;

24 October 2012      Hermione...♥     Views 4640    
Category: Stars, Fun, Interesting

bob_marley_no_woman_no_cry

Powered by mp3skull.com

ბობ მარლის გამონათქვამები
-მე არ ვარ არც თეთრკანიანების და არც შავკანიანების მხარეს. მე უფლის მხარეს ვიჭერ!

-არ ინერვიულო, როდესაც წარმატებისაკენ მიმავალი ერთი კარი იხურება, რადგან სულ მალე მეორე გაიღება.

-ბედნიერი აწმყო მომავლის სევდიან მოგონებებად იქცევა ხოლმე.

-მე ვქმნი მუსიკას, რომელიც ებრძვის იმ სტერეოტიპებს, რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვკვდეთ.

ბობ მარლის გამონათქვამები
-ერთადერთი ამბიცია მაქვს-მსურს ყველა რასის წარმომადგენელი ადამიანი ერთად და ბედნიერად ვიხილო.

-მუსიკის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ როდესაც "დაგარტყამს", არანაირ ტკივილს არ გრძნობ.

-ყველას აქვს უფლება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრების ბედი.

-განთავისუფლდი სიძულვილისა და შურისგან და თვალი გაუსწორე რეალურ სამყაროს. გამოიღვიძე არარეალური სიზმრებიდან და იცხოვრე შენი ცხოვრებით!

ბობ მარლის გამონათქვამები
-ყოველთვის დაიცავი შენი უფლებები და არასდროს დანებდე იმ ბრძოლაში, რომელიც მათ დასაცავად მოგიწევს.

-ხალხი მიცნობს, როგორც ბობ მარლის, მაგრამ ეს არ არის ჩემი სახელი. მე ჯერ არც კი ვიცი რა დავარქვა ჩემს თავს.

-ადამიანთა ნაწილი მთელი არსებით შეიგრძნობს წვიმას. სხვები კი უბრალოდ სველდებიან.

-იმისათვის, რომ შეძლო საკუთარი ცხოვრების შეყვარება, უნდა იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც გიყვარს.

ბობ მარლის გამონათქვამები
-სიბრძნე ადამიანის უდიდესი სიმდიდრეა.

-ცხოვრებაში ყველა გულს გატკენს, მაგრამ უნდა იპოვო ის ადამიანები, რომელთათვისაც ღირს, რომ დაიტანჯო.

-ეშმაკთან საბრძოლველად პატარა იარაღია საჭირო. ამ იარაღს სიყვარული ჰქვია.

-ჯობია თავისუფლებისათვის ბრძოლაში მოკვდე, ვიდრე მთელი ცხოვრება პატიმრობაში გაატარო.

ბობ მარლის გამონათქვამები
-შენ მეუბნები, რომ გიყვარს წვიმა, მაგრამ წვიმიან ამინდში ქოლგით დადიხარ; მეუბნები, რომ გიყვარს მზე, მაგრამ მზიან დღეებში ჩრდილში იმალები; მეუბნები, რომ გიყვარს ქარი, მაგრამ როცა ის დაუბერავს, ფანჯარას ხურავ... ამ მიზეზთა გამო მეშინია, როცა მეუბნები, რომ გიყვარვარ.

-თავისუფალ სიტყვას თავისუფალი მსმენელი სჭირდება.

-ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი (ამბობენ, რომ ეს ფრაზა მუსიკოსის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვებია).

ბობ მარლის გამონათქვამები


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top