;
3 ოქტომბერი 2012      ta_mo     27 კომენტარი     ნანახია 2742-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

23 წლის ავსტრალიელი ტოპ მოდელი კეტრინ მაკნილი სრულფასოვნად უბრუნება მოდის
ინდუსტრიას, იგი ვიხილეთ Numero-ს გარეკანზე, კარინ როიტფელდის მოდურ წიგნიში, არაერთი
მოდის სახლის ჩვენებაზე, ამჯერად კი მან ჟურალ Vogues-ს ავსტრალიური გამოცემის ნოემბრის ნომრის
ყდა დაამშვენა, ფოტოსესიაზე კეტრინმა ფოტოგრაფ ბენი ჰონრთან ერთად იმუშავა. მოდელს სტილისტმა
ქრისტინე სენტენერმა თეთრი ფერის საცურაო კოსტიუმები და სპორტული სამოსი მოარგო. ჟურნალში ასევე
დაიბეჭდა ინტერვიუ მაკნილთან, სადაც გოგონამ ისაუბრა მის წარსულზე, კარიერაზე, პირად ურთიერთობებზე,
სტილზე, ტატუებზე და სხვა ზოგად თემებზე. ფოტოსესიის სახელწოდება: Cool Cat

" მე ორი წლის წინ შევწყვიტე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა, რადგან ვგრძნობდი,
რომ ჩემი პროფესიისგან სიამოვნებას საერთოდ ვეღარ ვიღებდი, 13 წლიდან ერთი მიმართულებით
მუშაობა საკმაოდ რთულია, დგება პერიოდი როდესაც უბრალოდ გინდა დაუთმო საკუთარ თავს დრო და
განიტვირთო. " [b]ეხლა ვაანალიზებ იმას, რომ წელიწადზე მეტი აბსოლიტურად არაფერი მიკეთებია,
უბრალოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ვცხოვრობდი სრულ სიბნელეში
"

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

" მე ორი წლის წინ შევწყვიტე მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა, რადგან ვგრძნობდი,
რომ ჩემი პროფესიისგან სიამოვნებას საერთოდ ვეღარ ვიღებდი, 13 წლიდან ერთი მიმართულებით
მუშაობა საკმაოდ რთულია, დგება პერიოდი როდესაც უბრალოდ გინდა დაუთმო საკუთარ თავს დრო და
განიტვირთო."
მაკნილმა "განტვირთვის" ორი წელი ძირითადად ლონდონში დაყო, შეიძინა მეგობრები, სტუმრობდა
მუსიკალურ ფესტივალებს. " ეხლა ვაანალიზებ იმას, რომ წელიწადზე მეტი აბსოლიტურად არაფერი
მიკეთებია, უბრალოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, ვცხოვრობდი სრულ სიბნელეში
"

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის


შეგახსენებთ, რომ კეტრინმა მისი კარერის დასაწყისში ექსკლუზიური კონტრაქტი
გააფორმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტოგრაფთან, მარიო ტესტინოსთან, სწორედ
მარიომ გადაიღო მოდელი კარინ როიტფელდის მოდური წიგნისთვის გასულ თვეში. ასევე ცნობილი გახდა, რომ
ტერი რიჩარდსონი მოდელს უახლოეს მომავალში ჰერმესის კამპანიისთვის გადაიღებს. " დიდი სიამოვნებაა
იმუშაო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გყავს ნანახი, მე საოცრად
მეტანრებოდნენ ის ფოტოგრაფები, რომლებთანაც ადრე ვთანამშრომლობდი, მენატრებოდა
ფოტოსესიის მსვლელობის პროცესი, ნიჭიერი სტილისტებისა და ვიზაჟისტების მეშვეობით
გარდასახვა, ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის კეთების საშუალება
კიდევ ერთხელ მომეცა."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

ინტერვიუ აგვისტოს თვეში მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში იქნა ჩაწერილი, მოდელმა
გაიხსენა მისი პირველი ნაბიჯები მოდის ინდუსტრიაში, პირველად ნიუ-იორკს იგი ბებიასთან ერთად ესტუმრა
და საცხოვრებელი ოთახი რამოდენიმე მოდელთან ერთობლივად იქირავა. " როდესაც ამერიკაში ჩამოვედი
წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა და აბსოლიტურად არავის ვიცნობდი. მე ვიყავი 17 წლის
მოზარდი და არ შემეძლო სრულფასოვნად წარმომეთქვა სიტყვა ერმესი."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

