;
13 დეკემბერი 2012      Johnny depp     34 კომენტარი     ნანახია 6249-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊
●გზა დიდი წარმატებისკენ●

ზოგადად კინოხელოვნება საოცრად მაშტაბურია და დიდ სპექტრს მოიცავს..
ლეგენდად არ იბადებიან ლეგენდები ხდებიან.. დიახ ძველმა კინომ ძალიან
ძალიან ბევრი ლეგენდა დაგვიტოვა რომლებიც თავიანთმა როლებმა უკვდავყოსამუდამოდ.
❊ ❊ ❊
ნიუსში შემოგთავაზებთ ადამიანებს, სწორედ მათ ვისი დავიწყებაც უბრალოდ არ შეიძლება,
მათ ვინც ნადვილად დატოვა ისოტრიაში საკუთარი სახელი.მოდი კიდევ ერთხელ,
კიდევ ერთხელ გადავავლოთ მათ ცხოვრებას თვალი..


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ მერლინ მონრო ❊

იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით. დაიბადა ლოს-ანჟელესში
1926 წლის პირველ ივნისს..მერლინი იყო ყველა დროის სიმბოლო მშვენიერებისა
მოდის იდეალი, სექს-სიმბოლო.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი
გამოჩენით.
მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი
1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა.
თავისი კარიერის შედარებით გვიან
„საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე
დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.❊

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

მერლინი სიკვდილის შემდეგაც იპყრობდა ყურადღებას. ამერიკაშიც
დაევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად,
ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისათვის მიძღვნილირამდენიმე ფილმი გამოვიდა
:,მერლინი“, ,,ნახვამდის ნორმა ჯინ!“ ,,მერლინ მონროს უკანასნელი დღეები“
თითოეული ავტორი თავისებურად ცდილობს შეაღწიოს იმ ქალის სულში, რომელიც
ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ ბეტი დევისი ❊

რუთ ელიზაბეტ დევისი დაიბადა 1909 წელს მასაჩუსეტში ათი წლის ასაკშ მისი მშობლები
გაიყარნენ, გოგონა, მალევე მოხვდე ბროდვეიზე საიდანაც ჰოლივუდშ გადაინაცვლა.
გამოირჩეოდა უარყოფითი როლების თამაშით, თუმცა მის ნებისმიერ როლს მაღალ
შეფასაებას აძლევენ.
კარიერაშ ჰქონდა ჩავარდენბი და აღმავლობის ხანა, რაც გამოწვეული
იყო სცენარების ცუდი ხარისხით, რასაც მოგვიანებით მსახიობი თავადაც აღნიშნავდა,
ბევრ როლს მატერიალური პრობელბის გამო დათანხმდა.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

მის მიერ განსახიერებულ როლებს თანამედროვე კრიმინალურ მელოდრამებში, ისტორიულ
ფილმებსა და სიტუაციური კომედიებში მაღალ შეფასებას აძლევდნენ, მაგრამ განსაკუთრებული
წარმატება მსახიობს მაინც რომანტიკულმა დრამებმა მოუტანეს.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

მართალია მსახიობი ათჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე თუმცა ჯილდოს აღება,
მხოლოდ ორჯერ მოახერხა.
ოთხმოციანების დასაწყისში გაირკვა რომ მსახიობს
ჰქონდა მკერდის კიბოს მეოთხე სტადია, ამის გაგების შემდეგ ბეტიმ გადაწყვიტა
ვეროპაში კიდევ ერთხელ გამგზავრება. იგი საფრანგეთშვე გარდაიცვალა 1889 წელს.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊მარლონ ბრანდო❊

მისი ცხოვრების თოთოეული მოვლენა შეკსპირისეულ მაშტაბებს იძენდა. იგი უარს
აცხადებდა ტექსტების ზეპირად სწავლაზე, სარკაზმით აღნიშნავდა, რომ მსახიობის
ყოფა, ჩვეულებრივი მეძავის ყოფისაგან არაფრით განსხვავდებოდა
და რაც ყველაზე
მთავარია, ნანობდა, რომ ჰოლივუდში მუშაობაზე მხოლოდ იმიტომ ვერ ამბობდა უარს
რომ აქ გამომუშავებულ ფულს ვერ ელეოდა.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

