14 September 2012      lalaa     Views 5 846    
Category: Stars

თანამედროვე მოდის ბიზნესში სულ უფრო და უფრო იმატებს აზიელი მოდელების
რაოდენობა. ჩინელი, იაპონელი და ფილიპინელი ლამაზმანები ტოლს არ უდებენ
ევროპელ მოდელებს და მათთან ერთად იბრძვიან მსოფლიო სამოდელო რეიტინგებში
სათანადო ადგილების დასაკავებლად. ახლა ვერავის გააკვირვებ იმით, რომ აზიელი
გოგონები მაღალი მოდის ჩვენებებში იღებენ მონაწილეობას.


წარმოგიდგენთ ყველაზე მოთხოვნად აზიელ მოდელებს.


ერთერთდი დამწყები აზიელი მოდელი სიაო ვენ ცზიუია.

სამოდელო ბიზნესში მცირე გამოცდილების და მიუხედავად, სიაო გამოვიდა ჰერმესისა და პრადას შოუებზე, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინური ვოგის მიერ გამართულ ფოტოსესიაში. გოგონას გეგმებშია მოდის ბიზნესში უფრო მაღალი საფეხურების დაპყრობა, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, წინდახედული სიაო გეგმავს პატარა კაფეს გახსნას და ცხოვრების ასე გაგრძელებას.





კიდევ ერთი წარმატებული მოდელი - წარმოშობით ინდოეთიდანაა.
ლაკშმი მენონი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ინდოელი მოდელია.


ლაკშმის ერთერთი ყველაზე წარმატებული მიღწევა Givenchyსთან კონტრაქტია.
მენონს არაერთხელ დაუმშვენებია Vogueს ყდა.





ელიტ მოდელ ლუქის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მინ სი ექსკლუზიურად მიწვეული იქნა Givenchy Haute Coutureს ჩვენებაზე სამუშაოდ, ეს კი ბრენდთან დიდხნიან თანამშრომლობას ნიშნავდა. მოდელმა ასევე მონაწილეობა მიიღო H&Mისა და Diane von Furstenbergის ფოტოსესიებში.







ჩვიდმეტი წლის ტიან ის სამოდელო ბიზნესში მოხვედრაში დედა დაეხმარა. ინტერნეტში ის შემთხვევით წააწყდა განცხადებას კონკურსის შესახებ და ქალიშვილიც უმალვე ჩაწერა ამ კონკურსში. ტიანმა მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ სწორედ ეს ნაბიჯი გახდა მისი კარიერის დასაწყისი.


ტიან ი გამოდიოდა Sally LaPointe, Helmut Lang, Emerson, Jen Kaoს ჩვენებებზე. გოგონა Marc by Marc Jacobsისთვის გადაიღეს, ეს მისი საყვარელი შოუ იყო. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო Vera Wangის, 3.1 Phillip Limის ჩვენებებზე და Rachel Zoeს პრეზენტაციაზე. ყველაფერი ამის წყალობით გოგონა WWDმაც შენიშნა. მოდელმა ფოტოები გადაიღო Vestalის, Metalისა და Elleსთვის.





ჩარო რონკილიო თინეიჯერობის წლებიდან ოცნებობდა სამოდელო კარიერაზე. გოგონას ოცნებები 2005 წელს ახდა, როდესაც იგი 'მის ფილიპინები' გახდა. 2006 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა 'მის მსოფლიოზე' და 100 000$იანი კონტრაქტი გააფორმა ელიტურ სამოდელო სააგენტო "Ford Models"თან.





რომ არა, წარმატებული თანამშრომლობა ფოტოგრაფ სტივენ მაიზელთან, შეიძლებოდა ამ გოგონაზე ვერავის ვერაფერი გაეგო. ვან სიაო - ჩინელი მოდელია, რომელიც პოპულარული ამ ბოლო წლებში გახდა.

