31 იანვარი 2013      Johnny depp     26 კომენტარი     ნანახია 3200-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

All about Meryl...

All About Meryl

იგი თეატრიდან მოვიდა კინოში. თავდაპირველად მერილი მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა კინოში.
იგი მალევე შეამჩნიეს და დააფასეს მსახიობის ნიჭი ოთხ პროექტში: “ირმებზე მონადირე” (1978), მინისერიალ
“ჰოლოკოსტ”-ში, “ჯო ტაინენის ცდუნება” (1979) და “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” (1979), ფილმმა
რომელმაცმიიღო “ოსკარი” და “ოქროს გლობუსი”. სტრიპი მკვეთრად გამოირჩევა ჰოლივუდელი ვარსკვლავებისგან
თავისი არაორდინალური გარეგნობით, რომელიც სილმაზის მიღებულ კანონზომიერებაში არ ჯდება
. მსახიობი
თავისი საქმის ვირტუოზია.
მას შეუძლია ყველაზე რთულ ფსიქოლოგიურ დავალებებს გაუმკლავდეს. სწორედ
ამიტომ, მსახიობს ყველაზე მძიმე და რთულ როლებზე იწვევენ. მსახიობ მამაკაცებსა და ქალებს შორის ერთ-ერთია
მერილი,რომელიც ყველაზე მეტჯერ იყო წარდგენილი “ოსკარზე”. მას “ლორენს ოლივიე ქვედაბოლოში” ეძახიან.
მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში “სევილიელი პლეიბოი”,. სატელევიზიო
ეკრანისთვის შექმნილ ფილმში “The Deadliest Season” ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელსითამაშა
ფილმში “ჯულია” ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან.


All about Meryl...

სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა (Bernards High School). ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის. მერი სტრიპი (რეკლამების მსახიობი) – დედა, და ჰარი ვილიამ სტრიპის (ფარმაცეპტი) – მამა.სტრიპის დედის
წინაპრებიშვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული “ფესვები” ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა დანა და ჰარი.სახელი ,,მერილი’’ მისი ორი ნამდვილი სახელისგან შედგება. სტრიპების გვარის ისტორიაც საინტერსოა:მერილის წინაპრები– ესპანელი ებრაელები – ჰოლანდიაში XV საუკუნეში გადასულან. საემიგრაციო საბუთებში ხელმოწერის ნაცვლად დაუწერიათ: streep, ჰოლანდიურად – ხაზი.მერი ლუიზა ,,დაგვიანებული” ბავშვი იყო: მაშინ დაიბადა, როცა დედა 35 წლის იყო. მოგვიანებით ინტერვიუებში მერილი არაერთხელ აღნიშნავს, რომ მშობლებისავსებით ბედნიერად გრძნობდნენ თავს შვილების გარეშე და გოგონას გაჩენა თითქმის შემთხვევითი ამბავი იყო.
მერე კიდევ ორი საყვარელი შვილი შეეძინათ. ვახშმის შემდეგ მუსიკალურ საღამოებს აწყობდნენ: დედა მღეროდა,მამა სიხარულით უკრავდა აკომპანიმენტს. პატარა მერი ლუიზაც მღეროდა. საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დრამატული ხელოვნებისკენ ლტოლვამ იმძლავრა და სკოლაში თითქმის ყველა თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდა.

All about Meryl...

სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი
. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოდხსენებული
კინო-ჯილდო (ოსკარი, ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია და ბაფტა).მას ბავშვობიდან შესანიშნავი
ხმა ჰქონდა და საოპერომ მომღერლობაზე ოცნებობდა. სტრიპში შერწყმული იყო „ბოტანიკოსის“ შეუპოვრობა და
მიმზიდველი გარეგნობა. მაგრამ სილამაზე იარაღად არასდროს გამოუყენებია. უკვე ცნობილი მსახიობი იყო,
უარი რომ თქვა ოდნავ შესამჩნევი სიელმის გასწორებაზე
. ამ ნაკლს ოპერატორები ოსტატურად მალავენ…

All about Meryl...

