;
7 ოქტომბერი 2012      Hermione...♥     45 კომენტარი     ნანახია 5921-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

Harry Potter Soundtrack - 02 Harry Potter - Harrys Wond

Powered by mp3skull.com

მსოფლიო ფენომენად აღიარებული ნაწარმოების, "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგი ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად ითვლება. მან ჯოდასნური სამყაროსაკენ გასასვლელი კარი გახსნა მაშინ, როდესაც უბრალო ზღაპრები გობლინებზე, გნომებსა და ელფებზე ყველას მობეზებული ჰქონდა. ჯოანმა მილიონობით ადამიანს აჩუქა ჯადოსნური ბავშვობა, მისმა ნაწარმოებებმა კი დიდი გავლენა იქონია ე.წ. "ჰარი პოტერის თაობის ბავშვების" პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. მართლაც, როულინგი გვასწავლის, თუ რა არის სიყვარული, სიმამაცე, ერთგულება, ურთიერთგატანა და თუ რა საოცარი განძია გვერდით ნამდვილი მეგობრების ყოლა.
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-ჯადოქრები წარმოადგენენ იმ მასას, რად გადაქცევაც მაგლებს ყველაზე მეტად ეშინიათ. მართლაც, ისინი გარიყულნი არიან დანარჩენი სამყაროსაგან და თავს მაინც მშვენივრად გრძნობენ.

-სიმართლე ერთობ მშვენიერი და საშინელი რამ არის, რასაც დიდი სიფრთხილით უნდა მოექცე.

-ამქვეყნად განსაკუთრებით სიმამაცესა და დიდსულოვნებას ვაფასებ, ფანატიზმამდე აყვანილი სიჯიუტე ყველაზე მეტად მძულს.
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-წერა სიამოვნების მისაღებად დავიწყე. მე ვწერ ყველაფერზე, რაც აღმაშფოთებს ან აღმაფრთოვანებს. ამხელა წარმატებასა და პოპულარობას კი ყველაზე სანუკვარ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.

-მე არ მჯერა ჯადოქრობის, მაგრამ მჯერა სასწაულების. მათ, ვისაც სასწაულების არ სჯერათ, ვერც ვერასოდეს იხილავენ მას.

-მინდა ხალხს დავამახსოვრდე როგორც ადამიანი, რომელმაც თავისი ნიჭის შესაბამისად, მაქსიმუმი გააკეთა ცხოვრებაში.
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა იმისათვის, რომ მსოფლიო შევცვალოთ. ამის ძალა ყოველ ჩვენთაგანშია დამალული. ჩაუღრმავდით საკუთარ თავებს და აუცილებლად აღმოაჩენთ მას.

-შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის.

-ჯეინ ოსტინის ნაწარმოებებმა შთამაგონა, რომ მწერალი გავმხდარიყავი.

ჯოან როულინგის გამონათქვამები
-პირველი თხზულება ექვსი წლისამ დავწერე.

-ამქვეყნად, ბევრი ათეისტი ცხოვრობს ღირსეულად, ბევრი მორწმუნე კი-უღირსად.

-მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის მიმართ უამრავი ეჭვი მაწუხებს, მე მაინც მჯერა სამყაროს შემოქმედი უზენაესი ძალის არსებობის.

ჯოან როულინგის გამონათქვამები

-მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები ფუნდამენტალიზმს. არ არის საჭირო, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთო, როგორც გეუბნებიან.

-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწროთ. ასე ლექსიკონსაც გაიმდიდრებთ და მიხვდებით, თუ როგორ იქმნებიან ლიტერატურული შედევრები.

-პოპულარობა ძალიან მაბნევს, რადგან მასზე არასდროს მიოცნებია.

ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ალბათ, გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობს ჯოანი თავის შექმნილ პერსონაჟებზე და როგორ შექმნა ისინი. გთავაზობთ "ჰარი პოტერის" რამდენიმე პერსონაჟის მისეულ დახასიათებას.

