;
15 იანვარი 2013      AnnLennon     23 კომენტარი     ნანახია 6770-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

ის უხერხული სიტუაცია, როდესაც ყოფილებს, გახმაურებული რომანის შემდეგ უწევთ ერთმანეთის კამპანიაში მოხვედრა. სწორედ ამგვარი სიტუაცია შეიქმნა ოქროს გლობუსის წლევანდელ დაჯილდოებაზე, სადაც ერთ დარბაზში ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა მოიყარეს თავი თავიანთ მეორე ნახევრებთან ერთად.
ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

ბენ აფლეკი 2002 წლიდან დანიშნული იყო ჯენიფერზე. წყვილს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდა და მათი ურთიერთობა სამაგლითო იყო. თუმცა, 2004 წელს ბედნიერი ზღაპარი დასრულდა. აღნიშნულს, პაპარაცების ზედმეტ ყურადღებას უკავშირებენ. მას შემდეგ ბენის ცხოვრებაში შესანიშნავი ჯენიფერ გარნერი გამოჩნდა, რომელთანაც დღედღეობით სამი შვილი და მყარი ურთიერთობა აკავშირებს, რაც შეეხება ჯეი ლოს ამ უკანასკნელის ცხოვრება ბენთან დაშორების შემდეგ მრავალი ცნობილი მამაკაცის სახელთანაა დაკავშირებული. მათ შორის არიან რეპერი Puff Daddy, ბრედლი კუპერი და რამოდენიმე წარუმატებელი ქორწინება. Puff Daddy და ბრედლი ორივე იმავე დარბაზში იმყოფებოდნენ. რეპერი კი ჯენიფერმა საღამოს დასასრულს თავის ამჟამინდელ ბოიფრენდს პირადად გააცნო.
ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრესა ოქროს გლობუსზე ორმაგად ამახვილებდა ყურადღებას ბენსა და ჯეი ლოზე. მათი ყოველი ქმედება თუ გამოხედვა ხომ ასე მნიშვნელოვანი იყო პაპარაცებისთვის.
ერთ-ერთი ი მყოფი სანდო წყარო იუწყება, რომ როდესაც ბენი ჯილდოს ასაღებად სცენაზე ავიდა ჯენიფერის ყურადღება გაორმაგდა და ის გაფაციცებით უყურებდა მის გამოსვლას. აქვე ვიტყვი, რომ ჯილდოს აღებისას ჯენიფერი კასპერთან ერთად ფეხზე დამდგარი ამაყად უკრავდა ტაშს, სახეზე კი ღიმილი არ მოსცილებია.
ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

გამოსვლის დასასრულს ბენმა სამადლობელი სიტყვა მიუძღვნა თავის ცოლსა და შვილებს.
‘მე გაღმერთებ შენ. ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა ჩემთან ერთად ცხოვრებისათვის.
შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.’
- მიმართა მეუღლეს.
ყოფილები: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე

The Hollywood Reporter-თან საუბრისას ბენმა ისაუბრა ჯენიფერზე ლოპესზე როგორც ყოფილ მეგობარსა და ამჟამად სასიამოვნო ნაცნობზე: ‘ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, სადაც ჯენიფერი ჩემგან რჩევას მიიღებს ან მე მისგან, მაგრამ არსებობს ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ელემენტარულ მოკითხვას ი-მეილის სახით. მე პატივს ვცემ მას, მე მომწონს ის და ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად მის ცხოვრებაში არსებული უამრავი სირთულისა ის წარმატებული და ბედნიერია.’

პრესამ კი მათ დაჯილდოების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ‘Supportive exes’ ტიტული მიანიჭა.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

23


  • ANIcule თქვა:
    18 იანვარი 2013 14:42 - ID: 23,
    ბენიი რა კაცია love love wink

  • nensi თქვა:
    16 იანვარი 2013 23:01 - ID: 22,
    ვგიჟდები ჯენიფერის და ბენის ოჯახზე love ძალიან კარგები არიან love love

  • ბუპა J.LO თქვა:
    16 იანვარი 2013 21:32 - ID: 21,
    keetaa,
    ეხლა შენ გაიგადავე?:Dჰა?:Dმეცოდები უბრალოდ რა:Dრახცან გრემი არ აქვს ამიტომ ნიჯიერი არა?:Dაუ რა საცოდავი ხარ გემრთო რატომ:D:Dდა ჯ.ლოს გაკუების ფასადაც არ გირხარ მაგაზე არ გიფიქრია?:Dlul,
    მერე აირიე:D ვინც ვგიჟდებიტ მასზე ისიც საკამრისია:)kotiko,
    აუ შეეშვი რა ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს:)ჯ.ლო მაინც ულამაზესი და ყველაზე სექსუალურია love love love

