;
17 იანვარი 2013      FragileGirl     22 კომენტარი     ნანახია 6884-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Johnny Depp and Winona Ryder
ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი

ყველაფერი ულამაზესი წყვილის შესახებ,რომელიც ყველაზე აქტუალური და პოპულარული იყო 90იან წლებში. როგორ დაიწყო და დამთავრდა მათი გიჟური,ჯადოსნური სიყვარული.შეხვედრიდან დაშორების შემდგომ პერიოდამდე. ფაქტები და ციტატები ამ ორი უმშვენიერესი ადამიანის ცხოვრების შესახებ

ყველაფერი ერთი შეხედვით დაიწო 1989 წლის ერთ-ერთი ცნობილი ფილმის პრემიერაზე.
ეს იყო უბრალოდ შეხედვა და ამასთანავე ერთი ნახვით სიყვარული.

,,ეს გრძელი მომენტი იყო,მაგრამ მალე დასრულდა'' - ამბობს ვაინონა
,,მე ის ცანცარა მეგონა, მაგრამ ძალიან, ძალიან მორცხვი აღმოჩნდა''


Johnny Depp and Winona Ryder
,,მახსოვს როგორ ვფიქრობდი მის შესახებ 3 თვის შემდეგ რაც შევხვდი. ვიცოდი რომ ის იყო ერთადერთი. დედას და დას რომ ვუთხარი ტირილი დაიწყეს. ჩემს მეგობრებს გაუხარდათ. 5 თვის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო'' - ჯონი
დიახ, 5 თვის შემდეგ ისინი დაინიშნენ. ეს იყო საოცარი პერიოდი მათ ცხოვრებაში

,,როდესაც შევხვდი ვაინონას და ერთმანეთი შეგვიყვარდა, ეს არ იყო როგორც ადრე. ჩვენ ერთად დროს ვატარებდით და ბედნიერად ვგრძნობდით თავს. მე ის ყველაფერზე მეტად მიყვარს'' - ჯონი.

,,მთელი 27წლის განმავლობაში როგორც ვიყავი ვერანაირად ვერ შეედრება იმ გრძნობას რასაც მე ვაინონას მიმართ განვიცდი. ამ შემთხვევაში ვიცი რომ ეს სწორია. აქ შეცდომა არ არის''
ჯონი

,,ჩემი ფიქრებიდან ვერ ვიშორებ.ის სულ ჩემს წარმოსახვაშია.ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა რაც ჯონის შევხვდი. ის ისეთი მშვენიერია''
ვაინონა.

მათი დებიუტი შედგა 1990 წელს. მათ ერთად იმუშავეს ,,მაკრატელხელება ედვარდში''.
,,რა კარგია როდესაც სულ ერთად ხარ იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს.. სახლშიც ერთად მიდიხართ და არაფერი გაშორებთ'' ვაინონა.
Johnny Depp and Winona Ryder
,,მინდა რომ გავთხოვდე. ვხვდები რომ ეს სწორია'' ვაინონა.

წყვილს პაპარაცები მოსვენებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დაჰყვებოდნენ. თხზავდნენ ისტორიებს თითქოს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ვაინონას ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ერთხელ იგი ჯონისთან ერთად გადაღებებიდან თვითმფრინავით მოდიოდა,როგორც კი სასტუმროში შევიდნენ მან აღებინა. ჯონი ძალიან წუხდა მისი ჯანმრთელობის გამო.

Johnny Depp and Winona Ryder
,,ძალიან მეშინოდა რომ ის მოკვდებოდა. არ ვიცი რას გავაკეთებდი მის გარეშე.. '' ჯონი.

,,მე ის მჭირდება ჩემთან.. თუნდაც რამე ნივთი რაც მის თავს გამახსენებს..
მაისური,სამაჯური ან სურათი''
ვაინონა

"მასთან ერთად 27 წლის ასაკშიც თავი 14 წლის ბიჭი მეგონა" ჯონი

,,ხალხი ვერ აცნობიერებს ჩვენს ურთიერთობას. ვაინონასთან ეს არ ყოფილა ,,გამარჯობა,სასიამოვნოა შენი გაცნობა,აჰა ბეჭედი'',არამედ ეს იყო მთელი 5 თვე... ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ ეს ის არის რაც მინდა'' ჯონი

ცოტახანში ჯონიმ ვაინონას ახალი საჩუქარი გაუკეთა. მან გაიკეთა ტატუ ,,Winona Forever'' მკლავზე,რითაც საბოლოოდ დაამტიცა მისი სიყვარული ვაინონასადმი.
Johnny Depp and Winona Ryder
,,შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი,ვინ არ იქნებოდა ჩემს ადგილას?ამბობს ვაინონა.-,,არასოდეს მენახა ტატუს გაკეთების პროცესი. მეგონა რომ შევძლებდი მის ჩამორეცხვას ან რამეს. არ მჯეროდა რომ რეალური იყო. ის ხომ მუდმივია..''
,,ვაინონას ძალიან ეშინოდა ამის ყურების. მე მომწონდა ტკივილი.. '' ჯონი