ჰარი პოტერი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-ჰარი არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს აჯობოს საკუთარ თავს და გააკეთოს სწორი და სამართლიანი არჩევანი. ის არის თავისი ასაკისათვის წარმოუდგენლად ერთგული და მამაცი. ამ თვისებებს კი ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. შევეცადე, რომ მისგან მკითხველისთვის მისაბაძი მაგალითი შემექმნა. ის არ არის იდეალური პიროვნება, მაგრამ არსებობენ კი უნაკლო გმირები?
ჯოან როულინგის გამონათქვამები

რონ უისლი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-შევეცადე, რომ რონი ძალიან სასაცილო ადამიანი გამოსულიყო. მიუხედავად მისი უამრავი უარყოფითი თვისებისა, მან მკითხველს მაინც საოცრად შეაყვარა თავი. ეს არც მიკვირს, რადგან რონი ძალიან ჰგავს ჩემს ერთ მეგობარს, რომელიც მიუხედავად თავზეხელაღებულობისა და უყურადღებობისა, მაინც ყველა მის ნაცნობს ძალიან უყვარს.
ჯოან როულინგის გამონათქვამები

ჰერმიონ გრეინჯერი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-ჰერმიონი იყო პერსონაჟი, რომლის შექმნაც ჰარის შემდეგ, პირველად მომივიდა აზრად. ბავშვობაში დაახლოებით მისსნაირი ხასიათი მქონდა, ოღონდ არ ვიყავი ჰერმიონივით ჭკვიანი და იმედი მაქვს, რომ არც მისნაირი ფიცხი. მე მას მაინც ძალიან ვაფასებ, არა მხოლოდ ინტელექტის, არამედ სიმამაცის, მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიანობისათვის.
ჯოან როულინგის გამონათქვამები

დრაკო მალფოი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-დრაკოსნაირ ადამიანებს პატივს არ ვცემ, მაგრამ ის არც ისეთი ცუდი ადამიანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მას დადებითი თვისებებიც აქვს, მაგრამ ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავიდან მათ აღმოფხვრას. ამის გამო, ის სიბრალულის ღირსია და არა ზიზღის.
ჯოან როულინგის გამონათქვამები

ლუნა ლავგუდი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-ლუნას პერსონაჟის შექმნისას დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემთვის საინტერესო იყო არაამქვეყნიური და მეოცნებე, მაგრამ კეთილი გოგონას ხასიათი. მომენტებში შეგვიძლია ის ჰერმიონის საპირისპირო პერსონაჟად ჩავთვალოთ. ჰერმიონი ყველაფერს ლოგიკით წყვეტს, ლუნასათვის კი მთავარი რწმენა და იმედია.
ჯოან როულინგის გამონათქვამები

ლორდი ვოლდემორი
ჯოან როულინგის გამონათქვამები
-როდესაც ქმნი ბოროტ პერსონაჟს, რომელიც ნამდვილი ფსიქოპატია, მკითხველს აუცილებლად უნდა დაუმტკიცო, რომ ჩადენილი ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები ადრე თუ გვიან, ბოროტს უკანვე დაუბრუნდება. ეს ვოლდემორის შემთხვევაში ნამდვილად არ დამვიწყებია, მაგრამ აღარაფერი ეშველებათ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც მან იმსხვერპლა.
ჯოან როულინგის გამონათქვამები

-ამბები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს, მუდამ ჩვენს გულებში ცოცხლობენ. ნებისმიერ დროს, როდესაც მიუბრუნდებით წიგნის ფურცლებსა თუ დიდ ეკრანს, "ჰოგვორტსი" მუდამ მზად იქნება, რომ შინ სიხარულით მიგიღოთ.
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები
ჯოან როულინგის გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

45


  • marie rathbone♥ თქვა:
    17 იანვარი 2013 23:05 - ID: 45,
    ააუუუუ რო მახსენდება რა განცდებითა და ემოციებით ვკითხულობდი, იმ დროში მინდა დაბრუნება.... ძაან მიყვარს ჰარი პოტერი, ჯადოსნური ისტორიის ქვეშ ნამდვილი ცხოვრებაა დამალული love
    როგორც საბავშვო ლიტერატურა კი მაგრამ როგორც ზოგადად მაინც ვერ ჩავთვლი შედევრად....