  • mariam1991 თქვა:
    16 იანვარი 2013 21:15 - ID: 20,
    Yველაზე სასურველი მამაკაცი მთელს ჰოლივუდში

  • anii:):):) თქვა:
    16 იანვარი 2013 13:21 - ID: 19,
    ჯენიფერი და ბენი ულამაზესი წყვილია მიყვარს ძაან ორივე love

  • Smiley :) თქვა:
    16 იანვარი 2013 10:50 - ID: 18,
    ბენი და მისი მეუღლე რა ბედნიერები ჩანან )) ჯეილო კი რა ელეგანტურია მის ბოიფრენდთან ერთად winked

  • natianatia თქვა:
    15 იანვარი 2013 23:21 - ID: 17,
    ბენი და გარნერი ულამაზესი წყვილია love

  • ani:) თქვა:
    15 იანვარი 2013 22:07 - ID: 16,
    ჯეილოს ამჟამინდელი ბიჭი მომწონს საოცრად drunk love

  • kotiko თქვა:
    15 იანვარი 2013 21:30 - ID: 15,
    უყურე შენ ჯენიფერი რა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილა wink ნეტა არ მობეზრდათ ამ ჭორიკნებს სისულელეების მოფიქრება?! რაიყო საუხერხულო პირველად ნახეს ერთმანეთი თუ რა?
    keetaa,
    გრემის ქონა არ ქონა თუ წყვეტს ადამიანის ნიჭიერებას მაშინ დაღუპულა კაცობრიობა. რა შეეხება ფონოგრამას მას პრაკტიკულად ყველა მომღერალი იყენებს მაგრამ თუ კეთილს ინებებ და თვალს გადაავლებ ჯენიფერის ბოლოდროინდენ გამოსვლებს მრავლად აღმოაჩენ ცოცხალ შესრულებას. რაც შეეხება ჯენიფერის უკანალს ზოგისთვის ის დიდია ზოგისთვის კი ძალიან სექსუალური. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ჯენიფერის უკანალი არაერთხელ დაუსახელებიათ როგორც ყველაზე სექსუალური მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ რომ უმრავლესობას ის ძალიან მოსწონს.

  • Ana smiley თქვა:
    15 იანვარი 2013 19:49 - ID: 14,
    ჯენფერს ნოლტალგიამ შეაწუხა wink
    მე მომწონს ბენი და გარბერი კარგი წყვილიაა love

  • elenuca44 თქვა:
    15 იანვარი 2013 19:27 - ID: 13,
    მომკალი და ჯენიფერ ლოპეზი არ მომწონს

  • aneee თქვა:
    15 იანვარი 2013 19:08 - ID: 12,
    აფლეკისთვის კი ყველა მენანებააა!! wink

  • aneee თქვა:
    15 იანვარი 2013 19:06 - ID: 10,
    გაოგნებული ვარ................. ეს როგორ გამომრჩა აქამდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე wink ბენი და ჯეი ლოოოოოოოოოოოოოოოო?? < ეს ისტორია არც მსმენოდა... რაც არ უნდა იყოს ჯენიფერი ძალიან მაგარი ქალია და ალალი იყოს ეგ სია მისთვის.... wink

  • lul თქვა:
    15 იანვარი 2013 19:02 - ID: 9,
    ვაიმე ვაიმე როგო ვერ ვიტან ამ ჯენიფერ ლოპეს გულს მირევს ეს ქალი ჩემთვის ამაზზრზენი ქალია

  • QiQiTo:):) თქვა:
    15 იანვარი 2013 18:59 - ID: 8,
    გარნერმა რა კაცი ჩაიგდო ხელში
    ისე უხდებიან ერთმანეთს!

  • nata20 თქვა:
    15 იანვარი 2013 18:56 - ID: 7,
    სამარცხვინო

    ჯენიფერის ისე იმდენი საყვარელი ყავდა დიდი არაფერია მაგისთვის

  • Let It be Me ♥ თქვა:
    15 იანვარი 2013 18:55 - ID: 6,
    ბენი მაგარი კაცია <3 ლოპესი არ მევასება, გარნერი კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს

  • Ggvantsa თქვა:
    15 იანვარი 2013 18:53 - ID: 5,
    ეგრე მთეელი ჰოლივუდი ერთამეთის საყვარელი იყო

  • beauty queen თქვა:
    15 იანვარი 2013 18:40 - ID: 4,
    :D მართლაც უხერხული მომენტიი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top