;

26 October 2012      Ancho.     Views 4773    
Category: Stars, Fun, Interesting

იდეალური კარიერა: 15 ცნობილი მამაკაცის აზრი
საქმეში წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით


თუ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რა სფეროში აპირებთ მოღვაწეობასა
და კარიერის შექმნას, მაშინ დაუჯერეთ იმ გავლენიან ადამიანებს ვინც ამის
გაკეთება უკვე შეძლო! ერთ-ერთმა საიტმა შეაგროვა 10 ცნობილი მამაკაცის აზრი,
რომლებმაც მწვერვალს მიაღწიეს, თუმცა არ დავიწყებიათ ის ძნელი და
დაბრკოლებებით აღსავსე გზა, რაც გაიარეს.


ზოგადი თვისებები: კომუნიკაბელურობა, შრომისუნარიანობა და პასუხისმგებლობის
გრძნობა, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნამდვილი წარმატებისათვის ყოველთვის არის
კიდევ რაღაც საჭირო.
წარმატების მიღწევა ძნელია, მაგრამ მისკენ სწრაფვა ყოველთვის აუცილებელია!

★ ბრედ პიტი: დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
შეძლო თავი დაეღწია ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებისკენ

მავნე ჩვევები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე კარიერაზე.
ბრედ პიტმა უარი თქვა მარიხუანას მოხმარებაზე, რაღა თქმა უნდა პროფესიის ხათრით.
ჯანმრთელი ცხოვრება-აი, ბრედ პიტის წარმატების სიმბოლო.
" მე ვეწეოდი გონების წასვლამდე, მე აღარ ვგავდი ადამიანს, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე,
თუ მსურდა კინოკულტურაში შემოქმედება, ნარკოტიკებს უნდა დავმშვიდობებოდი!"


★ ჯორჯ კლუნი: არ ჩაერთოთ სულელურ პროექტებში!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
ბედნიერია, რომ დაასრულა სტუმრობა სულელურ სატელევიზიო შოუში

დღესდღეობით, ჯორჯ კლუნი ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია ჰოლივუდში. მაგრამ კარგად
ახსოვს, როგორ მონაწილეობდა ტელეშოუებში, დღეს კი ბედნიერია, რომ თავისი კარიერის
ეს პერიოდი უკვე გაიარა.
"რამდენჯერ გამოვედი სატელევიზიო შოუში - საშინელ და სულელურ ამპლუაში, ამის
გახსენებაც არ მინდა! კიდევ კარგი, ეს მაშინ მოვახერხე, როდესაც დიდ ყურადღებას არ
მაქცევდენ!"
იხსენებს კლუნი.

★ მეთიუ მაკკონახი: გადაერთეთ!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
ის რომანტიულ კომედიებს უნდა უმადლოდეს.

ერთხელ, მეთიუ გამოტყდა, რომ მისი კარიერა რომანტიული კომედიებით შედგა.
ფილმში The Wedding Planner როლი მიიღო ისეთ პერიოდში, როდესაც
პროფესიონალების მოთხოვნა იყო.
"რომანტიულ კომედიებში ჩავერთე გამოუვალი მდგომარეობის გამო. ცხოვრებაში
წარმატებამდე საშინელი პერიოდი მქონდა-თავი უამრავ ამპლუაში მოვსინჯე, მაგრამ
არაფერი გამოდიოდა. უცებ შემომთავაზეს მეთამაშა კომედიაში "The Wedding Planner",
მიუხედავად, სკეპტიკური განწყობისა, დავთანხმდი და სწორედ ამ ფილმმა მომიტანა
დიდი ანაზღაურება და რეჟისორების შემოთავაზებები!"


★ ბენ სტილერი: მოისმინეთ გულმოდგინედ!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
ისმენდა სხვის საუბრებს.

წარმატების მიღწევაში ბენს დაეხმარა ერთი შემთხვევა: მსახიობობაზე მეოცნებემ
სამსახიობო კურსებზე ჩააბარა და პარალელურად მუშაობა დაიწყო ოფიციანტად
იმ რესტორანში, რომელიც პოპულარული იყო ვარსკვლავებისა და რეჟისორებისათვის.
ბენმა იცოდა, რომ ვახშმის დროს ისინი ხშირად საუბრობდნენ კარიერაზე და უმეტეს
შემთხვევაში ისმენდა სტუმრების საუბრებს. ასე გაიგო კარიერის შიდა სამზარეულო და აითვისა იგი.


★ არნოლდ შვარცენეგერი: მიღწეულზე არ შეჩერდეთ!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალოდ ფერმერი.

არნოლდის წარმატების რეცეპტი უბრალოა: "არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით.
მე დავიბადე ავსტრიელი გლეხის ოჯახში, მაგრამ სულ ვოცნებობდი ხიდან ჩამოსვლას
და წარმატების მიღწევას. რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი ამ მიზნის მიღწევისთვის იყო
განპირობებული. როდესაც კუნთებს ვჭიმავდი, მეუბნებოდნენ:"შენ კარიერის მწვერვალზე
ხარ!", მაგრამ მე წავედი კინოს სფეროში. რამოდენიმე ფილმის მერე კი ჩემზე მესმოდა:
"იყოს უკეთესი შეუძლებელია!" ამჯერად პოლიტიკაში ვცადე ბედი. მე გამომივიდა და
გავხდი კალიფორნიის გუბერნატორი. და რა ვიქნებოდი მაშინ, თუ შევეგუებოდი ჩემს ყოფას?
უბრალოდ რიგითი ფერმერი!"


