;

14 November 2012      Hermione...♥     Views 4094    
Category: Stars


ყველაფერი 1988 წლის 24 აგვისტოს დაიწყო ჰერთფორდშირში... სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას რუპერტ გრინტი. მან პატარა ასაკშივე გააცნობიერა, რომ მსახიობობა სურდა და 12 წლისამ პირველი როლიც მიიღო ფილმში "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა". ალბათ, მაშინ პატარა რუპერტი ვერც კი აცნობიერებდა, თუ რამხელა წარმატება ელოდა წინ. მან უმალ შეაყვარა თავი მაყურებელს და მილიონობით გოგონას გულიც დაიპყრო, იგი ბრიტანეთის სახალხო არტისტად აღიარებს და დღემდე წარმატებულად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში.

საინტერესო ფაქტები:

* რუპერტი 5 დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსია. მას 1 ძმა და 3 და ჰყავს.



* თავისი პერსონაჟის, რონ უისლის მსგავსად, რუპერტსაც საშინლად ეშინია ობობების.



* უკრავს გიტარაზე და უსმენს კლასიკურ როკს.



* რუპერტმა მხოლოდ 2 უშედეგო ცდის შემდეგ მოახერხა მართვის მოწმობის აღება.



* ჰყავს 2 ძაღლი-რუბი და ფაჯი.



* ემა რობერტსმა და ალექსა ვეგამ რუპერტი საყვარელ მსახიობად დაასახელეს.



* რუპერტი თავისი მეგობრის, დენიელ რედკლიფის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებად ახალგაზრდა მსახობად ითვლება.



* რამოდენიმე წლის წინ, რუპერტმა ბავშვობის ოცნება აისრულა და ნაყინის მანქანა შეიძინა. მას ნაყინის მწარმოებელი კომპანიის გახსნაც სურდა, მაგრამ საამისო ლიცენზია ვერ მოიპოვა.



* რუპერტმა სკოლა ექსტერნად დაამთავრა, რათა კინოკარიერისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო.



* რუპერტმა დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ წითური ბიჭები შეუხედავები არიან.



* ფრინტის საყვარელი მსახიობია ჯიმ ქერი, საყვარელი ფილმი კი "ლენჩი და უფრო გამოლენჩებული".



* რუპერტს ჰკითხეს, იყო თუ არა ემა უოთსონი ჰერმიონისნაირი მედიდური და მბრძანებლობის მოყვარული. მან ეს კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. ეს იმით ახსნა, რომ არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ პასუხის შემდეგ ემას ცოცხალი გადაურჩებოდა.



* რუპერტი დროებით გააგდეს "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების" პირველი ნაწილის გადასაღები მოედნიდან, რადგან ზედმეტად ბევრს იცინოდა იმ სცენაზე, სადაც ემასა და დენიელს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ მოხერხდა ამ სცენის ადეკვატურად დადგმა.



* რუპერტი აღიარებულია ადამიანად, რომელიც საუკეთესოდ ამბობს ფრაზას Bloody Hell.






Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top