;
18 დეკემბერი 2012      Sofia ϟ ♥     9 კომენტარი     ნანახია 2335-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ედიტ პიაფი - ”...დიდებას მოსდევს მარტოობა”

Edith Piaf - Padam Padam



რომ არა 1963 წლის 10 ოქტომბერი, ხვალ მთელი მსოფლიო იზეიმებდა, ხვალ ხომ მას კიდევ ერთი წელი უნდა შემატებოდა...მას ეშინოდა თვითმფრინავების და საუკეთესოდ იცოდა როგორ დაეწყო ყოველივე ნულიდან. მისი საყვარელი ადამიანები ტოვებდნენ უცბად, მოულოდნელად და ძალიან ადრე და მათი უმეტესობის სიკვდილში იგი თავის თავს ადანაშაულებდა, მაგრამ სიცოცხლის გამალებული სურვილი აბრუნებდა მას უკან, სცენაზე, სადაც იგი სასწაულებს ახდენდა როცა სიმღერას იწყებდა.

ედიტ პიაფი


ლეგენდის თანახმად ედიტ ჯოანა გასიანო დაიბადა ქუჩაში, მისმა დედამ რომელიც შეუმდგარი კაბარის მომღერალი გახლდათ, ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ტროტუარზე იმშობიარა. მშობიარობაში ეხმარებოდა ორი პოლიციელი, რომლებიც შემთხვევით წააწყდნენ მას როდესაც შემოვლას ასრულებდნენ კვარტალში, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მეტაფორაა, ლამაზი ზღაპარი, შექმნილი იმისთვის , რომ ხაზი გაესვათ ყველა იმ სიძნელეებისთვის რომლებიც უდიდესმა მომღერალმა გადაიტანა.

მისი აღზრდით თავდაპირველად ერთერთი ბებო დაკავდა , მაგრამ ”დაკავდა ” ხმამაღალი ნათქვამია , რადგან ბებიას შვილიშვილი დიდად არ ანაღვლებდა. შემდეგ ედიტს მისი მეორე ბებია ზრდიდა ნორმანდიაში და აქაც შეთანხმების ნაწილი ის იყო, რომ ედიტის მამის სახლი მას დარჩებოდა.

შეიძლება ვთქვათ, რომ ბებოს იმდენი პრობლემები ჰქონდა, რომ ვერ შეამჩნია თუ როგორ დაბრმავდა სამი წლის გოგონა ? მისი წამალი გახდა წმინდა დედა ტერეზასთან ჩასვლა და რამდენადაც უნცაურად არ უნდა მოგეჩვენოთ სამი წლის შემდგომ ედიტმა ისევ შეძლო დანახვა. მას მეგობრები სკოლიდანაც არ ჰყავდნენ, მისი თანაკლასელების მშობლებს არ ჰქონდათ სურვილი , რომ მათ ბავშვებს ჰყოლოდათ დაქალი, რომელიც არაწარჩინებული ოჯახიდან იყო.

ედიტ პიაფი


ბოლოსდაბოლოს ედიტის მამამ მოახერხა მისი წაყვანა და ედიტი ქუჩის მსახიობების წევრი გახდა, რომლებთანაც მისი აკრობატი მამა მუშაობდა, ასე რომ მამა შოუს დგამდა ხოლო ედიტი მღეროდა.

სანამ ედიტი წინ და უკან დადიოდა ერთი ბებოსგან მეორესთან, მისმა მამამ ახალი ოჯახი შექმნა, ამ ქორწინებაში მას რვა შვილი გაუჩნდა. ერთერთ მის დას ედიტი არამარტო დაუმეგობრდა არამედ წაიყვანა თავისთან სახლში, მაგრამ როდესაც ამის გამო მას პრობლემები შეექმნა ორივემ ერთად დატოვეს სახლი და წავიდნენ.

