;

15 September 2012      lalaa     Views 9311    
Category: Stars

ტრადიციისამებრ, ჟურნალი "Marie Claire" ამჯერადაც წარმოგვიდგენს კვირის
საუკეთესოდ ჩაცმულ 10 ვარსკვლავს. სიაში მოხვდნენ ქეით მიდლტონი, ლეტიცია
კასტა, კრისტენ სტიუარტი, ემა სტოუნი
და სხვები... ვნახოთ, როგორ გადანაწილდა
პოზიციები ამჟამად.



10 ადგილი - ევა მენდესი

მსახიობი ევა მენდესი ფილმ "ადგილი ნაძვების ქვეშ"ის პრემიერაზე ძალიან მიმზიდველად და კოლორიტულად გამოიყურებოდა. მენდესს Dolce & Gabannaს ულამაზესი კაბა ეცვა Casadeiს მაღალქუსლიან, შავ ფეხსაცმელებთან ერთად. თავზე ევას Pradaს შავი ტიურბანი ეხურა, რაც მის ლუქს უფრო კლასიკურს და დახვეწილს ხდიდა.



9 ადგილი - ეშლი გრინი

Donna Karanის შოუზე მსახიობი ეშლი გრინი საკმაოდ უბრალო ლუქით მოგვევლინა. ალბათ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მთელი ყურადღება მასზე ყოფილიყო მიმართული. ეშლი ბრენდის სახეა და შესაბამისად ძალიან ელეგანტურად და სადად გამოოიყურებოდა ჩვენებაზე.



8 ადგილი - ვიქტორია ბექჰემი

დიზაინერი და მისი პატარა ქალიშვილი ნიუ-იორკში იყვნენ დაფიქსირებულები პაპარაცების მიერ. დედიკოს თავისივე ბრენდის ტანსაცმელი ეცვა: თეთრი ბლუზი, სქინი-შარვალი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ჰარპერსაც ვიქტორიას ბრენდის თეთრი კაბა ეცვა Chloeს სანდლებთან ერთად. ბექჰემი სტილის ნამდვილი აიქონია, პატარა ჰარპერი, კი დღითიდღე უფრო და უფრო ემსგავსება მამიკოს.



7 ადგილი - ემა უოთსონი

ფილმ "კარგია იყო წყნარი"ს პრემიერაზე, რომელიც ლოს ანჯელესში ჩატარდა, ემა უოთსონი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მას სხვა ფილმის გადაღებები ჰქონდა და იგი პრემიერაზე ლოგან ლერმანს უნდა შეეცვალა. მაგრამ საქმე სულ სხვანაირად შემოტრიალდა. ლოგანმა ვერ მოახერხა პრემიერაზე მისვლა, ამიტომ ემას მოუწია დაუყოვნებლივ ჩაფრენილიყო LAში. უოთსონს Giorgio Armaniს კაბა პრემიერამდე 3 საათით ადრე მიუტანეს. გოგონას კაბა დიდი მოუვიდა და ამიტომ წითელ ხალიჩაზე კინაღამ წაიქცა. ყველაფერ ამის და მიუხედავად, საბოლოო ჯამში ახალგაზრდა მსახიობი მშვენივად გამოიყურებოდა გრძელ, კრემისფერ კაბაში.



6 ადგილი - დიანა კრიუგერი

Calvin Kleinის ჩვენებაზე, დიანა კრიუგერი შავ-თეთრი ლუქით მოგვევლინა. გოგონას თეთრი მოკლე ბლუზი ეცვა გრძელი სახელოებით და შავი, მაღალი, ტყავის ქვედაბოლო.



5 ადგილი - ემა სტოუნი

იმავე ჩვენებაზე ემა სტოუნი ვარდისფერი, სადა კაბითა და ნეონისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მოგვევლინა.



4 ადგილი - ქეით ბოსუორტი

ქეით ბოსუორტი და მისი მეგობარი ბიჭი, მაიკლ პოლიში ნიუ-იორკში სეირნობისას შენიშნეს პაპარაცებმა. ბოსუორტს შავი უბრალო მაისური და ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული ქვედაბოლო ეცვა, ხელში კი Proenza Schoulerის შავი პატარა ჩანთა ეჭირა.



3 ადგილი - კრისტენ სტიუარდი

კრისტენ სტიუარტმა ყველა გააოცა თავისი არაჩვეულებრივი ლუქით. გოგონას Balenciagaს თეთრი პერანგი, A.L.C.ის შავი შარვალი და Jimmy Chooს შავი ფეხსაცმელები ეცვა. აღსანიშნავია, რომ პატინსონთან დაშორების შემდეგ ( თუ ეს ყველაფერი პიარი არ არის) სტიუარტმა საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი სტილი. აღსანიშნავია ისიც, რომ კრისტენს შესაფერისი და ძალიან კარგი მაკიაჟი ეკეთა.



2 ადგილი - ლეტიცი კასტა

ულამაზესი ლეტიცია კასტა ვენეციის კინოფესტივალის ბოლო დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Chanel's Haute Coutureს ვარდისფერ, ყვავილებიან კაბაში. კაბა მის სინაზესა და ელეგანტურობას უსვამდა ხაზს.



1 ადგილი - ქეით მიდლტონი

პირველი ადგილი ჰერცოგინია ქეით მიდლტონს მიენიჭა, რომელიც არაჩვეულებრივად გრძნობს თავს პრინც ვილიამის მეუღლის როლში. მიდლტონი Jenny Packhamის პლისებიან ცისფერ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ქეითი მზის ქოლგით და მისი პრინცი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ სინგაპურის ულამაზეს ადგილებს.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top