;

8 October 2012      ta_mo     Views 3336    
Category: Stars

<< ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის >>

დანიელი სუპერმოდელი ფრაია ბეა ერიქსონი მისი კარიერის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში
საკმაოდ პასიურობს, უახლეს სიახლეს მისი მხრიდან ორი თვის წინ კოსმეტიკის მწარმოებელ ბრენდთან
გაფორმებული კონტრაქტი წარმოდგენს, გუშინ სწორედ Maybelline-ს ვებგვერდზე განთავსდა მოდელის
ახალი ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა სამოსზე, კოსმეტიკაზე, სტილზე, სილამაზეზე და სხვ.

ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის
^ მოდელი ბალმეინის კულისებში.

- საინტერესოა თუ რა ხიბლავს ფრაია ბეას მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად?


- მოდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა ინდუსტრიის მიმართ დადებითად ვარ განწობილი,
მიყვარს ჩემი საქმე, თუნდაც იმიტომ, რომ შეგიძლია შენი თავი გამოხატო ყოველგვარი სიტყვების გარეშე.



- როგორ აღწერ შენს სტილს?


- მე ვიმოსები ჩემი საკუთარი თავისთვის, უპირატესობას სისადავეს ვანიჭებ. ჯინსი, მაისური და
ტყავის ქურთუკი ჩემთვის ყველაზე მისაღებია, ამ ტიპის სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობ და
ჩემს პიროვნებასაც ასი პროცენტით შეესაბამება.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის

- დაასახელე შენს გარდერობში საკიდზე განთავზებული ყველაზე საყვარელი ტანისამოსი.


- ბალენსიაგას ტყავის ქურთული, რომელსაც უკვე წლებია ვატარებ, საკმაოდ თბილი, რბილი და კომფორტულია.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვისფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის
^ ბალენსიაგას ქურთუკში გამოწყობილი მოდელი

- რისი მეშვეობით ინარჩუნებ საკუთარი თავის რწმენას?


- მე ყოველთვის დინებას მივყები, მომავალი ცხოვრება მაინც ისე წარიმართება როგორც საჭიროა.
ამიტომ მე ყოველთვის თავდაჯერებული ვარ.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის
^ ფრაია ვალენტინოს ჩვენების შემდეგ პარიზში.

- როგორ ფიქრობ, რა ხდის ქალს ლამაზს?


- რთულია ამის განსაზღვრა. შესაძლოა ქალბატონის სილამაზე უბრალოდ ერთი მარტივი
გამჭოლი მზერით შეაფასო ან უფრო ღრმად განსაზღვრო. როდესაც მანდილოსანი საუბრობს
გულწრფელად და განდობ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, ამ დროს შთაგაგონებს და
მისი შინაგანი და გარეგნული სილამაზე ორმაგად დადებითად წარმოჩინდება.



- დედას შენთვის სილამაზის შესანარჩუნებელი საიდუმლო ხომ არ გაუმხელია?


- დედა ყოველთვის მესაუბრებოდა დაბალანსებული დიეტის შესახებ, ყოველთვის
მირჩევდა, რომ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მიმეღო, რაც ორგანიზმისთვის
საკმაოდ სასარგებლო პროდუქტები გახლავთ.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვისფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის


- რას ნიშნავს შენთვის Maybelline-თან თანამშრომლობა?


- ჩემთვის დიდი პატივია Maybelline-თან თანამშრომლობა, ძალიან მიხარია ამის შესაძლებლობა
რომ მომეცა, ბრენდზე მომუშავე ნიჭიერი პროფესიონალების ჯგუფთან ურთიერთობა კი ძალიან სასიამოვნოა.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვისფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის


- საინტერესოა თუ გახსოვს Maybelline-ის რა პროდუქტი შეიძინე პირველად?


- ეს გახლდათ წარბებისა და წამწამების გამოსაკვეთი საშუალება, რომელის ეფექტურობით
ძალზედ კმაყოფილი დავრჩი.


ფრაია ბეას ინტერვიუ Maybelline-ს ვებსაიტისთვის


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top