დაიბადა 1924 წლის 3 აპრილს.. ამერიკელი მსახიობი რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ
უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მის სამსახიობო სტილს, 1950-იანების ჰოლივუდში
დაუინტერესებელი პერსონის საზოგადოებრივ იმიჯთან შეხამებით,
უდიდესი გავლენა
ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე .. მათ შორის იყვნენ ჯეიმს დინი, პოლ ნიუმანი,
რობერტ დე ნირო,ალენ დელონი, ალ პაჩინო,ელვის პრესლი, შონ პენი, რასელქროუ,
ჯეკ ნიკოლსონი
და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის
ქვეშ იმყოფებოდა.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

პირველი ”ოსკარი” მარლონ ბრანდომ ფილმისათვის ”პორტში” მიიღო, იგი დოკერს
ანსახიერებდა, რომელიც მაფიოზ პროფკავშირელებს ამხელდა. ეს ’ოსკარი” მას
1970 წელს მოპარეს. მან მოგვიანებით კინოაკადემიას თხოვნით მიმართა, მისთვის
ახალი ქადაკება გაეგზავნათ,
თუმცა ორი წლის შემდეგ, მას ეს უკვე აღარ დასჭირდა
, მეტიც, დონ კორლეონის როლისათვის კუთვნილი ”ოსკარი” მსახიობმა არ მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე მის ნაცვლად სცენაზე ახალგაზრდა ინდიელი გოგონა
ავიდა და გამოაცხადა, რომ მარლონ ბრანდო, უარს ამბობდა ”ოსკარზე”, ამერიკის
ადგილობრივი მცხოვრები ინდიელების გენოციდის გამო.

მსახიობის ნიჭი კონკურეციას ითხოვდა, კონკურენტი მისდა საუბედუროდ
არ ჰყოლია, ასეთ ვითარებაში კი არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ
საკუთარ თავში ეპოვა ვიღაც არატიპიური, სხვა პიროვნება და ხელოვანი.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ ოდრი ჰებპერნი ❊

ოდრი კეთლინ რასტონი დაიბადა ბრიუსელში და ერთადერთი შვილი იყო
ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოსეფ ენთონი რასტონისა და ფრანგ და ინგლისელ
მეფეთა ჩამომავალი ჰოლანდიელი არისტოკრატის ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში.
მამამისმა მოგვიანებით საკუთარ გვარს დაამატა ჰეპბერნი, და შედეგად ოდრი ჰერპერნ
-რასტონი გახდა. მას დედის ჰოლანდიელ დიდგვაროვანზე პირველი ქორწინებიდან
ორი ნახევარძმა, ალექსანდრე და იან ქარლეს ვან უფროდი ჰყავდა.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ოდრი, ანუ ედა, ბავშვობიდან ულამაზესი იყო:გამხდარი, წელში გამოყვანილი, ლამაზი
ნაქვთებით, მაღალი, მუდამ მოწესრიგებული
. მსახიობს ოდითგანვე იზიდავდა ცეკვა,
მაგრამ, ვაი, რომ ომმს ცეკვა არ უყვარს. 1940 წლის ზაფხულის ცხელი დღე იდგა,
ოდრი ქალქ ანჰერმში ისვენებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ქვეყნის ოკუპაცია
მოახდინა... ოდრი დაპყრობილი, განდაგურებულ ქვეყანაში იზრდებოდა და შიმშილობდა.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

“მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი, მართლაც, მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით
სასახლიდან გაიპარა. . . წარმოუდგენელია, რომ ასეთი არაამქვეყნიური სილამაზისა და სიწმინდის
გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.
”–ამბობდა ერთ–ერთი ფილმის რეჟისორი.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთით, ენამახვილობითა და მომხიბლავი პერსონით,
რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო.
ხასიათის
ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან
თანამშრომლობის წლებში. არსებობენ ქალები, რომელთა სილამაზე უკვდავია, ვისი გრაცია
და აუხსნელი ხიბლი უეჭველია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მშვენიერ ქალბატონებს
უწოდებენ, ხან კი სპეტაკი სილამაზის გენიოსებს დაარქმევენ ხოლმე
.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ელიზაბეტ ტეილორი❊

ელი­ზა­ბეტ ტე­ი­ლო­რის კი­ნო­დე­ბი­უ­ტი 1942 წელს შედ­გა - 9 წლი­სა იყო, რო­დე­საც გა­და­ი­ღეს
ფილ­მ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით There’s One Born Every MInute. მთე­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი
ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ი­ლორ­მა, რო­გორც პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო
შემ­ს­რუ­ლე­ბელ­მა, "ოს­კა­რი" ორ­ჯერ მი­ი­ღო.ამის გარ­და, 1992 წელს ამე­რი­კულ­მა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ამ
ტე­ი­ლორს ჯინ ჰერ­შოლ­ტის სა­ხე­ლო­ბის სა­პა­ტიო ჯილ­დო გა­დას­ცა.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

