;
3 ოქტომბერი 2012      Hermione...♥     19 კომენტარი     ნანახია 3132-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჯეიმს მაკევოი ოქროს გლობუსის ნომინანტი შოტლანდიელი მსახიობია, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს. მაყურებელი მას კარგად იცნობს ფილმებიდან განსაკუთრებით საშიში, ადამიანები Х: პირველი კლასი, მონანიება, და ჯეინად გადაქცევა. ჯეიმსი არაერთხელ იქნა აღიარებული ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.

საინტერესო ფაქტები:

* ჯეიმს მაკევოი 1979 წლის 21 აპრილს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ გლასგოუში პსიქიატრისა და მშენებლის ოჯახში. მსახიობი 20 წლის იყო, როდესაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მსახიობი დღემდე იქ ცხოვრობს, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს ჰოლივუდურ ფილმებში.

* ბავშვობაში ჯეიმსი ძალიან მორწმუნე იყო და სემინარიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას.

* მაკევოი 16 წლის იყო, როდესაც მსახიობობით დაინტერესდა და სასკოლო დადგმებში დაიწყო თამაში.

* ჰყავს უმცროსი და, რომელიც მუსიკოსია.

* მისი საყვარელი ფილმია სტივენ სპილბერგის უკან, მომავალში.


* 2007 წელს კირა ნაითლისთან ერთად ითამაშა ფილმში მონანიება, როსთვისაც მაკევოიმ ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა.

* ასევე 2007 წელს გამოვიდა ფილმი ჯეინად გადაქცევა მაკევოისა და ენ ჰეტეუეის მონაწილეობით.


* 2008 წელს ჯეიმსმა ანჯელინა ჯოლისთან და მორგან ფრიმენთან ერთად ითამაშა ფილმში განსაკუთრებით საშიში. მსახიობმა ამ ფილმის გადაღებისას რამდენიმე მსუბუქი ტრავმა მიიღო.





* დაქორწინებულია ენ-მერი დაფზე, რომელიც ასევე მსახიობია. წყვილს 2010 წელს ბიჭუნა შეეძინათ.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

19


  • eka-eka-eka92 თქვა:
    5 ოქტომბერი 2012 19:11 - ID: 19,
    აუ.... ასეთ სიმპათიურ ბიჭებს რატომ ჰყავთ ასეთი უროდი ცოლები...

  • Ggvantsa თქვა:
    5 ოქტომბერი 2012 16:54 - ID: 18,
    სექსუალურია love

  • Hermione...♥ თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 21:43 - ID: 17,
    anano-anano,
    ამ ეტაპზე არამგონია, რომ დიკაპრიოს რანგის მსახიობი გახდეს, რადგან მას თავიდანვე ეტყობოდა ფენომენალური ტალანტი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოსკარის პირველი ნომინაცია 19 წლისამ მოიპოვა. მაკევოის თამაშში დაკვირვებული თვალი უამრავ შეცდომებს აღმოაჩენს და ვერც განსაკუთრებულ ნიჭს დაინახავს, მაგრამ თუ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იმუშავებს, მაინც არაფერია შეუძლებელი smile
    natia91,
    უფრო მეტად უნდა მოინდომოს... ისე, ამის სამსახიობო წინსვლა ჩემზე მეტად არავის უნდა.
    QiQiTo:):),
    ძალიან დიდი მადლობა love

  • takcho თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 18:33 - ID: 16,
    ეს inside i'am dancing-ში დამევასა wink winked

  • QiQiTo:):) თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 17:26 - ID: 15,
    საინტერესო ნიუსიააა

  • mariamio თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 16:38 - ID: 14,
    ვაიმე ამ ბიჭზე ვაბოდებ love love love

  • leluchia თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 10:53 - ID: 13,
    სუFთა ჩემი კლასელი :O მომოწნს რაღAცით

    ai naxet rogor gavs

  • anii:):):) თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 10:40 - ID: 12,
    მომწონს ჯეიმსი კარგი მსახიობია გარნსაკუთრებით მონანიებაში მოწმონს თან სიმპატიური ბიჭია love

  • Miss Nirvana თქვა:
    4 ოქტომბერი 2012 10:30 - ID: 11,
    ააააააააააააააააააააა ვგიჯდები მაბოდებს მიყვარს :D <3

