;
9 იანვარი 2013      Hermione...♥     49 კომენტარი     ნანახია 3964-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

23 წლის უნიჭიერესი ბრიტანელი მსახიობი, დენიელ რედკლიფი ნებისმიერი ჟურნალისტის საოცნებო რესპოდენტია. მიუხედავად სიტყვაძუნწობისა, რედკლიფი საკმაოდ ორიგინალური და ხშირად უცნაური გამონათქვამებით გამოირჩევა, რაც არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი.
დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-მე არ ვარ მოუხერხებელი, მაგრამ უბედურ შემთხვევებში მოხვედრის იშვიათი ნიჭი მაქვს.

-მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი მსოფლმხედველობა მაქვს. ეს ძალიან მომწონს, რადგან მართლაც ბევრ საკითხზე მაქვს ძველმოდური შეხედულებები.

დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-მე ათეისტი ვარ და ვთვლი, რომ რელიგია ადამიანს თვითრეალიზაციის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად ამისა, არასდროს მივცემ საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას და არც მორალურ პრინციპებს დავარღვევ.

-იშვიათად ვთანხმდები ამერიკულ პროექტებში მონაწილეობას. მართალია, გადაღებები საკმაოდ სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ არ მიყვარს აშშ-ში დიდი ხნით დარჩენა.

დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-ხალხი წარმოუდგენელ ქმედებებს სჩადის სიყვარულისთვის. განსაკუთრებით კი ცალმხრივი სიყვარულისთვის.

-მიყვარს ფილმების ყურება, მაგრამ ვერ ვუყურებ საკუთარ თავს დიდ ეკრანზე.

დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-არ მესმის, თუ რატომ უნდა გახდე ძვირფასი ნივთების კოლექციონერი. ამას უამრავი ვარსკვლავი აკეთებს, მაგრამ მასში საინტერესო არაფერია. უბრალოდ, ხალხს აჩვენებენ, თუ რამდენი ფული აქვთ.

-მე პატრიოტი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ბრიტანელობით. და მაინც, რატომ უნდა ეცადო, რომ ამერიკელს დაემსგავსო? ეს ჩემთვის მიუღებელია.

დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-თუ გინდა, რომ მაღალი დონის მსახიობად ჩამოყალიბდე, ბევრი უნდა იმუშაო და ხალხს დაუმტკიცო, რომ შენს საქმეს სერიოზულად ეკიდები. დამწყები მსახიობები ხშირად ძალიან სულელურად იქცევიან. თუ ერთ როლს კარგად ითამაშებენ, თავები პროფესიონალები ჰგონიათ, რაც არასწორია.

-შეყვარებული პირველად 14 წლის ასაკში მყავდა, ვაჟიშვილობას კი 16 წლისა გამოვეთხოვე. როგორც ხედავთ, ჩემი ქმედებები საკმაოდ ლეგალურია.

დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-პოპულარობა თავში რატომ უნდა აგივარდეს? ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ფანებთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა.

-მე არ ვარ მოსიყვარულე ადამიანი, მაგრამ სასიამოვნოა როდესაც შეყვარებული გყავს.

Image and video hosting by TinyPic Image and video hosting by TinyPic
-ნიუ იორკში ხშირად ჩავდივარ, მაგრამ ლოს ანჯელესში ვიზიტს მუდამ თავს ვარიდებ. იქ პირზე ყველას ყალბი ღიმილი ახატია, რაც დეპრესიაში მაგდებს.

-ვარსკვლავური ცხოვრება ჩემს ხასიათში არანაირად არ ჯდება. არც სკანდალებით მსურს ყურადღების მიპყრობა.

Image and video hosting by TinyPic
-თუ ერთხელ შემთხვევით გაგიმართლებს, ბევრი უნდა იშრომო იმისთვის, რომ კიდევ გაგიმართლოს.

-ბავშვობაში ემაზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ახლა მას ისე ვუყურებ, როგორც საკუთარ დას, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზია.

Image and video hosting by TinyPic დენიელ რედკლიფის გამონათქვამები
-გარი ოლდმენი ჩემი საყვარელი მსახიობია. იგი არა მარტო ბრწყინვალე არტისტია, არამედ შესანიშნავი პიროვნებაც. მისგან უამრავი რამ ვისწავლე.

-სერიოზულად ვარ შეშფოთებული დღევანდელი თინეიჯერების გემოვნებით, რომლებიც იაფფასიან პოპ მუსიკას უსმენენ. მე ჯასტინ ბიბერი გოგო მეგონა როცა პირველად მოვისმინე მისი ნამღერი.

Image and video hosting by TinyPic
-ჩემი საყვარელი მუსიკალური ჯგუფია Sex Pistols. ისინი არა მხოლოდ ხარისხიანი რეპერტუარით გამოირჩევიან, არამედ სიმღერებით მთელი ინგლისის ისტორიასაც გვიამბობენ.

-ბიჭი, რომელიც იტყვის, რომ გოგოსთან თავი უხერხულად არასდროს უგრძვნია, ნამდვილი მატყუარაა.

Image and video hosting by TinyPic Image and video hosting by TinyPic
-პოეზია ჩემი ვნებაა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ლექსების კრებულს გამოვუშვებ.

-არ მიყვარს შინაური ცხოველები, მაგრამ ბუს სიამოვნებით ვიყოლიებდი.