უყვართ კრიტიკოსებსა და მაყურებელს. მას თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესს მსახიობს უწოდებენ.
როლის ათვისების ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ეკრანული სახეების მრავალფეროვნებით სტრიპს ხშირად
მის დიდი ხნისმეგობარ რობერტ დე ნიროს ადარებენ.კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა
ფილმებით “ირმებზე მონადირე” რობერტ დენიროსთან და “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” დასტინ
ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველიოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს
სამი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი ბაფტა-ს ჯილდო აქვს მიღებული.
იყო ასევე წარდგენილი გრემისჯილდოზე.კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული
ოსკარზე 14 ნომინაციით .


All about Meryl...

ბედნიერი ქალები ფილმებში თითქმის არ უთამაშია. ერთ–ერთ საუკეთესოდ ჯ. პაკულას ,,სოფის არჩევანში”
შესრულებული სოფია ზავისტოვსკაიას როლია. რეჟისორს მაშინვე არ აურჩევია, მაგრამ ბოლოს მსახიობმა
დაარწმუნა, რომ ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა დავალებას – არც შემცდარა. მოგვიანებით ალან ჯ. პაკულა
იტყვის: ,,თუკი რეჟისორისთვის სამოთხე არსებობს,ეს სამოთხე მერილ სტრიპის გადაღებააო’’. ფილმის შემდეგ
მერილის ქვის თაროზე მეორე ,,ოსკარი” გაჩნდა. იმ ქალის ტრაგედიამ, რომელიც ორი ბავშვით საკონცენტრაციო
ბანაკში მოხვდა და საშინელი არჩევანი უნდა გააკეთოს - ბავშვებიდან უფრო ძვირფასი აირჩიოს - სულის სიღრემდე
შეძრა მაყურებელი. ომის საშინელებით, უსაშველობითა და შიშით ის თითქმის ისევე იტანჯება, როგორც სოფი.
სასოწარკვეთილ მნახველს ზურგის შექცევა სურს და იმის არდანახვა, როგორი ტკივილით ტკივა სტრიპის გმირს.
მაგრამ ღრმა და ფაქიზი თამაშის წყალობით მაყურებელიც ხვდება, რომ შეუძლებელია ზურგი აქციო იმას, რაც
სამუდამოდ თვალწინ და გულში დარჩა.


All about Meryl...

90-იანი წლების დასწყისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ მსახიობი გამოიფიტა. მერილი კი ამ
„ბრალდებას“
შესანიშნავი როლებით პასუხობდა: „შავ“ – კომედიაში „მას სიკვდილი უხდება“- სტრიპმა
უბადლოდ შეასრულა გაცოცხლებული მკვდრის როლი, „მედისონის ოლქის ხიდებში“ კი (Clint Eastwood)
კლინტ ისტვუდთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული კინოწყვილი შექმნა, „ველური მდინარის
გადაღებისას კი კინარამ დაიღუპა.
რეჟისორი გადასაღები დღის ბოლოს დაღლილ მსახიობს აიძულებდა,
გაემეორებინა ერთ-ერთი სცენა მთის მდინარეზე
. მერილი წყლის ტალღამ წაიღო და ბლომად წყალი ყლაპა…
როდესაც რეჟისორთან მივიდა , მხოლოდეს უთხრა: „გახსოვდეთ, როცა ვამბობ, რომ რაღაცის გაკეთება არ
შემიძლია, ვფიქრობ, ღირს დაჯერება !“
შეშფოტებულმა რეჟისორმა ნერვიულად დაუქნია თავი.

All about Meryl...

იგი ცდილობდა, ყოველთვის და ყველაფერში საუკეთესო ყოფილიყო. კოლეჯში სწავლისას მერილი
თეატრმა გაიტაცა.სტრიპმა პრესტიჟულ იელის უნივერსიტეტში სამსახიობო ოსტატობის 3 კურსი დახურა.
გამოსაშვები კლასის მოსწავლეს ყურადღება მიაქციეს და მერილი ბროდვეის ვარსკვლავი გახდა.ყოველი
მისი ფილმი მოვლენა იყო. რეჟისორებსსწყუროდათ მერილი. როდესაც 80_იან წლებში „სურვილების
ტრამვაის“
ახალი ვერსიიის იდეა წარმოიშვა, პიესის ავტორი ტენესი უილიამსი ბლანშის როლში მხოლოდ
სტრიპს ხედავდა. მაგრამ მერილმა ვერ შეძლო ფილმში მონაწილეობა. დიახ,ესც მომხდარა, რომ მერილს
ძალიან უნდოდა როლის მიღება, მაგრამ … ასე იყო “ევიტაზეც“. „მე მადონაზე უკეთ ვმღერი! თუკი ის მიიღებს
როლს, ყელს გამოვჭრი!
განაცხადა სტრიპმა. ევიტა პოპ-მომღერალმა განასახიერა, მაგრამ ურთიერთობების
გარჩევამდე საქმე არ მისულა.