,,მისი გადმოტანა მკლავზე ეს უბრალოდ მტკიცებულებაა მისი სიყვარულის..
მე ის ყველაფერზე მეტად მიყვარს''


,,როდესაც ჯონი გავიდანი ყველანაირად პატარა ვიყავი. მან ეს შეცვალა. ის ჩემი პირველი ყველაფერია. ჩემი პირველი კოცნა. ჩემი პირველი შეყვარებული,ჩემი პირველი საქმრო,პირველი ბიჭი რომელთანაც სექსი მქონდა.იგი სამუდამოდ იქნება ჩემს გულში! სამუდამოდ! მეცინება ამ სიტყვის თქმისას'' ვაინონა
Johnny Depp and Winona Ryder
Johnny Depp and Winona Ryder
,,მოვკვდებოდი მის გამო.ძალიან მიყვარს.არ ვიცი მის გარეშე რას გავაკეთებდი.მას ბევრის გადატანა უწევს ახლა.მინდა რომ უბრალოდ შემეძლოს ვაკოცო და ტკივილი მოვაშორო,გავაჩერო,მოვკლა!თუ ის.... (თვალები უცრემლიანდება)...არ ვიცი რას ვიზამდი.თავს მოვიკლავდი.მიყვარს ეს გოგო! მიყვარს! ჩემ თავზე მეტადაც მიყვარს'' ჯონი

ჯონი ვაინონას ზედმეტსახელს :Babydolls უწოდებდა. ვაინონა ჯონს კი- My tatooed bad boy

,,ჩვენ სასტუმროში ვცხოვრობთ და ეს ჩვენი მოვალეობა არ არის,მაგრამ სახლის საქმეებს ვაკეთებთ. მაგალითად მე ჭურჭელს ვრეცხავ,ვაინონა წმენდს'' ჯონი
,,მჯერა ქორწინების,თუ ეს სწორია'' ჯონი
,,მინდა ქორწილის შემდეგ კიდევ ერთხელ დავქორწინდეთ,რათა ჩვენმა შვილებმა ნახონ ჩვენი ქორწილი'' ჯონი
,,ჯონის ვაინონასგან შვილები უნდოდა'' ტიმ ბარტონი

ვინ იფიქრებდა რომ ასეთი გიჟური,ჯადოსნური სიყვარული დამთავრდებოდა? მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ...დიახ ის დამთავრდა.. თან დაგვიტოვა ყველას კითხვები.. რატომ? რისთვივს?... მათი სიყვარული ხომ ასეთი ძლიერი იყო. ისინი ერთმანეთზე ჭკუას კარგავდნენ. მათი უერთიერთობა 4 წელი გაგრძელდა. 1993 წელს კი ვაინონამ მას წერტილი დაუსვა. არავინ იცის რატომ. ამბობენ რომ ეს მოხდა მისი მამის გამო. იგი ფიქრობდა რომ ვაინონა ძლაინ პატარა იყო გათხოვებისთვის. თუმცა ეს ნამდვილად არავინ იცის,რადგან ვაინონამ ერთხელ თქვა ,,ჩემი მშობლები გიჟდებიან ჯონიზე'' ესეიგი ისინი თავიდანვე კეთილგანწყობილი იყვნენ თავისი ახალი საქმროს მიმართ. ვინ იცის რა მოხდა?

ის კი ვიცით რომ მათი დაშორების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჯონი სასმელს მიეძალა. ვაინონა კი ნერვული დარღვევების გამო კლინიკაში მოხვდა. და ღირდა ეს ყველაფერი ამად? არავინ იცის.

Johnny Depp and Winona Ryder
"როდესაც დავშორდით-ეს იყო საშინელება..ვგულისხმობ იმას ,რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდა გარდა
ქორწილისა, ქროწილამდე კი ერთი ნაბიჯიღა გვაშორებდა..მაგრამ ეს ასე მოხდა, რა ვქნა ეხლა ? მაგრამ
მე დამრჩა ყველაზე კარგი რამ ცხოვრებაში-ეს მოგონებებია.. "
-ვაინონა

"როდესაც მესმის ჩვენი სიმღერა მაშინ ყველა წარსულის დღეები ჩაიქროლებს ჩემს თვალწინ და მეღიმება
რადგან კიდევ უფრო ვხვდები, რომ ოდესღაც ვიყავი ბედნიერი"
ჯონი

