;

11 December 2012      -Diana-     Views 3754    
Category: Stars, Fun, Interesting

თანამედროვე როკი

Foo Fighters

Foo Fighters არის ამერიკული როკ-ბენდი, რომელიც 1995 წელს
დეივ გროლის მიერ ჩამოყალიბდა. დეივ გროლი ჯგუფ ნირვანას
წევრიც იყო, სადაც ის დრამებზე უკრავდა. ჩამოყალიბდა სიეტლში, აშშ-ში.
ჯგუფის წევრებია: დეივ გროლი, ნეიტ მენდელი, ტეილორ ჰოუკინსი, კრის შიფლეტი
და პეტ სმირი. მღერიან ალტერნატიულ როკს, პოსტ-გრანჟსა და ჰარდ როკს.
მათი ალბომებია: Foo Fighters, The Colour and the Shape, There Is Nothing Left to Lose,
One by One, In Your Honor, Echoes, Silence, Patience & Grace
და Wasting Light.
ალბომებმა There Is Nothing Left to Lose და One by One-მა, გრემი 11-ჯერ
მოიგო, 4-ჯერ კი Best Rock Album-ის ნომინაცია. მათი რამოდენიმე
სიმღერა ჰიტია, ესენია: This Is a Call, Everlong, Learn to Fly, All My Life, Times Like
These, Best of You, DOA, და The Pretender.

თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

Green Day

Green Day არის ამერიკული როკ ბენდი, რომელიც 1987 წელს
ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებია: ბილი ჯო არმსტრონგი (ვოკალი, გიტარა),
მაიკ დირნტი(ბას გიტარა, ვოკალი) და ტრე კული (დასარტყმელი
საკრავები)
. მღერიან პანკ როკს, პოპ როკს და ალტერნატიულ როკს. მათი ალბომებია:
39/Smooth, Kerplunk, Dookie, Insomniac, Nimrod, Warning, American Idiot, 21st Century Breakdown,
¡Uno!, ¡Dos!
და ¡Tré! - რომელიც 2013 წელს გამოვა. Green Day-მ
მსოფლიო მასშტაბით 88 მილიონი ჩანაწერი გაყიდა. მათ მოპოვებული აქვთ
5 გრემი, ამავდროულად მათ MTV-ს ჯილდოების რეკორდული
მაჩვენებელი - 54 ჯილდო აქვთ. ჟურნალებმა Kerrang!, Spin, და Rolling Stone-მა
ჯგუფი ყველა დროის ყველაზე წარმატებულ პანკ-როკ ჯგუფად აღიარა.
თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

Red Hot Chili Peppers

Red Hot Chili Peppers არის ამერიკული როკ-ბენდი, რომელიც 1983
წელს ჩამოყალიბდა ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. ჯგუფის წევრებია:
ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმიტი
(დასარტყამი ინსტრუმენტები)
და ჯოშ კლინჰოფერი (გიტარა). მღერიან
როკს, ალტერნატიულ როკსა და პანკ როკს. მათი ალბომებია: The Red Hot Chili Peppers,
Freaky Styley, The Uplift Mofo Party Plan, Mother's Milk, Blood Sugar, Sex Magik,
One Hot Minute, Californication, By the Way, Stadium Arcadium
და I'm With You.
Stadium Arcadium ამერიკის ჩარტებში #1 ადილზე გავიდა. მათ 7
გრემის ჯილდო აქვტ აღებული. მათი ალბომების 60 მილიონი ჩანაწერი გაიყიდა
მსოფლიოს მასშტაბით. ბილბორდის ცხელ ასეულში მათი 8 სიმღერა მოხვდა,
11სინგლი კი მოხვდა თანამედროვე როკ-ჩარტის სათავეში.
თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

Muse

Muse ინგლისური როკ-ბენდია, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა.
ჯგუფის წევრებია: მეთ ბელამი (ვოკალი, გიტარა), კრის
უოლსტენჰომი
(ბას-გიტარა, ვოკალი) და დომინიკ ჰოვარდი (დრამი,
დასარტყამი ინსტრუმენტები)
. უკრავენ ალტერნატიულ და სიმფონიურ როკს,
პროგრესულ მეტალსა და როკს და სპეის-როკს.
მათი ალბომებია: Showbiz, Origin of
Symmetry, Absolution, Black Holes and Revelations, The Resistance
და The 2nd Law.
The 2nd Law-ს ჩაწერა ამჟამადაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ ალბომი 2013 წელს გამოვა.
მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. მათი რამოდენიმე
ალბომი Albums of the Year-ად დასახელდა. 5-ჯერ მოიგეს MTV Europe Music
Award
s-ზე, 6-ჯერ Q Awards-ზე, 8-ჯერ NME Awards და
2-ჯერ Brit Awards-ზე., ამავდროულად მოპოვებული აქვთ კიდევ უამრავი ჯილდო.
თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

Nickelback

Nickelback არის კანადური როკ ბენდი, რომელიც 1995 წელს ჩამოყალიბდა.
მღერიან ალტერნატიულ და ჰარდ როკს, ჰევი მეტალს, პოპ როკს და ალტერნატიულ
მეტალს.
ჯგუფის წევრებია: ჩედ კრიუგერი, რაიან პიკი, მაიკლ კრიუგერი და
დენიელ ადაირი. მათი ალბომებია: Curb, The Long Road, The State, Silver Side Up,
All the Right Reasons, Dark Horse
და Here and Now. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული
აქვთ 50 მილიონი ალბომი. ბიტლზების შემდეგ გაყიდვების მიხედვით Nickelback-ის
ალბომები ყველაზე სწრაფად და ხშირად იყიდება. "How You Remind Me", "Someday",
"Photograph", "Far Away", "Rockstar" -
მათი ჰიტებია, ეს სიმღერები გამოსვლის დღიდანვე
აიტაცა და შეიყვარა მსმენელმა. ბილბორდის საუკეთესო ალბომთა სიაში მათი
4 ალბომი მოხვდა. მოგებული აქვთ უამრავი ჯილდო, მათ შორს 12-ჯერ გაიმარჯვეს Juno
Awards
-ის ნომენაციებში. მათი სინგლები კი ბილბორდის საუკეთესო ჰიტების სათავეშია.
თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი
თანამედროვე როკი

30 Seconds to Mars

30 Seconds to Mars არის ამერიკული როკ-ბენდი, რომელიც 1998 წელს
ლოს ანჯელესში ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებია: ჯარედ ლეტო (ვოკალი,
გიტარა, კომპოზიტორი),
ტომო მილიშევიჩი (გიტარა, ფორტეპიანო) და
შენონ ლეტო (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათი ალბომებია: 30 Seconds
to Mars, A Beautiful Lie
და This Is War. მღერიან ალტერნატიულ როკსა და მეტალს,
ემოს, ჰარდ როკსა და პროგრესულ მეტალს.
ჯგუფისთვის ინსპირაცია ყოველთვის
Pink Floyd-ი იყო.
თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი

თანამედროვე როკი


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top