;

2 October 2012      Hermione...♥     Views 3009    
Category: Stars

Nicole Kidman - Diamonds

Powered by mp3skull.com

-უცნაურია, მაგრამ მე არა გველების ან ობობების, არამედ პეპლების მეშინია! არის მათში რაღაც შემზარავი, რაღაც უცნაური...

-ყოველთვის მინდოდა ისეთი წარმატებული ვყოფილიყავი, რომ დედაჩემს ჩემით ეამაყა. ახლა კი შევეცდები ისეთი სამაგალითო დედა ვიყო, რომ ჩემმა ქალიშვილმა იამაყოს ჩემით!

-არ არის საჭირო, რომ თავი მუდამ მაღლა გქონდეს აწეული და ისე იქცეოდე, თითქოს ყველაფერი როგზეა.

-როდესაც ფილმზე ვმუშაობ, მე მიყვარდება ის პიროვნება, რომლის როლიც უნდა განვასახიერო. სხვანაირად ვერ ვიქნებოდი თვითდაჯერებული.

-ბავშვობიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რომ ყველა შანსის გამოყენებას უნდა ეცადო, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს.


-ახალგაზრდობაში გამოუცდელობის გამო არ შემეძლო ემოციების ისე გამოხატვა, როგორც ახლა შემიძლია. თუნდაც ამის გამო ღირდა ასაკში შესვლა!

-სინანული იმისა, რასაც ვერ გამოასწორებ, ამქვეყნად ყველაზე სასაცილო და უსუსურ გრძნობად მიმაჩნია.

-ბავშვობაში წერა მიტაცებდა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. დღემდე მაქვს შენახული სხვადასხვა ჩანაწერებით გავსებული რვეულები.

-მე მსახიობობა მანიჭებს სიამოვნებას და არა გლამურული ცხოვრება, რომელიც მას რათომღაც თან მოჰყვა.

-მე არ მჭირდება გაშიშვლება იმისათვის, რომ ვიყო სექსუალური.

-რამდენსაც იღებ, იმდენი უნდა გასცე - ეს ჩემი ცხოვრების კრედოა.

-იმისათვის რომ გიყვარდეს, გამბედავი უნდა იყო. არ არის ადვილი, რომ მთელი შენი გრძნობები ერთადერთ ადამიანს მიუძღვნა.

-მე პირველ რიგში დედა და მეუღლე ვარ და შემდეგ ოსკაროსანი მსახიობი.


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top