;
26 დეკემბერი 2012      lady_tamo     40 კომენტარი     ნანახია 7073-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია

მთელი მიწურული წელიწადი სელებრითები საზოგადოების ყურადღების მისაქცევად მრავალ ხერხს მიმართავდა. პუბლიკის ყურადღების დასამსახურებლად კი ყველაზე ეფექტური ხერგი გარეგნობის შეცვლაა. სელებრითებმა მრავალანირი ექსპერიმენტი ჩაატარეს საკუთარ თავზე: გასუქდნენ ან დაიკლეს კილოგრამები, გადაიღებეს თმები უჩვეულო ფერებში ან პირიქით მკვეთრი ცვლილება შეიტანეს თმის სიგრძეში. საიტმა ენჯელ.ჯი-მ გადაწყვიტა გაგახსენოთ სელებრითების ყველაზე 2012 წლის ტრანსფორმაციები და გამოვლინოს მათგან ყველაზე შთამბეჭდავი.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


კრისტინა აგილერა

კრისტინა აგილერას ტრანსფორმაციამ გაგვახენა, რომ დიდ ხანს მაცივართან ყოფნა საშიშია ჩვენი ფიგურისთვის! კრისტინამ ზომა XS შეცვალა ზომა L-ზე. ზედმეტად მომატებულმა, უხეშად რომ ვთქვათ გასიებულმა კრისტინამ გადაწყვიტა ხალხის ყურადღება გადაეტანა კაშკაშა ფერებად შეღებილ კულულებზე, თუმცა ერთი რამ ფაქტია: ფიგურის მკვეთრად ცვლილებამ არ მოახდინა ზეგავლენა ხმაზე, კრისტინა კვლავაც შესანიშნავად მღერის.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


ლედი გაგა

ფიგურის ტრანსფორმაცია განიცადა ლედი გაგამაც. ის ხან მკვეთრად იმატებდა წონაში, ხან კი აშკარად გამხდარი წარსდგებოდა საზოგადოების წინაშე. პუბლიკა ამას ხან ორსულობას აწერდა, ხან ფოტოშოფის სასწაულებს, ხან კი ანორექსიასა და ბულემიას, რა დაავადებებითაც ლედი გაგა 15 წლის ასაკიდან იტაჯება. თუმცა ეს ფაქტები სულაც არ ანაღვლებთ 'პატარა მონსტრებს', მათ თავიანთი 'დედოფალი' კვლავინდებურად უყვართ.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


მეთიუ მაკკონაჰი

ნამდვილად შეგვაშინა მეთიუ მაკკონაჰის უეცარმა გარდასახვამ. ათლეტური აღნაგობის, გარუჯული სექსუალური ბიჭუნასგან ის სულ ცოტა ხანში გარდაისახა ძალიან გამხდარ 'ბებერში', რომელიც ფეხზე ძლივს იდგა. მეთიუს ეს მსხვერპლი მისი ფილმში Dallas Buyer's Club მონაწილეობით აიხსნა, სადაც ის შიდსისგან მომაკვდავს განასახიერებს.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


ჯარედ ლეტო

უეცარი გარდასახვა ჯარედსაც ფილმ Dallas Buyer's Club მოუხდა, სადაც ისიც აივინფიცირებულის როლს თამაშობს. ჯარედი ძალიან გახდა, მოიპარსა წარბები, მოირგო ქალის პარიკი და მაღალი ქუსლები. იმედია ფილმის შემდეგ იგი კვლავაც დაგვიბრუნდება როგორც სექსუალური და სიმპათიური მამაკაცი.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


კელი ოსბორნი

კელი ოსბორნის ფიგურის ცვლილება უკეთესობისკენ წავიდა. მინუს რამდენიმე ათეული კილოგრამი, მაღალი ქუსლები, ელეგანტური ლუქები - ახალ მის ოსბორნს ვერც კი იცნობთ. ერთადერთი რაც ძველი კელისგან დარჩა, ეს არის სიყვარული თმის უცხო ფერებისადმი. ამჯერადაც მან გარკვეული ცვლილება შეიტანა თმაში და მას ნაზი იისფერი ტონალობა მისცა.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


