;
18 სექტემბერი 2012      Nanuka.     34 კომენტარი     ნანახია 4639-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურმა მსახიობმა - კრისტენ სტიუარტმა მოდური ჟურნალის, "Glamour"-ის ოქტომბრის ნომერი დაამშვენა და პოზირებასთან ერთად ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუც მისცა.

-"Twilight"-ის საგის გამო შენ ყველგან გამჩნევენ სადაც არ უნდა იყო.
რა მოხდებოდა, მაგალითად, თუ გახვიდოდი ამ სასტუმროდან?


-ეს ძალიან ტიტულოვანი სასტუმროა და ხალხმა უკვე იცის, რომ სელებრითები აქ მოვლენ.
ალბათ, გავიპარებოდი მიწისქვეშა გასასვლელიდან, რაც აღარ შემიქმნიდა დიდ პრობლემას.

კრისტენ სტიუარტი "Glamour"-ის ოქტომბრის ნომრისთვის

-არ იწყებს ხალხი კივილს, როდესაც გხედავს?


-არა. ეს მხოლოდ პრემიერებზე ან სპეციალურ ფან-შეკრებებზე ხდება. ეს არ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი ადამიანი გთხოვს ფოტოს გადაღებასა ან ავტოგრაფს, მაგრამ ეს სავსებით მისაღებია.

-რა არ არის მისაღები?


-ფოტოგრაფები, რომლებიც გისაფრდებიან. როცა არ უნდა მივდიოდე ქალაქში ინტერვიუსთვის ან ფილმისთვის, ისინი იგებენ და აეროპორტში მელოდებიან. ამჯერად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათ არ იციან, რომ აქ ვარ.

-გყავთ თუ არა დაცვა?

-ოფიციალურ ივენთებზე მილიონი ადამიანია ჩემს გარშემო დაცვის გარდა. ამ დროს დაცვა ძალიან ნერვიულობს და ხალხი როგორღაც ამჩნევს მათ დაძაბულობას. და შემდეგ ყველაფერი, როგორც წესი იწყება ასე: "ვინაა ეს? შეხედე! ეს კრისტენ სტიუარტია". ეს გამაღიზიანებელია. რომ ვესწრებოდე ივენთებს, როგორც ჩვეულებრივი პირი, ალბათ არავინ არასდროს შემამჩნევდა.

-როგორ ეგუებით იმ ფაქტს, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც აკეთებ უმალ ქვეყნდება ინტერნეტში?

-მე უბრალოდ ვაიგნორებ ჭორებსა და ყოველდღიურ განცხადებებს ჩემს შესახებ. თუ ვიყავი ქორწილში, ხალხი მაინც ვერ გაიგებს რას ვაკეთებდი იქ. საერთოდ, ვერ ვიგებ რატომ აინტერესებს ეს ხალხს. რა სარგებელს მომიტანდა იმის ცოდნა, რომ ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, დაესწრო ქორწილს? და თუ უცნობი მკითხავდა, როგორი ქორწილი იყო, მე უბრალოდ ვეტყოდი: "რატომ მეკითხები იმ ამბებზე, რომლებზეც არაფერი უნდა იცოდე? რატომ გჯერა ყველაფრის, რაც იწერება ინტერნეტში"?


კრისტენ სტიუარტი "Glamour"-ის ოქტომბრის ნომრისთვის
-22 ნოემბერს უკანასკნელი საგის პრემიერაა გერმანიაში. გიხარია, რომ ეს ყველაფერი დასრულდა?

-მოშვებული ვარ. არა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი როგორც იქნა დასრულდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვყევით ისტორია თავიდან ბოლომდე. ისტორია, რომელშიც მე და ჩემმა კოლეგებმა დიდი ენერგია ჩავდეთ. მე ვცხოვრობდი "Twilight"-ით დაახლოებით 4 წელი - ეს ძალიან დიდი დროა და მოითხოვს უდიდეს მოთმინებას. მადლობა ღმერთს, რომ მქონდა შესაძლებლობა მიმეღო მონაწილეობა შედარებით პატარა ფილმებში, როგორებიცაა: "The Runaways", "Welcome to the Rileys" და "On the Road", თორემ სხვა შემთხვევაში ნამდვილად გავგიჟდებოდი.

-არ გაწუხებთ ის უზარმაზარი ყურადღება, რომელიც "Twilight"-ის გარშემოა?


-შენ არ გაქვს უფლება ამ ყველაფერმა გაგაღიზიანოს. მე ყოველთვის კარგი მოგონებები მექნება ამ ფილმთან დაკავშირებით და წარმოდგენაც არ მქონდა რა მოხდებოდა, როდესაც ის პირველად გამოვიდა კინოთეატრებში. მე დავთანხმდი როლს იმიტომ, რომ მიყვარს ფილმები. რა თქმა უნდა, ფილმები გასართობია, მაგრამ გარკვეული მასისთვის, ფილმი გაცილებით მეტს ნიშნავს. მე ერთ-ერთი ვარ ამ მასიდან. ფილმებს შეუძლიათ მეტი გითხრან ცხოვრებაზე, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ მის უკეთ შეცნობაში. ისინი შეიძლება იყვნენ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანნი.

-თქვენ "Balenciaga"-ს ახალი სახე ხართ. რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილებისკენ?