All about Meryl...

რეალურ ცხოვრებაში მერილი მოქანდაკის მეუღლეა და ოთხი შვილის დედა. მერილი ყოველთვის ახერხებს
სუპერწარმატებული კარიერისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეხამებას
. ოც წელზე მეტია, სტრიპი
თავის ქმართან დონ ჰამერთან ცხოვრობს. ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა კეიზელის გარდაცვალების
შემდეგმისმა ცოლმა მერილი ბინიდან გააგდო.
მაშინ წასასვლელიარსად ჰქონდა. ძმამ მეგობრის სახელოსნოში
ცხოვრება შესთავაზა. მეგობარი ამ დროს ევროპაში იყო. მოულოდნელად ნაადრევად დაბრუნდა, და, როგორც
ერთხელთქვა, ”შეძრა თავისი ”სტუმრის” დანახვამ - შინ დაღლილი, გაწვალებული, ფაქიზი, სუსტი, მაგრამ
იმავდროულადძლიერი ქალი დაუხვდა’’. დამეგობრდნენ საღამოობით ცხოვრებაზე საუბრობდნენ და გულს ვერ
იჯერებდნენ ლაპარაკით.
ჰამერი კეიზელისთვის ძეგლის დადგმაში დაეხმარა, მერილს წარწერის ტექსტის
მოფიქრებაღადარჩა: ,,ჩემს მხურვალე სიყვარულს - ჯონს”. სახელოსნოში ცხოვრობდა ისევ და ბოლოს
ჰამერმა ცოლობა შესთავაზა
,,დონალდი ზეცამ გამომიგზავნა. ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარია”.

All about Meryl...

,გამოცანა უმშვენიერესი რამაა. როცა არ იცი და ვერ გათვლი წინასწარ – ეს საჩემოა, ნამდვილია
და არა გამოგონილი’’.

დიდებას არ შეუძლია იმ ადამიანის გაფუჭება, რომელიც დღესაც თვითონ აუთოვებს თავის თეთრეულს.
ეს ზედატანიც თვითონ დავაუთოვე.

პერსონაჟებისგან არაფერს ვითვისებ. ისინი თავისდათავად არსებობენ. ყველა ძალიან მიყვარს. ყველას
ვგავარ რაღაცით ოდნავ.


All about Meryl...


ძალიან არ მიყვარს როცა დაჟინებით მაკვირდებიან და მათვალიერებენ. არც ზემოდური კაბებით კეკლუცობა
მხიბლავს.სიტყვით გამოსვლას ხომ საერთოდ ვერ ვიტან! არაა ჩემში ის აუცილებელი ნივთიერება, გლამურს რომ
უწოდებენ. ჰო, ხალხში გასვლა მიხდება ხოლმე, მაგრამ... ეს ჩემი ყველაზე საყვარელი კოჟრია, რადგან სწორედ
ამას შევცვლიდი ჩემს ხოვრებაში. ერთხელ დედამ მითხრა: ,,რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ დატკბე პროცესით?
ვინ არ გაწირავდა თავისმარჯვენას, ოღონდ შენს ადგილას მოხვედრილიყო ,,ოსკარის” პრემიაზეო! მაგრამ, ჩემთვის
ეს გამოცდაა. სახლში ყოფნამომწონს. ცერემონიების ნახვა კი ტელევიზორში მირჩევნია. თანაც ორი ,,ოსკარი” უკვე
მაქვს, მესამის გაჩენა საეჭვოა. რატომ? რადგან ეს იმ ფილმის განმეორებით ჩვენებას დაემსგავსება, რომელიც ორჯერ
უკვე ნახეს, - “ო, ისევ ის!”.