კეტრინის სტილი საკმაოდ განვითარდა " მე ეხლა ორმაგად ვაფასეფ სამოსს, ჩემს გარდერობში
ძირითადად ჭარბობს შავი ფერი და ტყავის სამოსი, თუმცა ბოლო დროს კაბების ტარებაც დავიწყე.
ვცდილობ სხვა და სხვა ტიპის ქსოვილები და ფერები შევუხამო ერთმანეთს"
როდესაც კორესპონდენტმა
მას კითხა ტატუების რაოდენობა, მოდელმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა. (რადგან შესაძლოა თვითონვე
აერია სათვალავი). ყოველთვის ჭორებისა და ყურადღების ქარცეცხლში ეხვეოდა მაკნილის პირადი ცხოვრება,
ფრაია ბეასთან და რუბი როუზთან სერიოზული ურთიერთობის შემდეგ, გოგონამ შეხვედრა დაიწყო ბრიტანელ
მაილს ლანგფორდთან. როგორც ყოველთვის ამჯერადაც თავი შეიკავა პირად ცხოვრებაზე
საუბრისგან, თუმცა უკვე ყველასთვის ცნობილია მისი ორიენტაცია.

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

მოდელმა განაცხადა, რომ ამჟამად იგი სრულიად ბედნიერად გრძნობს თავს."მე მყავს ორი ,
ძაღლი სახლში, მისვლა და მათთან ერთად დროის გატარება დიდი სიამოვნებაა, ისინი საუკეთესო
მეგობრები არიან, როდესაც ჩემი პარტნიორი მიდის სახლიდან, ისინი ჩემს საწოლში ხტებიან და ძალიან
თბილად ვეხუტებით ერთმანეთს, მე ძალიან მშვიდი ვარ"
თქვა კეტრინმა, ეს მართლაც ასეა, რადგან
მას ვერასდროს ნახავთ კლუბებში მაგიდაზე ცეკვის დროს, იგი არასდროს აგზავნის ჰაეროვან კოცნებს და
პრაქტიკულად შეუძლებელია მისი ამოცნობა მეგაპოლისის ხმაურიან წვეულებებზე.

კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

სამაგიეროდ კეტრინი აღმერთებს მუსიკალურ ფესტივალებს, უკანასკნელად იგი რამოდენიმე
თვის წინ დააფიქსირეს ნიუ-იორკში სცენის მიღმა, სადაც მაილსთან ერთად იმყოფებოდა. " აუცილებელია
კარგად დასვენება და სიამოვნების მიღება თავისუფალ დროს, რადგან სხვაგვარად მუდმივად ვერ
გაუძლებ სამუშაო გრაფიკს, ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან, თუმცა
ყველაფერის დაბალანსებაა აუცილებელი, ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე მთავარია."


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

" დღეს მე თავს აბსოლიტურად სხვა ადამიანად ვგრძნობ, წარსულში მე სიღრმეში
ვიყავი ჩათრეული და ვცდილობდი ცურვას ყოველგვარი ხელჩასაჭიდის გარეშე, ეხლა მე კარგად
ვგრძნობ თავს. ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრება, ჩემი ძაღლები.. ეს ყოველივე მე
მაბედნიერებს. შესაძლოა ასაკს მოაქვს თავისი.


კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის
კეტრინ მაკნილის ინტერვიუ და ფოტოსესია ჟურნალ ვოგისთვის

ლინკზე გადასვლით შეძლებთ ფოტოსესიის მსვლელობის პროცესის ყურებას

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

27


  • beauty queen თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 18:47 - ID: 27,
    ყოჩაღ ნიუსი არაჩვეულებრივია.
    რაღაცნაირად მომწონს ეს მოდელი ულამაზესი ტანი აქვს

  • anii:):):) თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 10:56 - ID: 26,
    love love love

  • Mari Glonti თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 00:02 - ID: 25,
    საინტერესო ინტერვიუ იყო...კარგად დაგიმუშავებია თამო ყოჩაღ!!
    მიხარია რომ ბედნიერი და წარმატებულია love

  • amanda თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 20:46 - ID: 24,
    სუპერ,სუპერ ნიუსი love მსუყე და კარგად წასაკითხი ;)

    რაც შეეხება კეტრინს ძალიან მომოწნს, ერთ-ორ ფოტოზე მისი სახე არ მომეწონა რაღაც ისე ვერაა თუმცა ისე ულამაზესი სახე აქვს და გამოხედვა სასწაული love მეგობარი ბიჭი რო ყავს მაგრა დგამიხარდა :D რაღაც დამშვიდებული ჩანს და ცხოვრების ახალ ეტაპზე,ძალიან კარგია,მიხარია :)