2012 წლის განმავლობაში, გოგონამ დაამშვენა ჩინური ვოგის გარეკანი, ასევე გადაღებული იქნა i-D, V და L`Officielსათვის. ყველაფერ ამასთან ერთად, ვანმა დაიპყრო ნიუ იორკის მოდის კვირეული.





იაპონელ ტაო ოკამოტოს ხშირად ადარებენ ბრიტანელ აგნეს დეინს. ტაოს ბიჭური სტილი აქვს მორგებული - მოკლე ვარცხნილობა და მამაკაცური ფიგურა. ოკამოტო Emporio Armaniს სარეკლამო სახეა, ადრე კი D&Gს უკეთებდა რეკლამირებას.






სუი ჰე - ერთერთი ყველაზე მომხიბლავი აზიელი მოდელია.

სუი თავის სამოდელო კარიერას, შოუებში ხშირად მონაწილეობის შედეგად აწყობს. იგი მსოფლიოში პირველი აზიელი მოდელი გახდა, რომელმაც Ralph Laurenის ჩვენება გახსნა. ამასთან ერთად სუის პორტფოლიოში მოიძებნება რამდენიმე ფოტოსესია Vogueსთვის, Vსა და Wს გარეკნები, Karl Lagerfeldისა და H&Mის ლუქბუქები. ჰე Victoria's Secretის ჩვენებაზეც გამოვიდა.






შუ პეი კინიც ერთერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, აზიური გარეგნობით.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მან დიდი ნახტომი გააკეთა კარიერაში. მან მონაწილეობა მიიღო Hoganისა და კარლ ლაგერფილდის კოლექციათა სარეკლამო კამპანიაში. ჩინელი არც ერთ მოდის კვირეულს არ ტოვებს და აქტიურად თანამშრომლობს კოსმეტიკის ხაზ Maybellineთან.





დუ ჟუანი - აღმოსავლეთის ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.

ახლა დუ ჟუანი რეგულარულად გვევლინება Vogueს ფოტოსესიებში. მისი კარიერა შანელის ჩვენებაზე დაიწყო, მოგვიანებით გოგონა Gapისა და David Yurmanის სახე გახდა. ყველაფერ ამასთან ერთად, ჟუანმა მოიპოვა ჩინელი მოდელის სტატუსი, რომელიც საერთაშორისო დონისაა.




იაპონელი აი ტომინაგა მოდელთან ერთად მსახიობიცაა.

აის წარმატებული კარიერა აქვს სამოდელო ბიზნესში. იგი არა მხოლოდ მოგვევლინა ვოგის გარეკანზე, არამედ მონაწილეობა მიიღო ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Anna Sui, Christian Dior, Karl Lagerfeld, Gucci, Michael Kors, Ralph Lauren, Givenchy, Elie Saab,Valentino... ასევე იგი იყო Yves Saint Laurentის, Gucciს, Hermesის, Tag Heuerისა და Banana Republicის სარეკლამო სახე. ამჟამად Moschinoს სახეა. ტომინაგა 2004 წელს Pirelliს კალენდარზეც მოგვევლინა.




ჩინელი სუნ ფეიფეი არანაკლებ ცნობილია. მისი დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა.


ნამდვილი წარმატება მას წინა წელს ეწვია. იგი Calvin Kleinის, Dsquared2ს და DKNYს სარეკლამო სახე გახდა, მოგვიანებით Chanelთან და Louis Vuittonთან მოაწერა კონტრაქტებს ხელი. ფეიფეი ჯერ კიდევ ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. სუნი ხშირად თანამშრომლობს Givenchyსთან, ასევე ჰქონდა H&Mის სარეკლამო ფოტოსესია.




ლიუ ვენი - ერთერთი ყველაზე ცნობილი მოდელოა მსოფლიო სამოდელო მოედანზე.

ლიუ უკვე შვიდი წელია სამოდელო ბიზნესშია. მის მხრებზე მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში გადაიარა 70მა ჩვენებამ და Estee Lauderის ბრენდთან მუშაობამ. ამას გარდა, მას წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო პირველი აზიელი მოდელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო Victoria's Secretის შოუში.






Category: Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top