;

22 December 2012      ninusa96     Views 5277    
Category: Stars

The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!


ამერიკული მეგაპროექტი The Voice-ის ფინალი შედგა! ფინალურმა შოუმ გულგრილი არავინ დატოვა, მესამე სეზონის დასასრული ძალიან ეფექტური, მრავალფეროვანი და დაძაბული გამოდგა.. ნახეთ თუ ვინ გახდა ამერიკის რჩეული და რა შემოგვთავაზეს ფინალისტებმა!

შეგახსენებთ, რომ ფინალში მოხვდნენ ნიკოლას დევიდი სილო გრინის გუნდიდან, კესედი პოუპი და ტერი მაქდერმოტი ბლეიკ შელტონის გუნდიდან. ამ სამმა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულმა მონაწილემ არაერთხელ შემოგვთავაზა ბრწყინვალე შესრულება მთელი სეზონის განმავლობაში და საზოგადოებამაც სწორედ ამ სამეულის გადაყვანა ინება ფინალში.

The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!




მესამე სეზონის გამარჯვებული კი გახდა...


The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!
The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!

CASSADEE POPE FRTOM TEAM BLAKE

კესედი პოუპი ხალხის არჩევანით, ამერიკის "ახალი ხმაა" !! მისი მწვრთნელი ბლეიკ შელტონი კი ამ პროექტის ორგზის გამარჯვებული გახდა!
The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!

The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!! The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!

ფინალური შოუ ორი ნაწილისგან შედგა (ორ დღეზე გადანაწილდა) .. მას საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდა და იმედებიც არავის გაუცრუა. შოუზე მოწვეულნი იყვნენ ყველასთვის ნაცნობი ვარსკვლავები: რიანა, ბრუნო მარსი, კელი კლარქსონი, არვილ ლავინი, ...


I დღის გამორჩეული შესრულებები:

1) კესედი პოუპმა სიმღერა "Cry"-ს შესრულებით ყველა აღაფრთოვანა:




2) ემოციური გამოდგა ტერის შესრულებული "I Want To Know What Love Is"




3) ნიკოლასმა კი ნამდვილად ცეცხლი დაანთო სცენაზე "Great Balls of Fire"-ის შესრულებისას




და I დღის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული მომენტი მთელი "The Voice"-ის "Hallelujah"-ს შესრულება გამოდგა. მათ ეს საგალობელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტრაგედიაში დაღუპულებს მიუძღვნეს. (P,S ყველას უკავია ფურცელი რომელზეც დაღუპულთა სახელები და წლოვანებებია მითითებული)




რაც შეეხება II -ფინალური შოუს ბოლო დღეს.. აქ ვიხილავთ სწორედ ზემოთჩამოთვლილ მოწვეულ ვარსკვლავებთა შესრულებებს.
1) რიანამ თავისი ჰიტი "Diamonds" შეასრულა:




2) ბრუნო მარსმა ყველა "When I Was Your Man" -ით მოხიბლა:




3) გამარჯვებულმა დუეტი არვილ ლავინთან ერთად შეასრულა. მათ "I'm with You" შეასრულეს:




4) ჩვენი მწვრთნელები კი მაყურებელს სიმღერით "Good Riddance (Time of Your Life)" დაემშვიდობნენ!




The Voice-ის მესამე სეზონის ფინალი!!


ესეც ასე! დასრულდა მესამე სეზონი, რომელმაც ნამდვილად გაამართლა.. მეოთხე სეზონში კრისტინა აგილერასა და სილო გრინს შესაბამისად შაკირა და აშერი ჩაანაცვლებენ. იმედი ვიქონიოთ რომ მეოთხე სეზონიც ძალიან საინტერესო გამოდგება, შოუც ბევრ ტალანტს აღმოაჩენს და მათ მთელს მსოფლიოს გააცნობს.
გთავაზობთ მეოთხე სეზონის თრეილერსაც:




Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top