ბედი არასდროს აძლევდა საშუალებას ამოესუნთქა და ამ ზაფხულსაც მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა, რის შემდეგაც დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ გონებაზე მოსულიყო და ყველაფერი ხელახლა დაეწყო. მისი პირველი სიყვარული პატარა გოგონის გარდაცვალებით დასრულდა, მისი პირველი წარმატება ”მასწავლებლის” უეცარი გარდაცვალებით, რომელმაც წაიყვანა იგი ქუჩიდან და მიიღო კაბარეში. მისი მეორე სიყვარული მარსელ სერდანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ედიტ პიაფი


ამისდა მიუხედავად მის გარშემო იყო ბევრი ადამიანი რომელსაც ედიტი დაეხმარა. იშვიათად ფიზიკურად, მაგრამ ხშირად მორალურად. ხალხი უსმენდა მას და მოულოდნელად იცველობა ყველაფერი, იცვლებოდა მათი ცხოვრებაც.

ედიტი ხშირად ამბობდა, რომ მაყურებელმა უნდა მიიღოს ის ისეთი როგორიც იყო. მას არ ჰქონდა მუსიკალური განათლება, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ადვილად შეეძლო ემღერა მელოდია სმენით. მისი საბრძოლო სულისკვეთება ხალხის გაოცებას და შთაგონებას იწვევდა. იგი დაბადებული იყო რომ სცენაზე მდგარიყო და ემღერა, თუმცა ბევრი ეჭვობდა(პირველ რიგში ექიმები), რომ იგი თავს მოიკლავდა სცენაზე, მაგრამ იგი ამაზე ამბობდა რომ ”ეს უბრალოდ ჩემი სტილია”. ედიტი მისი ცხოვრების ბოლომდე თვლიდა, რომ იგი სულ მარტო იყო . იგი ამბობდა : პუბლიკა - დიდი შავი ხვრელია - იგი გითრევს შიგნით თავისი მოფერებით და სიყვარულით. შენ მათი სიყვარულით ივსები ისინი - შენი. მათ სურთ, შენ - გასცემ. შენ ყვირიხარ აღფრთოვანებისგან, შემდეგ ფარდა ეშვება და ნაბიჯების ხმა ისმის. მიდიხარ საგრიმიოროში, ისინი ისევ შენი არიან. შენ უკვე აღარ ხარ აღფრთოვანებული, მაგრამ კარგად ხარ... ხოლო შემდეგ ქუჩები, ხეტიალი, გული ცივდება და შენ ისევ მარტო ხარ”

ედიტ პიაფი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • zula თქვა:
    20 დეკემბერი 2012 10:00 - ID: 9,
    love

  • anabana თქვა:
    19 დეკემბერი 2012 20:30 - ID: 8,
    კარგი ნიუსია,არ ვიცოდი ამ ქალის შესახებ smile

    love

    )

  • Johnny depp თქვა:
    19 დეკემბერი 2012 16:47 - ID: 7,
    აუ რა ნიუსია ყოჩაღ სოფი love

  • bibi თქვა:
    19 დეკემბერი 2012 11:54 - ID: 6,
    ყოჩაააღ ზალიან ძალიან კარგი ნიუსია
    -----------

  • s თქვა:
    18 დეკემბერი 2012 23:47 - ID: 5,
    მომეწონაა ....

  • elenikojoe თქვა:
    18 დეკემბერი 2012 23:21 - ID: 4,
    love ძალიან კარგი ნიუსია

  • amanda თქვა:
    18 დეკემბერი 2012 23:14 - ID: 3,
    ვაუუ,ყოჩაღ არაჩვეულებრივი ნიუსია ,აუ ედიტი კი უმაგრესი მომღერალი იყო,სასწაული ხმით,მიყვარს მისი სიმღერები love

  • Ancho. თქვა:
    18 დეკემბერი 2012 21:59 - ID: 2,
    რა ამაღელვებელია...! ;(
    ყოჩაღ ჩემო სოფი

  • FAME თქვა:
    18 დეკემბერი 2012 21:51 - ID: 1,
    ლეგენდა!
    არაჩვეულებრივი ნიუსუია!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top