;
4 ნოემბერი 2012      ta_mo     13 კომენტარი     ნანახია 2053-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ფაქტები მეგან კოლისონზე

Meghan Collison - 24 წლის, უნიკალური გარეგნობის მქონე, 1.80 სმ.
კანადელი სუპერმოდელი გახლავთ, რომელიც არაერთი დიზაინერისა და ფოტოგრაფის მუზა
გახლდათ. 2007 წლიდან დღემდე დაამშვენა უამრავი მოდური ჟურნალის გარეკანი, ვიხილეთ მრავალი
მოდის სახლის ჩვენებზე, მათ შორის Valentino, Givenchy, Louis Vuitton, Dolce & Gabbana, Marc Jacobs,
Prada და სხვ. მეგანიი მიმდინარე სეზონზე გამოჩნდა ისეთი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში
როგორებიცაა: პროენზა შულერი, პრადა და მონკლერი. ნიუსში გთავაზობთ საინტერესო
ცნობებსა და ინფორმაციას კანადელი ლამაზმანის შესახებ.

ფაქტები მეგან კოლისონზე

სააგენტო - Next
ცნობილია - თუჩებით, თვალებითა და თმით
სიმაღლე - 1.80
თმის ფერი - შავი
თვალის ფერი - მწვანე

ფაქტები მეგან კოლისონზე

✔ მეგანი დაიბადა 1988 წლის 2 თებერვალს კანადაში.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე
^ მეგანი იტალიური ვოგის გარეკნებზე.

✔ 18 წლის ასაკში კოლისონი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც მის კარიერას სერიოზული
საფუძველი ჩაეყარა, 2007 წლის ოქტომბრის თვეში მოდელი სტივენ მეიზელმა იტალიური ვოგისთვის გარეკნისთვის
გადაიღო, ამის შემდეგ კი იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტოპ-მოდელად იქცა.

ფაქტები მეგან კოლისონზე
^ მეგანი ბავშვობაში

✔ გოგონა არაერთი მოდის სახლის ჩვენებას ხსნიდა და ხურავდა, სამოსს დემონსტრირებას უკეთებდა
Dolce & Gabbana, Marc Jacobs, Prada, Anna Sui, H&M, Topshop, Swarovski, Valentino, Givenchy, Louis Vuitton-ისა
და სხვ. ჩვენებებზე პარიზში, მილანში, ნიუ-იორკსა და ლონდონში.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე
^ მეგანი რობერტო კავალისა და DVF-ის ჩვენებაზე.

✔ ეტაპობრივად მისი ფოტოსესიები იბეჭდებოდა ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, გერმანულ,
იაპონურ, ბრიტანულ და ჩინურ ვოგებში, აგრეთვე ისეთ ჟურნალებში როგორებიცაა: W Magazine, Pop,
Dazed & Confused, i-D და სხვა მრავალი.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე
^ კოლისონი ჟურნალ I-D-ის გარეკნებზე.

✔ ამჟამად მეგანი models.com-ის რეიტინგის მიხედვით 25-ე პოზიციას იკავებს მსოფლიოს
ყველაზე მოთხოვნად 50 ტოპ-მოდელს შორის.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე


✔ მეგანის საყვარელი ჯგუფებისა და შემსრულებლების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: Infadels,
Digitalism, Hot Chip, Boys Night Out, Crystal Castles, Yeah Yeah Yes.

ფაქტები მეგან კოლისონზე

✔ საყვარელი წიგნი: My Sister’s Keeper — ჯოდი პიკოლტი

✔ სამოდელო სააგენტოების სია, რომლებთანაც კოლისონი დღემდე თანამშრომლობს: Supreme - NY, Women - მილანი,
Women - პარიზი, Premier - ლონდონი, Next - ნიუ-იორკი.

✔ მეგანის პირადი ცხოვრება ყოველთვის დაბალანსებულია, მოდელი უკვე ოთხი წელია
ხვდება ასევე კანადელ ახალგაზრდას სახელად მაიკს, რომელთანაც საკმაოდ ბედნიერად გრძნობს
თავს მისი თქმით.

ფაქტები მეგან კოლისონზე

✔ მეგანის ფავორიტი მოდელები არიან ფრაია ერიქსონი, კინგა რაჯზაკი და ქუარელ ჯენსენი.

✔ კოლისონის თქმით სკოლაში იგი არც თუ ისე პოპულარული იყო, თუმცა პატარა სამეგობრო
წრე ყოველთვის იყო მის სიახლოვეს.