  • NiNi_N თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 18:29 - ID: 23,
    უღრმესი მადლობა ამ ნიუსისთვის love

  • tamo თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 18:23 - ID: 22,

    გაუმართლა ამ ბიჭსს :)) საყვარელია
    ta_mo,
    მადლობა

  • tamo თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 18:06 - ID: 21,
    მისი ბოიფრენდის ფოტო დამილინკეთ რა :))

  • lalaa თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 18:05 - ID: 20,
    აუ ყველაზე მაგარი გოგოა love ნიუსი უმაგრესიააა

  • tamo თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 17:53 - ID: 19,
    ვაა ამასს ბიჭი ყავსს ? საღოოლ მაგარიიაა..გამიხარდაა აბა ასეთი ქალიი გოგოსთან ერთად საცოდაობაა..
    ვაიმმეე გადამრევს ეს ჩათლახიი wink იმენა რავიცი რააა
    ისეთიაა აზრს შეგაცვლევიებს ..... wink
    http://i052.radikal.ru/1210/79/8904325ae9db.jpg ამ ფოტოზე ავჭედეე ავრეკე love
    ძალიან კარგი სიახლეა

  • QiQiTo:):) თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 17:02 - ID: 18,
    ძალიან კარგი იყო love

  • Naughty Angel თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 16:58 - ID: 17,
    ta_mo,
    კი ძაან უბრალოდ აქტიურობაში მოვიკოჭლე ამ ბოლო დროს :DD სკოლა :(((

  • Nii♥ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 16:57 - ID: 16,
    მაგიჟებს...უნაკლოა <3

  • megan ewing თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 16:09 - ID: 15,
    ta_mo,
    უF კარგად ქონია ხო მისი სხეული მართლა აიტანს გამხდარია და გრძელი სხეული აქვს . love

    ფოტოსესიის სახელწოდებამ ჩემი უსაყვარლესი სიმგერა გამახსენა http://www.youtube.com/watch?v=lQf3uTbF5Vk love

  • keetaa თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 15:57 - ID: 14,
    ვაიმე კეტრინს ბიჭი ყაააააააააავს? როგორ მიხარიაააააა არა არ ვარ სხვადასხვა ორიენტაციის ხალხის მიმართ ცუდად განწყობილი უბრალოდ აი რავიცი ძაან გამიხარდა love გეთანხმები თამო აი მართლა როგორია საცურაო კოსტუმების წარმოდგენა და იმთსავით ძაან სექსუალური და მინაბული სახე რო არ გაქვს :DDD ყველაზე ლამაზი დაწყობილი ნაქვთები უნაკლო აი არ ვიცი მე-8 საოცრებაა love ნიუსი ძააააააან მაგარია !!!!!!! ძალიან ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ფისო ის უშნო ჟიზელი რატო უნდა იყოს უფრო მდიდარი და უფრო ცნობილი :| ტფუი

  • Nina√ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 15:34 - ID: 13,
    კეტრიიინ love არაჩვეულებრივი ნიუსიაა request

  • Naughty Angel თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 15:24 - ID: 12,
    სილამაზე 0 ია თუ მის შიგნით ტალანტი არ არის
    ამ გოგოს ერთიც აქვს და მეორეც
    ჩემი კატა :))) საოცრად ეშხიანია
    ნიუსი <3 :))

  • elga თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 15:17 - ID: 11,
    ამეტირასავით ეს ინტერვიუ რო წავიკითხე
    ყოჩაღ თამო მაგრად გიმუშავია.
    უი ამისი ბიჭი რა საყვარელი ყოფილა ეხლა ვნახე სურათები.

    ეხხხ ამის ყოფილი მენატრება მაგრად.იქნებ იმანაც იპოვოს ბიჭი. მაგრამ რატომღაც მგონია კეტრინი და ფრე შEრიგდებიან

  • Marriiiammiii თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 14:39 - ID: 10,
    ta_mo,
    feel feel

  • Marriiiammiii თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 14:28 - ID: 9,
    ta_mo,
    აი ესაა საშინელება... მე მაგალითად მირჩევნია წვალებით მოპოვებული წარმატება ვიდრე მორთმეული

  • Marriiiammiii თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 14:24 - ID: 8,
    ta_mo,
    ხო აი ამითაც განსაკუთრებულად ვაფასებ მოდელს თვითონ უნდა შეძლოს თავისი კარიერის განსაზღვრა და ამ სფეროში საკუთარი მოღვაწეობის ჭკვიანურად გადაწყვეტა winked არა მარტო ერთ ადგილზე გაშეშება და არანარი წინსვლა არანაირი მხრით

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top