;
14 დეკემბერი 2012      ta_mo     8 კომენტარი     ნანახია 3179-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ბრიტანელმა მსახიობმა კაია სკოდელარიომ ჟურნალ Wonderland-თან
ინტერვიუში არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის Skins-ის დასკვნით ეპიზოდებზე,
მის პერსონაჟებზე, დაკოტა ფენინგზე, ასევე რამოდენიმე კითხვა შეეხო მის პარტნიორებსა და
ოჯახის დამოკიდებულებას მისი პერსონაჟებისადმი.

Image.geotorrents.com

Skins-ის შესახებ: სერიალი უნივერსიტეტივით იყო, გადასაღებ მოედანზე სუფევდა
სიგიჟე, მხიარულება, აგრეთვე იყო საკმაოდ სახიფათო მომენტები, ხშირად სევდაც გვეუფლებოდა
მსახიობთა ჯგუფს. სერიალის შემქმნელებს სურდათ, რომ ჩვენი პერსონაჟების მსგავსად ყოველი
ცხოვრებისეული სირთულე გადაგველახა და რეალურად შეგვეგრძნო სცენარი. ყოველი ჩვენგანის
ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც გიყვარდება, ყოველ ჩვენგანს ქონია ცხოვრებისეული პრობლემები,
როდესაც ფიქრობ ამ ყველაფერზე აანალიზებ, რომ სერიალის თითოეული გმირი რეალურია, თუმცა
მიუხედავად ამისა ადამინი ყველაფერს დაძლევს, თუ ის შინაგანად ძლიერია, ანალოგიურად ვითარდებოდა
სიუჟეტი სერიალშიც. ეფის ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მომავალ წელს კი დასკვნით
ეპიზოდს იხილავს პუბლიკა ჩემი გმირის მონაწილებით.

კაია სკოდელარიოს ინტერვიუ ჟურნალ Wonderland-ისთვის


დაკოტასთან პარტნიორობაზე: დაკოტა უბრალოდ დაუჯერებელია, მისი პროფესიონალიზმი
ჩემში აღფრთოვანებას იწვევს, ისიც უნდა აღინიშნოს რომ იგი ძალიან მშრომელია, ამ თივისებების გამო
მე მას დიდ პატივს ვცემ. იმავე გრაფიკით რომ ვმუშაობდე, როგორც დაკოტა ამჟამად სრულ ჭკუაზე ნამდვილად
არ ვიქნებოდი. "Now Is Good" ჩემთვის დიდი გამოცდა იყო და ნამდვილად შემმატა გამოცდილება როგორც
მსახიობს. გადასაღებ მოედანს ხშირად სტუმრობდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის ბებიაც, გამიმართლა,
რადგან მშობლიური მიწისგან შორს წასვლა არ მომიწია ფილმის რეჟისორის გადაწყვეტილების გამო.

ლილი ლავლესისა და კეტრინ პრესკოტის პერსონაჟების შესახებ: ნაომისა და ემილის
სასიყვარულო ისტორიის მეშვეობით არაერთი არატრადიციული ორიენტაციის მქონე წყვილი დღეს
ბედნიერად გრძნობს თავს, გოგონებთან დღემდე მიდიან ფანები და უხდიან მადლობას გაწეული
დახმარებისთვის.

კაია სკოდელარიოს ინტერვიუ ჟურნალ Wonderland-ისთვის

ბილის პერსონაჟთან სასიყვარულო ურთიერთობაზე: ერთი შეხედვით ყველაფერი ძალზედ
მარტივია, უყურებ ამ წყვილს და ფიქრობ, " ოიჰ, ლესბოსელები", თუმცა რეალურად სულ სხვა რეალობაზეა
საუბარი, სერიალში აღწერილია ორი ადამინის ისტორია, რომლებსაც თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი.
რა თქმა უნდა არის დიდი ასაკობრივი სხვაობა, ისინი ერთი სქესის არიან, თუმცა მე გირჩევთ, რო აქცენტი
ამ საკითხებზე არ გააკეთოთ და ისიამოვნეთ ეპიზოდით. ძალიან მეშინოდა ბებიის რეაქციის, როდესაც
გაიგებდა, რომ ლესბოსელი ვითამაშე, მაგრამ იგი ამ საკითხს საკმაოდ ცივად შეხვდა, მე კი გავიფიქრე,
"ყოჩაღ ბებია".

კაია სკოდელარიოს ინტერვიუ ჟურნალ Wonderland-ისთვის
კაია სკოდელარიოს ინტერვიუ ჟურნალ Wonderland-ისთვის

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

8


  • ShOoKi თქვა:
    18 დეკემბერი 2012 16:55 - ID: 8,
    1-2-3-4 სეზონი მიყვარს მარტო... მაგრამ ზოგადად ამ სერიალზე ვგიჟდები, ბევრ რამეზე დავფიქრდი... კააია ^_^

  • Mari Glonti თქვა:
    16 დეკემბერი 2012 14:22 - ID: 7,
    ta_mo,
    თამო კაია მარტო 3 სეზონშია ხო? და კიდევ ბოლო ეპიზოდში გამოჩნდება მანამდე საერთოდ არ გამოჩენილა?ისეკი უნდა დავიწყო ამ სერიალის ყურება ბევრს უყვარს ეფი როგორც ვიცი და ღირს ხომ დაწყება?

  • nata1990 თქვა:
    15 დეკემბერი 2012 22:20 - ID: 6,
    მაგარი გოგოა snow love

  • Smiley :) თქვა:
    15 დეკემბერი 2012 12:44 - ID: 5,
    განსაკუთრებული სილამაზე აქვს ამ გოგოს .
    სქინსს და ახალ ფილმს ველი მოუთმენლად!

  • QiQiTo:):) თქვა:
    15 დეკემბერი 2012 12:11 - ID: 4,
    კატას გავს რა:)))
    როგორც იქნა მორვრჩი ამ სერიალსე და მიხარია რომ ძველ პერსონაჟებს ვნახავ 7 სეზონში..
    ნიუსი თამო!
    love

  • anabana თქვა:
    15 დეკემბერი 2012 11:07 - ID: 3,
    ნიუსი კაია, კაია კაია lol

  • DayDreamer თქვა:
    14 დეკემბერი 2012 23:27 - ID: 2,
    მიყვარს love
    როგორ ველოდები "Now is Good"-ს <3

  • Nina√ თქვა:
    14 დეკემბერი 2012 22:21 - ID: 1,
    აუ აუ როგორ მომწონს ეს გოგო როგორი საყვარელი და ლამაზია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top