;

6 January 2013      Nina√     Views 6004    
Category: Stars

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი იგივე კარლ დიდი წოდებული, როგორც "მაღალი მოდის იმპერატორი", 79 წლის გერმანელი დიზაინერი, ფოტოგრაფი და მსახიობია, რომელიც ფანტაზიის უსაზღვრო უნარითა და საოცარი მოხერხებულობით გამოირჩევა. კარლი ხელმძღვანებლობს ყველასთვის ცნობილ, ლეგენდარულ მოდის სახლს შანელსა, და ფენდის.

კარლ ლაგერფელდი, როგორც თავად ირწმუნება 1993 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ჰამბურგში, გერმანიაში. რეალურად არავინ იცის დიზაინერის დაბადების ნამდვილი თარიღი. 2009 წლის თებერვალში მან ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაბადებულია 1933 ან 1938 წელს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მისი ნამდვილი გვარი ლაგერფელდტია, თუმცა მან გვარს შემდგომში მოაცილა "ტ", რადგან ფიქრობს, რომ "ასე უფრო მომგებიანად ჟღერს". 14 წლის ასაკში კარლი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც Lycée Montaigne-ის სასწავლებელში ჩააბარა ისტორიისა და ხატვის ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში, საერთაშორისო კონკურსზე მან მეორე ადგილი დაიკავა საუკეთესო პალტოს დიზაინის შექმნისთვის. ამავე წელს პიერ ბალმეინის ასისტენტიც გახდა. 1960-იან წლებში კარლის მიერ შექმნილი კაბები პარიზში ყველაზე მოკლე იყო და მისი კოლექციაც არ იყო საყოველთაოდ აღიარებული. კერი დანოვანი ახალგაზრდა დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსის შესახებ წერდა, რომ ყოველდღიურად მათი ტარება მოსახერხებელი იყო, თუმცა არამც და არამც არ მიეკუთვნებოდა მაღალ მოდას.

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

შემდგომ წლებში, კარლმა იმუშავა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Mario Valentino, Repetto, Tiziani, Krizia, Chloe და სხვა. 1974 წელს ჩამოყალიბა საკუთარი ხაზი Karl Lagerfeld Impression. 1983 წელს კი ლეგენდარული მოდის სახლის Chanel-ის დიზაინერი გახდა და მუშაობა დაიწყო pret-a-porter -ის შექმნაზე Chanel-სთვის. სწორედ აქედან იწყება ლაგერფელდის აღიარება მოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერსონად.

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

რამდენიმე საინტერესო ფაქტი შემოქმედის ცხოვრებიდან

კარლის ბიბლიოთეკა 300 000 წიგნს იტევს

მის საკუთრებაშია 100 ცალი იპადი, რომელთაც ის ლუი ვუტონის ჩანთით ატარებს

დიზაინერის პირადი ცხოვრებიდან საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი

გავრცელებული ფაქტია ისიც, რომ კარლი განსხვავებული ორიენტაციისაა და ის გეია

უყვარს რეპი

1979 წელს ის მიიწვიეს ვენის უმაღლეს სკოლაში პროფესორად

კარლი არ ეწევა და არ სვამს

თავდაპირველად მას სურდა, რომ ყოფილიყო ილისტრატორი, მულტიპიკატორი

ძალიან უყვარს იტალიური და იაპონური სამზარეულო

დიზაინერი ძალიან ბევრს მოგზაურებს და თითქმის არ ისვენებს. მის შრომისუნარიანობს გაოცებაში მოჰყავს გარშემომყოფები და არა მარტო. როგორც თავად კარლი ამბობს მას მხოლოდ 4 საათი სძინავს.

2004 წელს დიზაინერი სათავეში ჩაუდგა შვედურ ბრენდს H&M

ლაგერფელდი თითქმის არაფერს ჭამს, როდესაც მას შეეკითხეს თუ რას მიირთმევდა დღის განმავლობაში, მან უპასუხა: დიეტური კოლა, დიეტური კოლა და ისევ, დიეტური კოლა


ცნობილა მოდელმა ები ლი კერშაუმ კარლ "მაღალი მოდის ეინშტეინი" უწოდა

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდის ფრაზები

დიზაინერი არასდროს ერიდება თავისი თამამი აზრების გამოთქმას. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა კარგს იტყვის თუ ცუდს, ცნობილზე იტყვის თუ უბრალო ადამიანზე, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი განაწყენებულა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაზას.

"არ მომწონს სტანდარტული სილამაზე. ჩემი აზრით, არ არსებობს სილამაზე რაიმე უცნაურობის გარეშე"

"თუ შენ ლამაზი სახე გაქვს, მაშინ არ არის აუცილებელი გქონდეს სიმაღლე ან ხმა"

"ერთადერთი სიყვარულის, რომლისაც მე მჯერა დედის სიყვარულია"

"ჩვენ ბნელ, რომანტიკულ, ტრაგიკულ სამყაროში ვცხოვრობთ"

"არასდროს გამოიყენო სიტყვა "იაფი". დღეს უბრალო ჯინსის შარვალში და მაისურშიც კი, თუ რა თქმა უნდა გიხდება, გლამურულად ჩაგთვლიან"

"ქალი ყველაზე ლამაზი თოჯინაა, რომლისთვისაც ოდესმე კაბა შემიქმნია"

"მოდელობისთვის არ არის საჭირო იყო სრულყოფილი. მთავარია იყო ინდივიდუალური, გქონდეს ლამაზი სახე და შეგეძლოს რაიმე ახლის შეთავაზება"

"ეს, მსუქანი მუმიები ზიან ჩიფსებით ხელში ტელევიზორის წინ და ამბობენ, რომ გამხდარი მოდელები მახინჯები არიან. მოდა ოცნებასა და ილუზიას გულისხმობს, არავის სურს პოდიუმზე მსუქანი ქალის დანახვა"

"კეიტ მიდლტონს ლამაზი სილუეტი აქვს და ერთმნიშვნელოვნად პრინცის შესაფერისი გოგონაა. მე მომწონს მისი ტიპის ქალები, რომანტიკული ლამაზმანები. ის მშვენიერი ადამიანია მშვენიერი სხეულით. განსაკუთრებით მისი ცხვირი მომწონს"

"ნიკოლ კიდმანს ძალიან უცნაური სხეული აქვს: უსაშველოდ გრძელი ფეხები და არც ისეთი სავსე მკერდი. ის, რასაც უჩვენებს მსოფლიოს, სულაც არ არის თვითონ. მისი იდეალურობა მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა. არის ისეთი რამეები, რაზეც ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს"


კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი

კარლ ლაგერფელდი-მაღალი მოდის ეინშტეინი


Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top