;

13 December 2012      elene_elene     Views 1278    
Category: Stars

კარტერ ბერველი ამერიკელი კომპოზიტორია, რომელიც დაიბადა 1955 წლის 18 ნოემბერს ნიუ-იორკში. მისი მუსიკით 70-ზე მეტი ფილმია გაფორმებული, მათ შორის სტეფანი მეიერის ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ბინდი.

Carter Burwell


როგორც ბევრმა სხვა მუსიკოსმა, კარტერისათვისაც ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა, თუმცა მომავალი კომპოზიტორი ამით დიდად არ დაინტერესებულა და მალევე დააანება თავი გაკვეთილებზე სიარულს. შემდგომში მისი ინტერესი მუსიკის მიმართ გააღვიძა მისმა ამხანაგმა საშუალო სკოლაში, რომელმაც კარტერს ბლუზის მარტივი იმპროვიზაციების დაკვრა ასწავლა ფორტეპიანოზე. ამის შემდეგ კარტერი სერიოზულად დაინტერესდა მუსიკით და შემდფომში იი სხვადასხვა ბენდებთან ერთადაც გამოდიოდა.




კარტერის შემოქმედება მოიცავს როგორც ფილმების, ასევე თეატრის მუსიკასაც. იგი ყველაზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დაწერა მუსიკა ფილმისათვის ბინდი. იგი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: ,,როდესაც ვმუშაობდი ბინდის პირველი ნაწილის გაფორმებაზე, არ მეგონა ეს მუსიკა ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. ამას იმხელა გამოხმაურება მოყვა. ყოველდღე ვღებულობდი ათასობით იმელის, სადაც მეკითხებოდნენ თუ როგორ უნდა დაეკრათ მუსიკალური თემები ფილმიდან პორტეპიანოზე. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო''.



როგორც კომპოზიტორი ამბობს, მას არ რჩება ბევრი დრო სხვადასხვა მუსიკის მოსასმენად, რადგან მთელი დაკავებულია შემოქმედებითი მუშაობით. მას მიაჩნია, რომ როდესაც კომპოზიტორი რომელიმე ფილმის მუსიკაზე მუშაობს, შთაგონება უნდა იპოვოს თვითონ ფილმში, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს საკუთარი მიზნის განხორციელებას.რაც შეეხება კომპოზიტორის პირად ცხოვრებას, მან 1999 წელს ოჯახი შექმნა კრისტინ შულისთან და ისინი დღემდე ერთად არიან.


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top