ჯესიკა სიმპსონი

ჯესიკა სიმპსონი ამ წელს პირველად გახდა დედიკო. განსხვავებით სელებრითებისა, რომლებიც სასწაულებრივი ხერხებით ახერხებენ რამდენიმე თვეში დაიკლონ ზედმეტი კიოგრამები, სიმპსონმა ეს ნახევარ წელიწადში მოახერხა აქტიური ვარჯიში შემდეგ. მან დაიკლო 25 კილოგრამი. ჩვენი აპლოდისმენტები! თუმცა როგორც ამბობენ, ეს შრომა მას წყალში ჩაუვარდა რადგან ჭორების მიხედვით ჯესიკა კვლავ ორსულადაა.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


ენნ ჰეთუეი

საკმაოდ დიდი მსხვერპლის გაცემა მოუწია მომხიბვლავ მსახიობს - ენნ ჰეთუეის ახალი ფილმისთვის. მან მოირგო ბიჭური ვარცხნილობა. ამისთვის შესანიშნავად დაჯილდოვა - ნომინაციით ოქროს გლობუსზე. ასე ოსკარამდეც შორს არ არის!

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


შარლიზ ტერონი

მომხიბლავი ქერა მსახიობი, შარლიზ ტერონიც ფილმისთვის გადაიქცა ბიჭუნად. მან თმები ''ნოლზე'' გადაიპარსა და თმის ფერიც მომხიბლავი ბლონდიდან შავ ტონალობაში შეიცვალა.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


ნატალი პორტმანი

ნატალისთვის გარეგნობაზე ექსპერიმენტები უცხო არ არის. ფილმისთვის "DOWN BY LAW" იგი მომხიბლავი ბრუნეტიდან ლამაზ ქერა ქალბატონად გადაიქცა.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


რიანა

რიანასგან გასაკვირი უკვე აღარაფერია. მან მხოლოდ ამ წელს მოირგო ქერა ქალბატონის, კულულებიანი ბრუნეტის და ბიჭური ვარცხნილობის მქონე სექსუალური გოგონას იმიჯი.


2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია



კრისტენ სტიუარტი

ამ წელს ჩვენ თვალს ვადევნებდით კრისტენ სტიუარტის - თინეიჯერი გოგონას სტილიდან მოდის აიკონამდე ცვლილების პროცესს. კრისტენმა დაივიწყდა თინეიჯერული, უგემოვნო ლუქები და საბოლოოდ ჩამოიშორა 'უგემოვნოს' იარლიყი მისი ელეგანტური და მომხიბლავი ლუქებით, გამჭვირვალე კაბებით, სექსუალური მინი-კაბებითა და დრამატული მაკიაჟით.

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


მაილი საირუსი

ეს სია მაილის გარეშე სრულყოფილი არ იქნებოდა. ექს-'ჰანნა მონტანამ' მკვეთრად შეიცვალა სტილის - თავზე მორგო იროკეზის მსგავსი ქერა ვარცხნილობა, პირსინგი, შეიცვალა ჩაცმულობის სტილიც - მომხიბვლავი კაბების ნაცვლად მას 'ამშვენებს' ტყავის შარვლები, უამრავი ჯაჭვი, სამხედრო სტილის ფეხსაცმელი. უმეტეს წილად შავ ტონალობებში. საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ მაილისგან საკუთარ ქორწილში?

