;
1 ოქტომბერი 2012      Hermione...♥     14 კომენტარი     ნანახია 3351-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მარტინ სკორსეზეს სიმაღლე მხოლოდ 1.63 მ-ია, მაგრამ იგი წარმატების იმ სიმაღლეზე დგას, რომელსაც მხოლოდ ერთეულები თუ აღწევენ. მართლაც, სკორსეზე თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად კინემატოგრაფიის ისტორიაში. მასთან ერთად მუშაობას ნებისმიერი მსახიობი სიამოვნებით თანხმდება, მაყურებელთათვის კი სკორსეზეს რეჟისურა ფილმის მაღალი ხარისხის წინაპირობაა. ამჯერად, ობიექტივი რეჟისორისაკენ მივმართოთ, შევიტყოთ მისი კინოშედევრების "საიდუმლო რეცეპტი" და გავიცნოთ მარტინ სკორსეზე, როგორც ხელოვანი და როგორც პიროვნება.

საინტერესო ფაქტები:

* მარტინ სკორსეზე 1942 წლის 17 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. მომავალი რეჟოსორი იტალიური დიასპორის მეზობლად გაიზარდა, რაც შემდგომში მის რამდენიმე ფილმშიც ასახა.

* 1966 წელს სკორსეზე ნიუ-იორკის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან იქ სწავლის პერიოდშივე გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებსაც კინოკრიტიკოსებმა საკმაოდ დადებითი შეფასებები მისცეს.

* დაქორწინებულია ჰელენ მორისზე. მანამდე იგი 4 მეუღლეს გაეყარა. რეჟოსორს 3 შვილი ჰყავს.

* მისი ფილმები ხშირად იწყება სიუჟეტის შუიდან ან ბოლოდან. ამის საუკეთესო მაგალითია მისი კინოშედევრები: გააფთრებული ხარი (1980) და კაზინო (1995).

* სკორსეზეს ფილმის გადაღებისათვის საუკეთესო ადგილად ნიუ-იორკი მიაჩნია.

* მის ფილმებში სასტიკად, მაგრამ რეალისტურად არის ასახული ძალადობა.


* 2005 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა Empire სკორსეზეს ყველა დროის საუკეთესო რეჟოსორების სიაში მესამე ადგილი არგუნა.

* სკორსეზეს ფილმებში მონაწილეობისათვის 17-მა ვარსკვლავმა დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია. ესენი არიან: ჯოდი ფოსტერი, რობერტ დე ნირო, ჯო პესკი, ლეონარდო დიკაპრიო, დენიელ დეი-ლუისი, ქეით ბლანშეტი, ვაინონა რაიდერი, ელენ ბერსტინი, შერონ სტოუნი, დეიენ ლედი, კეტი მორიერტი, ჯულიეტ ლუისი, ლორენ ბრაკო, პოლ ნიუმანი, მერი ელიზაბეტ მასტრანტონიო, ალან ალდა და მარკ უოლბერგი. აქედან ხუთს (ბერსტინი, დე ნირო, ნიუმანი, პესკი, ბლანშეტი) ხვდა პატივი დაუფლებოდა საოცნებო ოქროს ქანდაკებას.

* პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ სკორსეზეს მხოლოდ 1 ოსკარი აქვს. მან ამერიკის კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 2007 წელს მიიღო ფილმისთვის განდგომილები.



* სკორსეზეს ფილმებში ყველაზე ხშირად რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო თამაშობენ.

რეჟისორის გამონათქვამები:

-ჩემს ფილმებში ასახული ძალადობის გამო ხალხს ჩაკეტილი და ბრაზიანი ადამიანი ვგონივარ. მართლაც ასეთი ვარ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ იუმორის გრძნობა საერთოდ არ გამაჩნია. არადა, იუმორის გრძნობა ჩემი მაცოცხლებელი ძალაა.

-კინემატოგრაფიის არსი იმაში მდგომარეობს, თუ რა არის მოქცეული ჩარჩოებში და რა ამსხვრევს სტერეოტიპებს.

-მე ყოველთვის მომწონდა 3D ფილმები. ჩვენ ხომ 3D განზომილებაში ვცხოვრობთ და ფილმებსაც თუ 3D-ში ვუყურებთ ამით რა დაშავდება?

-ჩემი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ ხალხს საინტერესო ისტორიები მოვუყვე. მე ამით ვერასოდეს დავკმაყოფილდები.

-არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ დაიხვეწება თანამედროვე კინო. ჩვენ მაინც არ უნდა დავივიწყოთ ძველი ფილმები, რომელთაც თავისებური, მაგრამ შეუცვლელი ხიბლი ჰქონდათ.

-სასაცილოა, მაგრამ წინასწარ არასოდეს ვიცი, თუ რამდენი დრო დასჭირდება ფილმის გადაღებას. მაგალითად, არის სცენები, რომელთა გადაღება 5 წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ხშირად მთელი დღე სჭირდება.


ახლა კი, კინოარქივების მეშვეობით "დროში ვიმოგზაუროთ" და მარტინ სკორსეზეს რამდენიმე ფილმის გადასაღებ მოედანზე ვესტუმროთ.