All about Meryl...

,,მე და რეჟისორი? ამჟამად შეუძლებელია. როდესმე იქნებ გამოვიდეს. ვიცი, რომ ცხოვრების 2 წელიწადს წამართმევს
დადღე-ღამე უნდა გავასწორო. მე თუ მკითხავთ, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ნიუ-იორკის მერობის შემდეგ ყველაზე
რთული პროფესია რეჟისორობაა. ყველა პასუხს და ყველა პრობლემის გადაჭრას ელის შენგან. ყოველთვის საკადრის
სიმაღლეზე უნდა იყო. ეს კი ჩემი ძლიერი მხარე სულაც არაა. სრულიად არაორგანიზებული ადამიანი ვარ. კი ვცდილობ,
თავი მოვაბა ყველაფერს, მაგრამ საუკეთესოდ არ გამომდის. კიდევ მინდა, დედას ვგავდე. არასდროს კარგავდა იმედს,
ხალისს, ყოველთვისკარგ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა საკუთარ თავზე. ნიჭი, უყურო საკუთარ თავს იუმორით
- ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია’’.


All about Meryl...



დაიბადა დილის 8:5 წუთზე

მსახიობს საოცრად ეშინია ვერტმფრენების

მისი ფანები თავიანთ თავს უწოდებენ "Streepers"

მან 15 კილო მოიმატა ფილმისთვის "Julie and jule"

უნდა იყო თავდაჭერილი - დღეს რეჟისორები სტრიპს რკინისას უწოდებენ.

All about Meryl...

1998 წელს მერილ სტრიპს ლოს ანჯელესის დიდების ხეივანში პერსონალური ვარსკვლავი გაუხსნეს.

პაპარაცების ყველა მცდელობა, გადაქექონ მისი წარსული და რამე საეჭვო აღმოაჩინონ, ამაოა. როცა ამის
თაობაზე ეკითხებიან, საპასუხოდ მხოლოდ იცინის და ”მოთმინებისთვის საყვარელ ქმარს უხდის მადლობას
”. მის სახელს სკანდალები არ უკავშირდება.


ხასიათი ტკბილი ნამდვილად არ აქვს. ან ვინ დაიჯერებს, რომ წარმატებას რჩეულები ბრძოლისა და დაჟინებულობის
გარეშე აღწევენ, ყველაზე ნიჭიერებში სულის ძალად რომ გარდაიქმნება.

All about Meryl...

,,ბავშვობაში უშნო ვიყავი, იხვის მახინჯი ჭუკივით’’, — ყვება მერილი. მუქი თმა და სათვალე. სტრიპების
სახლში ყველა ხატავდა, ყველგან ქაღალდი და საღებავი ეყარა. გოგონას განსაკუთრებით დედის კოსმეტიკის
ჩანთაში ჩაძრომა უყვარდა,ფანქრებს მოიმარჯვებდადა სახეზე ნაოჭების იხატავდა - ახლა ზუსტად ისე გამოვიყურები,
როგორსაც მაშინ ვხატავდი ჩემს თავსო, იცინის სტრიპი.

15 წლის ასაკში, მშობლებისთვის მოულოდნელად, გოგონამ რევოლუცია მოახდინა: ,,ქერა გავხდი, კბილებზე რკინები
მოვიხსენი, ლინზები გავიკეთე და უცებ ”სილამაზის დედოფალი გავხდი!’’ ეს ფრთიანი ნათქვამი არ გეგონოთ – მერილი
გამოსაშვები საღამოს დედოფლად აირჩიეს.

All about Meryl...

,,გიამბობთ, რატომ ამბობენ ასე, – იღიმება მსახიობი. – წარმოიდგინეთ სიდნი პოლაკის ფილმის ”აფრიკიდან”
გადაღებები. ვიღებთ ნაირობიში ჩემი ჩამოსვლის გრძელ სცენას: რიგრიგობით ვეცნობი და ვესალმები ყველა
მსახურს. სცენა ერთ მონაკვეთადგადაიღეს. მაშინვე ფეხზე რაღაც მწერი მაცოცდება, შემდეგ ზურგზე ადის.
სანამ ყველას მივესალმები, კისრამდეც მიაღწია.როცა გაისმა ბრძანება ,,სტოპ!’’, სიმწრით ავყვირდი: ,,რაღაც
საზოზღრობა მჭამს-მეთქი!’’ შემდეგ პოლაკმა თქვა, არასდროს მინახავს, კამერის წინ თავს ვინმე ასე ფლობდეს.