,,მას ისე გაგიჟებით უყვარდა ვაინონა რომ დაშორების შემდეგ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აცნობიერებდა'' ტიმ ბარტონი

,,ის საყვარელი ბავშვია.. შეიძლება ცოტა უცნაური იყოს რომ ჩვენ ერთად ვიყავით,დროს ვატარებდით და უცბად ყველაფერი დასრულდა. თუმცა რა.. ბედნიერი ვარ რომ ვიგრძენით'' ჯონი

,,არაფერი მაქვს ცუდი ჯონიზე სათქმელი,ვცდილობ არ ვიფიქრო მასზე და მის ტატუზე'' ვაინონა

,,დაშორების დროს 1993 წელს ფილმს ვიღებდით სახელწოდებით ,,Ed Wood''.იყო დღეები როცა ჯონი აცრემლებული მოდიოდა. როცა ვეკითხებოდი რა მოხდა მეთქი, ,, ეს მისი ბრალი არ არის,ეს ჩემი ბრალია'' იმეორებდა იგი.და როცა იგი 94ში ქეითს შეხვდა ეს უკვე აღარ იყო როგორც უწინ. ეს არ ჰგავდა მისი და ვაინონას ურთიერთობას. ჯონი თავის თავს არ ჰგავდა. ერთხელ მთვრალი ვაინონას ეძახდა,როცა ქეითიც მის გვერდით იდგა. ჯონი აღარ იყო ძველი ჯონი. თითქოს ვაინონამ წაიღო მისი სული,მისი გული..'' ტიმ ბარტონი

ერთმანეთის გარეშე ძალიან უჭირდათ,მაგრამ ცდილობდნენ არ შემჩნეოდათ ეს. ცდილობდნენ თავი ხელში აეყვანათ,სხვაზე ეფიქრათ,მაგრამ არ გამოსდიოდათ.

,,ორივეს კარგად ვიცნობ. მიუხედავად იმისა რომ ჯონი ახლა ვანესასთანაა და 2 შვილი ჰყავს,იგი მაინც დაუბრუნდება ვაინონას ოდესმე. დღეს არა,არც ხვალ,მაგრამ მალე. არ უთხრათ რომ ეს ვთქვი'' ტიმ ბარტონი


Johnny Depp and Winona Ryder

მათი დაშორების შემდეგ მათ უამრავი შეყვარებული ჰყავდათ. სინამდვილეში ისინი არასოდეს დაქორწინებულან.. მართალია ჯონი ვანესასთან 14 წლის განმავლობაში იყო და 2 შვილიც ეყოლა,ამის მიუხედავად იგი ოფიციალურად მასთან არ ყოფილა ქორწინებაში. არც ვაინონა დაქორწინებულა. იქნებ კიდევ შეიძლება იმედმა იარსებოს? იქნებ შეიძლება ამ სიყვარულის დაბრუნება? ასეთი სიყვარული ხომ მხოლოდ ერთხელ მოდის..

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

22


  • Maicco თქვა:
    16 მარტი 2013 02:10 - ID: 22,
    ვგიჟდები ამ ორზე.
    ყველაზე მაგარი წყვილი იყო საერთოდ ვინც კი ოდესმე ყოფილა "ჰოლივუდში"!

  • hollynii თქვა:
    19 იანვარი 2013 17:46 - ID: 21,
    ,,ორივეს კარგად ვიცნობ. მიუხედავად იმისა რომ ჯონი ახლა ვანესასთანაა და 2 შვილი ჰყავს,იგი მაინც დაუბრუნდება ვაინონას ოდესმე. დღეს არა,არც ხვალ,მაგრამ მალე. recourse love

  • amanda თქვა:
    18 იანვარი 2013 16:35 - ID: 20,
    ძალიან მომწონდა ეს წყვილი და საწყენია როცა ასე ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული ადამიანები შორდებიან ერთმანეთს :( მე ჯონისა და ვანესას წყვილიც მომწონდა,ძალიან უხდებოდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს,მაგრამ როგორც ჩანს ვერც ვანესამ შეძლო მისთვის უაინონა დაევიწყებინა,ისე მართლა კარგი იქნება რომ შერიგდნენ,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :)

    ისე ჩემმა თაკუნკულამ გააკეთა ამათზე ადრე ნიუსი,თუმცა ესეც კარგია :)

  • Rainbow თქვა:
    18 იანვარი 2013 15:10 - ID: 19,
    დღემდე მივტირი ამ წყვილს

  • LittleDepp თქვა:
    18 იანვარი 2013 15:09 - ID: 18,
    ყვალზე ლამაზი წყვილი იყო მართლა და ელხაც არიან <3