✔ კოლისონი დღემდე არაკომფორტულად გრძნობს თავს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს,
ამბობს, რომ მისი სიმაღლე სრულიად აკმაყოფილებს და პოდიუმს მიღმა არასდროს ირგებს ქუსლიან ფეხსახმელს.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე

✔ მეგანი მის ფავორიტ დიზაინერად ალექსანდრ ვონგს ასახელებს, სწორედ ვონგის ჩვენებებიდან იღებს
ყველაზე დიდ სიამოვნებას და მის გარდერობშიც ამავე ბრენდის სამოსი ჭარბობს.

✔ მოდელი საკუთარ სტილს რამოდენიმე სიტყვით აღწერს: მუქი, კომფორტული და ახალგაზრდული.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე


✔ მისი საყვარელი ფერია შავი, თუმცა ცდილობს ფერადი სამოსისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებას.

ფაქტები მეგან კოლისონზე

✔ მეგანის თქმით მისი სილამაზის ფორმულა მდგომარეობს შემდეგში: უნდა იკვებო ჯანსაღად
და აუცილებელია პერიოდულად სპორტდაბაზში ვარჯიში.

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე


✔ მისი საყვარელი სუნაომოა პრადას ქენდი.

✔ ფავორიტი ფილმი კი გახლავთ American Beauty .

ფაქტები მეგან კოლისონზე ფაქტები მეგან კოლისონზე
^ მეგანის პოლაროიდები, სადაც იგი აბსოლიტურად უმაკიაჟოდაა აღბეჭდილი.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • ninikoo თქვა:
    7 ნოემბერი 2012 16:09 - ID: 13,
    love

  • lalaa თქვა:
    5 ნოემბერი 2012 22:34 - ID: 12,
    უსაყვარლესი გოგოა, ამ სურათში მაშინებს... ნიუსი უკარგესია love

  • Mari Glonti თქვა:
    4 ნოემბერი 2012 21:31 - ID: 11,
    თამო ძალიან მომეწონა ნიუსი არაჩვეულებრივია love ,ეგაი კი ეტაპობრივად შენ შემაყვარე

  • Alice in Wonderland თქვა:
    4 ნოემბერი 2012 18:09 - ID: 10,
    სიახლე სრულყოფილია,მომაწონა ეს გოგო :) (რა ენაზე დავწერე ვერ გავიგე) wink

  • anii:):):) თქვა:
    4 ნოემბერი 2012 17:35 - ID: 9,
    love

  • queen spears თქვა:
    4 ნოემბერი 2012 16:09 - ID: 8,
    ვაიმე სანამ შემოვიდოდი ფრაია მეგონა და ისედაც გავნან განსაკუთრებით ჩოლკები როდესაც აქვს smile

  • SuZiii თქვა:
    4 ნოემბერი 2012 14:24 - ID: 7,
    ta_mo

    შენი ნიუსები ზოგადად love

  • suslika თქვა:
    4 ნოემბერი 2012 14:22 - ID: 6,
    უცხოა ეს გოგო უცხო არავის არ გავს მომწონს ძAალიან ძააალიან მისი უცხო გარეგნობა
    კარგი ნიუსია

  • keetaa თქვა:
    4 ნოემბერი 2012 12:47 - ID: 5,
    წკუა მეკეტება ამ გოგოზე და ძალიან გამიხარდა ამაზე ნიუსია აი ისე მომწონს რო ვგიჟდები როგორ მინდა ასეთი გარეგნობა :( საოცარი გოგოა ეს ლარა და ფისო ჩემი საყვარელი მოდელები არიან love მაგარი ნიუსია !!!!!

  • Melody) თქვა:
    4 ნოემბერი 2012 12:33 - ID: 4,
    ძალიან ლამაზიაა საოცრად ეშხიანი და მიმზიდველი ..ძალიან კარგი ნიუსიაა აი ძაალიან love

  • Marriiiammiii თქვა:
    4 ნოემბერი 2012 12:25 - ID: 3,
    საოცარია ეს ადამიანი ჩემთვის ყოველ მხრივ იმდენი რამ არის მასში ერთდროულად თავმოყრილი რომ პირის დაღებამდე მივყავარ.

    ნიუსიიც აი რა მეთქმის love ^_^

  • D-) თქვა:
    4 ნოემბერი 2012 11:07 - ID: 1,
    ta_mo
    აჰა აი რას ქმნიდი ამდენ ხანს და ძაან კარგი გამოგივია love შენი პროფილის ფოტო ამ ნიუსში lol

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top