;
11 ნოემბერი 2012      lalaa     45 კომენტარი     ნანახია 8347-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ტრადიციისამებრ, ჟურნალი "Marie Claire" ამჯერადაც წარმოგვიდგენს კვირის
საუკეთესოდ ჩაცმულ 10 ვარსკვლავს. სიაში მოხვდნენ მირანდა კერი, ლეტიცია კასტა,
რიანა, ევა მენდესი, კრისტენ სტიუარტი
და სხვები... ვნახოთ, როგორ გადანაწილდა
პოზიციები ამჟამად.




10 ადგილი - მირანდა კერი

Victoria's Secretის ულამაზესი მოდელი, მირანდა კერი პაპარაცებმა VSFS 2012ის რეპეტიციისაკენ მიმავალი დააფიქსირეს. გოგონა ძალიან ჩქარობდა. კერს არამარტო ლამაზი სხეული და სახე, არამედ არაჩვეულებრივი ქუჩის სტილიც აქვს. ამჟამად, ნიუ იორკის ქუჩაში მყოფი მირანდა ტვიდის პიჯაკს, ნაცრისფერ ბლუზს და "იზაბელ მარანის" ტყავის შორტებს ატარებდა. ფეხზე მირანდას ამავე ბრენდის ძალიან ორიგინალური დიზაინის მქონე ჩექმები ეცვა, რაც მის ლუქს უფრო ამშვენებდა. ჯინსის ქურთუკი, რომელიც კერს პიჯაკის ქვეშ ეცვა ძალიან შეუსაბამო იყო მისი ლუქისთვის, მაგრამ ამის და მიუხედავად, გოგონა მაინც მოხვდა საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში.





9 ადგილი - ევა მენდესი

მაქმანების ხსენებაზე, ალბათ ყველას Dolce & Gabanna გვახსენდება. მართლაც, ეს ბრენდი ძალიან წარმატებულად იყენებს ამ ძალიან მოდურ დეტალს ტანისამოსში. ამერიკელმა მსახიობმა, ევა მენდესმა არაჩვეულებრივად მოირგო D&Gს შავი, მაქმანებიანი კაბა ფილმ Holy Motorsის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესში. მენდესმა შესანიშნავი დემონსტრაცია გაუკეთა ამ კაბას. ევას ზუსტად ამ კაბის შესაბამისი, სრული და "აპეტიტური" სხეული აქვს. კაბასთან ერთად ქალბატონს Brian Atwoodის შავი ფეხსაცმელები ეცვა და Sergio Rossiს კლატჩი ეჭირა.





8 ადგილი - ელე ფენინგი

14 წლის მსახიობი აქტიურად განაგრძობს საკუთარი თავის ხალხისთვის გაცნობას კარგად ნათამაშები როლებითა და არაჩვეულებრივი ლუქებით წითელ ხალიჩაზე. ამჟამად ელე ფილმ "ბომბის" პრემიერაზე Oscar de la Rentaს ცისფერ ზოლებიან კაბაში მოგვევლინა. ღია ფერის თმაზე ელეს თეთრი აბადოკი ეკეთა, რომელიც მის რეტრო ლუქს უფრო სიძველეს სძენდა.





7 ადგილი - მიშელ ობამა

ამერიკელებმა დიდი მხარდაჭერა გაუწიეს ბარაკ ობამას ამა წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და სწორედ ამის გამო ობამა კიდევ 4 წლის ვადით იქნა არჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. რათქმაუნდა ბარაკი უზომოდ გახარებულია, ასევეა მისი მეუღლე, პირველი ლედი მიშელ ობამა. ჩიკაგოში, როდესაც ამერიკელები პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან ერთად ამ გამარჯვებას ზეიმობდნენ, მიშელს Michael Korsის კაბა ეცვა მსუბუქ, შავ ჟაკეტთან ერთად. სწორედ ამ ლუქით დაიკავა ლედი ობამამ სიის მე7ე ადგილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუქს უზომოდ უხდება ქალობატონის მბრწყინავი ღიმილი.





6 ადგილი - ლეტიცია კასტა

ამ დღეებში, პარიზში ჩასულმა სელებრითებმა თავი ვერ აარიდეს კარლ ლაგერფილდის მიერ გამართულ სადილს წიგნ "პატარა შავი ჟაკეტის" გამოსვლასთან დაკავშირებით. სტუმრების სიაში ულამაზესი სუპერმოდელი ლეტიცია კასტაც ჩაიწერა. მას შანელის შავი გედის ულამაზესი კაბა ემოსა.





5 ადგილი - კამერონ დიაზი

ულამაზესი სხეულის მქონე კამერონ დიაზი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ერთერთი ფილმის პრემიერაზე. მას Stella McCartneyს ორფეროვანი ულამაზესი კაბა ეცვა. ზემოთა ნაწილი კაბისა შავია, ქვემოთა შამპანიურის ფერი. ფეხსაცმელები მსახიობის იდეალურ ფეხებზე Anya Hindmarchის ნამუშევარია.





4 ადგილი - რიანა

ამ გოგონას არაფერი არ სრცხვენია. რი მამაკაცის (!) შავ პალტოში და ტყავის შავ შარვალში ნიუ იორკის ერთერთ წვეულებაზე მიმავალი დააფიქსირეს. შანელის შავი სათვალეები მისი ლუქების ერთერთი განუყოფელი ნაწილია. გოგონა ძალიან ხშირად ატარებს ამ სათვალეებს.