  • ek-u თქვა:
    18 იანვარი 2013 11:05 - ID: 17,
    ცრემლები მომადგა... შესაშურია ესეთი სიყვარული... :( ყოჩაგ ამათ რო ამ ყველაფრის მერე ცხოვრება განაგრძეს,მე მოვკვდებოდი...:(

  • Gia Carangi თქვა:
    18 იანვარი 2013 04:52 - ID: 16,
    ამათ ურთიერთობაზე ყველაფერი გადაკითხული მაქვს მემგონი.... ვგიჟდები, გაოცებული ვარ მათი ესეტი თბილი გრძნობის.... ტიმ ბარტონის მჯერა და მეც ესე მგონია რომ ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებიან!!!! აუუუუუ.... რა მაგარიაა, რა ბედნიერებაა ესე გაგიჟებით როცა გიყვარს!!! love ოღონდ რატო დაშორდა უბრალოდ არ მესმის.... ვერ ვხდვდები.... არ შეიძლება ესე ერთი ხელის მოსმით გააფუჭო ყველაფერი.... დებილი გოგოა რაა... ხოდა დარჩა დღემდე გაუთხოვარი, უშვილო და კი მოუკაკუნა ამასობაში 41მა წელმა... მაგრამ დაბრუბრუნდებიან ერთმანეთს.... მჯერა! =)))))

    ტიმ ბარტონი იმდენად ახლოსაა ჯონისტან, იცის რა რასაც ამბობს.... ხოდა მჯერა რომ შერიგდებიან!!! მაგრამ ისე რა ტეხავს ვანესასთან და თუნდაც ჯონისთან მაგის თქმა... :)))))

  • beonce თქვა:
    18 იანვარი 2013 02:51 - ID: 15,
    მართლა ძლიერი სიყვარული ყოფილა love რა დასანანია.ნეტა მერე ერთად იყვნენ როგორმე recourse
    ნიუსი უბრალოდ შესანიშნავი.ყოჩაღ ავტორო!!!

  • Let It be Me ♥ თქვა:
    18 იანვარი 2013 01:12 - ID: 14,
    გული ამიჩუყდა :( როგორ ყვარებიათ ერთმანეთი :( რატო დამთავრდა ესეთი სიყვარული? :( საერთოდ რატო მთავრდება ხოლმე სიყავრული...

  • FML თქვა:
    18 იანვარი 2013 00:02 - ID: 13,
    ვაიმე მოგიკვდით :(((((

  • para_para_paradise თქვა:
    17 იანვარი 2013 22:33 - ID: 12,
    სულ მეტირება ამ ისტორიაზე... recourse recourse recourse ნამდვილი და საოცარი სყვარული love მჯერა რომ ისინი შერიგდებიან!!. ჯონი, მიყვარხარ love

  • psiqologia თქვა:
    17 იანვარი 2013 21:54 - ID: 11,
    უუმაგრესი წყვილი იყოო :(( ჯონიი love

  • camilla თქვა:
    17 იანვარი 2013 19:04 - ID: 10,
    ვგიჟდები ორივეზე და ამათ სიყვარულზე love

  • elenikojoe თქვა:
    17 იანვარი 2013 18:28 - ID: 9,
    რა საოცარი ისტორიაა <3
    ძალიან კარგი ნისუია
    ეს ჩემი უსაყვარლესი სურათია <3
    ნეტა ისევ შერიგდნენ :(

  • kikimaari თქვა:
    17 იანვარი 2013 18:17 - ID: 8,
    აუ ძაან შემეცოდნენ :(((( ნეტა რამოხდა?? recourse

  • aneee თქვა:
    17 იანვარი 2013 18:15 - ID: 7,
    მშვენიერი წყვილია, მააააააააარა რაქნაააააააააააან ბოზობა ხო მოდაშია. wink ერთთან გაჩერდე < გოიმი ხაააააარ?! wink

  • natianatia თქვა:
    17 იანვარი 2013 17:58 - ID: 6,
    ესთი იდო..

    მაგრამ ეს ჯობს ..
    იმედია დაუბრუნდებიან ერთმანეთს love

  • natia91 თქვა:
    17 იანვარი 2013 17:52 - ID: 5,
    ჯონიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი....ვაიმე როგორ მიყვარხარ...........................................ჩემი ხარ მარტო......... love wink lol lol ჩემი სიცოცხლე............... sad sad sad sad sad მიყვარხარრრრრრრრრრრრრ lol lol

  • anii:):):) თქვა:
    17 იანვარი 2013 17:47 - ID: 4,
    vgijdebi vainonaze ulamazesi qalia love joni magari kacia love kargi iqneba isev ertad rom iyvnen,ulamazesi wyvili iyo love

  • ELE-elene თქვა:
    17 იანვარი 2013 17:42 - ID: 3,
    ძალიან დამწყდა გული... recourse რა საყვარლები იყვნენ love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top