    ვაიმე რომ ვიხსენებ რა ემოციებითა და განცდებით ვკითხულობდი, ისევ იმ დროში მინდა დაბრუნება. დღეში 100-150 გვერდს რომ ისე ჩავათავებდი საჭმლის ჭამაც კი არ მახსენდებოდა belay ეხლა აღარ ვარ პოტერჰეადი მაგრამ ჰარი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი წერტილია love love

  • egnomania თქვა:
    26 დეკემბერი 2012 17:57 - ID: 44,
    vaime dzaan mikvars es wigni,<3 vgizdebi,kvelaze magari wignia mtel msofliosi

    vaime dzaan mikvars es wigni,<3 vgizdebi,kvelaze magari wignia mtel msofliosi

  • LOL :D თქვა:
    24 ნოემბერი 2012 16:06 - ID: 43,
    ვაიმეე ავტირდი

  • mkesho თქვა:
    26 ოქტომბერი 2012 08:31 - ID: 42,
    ჩემი ცხოვრების აზრიიიი ♥♥♥♥♥♥♥♥♥ love

  • Hermione...♥ თქვა:
    15 ოქტომბერი 2012 21:51 - ID: 41,
    #1potterhead,
    მადლობა love feel ისე, დარწმუნებული ხარ, რომ #1 პოტერჰედი ხარ? wink

  • #1potterhead თქვა:
    14 ოქტომბერი 2012 03:16 - ID: 40,
    აააა მიყვარხარ ჯოან!! შენ და ჰარიმ ჩემი ცხოვრება შეცვალეეეთთთ!!!!!
    მაგარი პოსტია ავტორ!!

  • ann_13 თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 14:24 - ID: 39,
    ვაიმეეეეე,ვგიჟდებიიიიიიი...............ისეე მიყვარს ჰარი პოტერიიიიიიიიიი love ჯოანზე აღარაფერს ვამბოოობ love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 16:05 - ID: 38,
    ვაიმეეე ვაბოდებ ამ ქალზეეეე ყველაზე მაგარი ამბავის ავტორიიი :)))))))

  • Hermione...♥ თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 17:09 - ID: 37,
    Anachkaa ♥,
    ძალიან დიდი მადლობა love

  • sallybarca.beyonce თქვა:
    9 ოქტომბერი 2012 15:47 - ID: 36,
    ჩემი ჯადოსნური ბავშვობა..

  • Hermione...♥ თქვა:
    9 ოქტომბერი 2012 14:19 - ID: 35,
    nin1,
    მადლობა შენ feel smile
    lalaa,
    თამუნა, უსაყვარლესი და უტკბესი ხარ!!! მე შენზე ვგიჟდები love love love

  • lalaa თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 23:58 - ID: 34,
    ვიმე თიკუნა აი შენ ხარ უუუუუმაგრესი ადამიანიიიიიი აი ვგიჟდები შეენზეეე love უუუუნიჭიერესი ხაარ !! შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარეე ჩემ ჯოანზე ნიუსიით love ყველაზე ნიჭიერი თანამედროვე მწერალიაა ჯოააანაა ძაან მიყვარს love ჰარიიი კიდე აი არ ვიციი love თავიდან რატომღაც ცუდი დსმოკიდებულება მქონდა მაგრამ მერე რო ჩამითრიაა უუ love 2თვეში წავიკითხე ყველა წიგნი ვაფშეე არადა იმდენი სამეცადინოები და რაღააცეები მონდა ეხა რო მახსენდებაა !!! :D ყველგან ვკითხხულობდი აი ყველგან lol
    Tikaa you're the best!!!! love

  • nin1 თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 23:04 - ID: 33,
    მადლობა ჯოან რულინგს ასეთი საოცარი ემოციებისთვის რომელსაც კითხვის დროს განვიცდიდი... love ავტორო ამ პოსტით ძალიან გამახარე დიდი მადლობა <3

