;
9 იანვარი 2013      ta_mo     3 კომენტარი     ნანახია 1512-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Image.geotorrents.com

Skins დასასრულს უახლოვდება, გაზაფხულზე მაყურებელი სერიალის დასკვნით
ეპიზოდებს იხილავს, სადაც ყველასათვის საყვარელი მოზარდების განსხვავებულ ამპულაში
ხილვა იქნება შესაძლებელი. მსახიობთა გუნდის ძველი შემადგენლობიდან ტელეეკრანებზე კეტრინ
პრესკოტი დაბრუნდება, რომელიც კვლავინდებურად ემილი ფიტჩს განასახიერებს. ბრაზილიურ
ვებგვერდთან ინტერვიუში გოგონამ ისაუბრა ოჯახთან ურთიერთობებზე, კარიერაზე და სხვ...

როგორია ორ წლიანი პაუზის შემდეგ რადიკალურად შეცვლილი და განვითარებული
პერსონაჟის განსახიერება?


- ძალიან მაგარი, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა კაიასთან და ლილისთან მუშაობის საშუალება
ისევ. ემილი გაზრდილია, მან ორი წელი ნიუ-იორკში გაატარა, ფიტჩის დამოუკიდებელმა ორმა
წელმა თავისი შედეგი გამოიღო და ახლა იგი ბევრად უფრო თავდაჯერებული და ნაკლებად აგრესიულია.

Image.geotorrents.com Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com Image.geotorrents.com

გასაგებია, რომ ემილი შეიცვალა, მაგრამ საინტერესოა ამ ამ ორ წელიწადში კეტრინი თუ გარდაისახა.

- თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც დასრულდა სერიალის 3, 4 სეზონები, ამ დროის განმავლობაში
არაერთი სახის ცვლილებას ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ადგილი, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწიდალ
გავიზარდე კიდეც. ახალი ჰობიც მაქვს, ძალიან ვარ დაინტერესებული ფოტოგრაფიით, ეს საქმე დიდ
სიამოვნებას მანიჭებს, ასევე ჩემს დასთანაც უკეთესი ურთიერთობა მაქვს.

Image.geotorrents.com Image.geotorrents.com Image.geotorrents.com
შენ და ემილის თუ გაქვსთ საერთო თვისებები?

- გარკვეულ ასპექტებში ჩვენ იდენტურები ვართ. ის ძალიან ემოციური და საკუთარ თავში
გარკვეულია, ისევე როგორც მე. ემილი შეიძლება ზედმეტად მორცხვია, ამ კონკრეტული თვისებით
ჩვენ განვსხვავდებით, ზოგადად რთულია როდესაც გყავს ტყუპისცალი, რადგან ყოველთვის გადარებენ
მასთან და ცდილობენ გაგაიგივონ, მე ყოველთვის ვცდილობდი მეპოვა ჩემი საკუთარი ნიშა. ქასთინგზე
რეჟისორებმა ჩხუბის სცენა გვთხოვეს, რომ გაგვეცოცხლებინა, ეს ჩვენ არ გაგვიკვირდა, რადგან ხელჩართული
ბრძოლების ხილვა ხშირადაა ჩვენს ოჯახში შესაძლებელი.

- საინტერესოა ვინ არის შენი მისაბაძი მაგალითი?

- მე ფსიქოლოგიის შესწავლის პროცესში ვარ, როგორც ასეთი მისაბაძი მაგალითი არ მყავს, თუმცა
არიან ადამიანები, რომლებიც აღმაფრთოვანებენ.

Image.geotorrents.com

Skins სკანდალური შოუა, როგორ ფიქობ შენს შემთხვევაში, კეტრინის კარიერაზე როგორი
ზეგავლენა მოახდინა, გაიღო თუ პირიქით დაიკეთა არაერთი კარი შენს წინაშე?


- Skins ჩემთვის ყველაზე საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილება იყო, სულ რაღაც 16 წლის
ვიყავი, როდესაც მიმიწვიეს როლზე და ვერსადროს წარმოვიდგენდი ასეთი ბრწყინვალე შანსი
თუ მომეცემოდა ოდესმე, ასე რომ მე არაფერს ვნანობ, პირიქით.

დასკვნით სეზონში მხოლოდ 5 მსახიობი დაბრუნდებით, როგორც ჩანს თქვენი პერსონაჟები
გამორჩეულად დაამახსოვრდა საზოგადოებას.


- ძალიან გვეუცნაურებოდა ყველას გადასრებ მოედანზე გამეფებული სიწყნარე, ძალიან დაგვაკლდა
ლიზა, ოლი, ლუკი და მეგანი ყველას, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია ლილისთან და კაისთან მუშაობა კვლავ.

უკვე ყველა ჩვენგანი დარწმუნდა, რომ სერიალი დასასრულს უახლოვდება, გაგვანდე შენი
სამომავლო გეგმები.


- მინდა გავაგრძელო სამსახიობო კარიერა და პარალელურად ფოტოგრაფიით დავკავდე.

კეტრინ პრესკოტის ინტერვიუ ბრაზილიური ვებგვერდისთვის

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

3


  • QiQiTo:):) თქვა:
    10 იანვარი 2013 15:54 - ID: 3,
    მომენატრა სერიალი!

  • natali_ng თქვა:
    10 იანვარი 2013 14:02 - ID: 2,
    ta mo mec xom gtxove dade kide skinsze metqi da didi madloba !! dzalian moemwona es newis saintereso iyo love love aba shen ici araferi gamogvaparo wink

  • elenikojoe თქვა:
    10 იანვარი 2013 00:42 - ID: 1,
    ძაან კარგი ნიუსია
    ისე გამიხარდა Skins-ზე რომ იდო სიახლე <3
    დიდი მადლობა ^^
    მიხარია, რომ კიდევ გადაიღეებენ მე-7 სეზონს
    ერთი სული მაქვს როდის გამოვა ^^

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top