-მე ვაღმერთებ ისეთ ხალხს, როგორიც Nicolas Ghesquière და Mario Testino-ა, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე ყველაფერზე მეტად. ისინი მიყვებიან შინაგან ხმას და სწორედ ამიტომ არიან იქ, სადაც არიან. და როდესაც ნიკოლასმა მკითხა ვიმუშავებდი თუ არა მათთან ერთად, არც კი დამჭირვებია ამაზე ფიქრი.


კრისტენ სტიუარტი "Glamour"-ის ოქტომბრის ნომრისთვის
-ანუ თქვენ ვერ აარიდებდით თავს იმ სიამოვნებას, რასაც მოდის სამყარო იძლევა?

-მე არასდროს ვიმუშავებდი იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან კრეატიულები და არ უყვართ თავიანთი საქმე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც უბრალოდ ყველგან არიან და ცდილობენ სული ამოგწოვონ. მაგალითად, მე არასდროს გავუწევდი მაკიაჟს რეკლამირებას. დიდი მადლობა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს.

-სამაგიეროდ, რისი გაკეთებით დაინტერესდებოდით?


-ვამჩნევ, რომ ამ მომენტში ჩემი ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ფაზაში ვარ. ვგრძნობ, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გავსკდე ამდენი ენერგიისგან. და არ მსურს, რომ ის ცეცხლი, რომელიც ჩემში გიზგიზებს, ჩაქვრეს. სწორედ ამიტომ, არ ვაპირებ "ვთვითო" თუ რომელ ქორწილს ვესწრები...

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

34


  • Melody) თქვა:
    20 სექტემბერი 2012 17:49 - ID: 34,
    გაანუმეორებელიააა ... მიყვარს ძალიან[i][/i] love

  • Lela ) თქვა:
    20 სექტემბერი 2012 17:44 - ID: 33,
    სიგიჟემდე მიყვარხარ კრის!! love

  • fuck selena თქვა:
    20 სექტემბერი 2012 16:19 - ID: 32,
    ჩემიი გოგო love

  • Nina√ თქვა:
    20 სექტემბერი 2012 16:15 - ID: 31,
    ქოვერი მომეწონა love

  • LOL(a) თქვა:
    19 სექტემბერი 2012 22:46 - ID: 30,
    მიყვარს მისი ინტერვიუების კითხვა love
    და თვითონ ეს პიროვნებააცც..
    "რატომ მეკითხები იმ ამბებზე, რომლებზეც არაფერი უნდა იცოდე? რატომ გჯერა ყველაფრის, რაც იწერება ინტერნეტში"?
    მე არ მჯერა მასზე ბევრი რამე რასაც წერენ ინტერნეტში

  • Ana smiley თქვა:
    19 სექტემბერი 2012 21:48 - ID: 29,
    საყვარელიი love ძაალინ მიყვარს love

  • toto თქვა:
    19 სექტემბერი 2012 21:34 - ID: 28,
    vgijdebiii love chemigogo <3

  • rusachka თქვა:
    19 სექტემბერი 2012 20:50 - ID: 27,
    მაგარი ადამიანია და ულამაზესიაააააააააააააააააააააააააა love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    19 სექტემბერი 2012 19:40 - ID: 26,
    ამ დაუნზე რ წამაკითXებს ამდენს

  • tiko-tina თქვა:
    19 სექტემბერი 2012 17:50 - ID: 25,
    ჩემი გოგო ვგიჟდები love ჩემნაირია wink lol

  • Smiley :) თქვა:
    19 სექტემბერი 2012 17:34 - ID: 24,
    NiiNii,
    აგრეთვე wink

  • malumalu თქვა:
    19 სექტემბერი 2012 17:32 - ID: 23,
    love love

  • banchita თქვა:
    19 სექტემბერი 2012 14:39 - ID: 22,
    აი მართალი ხარ მაგარი ფლეგმა გოგოა!!

  • niniko♥ თქვა:
    19 სექტემბერი 2012 13:55 - ID: 21,
    საყვარელი გოგოა მიყვარს love ამას ქერა თმაც ძაან უხდებოდა!!!!!!! love

  • Lindsay თქვა:
    19 სექტემბერი 2012 12:29 - ID: 20,
    ვაა გკიდიათ და მის ნიუსებს მაინც ათვალიერებთ? თან კომენტარებსაც კი წეერთ? საინტერესოაა :D

  • Кристен თქვა:
    19 სექტემბერი 2012 12:13 - ID: 19,
    როგორ მიყვარს კრისი love უნიჭიერესია,ძAლიან ჭკვიანია და აზროვნებს ისე როგორც უნდა იაზროვნოს უკვე შემდგარმა და წარმატებულმა მსახიობმა.

  • anii:):):) თქვა:
    19 სექტემბერი 2012 10:37 - ID: 18,
    მიყვარს კრისტენი love ყოველთვის საინტერესო ინტერვიუები აქვს აზრიანი გოგოა სხვებივით სისულელებს არ ბოდიალობს...ულამაზესია love

  • Bellania თქვა:
    19 სექტემბერი 2012 00:49 - ID: 17,
    .

  • ANGEL თქვა:
    19 სექტემბერი 2012 00:35 - ID: 16,
    კარგი ქოვერია, ეს ბ*** :D:D:D Joke:))

  • tia თქვა:
    18 სექტემბერი 2012 23:18 - ID: 15,
    ჩემი ლამაზიიიიიი love ყოველთვის საინტერესო წასაკითხია მისი ინტერვიუები, უაზობას და ზედმეტს არაფერს ამბობსსს :)
    სურათებიც მომწონს ნუ ძველია, მაგრამ კარგია :) ნიუსიც კარგიაააა love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top