;

17 December 2012      Britain     Views 7544    
Category: Stars, Fun, Interesting

რამდენ ჩვენგანს აქვს რეალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამხელა დროს, ყურადღებას,
ენერგიას და გაგებას მოითხოვს ნიჭიერი ახალგაზრდის საერთაშორისო ვარსკვლავად გადაქცევა?
რამდენი ჩვენგანი შეძლებდა პირადი ცხოვრების არქონას და ცხოვრებაზე მოხდენილ
დიდ ცვლილებასთან გამკლავებას, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ერთ-ერთ ოჯახის
წევრს დიდი მომავალი და მსოფლიო წარმატება ელის?
ვნახოთ, თუ რა ხერხს მიმართეს დღეს უკვე ვარსკვლავებად ჩამოყალიბებული
ადამიანების ოჯახის წევრებმა.

When FAME Hits The Family

კინოს ვარსკვლავი, ლეონარდო დიკაბრიო წლების განმავლობაში ცხოვრობდა
დედამისთან, ირმელინთან ერთად ლოს ანჯელესში. ირმელინი ქმარს, ჯორჯს
ლეოს პატარაობის დროს გაშორდა. იგი შვილს მარტო ზრდიდა და ეხმარებოდა
ნებისმიერ სიტუაციაში. 14 წლის ასაკში კი, ლეონარდომ მიიღო მონაწილეობა
რეკლამაში და ამავდროულად გახდა წარმატებული მსახიობი.
მეგობრების
თქმით, მისი ურთიერთობა ორივე მშობელთან დაუჯერებლად კარგია.
დედამისი ძირითადად ბიზნესში ეხმარება, ხოლო მამა, სცენარის არჩევაში.
"დედაჩემი შეუდარაბელია. იგი არ დარდობს წარმატებასა და დიდებაზე.
ის მხოლოდ ჩემზე დარდობს."
-ლეონარდო დიკაბრიო.



ჩოგბურთის ჩემპიონის, ჯანა ნოვოტნას დედა ამბობს, რომ ოჯახს არდადეგები არ
ჰქონია 10 წლის განმავლობაში, რათა შეეგროვებინათ ფული ჯანას ეკიპირებისათვის.
მისი დედა არის სკოლის მასწავლებელი და ცხოვრობს ბრნოში. "როდესაც გყავს
შვილები, შენ თავიდანვე უნდა დაგეგმო თუ რა პროფესიის გინდა, რომ ისინი გამოვდინენ. მოგვიანებით კი, უკვე მათ შეუძლიათ არჩევნის გაკეთება"
- ამბობს ნოვოტნას დედა.
ჯანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელად ითვლება და
პრიზების სახით გამომუშავებული აქვს ცხრა მილიონი დოლარი.
"ჩოგბურთმა ბევრი რამე გააკეთა ჯანას ცხოვრებაში. არც კი ვიცი საიდან დავიწყო:
მოგზაურობა, შესაძლებლობა სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის და უამრავ ადამიანთან
შეხვედრა. იგი ძალიან იღბლიანია, რადგან მისდევს სპორტს, რომელიც უყვარს
და ამისთვის უხდიან."
- ჯანას დედა.



ინგლისელი სპორტსმენის, მაიკლ ოუნის მშობლებს მის გარდა იდევ ოთხი შვილი ჰყავთ,
მაგრამ არიან ძალიან ამაყები მსოფლიო ჩემპიონი შვილით - მაიკლით. და
უნდა იყვნენ კიდეც. დედა დღიურს ინახავს მისი პატარაობიდან; იტირა
როდესაც BBC-იმ "Sports Personality Of The Year"-ად დაასახელა. მამას, რომელიც
ასევე პროფესიონალი ფეხურთელია, იმედი აქვს რომ მაიკლი წარმატებული
იქნება მოედანზეც და მის გარეთაც. მაგრამ მაინც, ისევე როგორც ცნობილი
ადამიანების ოჯახის აბსოლიტური უმრავლესობის, ამ ოჯახის პრობლემასაც
ის წარმოადგენს, რომ პაპარაცები მათ ყველგან აგნებენ..


ასე რომ, თუ ვინმეს თქვენ ოჯახში სურს მიაღწიოს მსოფლიო
აღიარებას, თქვენ მათ უნდა დაეხმაროთ რათა გაანალიზონ რეალური შანსები.
თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, იმისთვის, რომ მათ ხელი ყველანაირად
შეუწყოთ. თუმცა, როდესაც დამარცხება დაატყდებათ თავს, თქვენ უნდა გაუგოთ
და უთხრათ მათ, რომ შეხედონ ნათელ მხარეს. გახსოვდეთ, მსოფლიო დიდია და
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სადოთ თავიდან. დაიმახსოვრეთ, წარმატება დიდ
და ერთგულ შრომას მოითხოვს. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგინგრიოთ
გეგმები. ყველანაირი ოცნების რეალობაში მოყავანა შესაძლებელია გონივრული
მოქმედებებით.

"ოცნება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა მისი სიდიდე გაშინებს"
When FAME Hits The Family


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top