  • natuka555 თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 23:29 - ID: 10,
    უზომოდ მიყვარს ჯეიმსი feel ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ღორისდინგიან გოგოზე რომაა ფილმი (აღარ მახსოვს რა ქვია) იქ ვნახე და მას მერე დავინტერესდი იმიტომ რომ გარეგნულად მომეწონა. ძალიან კარგი მსახიობია, "მონანიება" და "შოტლანდიის უკანასკნელი მეფე" მისი საუკეთესო ფილმებია ჩემი აზრით, კარგი სანახავია ეკრანზე, უხდება გარეგნულადაც და თამაშსაც ვერ გავაკრიტიკებ, ნამდვილად ძლიერი მსახიობი შეიძლება გამოვიდეს,კიდევ რამდენიმე კარგი, ძლიერი ფილმი უნდა და ეგაა

  • Annnn...♥♥ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 23:11 - ID: 9,
    აუჩ lol
    მაგარი მევასება ეს როჟა
    მაგარი სიმპოაა მმმ

  • soof... თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:55 - ID: 8,
    ძააალიან ნიჭიერიიააააა <3 მიყვარსსს ჯეიმსა

  • anano-anano თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:31 - ID: 7,
    ძალიან კარგი მსახიობიაა.დარწმუნებული ვარ დროდადრო უფრო დაიხვეწება. მონანიებაში ყველაზე კარგად ჩანს მისი სახე,ძალიან კარგად მოერგო როლს. რაც შეეხება შოტლანდიის უკნასკნელ მეფეს,ჩემი აზრით ეს ჯეიმსის ყველაზე ძლიერი ფილმია,შესაბამისად როლი და შესრულებაც.ჩემი აზრით ჯეიმსსი იმ მცირეთთაგანია ჰოლივუდში,ვისაც ძალიან კარგად შეუძლია ემოციების გამოხატავა და ამ ემოციების მაყურებლამდე მიტანა.მოკლედ,თუ ასე გააგრძელებს,რამდენიმე წელში ჩემი აზრით დიკაპრიოს რანგის მსახიობი გახდება.

  • Hermione...♥ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:28 - ID: 6,
    -Diana-,
    Lindsay,
    elga,
    Marriiiammiii,
    ძალიან დიდი მადლობა გოგოებო feel ისე, აი ზუსტაად ამის ფოტოს რომ ვუყურებ ისეთი სათნო და საყვარელი სახე აქვს, სიგიჟემდე მინდება, რომ ჩავეხუტო love love love

  • Marriiiammiii თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:14 - ID: 5,
    მიყვარს და ვაფასებ განსაკუთრებით მიყვარს მისი შესრულებული როლების გამო მონანიებასა და ჯეინად გადაქცევაში love

    ნიუსიც უკომენტაროდ ბრავო რა თქმა უნდა

  • elga თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:13 - ID: 4,
    ვაიმე ვაიმე ამ ბიჭზე"მონანიების"მერე ვგიჟდები .უსაყვარლესი უსიმპატიურესი რა თვალების მქონე.
    არაჩვეულებრივი ნიუსია love
    თან როგორი კეთილია რო შეხედავ გინდა რო ჩAეხუტო ისეთი საყვარელია

  • Lindsay თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:08 - ID: 3,
    მაგარიიაა ბიჭიიაა, ძაალიაან მომწოონს love რაღაცნაირი კეთილი და სათნო სახე ააქვს )) ფავორიტებშიიი <3

  • -Diana- თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:07 - ID: 2,
    - ძალიან მიყვარს ჯეიმსი.. კარგი მსახიობია.. განსაკუთრებით საშიში და ჯეინ ოსტინი მიყვარს ძალიან love ნიუსი როგორც ყოველთვის უმაგრესია თიკა




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • Hermione...♥ თქვა:
    3 ოქტომბერი 2012 22:07 - ID: 1,
    ახლა რომ ვთქვა საუცხოო მსახიობია-მეთქი, დიდი, მსუქანი ტყუილი გამომივა, რადგან მისი თამაშით კმაყოფილი მხოლოდ "მონანიებაში" დავრჩი და "განსაკუთრებით საშიშშიც" არაუშავდა... უფრო იმიტომ მომწონს, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან სიმპათიურია love ისე, რაღა ეს "ჩებურაშკა" შეუყვარდა???

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top