მო­მა­ვა­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი 1932 წელს ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­საწყის­ში მი­სი
ოჯა­ხი საცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და. კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 40-იან წლებ­ში
გა­მოჩ­ნ­და.
თავ­და­პირ­ვე­ლად კრი­ტი­კო­სე­ბი ახალ­გაზ­რ­და ლა­მაზ­მა­ნის სამ­სა­ხი­ო­ბო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს
ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დ­ნენ,
მაგ­რამ ტე­ი­ლო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ დრა­მა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით
"ად­გი­ლი მზის ქვეშ", მა­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შეც­ვა­ლა.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა.
მის სამსახიობო კარიერასთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო მისი პირადი ცხოვრება


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ სოფი ლორენი ❊

სოფი ლორენი – ომისშემდგომ წლებში აგრეთვე სოფია შიკოლონე, გოგონა ღარიბი ოჯახიდან,
რომელიც გაიზარდა ნეაპოლთან ახლოს პატარა ქალაქში – აირჩია სწორი გზა წარმატებისკენ:
სილამაზის კონკურსში მონაწილეობით. მან ყოველთვის იცოდა, რომ გარეგნობის მიღმა მასში
უდუდესი პოტენციალი იმალებოდა, რომლის გამოყენებაც ძალიან კარგად შეეძლო.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ტალური თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს – ოსკარის მფლობელი,
საყოველთაოდ აღიარებული მსახიობი,სოფი შიკოლონე,ყველასათვის ცნობილი,როგორც სოფი ლორენი.

იგი დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს.1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი
ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა ფილმში სახელწოდებით,The Pride and the Passion სადაც
იგი თამაშობდა ქერი გრანტთან და ფრენკ სინატრასთან ერთად.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე
„გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში
მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. "კონკურსის
ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკებილი კაბა ეცვა და კეფლის
საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ
მეორე ადგილი მიაკუთვნა"


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

❊ჯეიმს დინი❊

დაბადებული დიდებისთვის --ჯეიმზ ბაირონ დინი დაიბადა 1931 წლის 8 თებერვალს პატარა
სამრეწველო ქალაქში, ინდიანაპოლისთან.
დედამ მისცა პირველი სახელი ბებია ქალის პატივსაცემად
, რომელმაც მიიღო მშობიარობა და მეორე - თავისი საყვარელი პოეტის პატივსაცემად. მილდრედ
დინი იყო ულამაზესი ქალი და სულს არ ზოგავდა შვილისთვის. ის უკითხავდა წიგნებს, აკვრევინებდა
როიალზე და საერთოდ ზრდიდა ’’ადამიანს ხელოვნებაში’’. ხელოვნება იყო დედა - შვილის
სათაყვანებელი საქმე, რომელსაც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მამა, უინტონი, კბილის
ექიმი. 1937 წელს ოჯახი გადასახლდა ლოს - ანჟელესში. 2 წლის მერე ექიმებმა აღმოაჩინეს,
რომ მილდრედს ჰქონდა კიბო.


❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

წლების წინ, 1953 წელს, დინი სწავლობდა სამსახიობო სკოლაში ნიუ-იორკში და გააკეთა პირველი
ნაბიჯები თეატრალურ სცენაზე. მას მიაქცია ყურადღება გამოჩენილმა რეჟისორმა ელია კაზანმა
დინს ჰქონდა სიყვარულის გამოწვევის განსაკუთრებული უნარი. ’’ის იყო ბრწყინვალე ახალგაზრდა
ადამიანი -
იხსენებდა ჯული ჰარისი, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა ფილმში ’’სამოთხიდან აღმოსავლეთით’’
- ეხლაც თვალწინ მიდგას, თუ როგორ უსმენდა ის ბახს და როგორ ჰგავდა მიწაზე ჩამოსულ ანგელოზს’’.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

აღიარება დინთან მოვიდა მის პირველ დიდ ნამუშევართან ერთად. ’’ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფილმის
ორი მესამედი გადავიღეთ, ვხვდებოდით რომ მასში იყო რაღაც არაამქვეყნიური
- წერდა კაზანი -
ყველა ხვდებოდა, თუ რამდენად კარგი იყო ის. მე ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე არაფერი მინახავს
მსგავსი, გარდა მარლონ ბრანდოსი’’.დინი გახდა 1955 წლის ყველაზე პოპულარული მსახიობი.
ბუნებით ჩაკეტილი, აგრესიულად რეაგირებდა მის გარშემო შექმნილ აურზაურზე.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

