;

18 September 2012      AnnLennon1     Views 3158    
Category: Stars

ოფიციალურად დადასტურა ინფორმაცია, რომ ‘The Voice’-ის მეოთხე სეზონში განხორციელდება
რადიკალური ცვლილებები
. მორიგი სეზონის პრემიერა შედგება გაზაფხულზე ჟიურის განახლებული შემადგენლობით. ‘ამერიკის ხმას’ უერთდებიან აშერი და შაკირა, რომლებიც კრისტინა აგილერასა და
სილო გრინს ჩაანაცვლებენ მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში.

 ‘The Voice’-ის მეოთხე სეზონისთვის განხორციელებული ცვლილებები

NBC-ის წარმომადგენელმა განაცხადა:
‘ჩვენ აღტაცებულნი ვართ განხორციელებული სასიკეთო სიახლით მორიგ სეზონზე. აშერი
და შაკირა ნამდვილად მისაბაძი მაგალითები არიან და ღირსეული შემხვლელები კრისტინასა
და სილო გრინის.’

 ‘The Voice’-ის მეოთხე სეზონისთვის განხორციელებული ცვლილებები

კრისტინამ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება საჯაროდ გამოთქვა:
‘ვოისში მწვრთნელად ყოფნა ჩემთვის საოცარი გამოცდილება აღმოჩნდა და ურთოერთობა ჟიურის დანარჩენ
წევრებსაც და კონკურსანტებს შორის დაუვიწყარი რამ. მაგრამ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან პროექტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მოკლე დროში ახალი სეზონის დამთავრების შემდეგ შეუჩერებლივ განაგრძონ ახალი შესარჩევი ტური. ეს ყოველივე დიდ ძალასა და დროს მოითხოვს. მე კი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავ წინსვლებს კარიერაში და მინდა მთელი დრო ფანებს დავუთმო. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვოისის მეოთხე სეზონიდან წასვლა.’


აქვეა სილოს განცხადებაც: ‘დიდი ენთუზიაზმით ვეგებები ამ ახალ წელს, რათა სასიკეთო ცვლილებები
განვახორციელო კარიერაში. აუცილებლად დავბრუნდები პროექტის მეხუთე სეზონში, ხოლო მეოთხეს კი ტელევიზორიდან ვადევნებ თვალყურს. NBC ჩემი სახლია, ასე რომ შაკირა და აშერ ჩემი სახლი
თქვენი სახლია.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top