★ რობერტ დაუნი უმცროსი: შეუდექით იმ სამუშაოს, რომელიც შეუძლებელად გეჩვენებათ!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
განასახიერა ჩარლი ჩაპლინი.

რობერტმა საკუთარი თავი ირწმუნა, მას შემდეგ რაც დაასრულა ჩაპლინის როლზე მუშაობა.
"ფილმი ჩაპლინზე იყო საუკეთესო საშუალება ყველას დაენახა, რომ მე ღირსეული მსახიობი ვარ.
თავდაპირველად მე ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს როლი მარგუნეს, მაგრამ მას შემდეგ
რაც ვუყურე ჩაპლინის ფილმებს, შოკში ჩავვარდი და მივხვდი რომ მე მას ვერ გავწვდებოდი.
ფილმის წარმატებამ კი საკუთარ თავში დამარწმუნა, მაგრამ თუ კიდევ შემეძლებოდა იმ
ეკლიანი გზის გავლა, სიამოვნებით დავთანხმდებოდი".


★ ელტონ ჯონი: იყავით დარწმუნებულნი საკუთარ თავში!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
მას ოჯახური ძალადობა სტანჯავდა.

ელტონის მუსიკალური შესაძლებლობანნი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გამოვლინდა.
9 წლის ბიჭუნას საათობით შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა. არ არიოს გასაკვირი, რომ ასეთი
ნიჭიერი ყმაწვილისათვის კონსერვატორიამ სტიპენდია დანიშნა. მაგრამ მის მამას ეს არც მოსწონდა
და არც სურდა. ის შვილისთვის ბანკირის მომავალს სახავდა.
მშობლებმა უამრავი დრო დახარჯეს
შვილის გადარწმუნებაში და მუსიკოსობაზე ხელის აღებაში. მაგრამ როგორც ხედავთ მათ ეს ვერ
შეძლეს. ელტონი კი ფენომენი მუსიკოსი გახდა და ეხლაც ინარჭუნებს მწვერვალზე ყოფნას
თავის კარიერაში.

★ ანტონიო ბანდერასი: განთავისუფლდით პირობითობისაგან!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
თამაშობდა ჰომოსექსუალისტებს.

ანტონიოს კინოში თამაში პედრო ალმადოვარმა დააწყებინა. მას კარიერის დაწყება
ჰომოსექსუალისტების განსახიერებით მოუწია.
ფილმის გამოსვლის შემდეგ მშობლებმა
მასთან კავშირი გაწყვიტეს. როდესაც მსახიობმა ცოლი შეირთო, მას მშობლებისთვის
ჩვენება შერცხვა, რადგან ისინი მას ჰომოსექსუალისტად და ველურად თვლიდნენ.
საინტერესოა რა იქნებოდა ანტონიო დღეს, თუ პედრო მას ტავის ფილმებში მთავარ როლებს
არ არგუნებდა?

★ კარლ ლაგერფილდი: არ გაუშვათ ხელიდან შანსი!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
ოცნებობდა მულტიპლიკატორობაზე.

დიზაინერი დარწმუნებულია რომ ცხოვრება შესაძლებელია შეიცვალოს ერთი უბრალო
შემთხვევით. ბავშვობაში, შანელის სახლის მეთაური მულტიპლიკატორობაზე ოცნებობდა.
მოდის ინდუსტრიაში კი ბედნიერი შემთხვევით მოხვდა. ელტონ ჯონის მსგავსად,
ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის და მუდამ ხატავდა. კარლმა შეძლო შეექმნა
ანიმაციური რგოლი თავისი საყვარელი ბრენდისათვის Shu Uemura-სწორედ ეს იყო
გადამწყვეტი.


★ ტომ ფორდი: იმუშავეთ საკუთარ თავზე!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას
ხარობს საკუტარი შექმნილი მოდის სახლით

ერთობლივი სამუშაო პროფესიონალიზმის განვითარების პოტენციალს უშლის ხელს.
დიზაინერი აღიარებს, რომ არასოდეს დაბრუნდება სხვა მოდის სახლის სახურავის ქვეშ.
მოდელიერი თვლის, რომ სხვისთვის მუშაობა უკანდახევაა კარიერაში.
"კი მე ბევრი ვისწავლე გუჩისთან და ივ სენ ლორანთან მუშაობით, მაგრამ იქ ჩარჩოებში
ვექცეოდი, რათა მომერგო ბრენდისათვის დამახასიათებელი ხასიათი. მუშაობა "ტომ ფორდისათვის"
კი ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლინებაა. მე ახლა ვაკეთებ იმას, რისიც მწამს, ეს ჩემი ხასიათია!"


★★★


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top