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 22:06 - ID: 32,
    Watson,
    love
    Lindsay,
    ძალიან მიხარია, რომ სიახლე მოგეწონა მით უმეტეს იმიტომ, რომ "ჰარი პოტერის" ფანი არ ხარ და ე.ი. სტატიის შეფასებისას მაქსიმალურად ობიექტური იყავი. კიდევ უფრო მახარებს ის, რომ სწორედ მისი წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდა სურვილი, რომ ჯადოსნურ სამყაროში გემოგზაურა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ყოველთვის ქომაგობ ჩემს სიახლეებს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს love feel
    Marriiiammiii,
    მარტო ფილმებია ლეგენდად ქცეული?! მაშინ წიგნებს რაღა დავარქვათ? belay მარიამ, ძალიან დიდი მადლობა love
    HotMess,
    მადლობა წესით მე უნდა გადაგიხადო winked "ოქროს ტრიოს" გარდა, ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან სირიუსი, ჰაგრიდი, დამბლდორი და მაკგონაგელი love სნეიპსაც პატივს ვცემ, მაგრამ მომკალით და გმირად არ ვთვლი. ალან რიკმანი შეუდარებელია! მეორე ნაწილს თუ გავაკეთებ, მაგათ როულინგისეულ დახასიათებას აუცილებლად შემოგთავაზებთ smile
    QiQiTo:):),
    Mariam Salvatore,
    უღრმესი მადლობა გოგონებო love

  • Mariam Salvatore თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 20:49 - ID: 31,
    აი ძალიან კარგი ნიუსია love

  • QiQiTo:):) თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 17:27 - ID: 30,
    ფილიმი რომელზეც ნაყურები ბოლომდე არამაქვს
    ნიუსი მომეწონა

  • HotMess თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 17:18 - ID: 29,
    ძალიან დიდი მადლობა ეს სტატია რომ დაწერე. <3
    ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, ამ წიგნის კითხვა რომ დავიწყე, 8 წლის ვიყავი, არადა უკვე ათ წელზე მეტი გავიდა. არც ის დამავიწყდება წიგნის კითხვას,რომ მოვრჩებოდი და მერე მთელი წელი ველოდებოდი ახალს. ვამაყობ ჰარი პოტერის თაობა რომ ვარ და ვამაყობ, რომ ჩემი ბავშვობა ჯადსნური იყო.
    ჩემამდე არ მოდის, როგორ ეტევა ამხელა ფანტაზია და ცოდნა ამ ქალის თავში, საიდან მოაქვს ამდენი საინტერესო ინფორმაცია.. ძალიან განათლებული და ჭკვიანია. ჯო რომ არ ყოფილიყო მგონია, რომ ბავშვობაც არ მექნებოდა. ჩემს შვილებსაც შევაყვარებ ამ წიგნს, რადგან მარტო გასართობი კი არა დიდი ცოდნის და გამოცდილების მიმცემია <3
    ვგიჯდები ყველა გმირზე, მაგრამ ლუნა, ჰერმიონი და სნეიპი მაინც მირჩვნია ყველას ალბათ. ვგიჟდები ყველაფერზე, რაც ამ წიგნსუკავშირდება, ამ სტატიამ კინაგამ ამატირა :D
    When I'm 80 years old and sitting in my rocking chair, I'll be reading Harry Potter. And my family will say to me, "After all this time?" And I will say, "Always.

  • Ninuca_9999 თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 16:15 - ID: 28,
    ეხლა რო ვკითხულობდი ცრემლები ჩამომივიდა :( როგორ მიყვარს და მენატრება <3 :((

  • Marriiiammiii თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 15:32 - ID: 27,
    ლეგენდა ფილმი...რომელიც რა ხასიათზეც არ უნდა ვიყო მაინც უსაზღვრო დადებით ემოციებს აღძრავს ჩემში...ნიუსიც რა თქმა უნდა უმაგრესი feel

  • MissDevonne თქვა:
    8 ოქტომბერი 2012 14:38 - ID: 26,
    ეს ქალი რომ არსებობს დიდი მადლია ხალხისთვის! ^_^ უნიჭიერესია აი ფანტაზია უკვდავი რასაც ქვია! <3 ლუნა მიყვარს სასწაულად! :))

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top