;
15 სექტემბერი 2012      Hermione...♥     13 კომენტარი     ნანახია 3790-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ვინ არ ოცნებობდა ბავშვობაში, რომ ნამდვილი პრინცესა გამხდარიყო? სამწუხაროდ, სამეფო ოჯახში დაბადება, სახალხო სიყვარული და მთელი ცხოვრების უზრუნველად გატარება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასეა თუ ისე, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებთა ისტორიებიც ძალიან ჰგავს კონკიას ზღაპარს. დიახ, ეს ქალბატონები მეფეებსა და პრინცებზე დაქორწინდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ძარღვებში სულაც არ ჩქეფდა სამეფო სისხლი.

შარლინ უიტსტოკი
From Commoner to Royal
მოცურავე შარლინ უიტსტოკმა მონაკოს პრინცი ალბერტ II ცურვის ერთ-ერთ ჩემპიონატზე გაიცნო 2000 წელს. წყვილი 2011 წლის 1 ივლისს დაქორწინდა.
From Commoner to Royal

ქეით მიდლტონი
From Commoner to Royal
კემბრიჯის ჰერცოგმა, პრინცმა უილიამმა თავისი მომავალი ჰერცოგინია ქეით მიდლტონი შოტლანდიაში, უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. ისინი 2011 წლის 29 აპრილს შეუღლდნენ.
From Commoner to Royal

ტატიანა ბლატნიკი
From Commoner to Royal
ვენესუელელი ტატიანა ბლატნიკი თავის მომავალ მეუღლეს, საბერძნეთის პრინც ნიკოლასს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილი 2010 წლის 25 აგვისტოს დაქორწინდა.
From Commoner to Royal

მარია კავალიერი
From Commoner to Royal
მარია კავალიერმა დანიის პრინცი ხოაკიმი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო 2002 წელს. მათი რომანის შესახებ ცნობილი გახდა 2005 წელს, მას შემდეგ, რაც პრინცი თავის პირველ მეუღლეს, ალექსანდრა კრისტინა მინლის გაეყარა. მარია და ხოაკიმი 2008 წლის 24 მაისს დაქორწინდნენ.
From Commoner to Royal

ლეტიცია ორტიზ ლოკასორანო
From Commoner to Royal
ესპანეთის პრინცმა ფელიპემ თავისი მომავალი პრინცესა ლეტიცია 2002 წელს გამართულ ერთ-ერთ სადილზე გაიცნო. წყვილი 2 წლის შემდეგ, 2004 წლის 22 მაისს შეუღლდნენ.
From Commoner to Royal

მერი ელიზაბეტ დონალდსონი
From Commoner to Royal
დანიის პრინცმა ფრედერიკმა თავისი მომავალი მეუღლე, მერი ელიზაბეტ დონალდსონი, ავსტრალიაში ყოფნისას, ერთ-ერთ ლუდის ბარში გაიცნო. ისინი 2004 წლის 14 მაისს დაქორწინდნენ.
From Commoner to Royal

რანია ალ იასინი
From Commoner to Royal
რანია ალ იასინმა და იორდანიის მეფე აბდულა II-მ ერთმანეთი 1993 წელს გამართულ ერთ-ერთ ვახშამზე გაინცნეს და იმავე წლის 10 ივნისს იქორწინეს.
From Commoner to Royal

სარა ფერგიუსონი
From Commoner to Royal
სარა ფერგიუსონმა იორკის ჰერცოგმა, პრინცმა ენდრიუმ 1986 წლის 23 ივლისს იქორწინეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 10 წლის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, ისინი დღემდე მეგობრობენ და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატივსაცემ წევრებად ითვლებიან.
From Commoner to Royal

გრეის კელი
From Commoner to Royal
ჰოლივუდის ოსკაროსანმა მსახიობმა, გრეის კელიმ, მონაკოს პრინცი რეინიე კანის კინოფესტივალზე გაიცნო. ისინი 1956 წლის 18 აპრილს შეუღლდნენ.
From Commoner to Royal

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • ANGEL თქვა:
    17 სექტემბერი 2012 00:55 - ID: 13,
    შარლინს რაღაც უბედური მზერა აქვს:)
    რომ ამბობდნენ ქორწილის დღეს გაიქცა და მოაბრუნესო, ხანდახან ვფიქრობ ცემენ:)) ან ატიდეპრესანტებზე ხომ არაა?:| მუდამ ძალიან მშვიდი, ოდნავ "უბედური" და დაძაბული თვალები აქვს. მეჩვენება?:)))

  • Hermione...♥ თქვა:
    16 სექტემბერი 2012 22:07 - ID: 12,
    Ana smiley,
    მადლობა feel love
    natia91,
    დიდი მადლობა love რა იცი, რომ მისი რჩეული სამეფო ოჯახიდან არ იქნება? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია განათლებული იყოს, დახვეწილი მანერები ჰქონდეს და კამილა პარკერ ბოულზის მსგავსად სამეფო გვარი არ შეარცხვინოს fellow და კიდევ, ჰარიმ რომელიმე თქვენგანი თუ მოიყვანა ცოლად, ქორწილში ჩემი დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ! wink
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • marika0704 თქვა:
    16 სექტემბერი 2012 11:52 - ID: 11,
    გრეის კელლი ულამაზესია და რანია ალ იასინი მომეწონა love

  • Ana smiley თქვა:
    15 სექტემბერი 2012 22:58 - ID: 10,
    მე ვერ ვიპოვი ვინმე პრინცს? no wink
    ნიუსიიი შესანიშნავიიი love

  • Hermione...♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2012 21:16 - ID: 9,
    Elelo♥,
    bubunia:),
    lalaa,
    ძალიან დიდი მადლობააა! love
    Smiley :),
    დაიანას სამეფო სისხლი ჰქონდა tongue
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • Marriiiammiii თქვა:
    15 სექტემბერი 2012 20:39 - ID: 8,
    ეჰ no lol

  • Nii♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2012 19:00 - ID: 7,
    გრეისი <3

  • sophia თქვა:
    15 სექტემბერი 2012 18:14 - ID: 6,
    ჩემი გრეისი ულამაზესია ყველას ჯობია love მართლაც რომ ნამდვილი პრინცესაააა love

  • PEPINSI თქვა:
    15 სექტემბერი 2012 17:04 - ID: 5,
    ლედი დი ამ სიაში ვერ იქნება რად გან სამეფო გავრის წარმომადგენელი იყო !

  • Smiley :) თქვა:
    15 სექტემბერი 2012 16:41 - ID: 4,
    და პრინცესა დი ?
    გრეისი .. ანგელოზია უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ . უზომოდ უსაზღვროდ მშვენიერია love
    ქეითი საყვარელი და ელეგანტურია ძალიან ^^

  • lalaa თქვა:
    15 სექტემბერი 2012 16:03 - ID: 3,
    ზაან კარგი ნიუსია love გრეისი პრინცესაა ნამდვილი love

  • bubunia:) თქვა:
    15 სექტემბერი 2012 15:29 - ID: 2,
    გრეის კელი ულამაზესიააა ქეიტიც საყვარელიააა love ნიუსი ძალიან კარგია ავტორო ყოჩააღ +5 love

  • Elelo♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2012 14:31 - ID: 1,
    რანია ალ იასინი და ქეით მიდლტონი საყვარლებიიი love მარტო ესენი არიან ლამაზები და ნორმალურები აქედან smile მე არასოდეს არ მიოცნებია პრინცესობაზე smile კარგი ნიუსია ყოჩაღ! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top