ერთხელ მას ჰკითხეს, რას სცემს ყველაზე მეტად პატივს. ’’პასუხი მარტივია - თქვა დინმა
- სიკვდილს. მხოლოდ ის არის ერთადერთი და მოითხოვს პატივისცემას. მხოლოდ
ის ანიჭებს ადამიანს მადლიერებას’’.
სიკვდილი ყოველთვის იწვევდა დინში განსაკუთრებულ
ინტერესს. ბოლო თვეებში ამ ინტერესს გარშემომყოფებსაც უზიარებდა, რითაც ძალიან აშინებდა მათ.

❊ლეგენდად ქცეული კინოვარსკვლავები  ❊

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

34


  • me თქვა:
    17 დეკემბერი 2012 11:18 - ID: 34,
    მარლონ ბრანდო love დინი love
    ოდრი love სოფი love

  • nata1990 თქვა:
    16 დეკემბერი 2012 15:15 - ID: 33,
    ოდრი snow love

  • DaTo- თქვა:
    16 დეკემბერი 2012 14:18 - ID: 32,
    ბეტი ბეტი და კიდევ ერთხელ ბეტი <3
    კარგი სტატია იყო

  • likliklik101 თქვა:
    15 დეკემბერი 2012 20:02 - ID: 31,
    ოდრი მარლონ მერლინ love

  • liia თქვა:
    14 დეკემბერი 2012 21:33 - ID: 30,
    ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ

  • Ana smiley თქვა:
    14 დეკემბერი 2012 19:42 - ID: 29,
    უმაგრესი ნიუსიააა ყველა მართლაც ლენეგდები არიიან ! ოდრიი ჩემი ქალღმერთიი love

  • para_para_paradise თქვა:
    14 დეკემბერი 2012 19:23 - ID: 28,
    კდიევ ერთი არაჩვეულებრივი ნიუსი შენგან [b]Johnny depp,[/b]
    ძალიან კარგი იყო love

  • salome55555 თქვა:
    14 დეკემბერი 2012 18:58 - ID: 27,
    ძაან მაგარი ნიუსია love

  • barsutka))) თქვა:
    14 დეკემბერი 2012 15:20 - ID: 26,
    ოდრი love ოდრი love ოდრი love ოდრი და მხოლოდ ოდრიი love

  • sharikaa თქვა:
    14 დეკემბერი 2012 14:35 - ID: 25,
    მარლონი , ჯეიმსი ოდრი ელიზაბეტიი უდაოდ ყველა ლეგენდაა winked

  • Anita Anastasia თქვა:
    14 დეკემბერი 2012 14:33 - ID: 24,
    ბეტი დევისზე ვგიჟდებიიი love

  • Mrs.Todd თქვა:
    14 დეკემბერი 2012 14:23 - ID: 23,
    ოდრი <3 ყველლაზე მომხიბლავია ჩემი აზრით

  • Kapa თქვა:
    14 დეკემბერი 2012 12:47 - ID: 22,
    ყველას თავისი ხიბლი აქვს .. ყველა , ყველა მაგარია ...

  • barjakuzu თქვა:
    14 დეკემბერი 2012 10:59 - ID: 21,
    ლორენს არ ვთვლი ლამაზად, ავა გარდნერიც რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა! ბრანდო რა კაცია!!!

  • megan ewing თქვა:
    14 დეკემბერი 2012 10:35 - ID: 20,
    ტეილორის თვალ-წარბი love love love

  • Rma_(k) თქვა:
    13 დეკემბერი 2012 23:54 - ID: 19,
    ოდრი love

  • Ancho. თქვა:
    13 დეკემბერი 2012 22:48 - ID: 18,
    თაკო მაგარი ხარ..

  • Perfection❣ თქვა:
    13 დეკემბერი 2012 22:30 - ID: 17,
    ლიზიიი love როგორ ყოველთვის ძალიან მაგარი სიახლეა თაკჩოო love

  • anastasia. თქვა:
    13 დეკემბერი 2012 22:17 - ID: 16,
    ოდრი ყველაზე ლამაზიაა:))

  • psiqologia თქვა:
    13 დეკემბერი 2012 22:05 - ID: 15,
    ვაუ მაგარი ნიუსია. ოდრის თვალებზე ვგიჟდები, ძალიან ლამაზია

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top