2012 წლის შედეგები: სელებრითების ტრანსფორმაცია


კრისტინა აგილერა
ლედი გაგა
მეთიუ მაკკონაჰი
ჯარედ ლეტო
კელი ოსბორნი
ჯესიკა სიმპსონი
ენნ ჰეთუეი
შარლიზ ტერონი
ნატალი პორტმანი
რიანა
კრისტენ სტიუარტი
მაილი საირუსი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

40


  • lovejohnnydepp თქვა:
    29 იანვარი 2013 17:11 - ID: 40,
    1D,
    male isev gaxdebaaaa :D rogor miyvaaars love

  • anna_ anna თქვა:
    3 იანვარი 2013 21:15 - ID: 38,
    საირუზი wassat უბრალოდ გულისამრევია

  • 1D თქვა:
    31 დეკემბერი 2012 00:12 - ID: 37,
    WTF ჯარედი რას ჰგავს ბლინ :XXXXXXX ფუუ სულ მთლად გამოსირდა რა :დ არადა რა sexy იყო ერთ დროს :D :D

  • Melakoo თქვა:
    29 დეკემბერი 2012 20:31 - ID: 36,
    კელი ოსბორნია ყველაზე აღსანიშნავი

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    29 დეკემბერი 2012 18:59 - ID: 35,
    მაილის ჩაცმულობა მაღიზიანებს, მართალია ეს გოგო არ მომწონს, მაგრამ ჩემია აზრით ძველი სტილი უფრო უხდებოდა

  • fuck selena თქვა:
    29 დეკემბერი 2012 18:39 - ID: 34,
    კრისტენიი <3
    მაილიი <3

  • Ana smiley თქვა:
    28 დეკემბერი 2012 23:54 - ID: 33,
    მაილი სულ სხვაა love

  • _somebody_ თქვა:
    28 დეკემბერი 2012 14:27 - ID: 32,
    ჯარედ ლეტოოოოოოოო love ♥ ♥ ♥

  • christina თქვა:
    27 დეკემბერი 2012 21:44 - ID: 31,
    ეს მაილი ნელ ნელა მახინჯებდა რა უქრის ნეტა თავში

  • fuck თქვა:
    27 დეკემბერი 2012 20:03 - ID: 30,
    კელი და ნატალი
    ყველას მირჩევნია ეს ორი <3

  • liliaNN თქვა:
    27 დეკემბერი 2012 18:27 - ID: 29,
    აუ მაილis ar mesmis არც სიმღერები არც ფლმები, არაფერს არ აკეთებს.. ნატალი პორტმანი მიყვარს <3 ხოლო კრისტენი უგემოვნო არასდროს ყოფლა პირიქით სულ თავისუფლად აცვია, მიუხედავად იმისა რომ მისი ფანი არ ვარ ეს მომწონს მასში... ლეტო სულ ავადმყოფს თამაშობს :))) მე წითელი თმით მომწონდა რიანა...

  • niniko♥ თქვა:
    27 დეკემბერი 2012 18:23 - ID: 28,
    მაილიიიიი love
    კრისტენიც ძაან მომწონს love
    ნატალიც კარგია love

  • barsutka))) თქვა:
    27 დეკემბერი 2012 16:46 - ID: 27,
    მაილის ტრანსფორმაციაა საერთოდ არ მომწონს :(( არ არის ეს მისიი სტილიი,მას უფროო ნაზი და ქალური სტილი უხდებაა :((

  • ANIcule თქვა:
    27 დეკემბერი 2012 16:15 - ID: 26,
    რას გვანან.. wink

  • krist...star თქვა:
    27 დეკემბერი 2012 16:04 - ID: 25,
    კრისტენმა დაივიწყდა თინეიჯერული, უგემოვნო ლუქები და საბოლოოდ ჩამოიშორა 'უგემოვნოს' იარლიყი მისი ელეგანტური და მომხიბლავი ლუქებით
    ვაიმეე, ვიკაიფეე wink wink lol lol
    რიანა, ყველა ვარცხნილობა უხდება love keetaa, გეთანხმებიი
    მაილიი love

  • me თქვა:
    27 დეკემბერი 2012 10:36 - ID: 24,
    მეთიუ და ჯარედი wassat

  • Lela ) თქვა:
    27 დეკემბერი 2012 07:38 - ID: 23,
    მაილიი კრისტენიი love

  • D-) თქვა:
    26 დეკემბერი 2012 22:41 - ID: 22,
    გაგა love მაილის თმა crying

  • suslika თქვა:
    26 დეკემბერი 2012 22:17 - ID: 21,
    ლეტო sad

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top