ტაქსის მძღოლის გადასაღები მოედანი, 1975 წელი









კაზინოს გადასაღები მოედანი, 1994 წელი











ნიუ-იორკის ბანდების გადასაღები მოედანი, 2001 წელი











ავიატორის გადასაღები მოედანი, 2003 წელი











განდგომილების გადასაღები მოედანი, 2005 წელი















დაწყევლილთა კუნძულის გადასაღები მოედანი, 2009 წელი











უოლ სთრითის მგლის გადასაღები მოედანი, 2012 წელი



კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

14


  • lalaa თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 00:52 - ID: 14,
    Hermione...♥,
    ჩემო საყვარელოო love

  • Hermione...♥ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 15:35 - ID: 13,
    keetaa,
    აჰა... ძალიან კარგი! შენი ჩამონათვალიდან თითქმის ყველაზე გავაკეთებ. თითქმის იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ და არ მინდა რამე ავურიო.
    SicK As mY SecReTs,
    მადლობა შენ! love მართალი ხარ, ლეოს, სკორსეზეს და დე ნიროს ერთმანეთის ნამდვილად უსიტყვოდ ესმით
    camilla,
    ჰაჰა, გენიალური მომეწონა wink ძალიან დიდი მადლობა ანა love

  • camilla თქვა:
    2 ოქტომბერი 2012 11:34 - ID: 12,
    თიკო როგორც ყოველთვის გენიალური ნიუსია love
    სკორსეზიზეც ვგიჟდები და მაგის მუზებზეც დენიროზე და ლეოზე...გენიალრ ფილმებს იღებს love

  • SicK As mY SecReTs თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 23:51 - ID: 11,
    Hermione...♥,
    ძალიან მაგარი ნიუსია love დიდი მადლობა ავტორ ♥ ხშირად მომწონს შენი სიახლეები ♥ :))))
    ასე მგონია ლეოს უკვე უსიტყვოდ ესმის სკორსეზესი იგივეს ვიტყვი დენიროზე ♥ ♥ ♥

  • keetaa თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 23:48 - ID: 10,
    უF ძაან ბევრი რეჟისორი მყავს love Alfred Hitchcock, Clint Eastwood, Stanley Kubrick, Alejandro Gonzalez Inarritu, Quentin Tarantino, Alejandro Amenabar, Pedro Almodovar, Bernardo Bertolucci, David Lynch, David Fincher, Federico Fellini, Lars von Trier, Ki-duk Kim ყველა კიდე არ დავწერე და შენ აქედან რომელიც გიყვარს იმაზე გააკეთე ნიუსი :D :********

  • Hermione...♥ თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 23:18 - ID: 9,
    lalaa,
    უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო love love love როგორ ხარ ასეთი თბილი და ტკბილი? feel
    Marriiiammiii,
    მაქსიმალურად მოვინდომე და თანაც ამხელა სტატია პირველად გავაკეთე. დიდი მადლობა feel
    keetaa,
    ვინ არის შენი საყვარელი რეჟისორი? ეს კითხვა ყველას ეხება. მითხარით და სხვა რეჟისორებზეც სიამოვნებით გავაკეთებ სიახლეებს. გამონაკლისია კოპოლები, რომლებზეც მოგვიანებით სულ სხვანაირ სიახლეს დავდებ. მოგვიანებით იმიტომ, რომ დრო მჭირდება რაღაცის "გამოსაძიებლად" (აჰა, ესეც "ინტრიგა") smile

  • keetaa თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 22:47 - ID: 8,
    კაი რეჟისორია მიყვარს ამის კინოები მაგრამ სხვები უფრო მიყვარს ჰოლლივუდიდან ცოტა მყავს საყვარელი რეჟისორი

  • Marriiiammiii თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 22:17 - ID: 7,
    სულ ლეო ლეო ლეოო ჩემი ლეო love აი მართლაც საოცრად ვაფასებ ამ ადამიანს მისი განსხვავებული ხედვა ჩემთვის უნიკალურია...ნიუსიც ასევე უნიkalური როგორც ყოველთვის ენჯელს რომ შეეფერება ისეთი feel

  • lalaa თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 21:35 - ID: 6,
    თიკა შენ აღარ ხუმრობ რა მაგარი ნიუსია გავგიჟდი ! ძაან მომეწონა ყველაფერი, აი ყველანაირად სრულყოფილებააა love ამას ემატება გენიოსი სკორსეზე. არაჩვეულებრივია love

  • Hermione...♥ თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 21:25 - ID: 5,
    natia91,
    ta_mo,
    Lucy,
    Johnny depp,
    QiQiTo:):),
    Tatia_M.,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა feel მიხარია, რომ მოგეწონათ love

  • QiQiTo:):) თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 19:35 - ID: 4,
    ნიუსი ძალიან მაგარიაა

  • anii:):):) თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 18:37 - ID: 3,
    ყველაზე მაგარი რეჟისორია რა ვთქვა არ ვიცი ნამდვილად გენიოსია love მისი ფილმები შედევრები

  • Johnny depp თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 17:23 - ID: 2,
    გენიააა რა !!!!
    თიკუნ ჩემო საყვარელო ხომ იცცი რა შეფასებაც გეკუთვნის ! უმაგრეს ხარ შენ ! ძაან კარგი ნიუსია :*

  • Hermione...♥ თქვა:
    1 ოქტომბერი 2012 17:05 - ID: 1,
    სიტყვები არ მყოფნის იმისათვის, რომ ჩემი პატივისცემა გამოვხატო სკორსეზეს მიმართ. ნამდვილი გენიოსია!!! ეს და რონ ჰოვარდი ჩემი ფავორიტი რეჟისორები არიან.
    P.S. ეს ჩემი, როგორც ენჯელის პირველი სტატიაა და შეფასება თქვენთვის მომინდია! winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top