top 50 Models Women"-ის სიაში მეორე ადგილი დაიკავა. "Vogue Paris"-მა კი, იგი 21 საუკუნის ტოპ 30 მოდელებში შეიყვანა.
ერიქსონი კარლ ლაგერფილდის მუზაა.


◆ ფრაია ბეას ჩაცმის სტილი ◆



Freja Beha Erichsen - Street Style
























Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top