Image and video hosting by TinyPic

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

49


  • ta_bitch თქვა:
    22 სექტემბერი 2013 14:00 - ID: 49,
    -შეყვარებული პირველად 14 წლის ასაკში მყავდა, ვაჟიშვილობას კი 16 წლისა გამოვეთხოვე. როგორც ხედავთ, ჩემი ქმედებები საკმაოდ ლეგალურია.


    What The FUCK ??? :X

  • Hermione...♥ თქვა:
    20 იანვარი 2013 15:49 - ID: 48,
    ellen potter...♥ϟ,
    ელე, დიდი მადლობა love love love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    19 იანვარი 2013 17:31 - ID: 47,
    ძალიან მიყვარს დენიელის გამონათქვამები ყოველთვის რაღაც აზრიანს ამბობს love კარგი ნიუსია

  • marie rathbone♥ თქვა:
    15 იანვარი 2013 14:28 - ID: 46,
    მიყვარს ამ ბიჭის დებილობები wink wink კაი ტიპია ჩემი ბავშვობის სიყვარული love

  • Nan თქვა:
    10 იანვარი 2013 15:01 - ID: 45,
    love

  • ivi თქვა:
    10 იანვარი 2013 01:58 - ID: 44,
    ჭკვიანი და აზრიანი ბიჭი ყოფილა დენიელი <3

  • Hermione...♥ თქვა:
    9 იანვარი 2013 22:46 - ID: 43,
    Watson,
    უღრმესი მადლობა love
    Bimch,
    მეც ვგიჟდები ბრიტანელებზე request

  • Bimch თქვა:
    9 იანვარი 2013 21:46 - ID: 42,
    -სერიოზულად ვარ შეშფოთებული დღევანდელი თინეიჯერების გემოვნებით, რომლებიც იაფფასიან პოპ მუსიკას უსმენენ. მე ჯასტინ ბიბერი გოგო მეგონა როცა პირველად მოვისმინე მისი ნამღერი.<<<<< :D:D მიყვარს ეს ბიჭი ძალიაან)) ზოგადად ბრიტანელებზე მაბოდებს love

  • Countess A. თქვა:
    9 იანვარი 2013 21:32 - ID: 41,
    Hermione...♥,
    wink

  • gvanci (X_x) თქვა:
    9 იანვარი 2013 20:30 - ID: 40,
    love

  • Watson თქვა:
    9 იანვარი 2013 19:31 - ID: 39,
    ვგიჯდები. უბრალოდ იდეალური და შესანიშნავია. შეყვარებული ვარ ჰარიზეც და დენზეც. love
    სიახლე, რა თქმა უნდა, იდეალურია! love ყოჩაღ Hermione...♥, love

  • Hermione...♥ თქვა:
    9 იანვარი 2013 18:20 - ID: 38,
    elga,
    დიდი მადლობა და გეთანხმები, მეც ვხედავ მასში პოტენციურ გარი ოლდმენს winked
    Countess A.,
    ვიცოდი, რომ მაგას დაწერდი wink მადლობა feel
    QiQiTo:):),
    მადლობა. 23-ის არის smile
    m.a.r.i,
    MARAUDER,
    ძალიან დიდი მადლობა love
    sesi,
    მე ყველაფერი შესანიშნავად გავარჩიე fellow

  • sesi თქვა:
    9 იანვარი 2013 17:44 - ID: 37,
    Hermione...♥,
    კი ისე გადაება მანდ თუ ვინმემ რამე გაარჩია winked wink

  • MARAUDER თქვა:
    9 იანვარი 2013 17:38 - ID: 36,
    ძალაინ მიყვარს ეს მსახიობი love
    ავტორო შენც შემიყვარდი ასეთი კარგი ნიუსის დაწერისთვის love

  • Ggvantsa თქვა:
    9 იანვარი 2013 16:51 - ID: 35,
    მართლა საინტერესო ადამიანი ჩანს winked

  • Queen Q თქვა:
    9 იანვარი 2013 16:32 - ID: 34,
    love

  • Queen.A თქვა:
    9 იანვარი 2013 16:22 - ID: 33,
    -ბავშვობაში ემაზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ახლა მას ისე ვუყურებ, როგორც საკუთარ დას, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზია. love love

  • 1D თქვა:
    9 იანვარი 2013 16:03 - ID: 32,
    ერიოზულად ვარ შეშფოთებული დღევანდელი თინეიჯერების გემოვნებით, რომლებიც იაფფასიან პოპ მუსიკას უსმენენ. მე ჯასტინ ბიბერი გოგო მეგონა როცა პირველად მოვისმინე მისი ნამღერი.<< ამაზდე ჩავკვდი იმდენი ვიცინე :D:D:D
    ხო რისი თქმა მინდოდა:D მომეწონა ეს ბიჭი :X მიის აზროვნება და დამოკიდებულება :* <3

  • Niin Directioner თქვა:
    9 იანვარი 2013 16:03 - ID: 31,
    ნამდვილად განათლებულლი ადამიანის შთანბეჭდილება დამიტოვა. ძალიან მიყვარდა და ახლა უფრო შემიყვარდა.

    -გარი ოლდმენი ჩემი საყვარელი მსახიობია. იგი არა მარტო ბრწყინვალე არტისტია, არამედ შესანიშნავი პიროვნებაც. მისგან უამრავი რამ ვისწავლე. გენაცვალე, მეც იგივეს ვფიქრობ )))

  • m.a.r.i თქვა:
    9 იანვარი 2013 15:30 - ID: 30,
    ძალიან მომწონს დენიელი love მართლაც ძალიან კარგი ნიუსია ავტორისგან არც გამკვირვებია

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top