3 ადგილი - მარიონ კოტიიარი

კრემისფერ-შავი კაბა "ორი ერთში" მარიონ კოტიიარს ფრანგული ფილმის "De rouille et d'os"ის პრემიერაზე ეცვა ლოს ანჯელესში. ფრანგი მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარიონს კაბა კი არ ამშვენებს, არამედ კაბას ამშვენებს მარიონი. მსახიობი ძალიან ხშირად ხვდება საუკეთესოთა ჩაცმულების სიაში.





2 ადგილი - კირა ნაითლი

უნაკლო ლუქი - უნაკლო კირაზე. Valentinoს გრძელ
შავ კაბაში მსახიობმა ყველას ყურადღება დაიპყრო მისი ფილმის "ანნა კარენინას" პრემიერაზე.





1 ადგილი - კრისტენ სტიუარტი

22 წლის ულამაზესი მსახიობი კრისტენ სტიუარტი კვლავ და კვლავ განაგრძობს ხალხის აღფრთოვანებას მისი უნაკლო ლუქებით. ამჯერად ფილმ "On the Road"ის ჩვენებაზე ლოს ანჯელესში Balenciagaს ორეულსა და Chrisitian Louboutinის ფეხსაცმელებს ატარებდა. ლუქს უფრო და უფრო ამშვენებდა კრისტენის ძალიან სწორედ შერჩეული მაკიაჟი. გოგონას ძალიან უხდებოდა ღია წითელი ტუჩის საცხი.


რომელი სელებრითის ლუქი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

კრისტენ სტიუარტი
კირა ნაითლი
მარიონ კოტიიარი
რიანა
კამერონ დიაზი
ლეტიცია კასტა
მიშელ ობამა
ელე ფენინგი
ევა მენდესი
მირანდა კერი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

45


  • Ana smiley თქვა:
    15 ნოემბერი 2012 01:11 - ID: 45,
    მირანდა love კრისწენიიი love

  • me თქვა:
    14 ნოემბერი 2012 15:11 - ID: 44,
    სხვები ჯანდაბას, მაგრამ ფენინგი როგორაა კარგად ჩაცმულთა აიაში პირდაპირ გასაოცარია no
    ReaL-gvaNca
    ძალიან გამაცინე, ელფის შთამომავალიოოო, მაგარი ხაააარრრრრრრრ wink wink

  • lalaa თქვა:
    12 ნოემბერი 2012 21:38 - ID: 43,
    B-))),
    amanda,
    Marriiiammiii,
    ძააალიან დიდი მადლოობაა love

  • adele თქვა:
    12 ნოემბერი 2012 19:10 - ID: 42,
    kristenis balenciagas luqiii... unakoloaa <333
    yoveltvis magar vidzea love

  • Loond თქვა:
    12 ნოემბერი 2012 16:41 - ID: 41,
    მე პირველზე კამერონს გავიყვანდიი დზაან კააი კაბა ეცვა, რავიიი კრისტები არ მომეწონაა მეე.

  • anii:):):) თქვა:
    12 ნოემბერი 2012 14:32 - ID: 39,
    კრისტენი ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს მე მომეწონა ძააან love კამერონი love მერიონი love კირა ულამაზესია love რიანა რას გავს angry

  • m_a_n_ch_o თქვა:
    12 ნოემბერი 2012 14:17 - ID: 38,
    კრისტენი და კამერონი love

  • Marriiiammiii თქვა:
    12 ნოემბერი 2012 14:00 - ID: 37,
    რა მინდა ავღნიშნო ძალიან მომეწონა თვითOნ ნიუსი ავტორის დახასიათებაში და აღწერაში ყველას მიმართ იგრძნობოდა დადებითი დამოკიდებულება და ეს მომეწონა.

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    11 ნოემბერი 2012 23:41 - ID: 36,
    კამერონი მომმეწონნაა love და მირანნდაა love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    11 ნოემბერი 2012 23:04 - ID: 35,
    ელფის შთამომავალი კრისტენი რომ 1 ადგილს აიღებს :@ აი მანდ მორჩა ყველაფერი :Dდ:D:D:D

  • -Diana- თქვა:
    11 ნოემბერი 2012 22:26 - ID: 34,
    - არცერთი არ მომეწონა fellow

  • Nanno_Dobrev თქვა:
    11 ნოემბერი 2012 22:04 - ID: 33,
    აააააააა კრისტენი აქ ღამურაააა სუფთა :დ

  • ,,,natipa,,, თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:57 - ID: 32,
    კრისტენ სტიუარტი მე სჰენ მიკვარხარ ზალიან ზალიან

  • Maryyy თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:46 - ID: 31,
    რირირირირირიირ love კრისტიი love

  • Ggvantsa თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:45 - ID: 30,
    ოღმერთო სადაური აკრენინაა კირა ნაითლი sad
    კრისტენის და მირანდასი აკრგია

  • tatiiii)) თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:40 - ID: 29,
    კრისტენ სტიუარტი ეშმაკია რას გავს ეს უბედური

  • nikitaaa221 თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:38 - ID: 28,
    ყველაზე კარგად ჩაცმულები სულაც არ იყვნენ მაგრამ კრისტენი მომეწონაააააააა love

  • Melody) თქვა:
    11 ნოემბერი 2012 21:28 - ID: 27,
    დამსახურებული პირველი ადგილიი კრისტეენ მიყვარხაარ love

  • amanda თქვა:
    11 ნოემბერი 2012 20:54 - ID: 26,
    ყოჩაღ,ძალიან კარგი ნიუსია ;)

    მხოლოდ კამერონის და მარიონის კაბები მომეწონა :)

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top