All about Meryl...

სტრიპის ნებისყოფასა და გამძლეობაზე ლეგენდები დადის. თუ რამე სჭირდება, აუცილებლად აღწევს. ალან პაკულა
სტაირონის რომანის (,,სოფის არჩევანის’’) ეკრანიზაციას რომ ამზადებდა, ოცნებობდა, როლზე ჩეხი მსახიობი აეყვანა.
მაგრამ სტრიპი ისე მოხიბლა გმირმა, რომ არავის დაუთმო: ვეუბნებოდი ალანს, რომ შემეძლო სოფისთვის გამეგო,
რადგანმაშინ უკვე 2 შვილი მყავდა. ყოყმანობდა. მე კი ვიცოდი, რომ სტუდიას უცხოელის მოწვევა არ სურდა. ჩეხური
აქცენტით ლაპარაკი ვისწავლე და ბოლოს და ბოლოს, როლზე დამამტკიცეს.არ ვნანობ, რომ ამ როლის მიღებას ამდენი
ძალა შევალიე”. როგორც უკვე აღვნიშნეთ,სწორედ ამ ნამუშევრისთვის მიიღო მერილ სტრიპმა მეორე ”ოსკარი”.


All about Meryl...

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

26

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    3 თებერვალი 2013 09:38 - ID: 26,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი აიიიიიიიიიიიიი ზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მსახიობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიააააააააააააააა love love ვაიმეეე მერილიიი მართლაც ცოცხალი ლეგენდააააააააააააააააა love

  • natia91 თქვა:
    2 თებერვალი 2013 18:40 - ID: 25,
    ძალიან მიყვარს უზომოდ ნიჭიერია....ნამდვილად ვერ ამოვწურავ ამ ქალზე ლაპარაკს ერთი კომენტარით...მამა მიაში,პრადაში არ მომწონს..უფრო სწორად ფილმები არ მომწონს

  • Tamo Gallagher თქვა:
    2 თებერვალი 2013 18:24 - ID: 24,
    ძალიაბ მიყვარს!! უძლიერესი მსახიობია. love love love

  • Ana smiley თქვა:
    2 თებერვალი 2013 11:25 - ID: 23,
    უნიჭიერესი ქალიააა love

  • ek-u თქვა:
    2 თებერვალი 2013 09:58 - ID: 22,
    ნიჭი, უყურო საკუთარ თავს იუმორით
    - ჩემთვის ყველა ღირსების ტოლფასია’’.
    love მიყვარს ეს ქალი და ვაფასებ ყველაფრისთვის love

  • IronGirl თქვა:
    1 თებერვალი 2013 19:00 - ID: 21,
    მე პირადად მერილ სტრიპს საუკეთესოდ არ მივიჩნევ.. ბევრად დიდი მსახიობი ქალებიც არსებობენ მაგალითად ჰელენ მირენი, მილიონჯერ ჯობია სტრიპს.. winked

  • beonce თქვა:
    1 თებერვალი 2013 17:34 - ID: 20,
    როგორც წესი კომენტარი მერილის შეფასებით უნდა დავიწყო,მაგრამ მანამდე მინდა ავტორს უზომოდ დიდი მადლობა გადავუხადო ამ უნაკლო ნიუსისთვის.მართლაც უზადოდაა დაწერილი და იგრძნობა,რომ ძალიან გიყვარს მერილი.მართლა უნდა ამაყობდე ამ ნიუსით! love love love

    რაც შეეხება თავად მერილს,შესანიშნავი მსახიობია! ყველა როლს შესანიშნავად ართმევს თავს და ყოველი როლის შესრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის პროფესიონალიზმსა და ნიჭიერებაში... love პატივს ვცემ იმის გამო,რომ მეოჯახე ადამიანია და უბრალოდ უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს love love

  • ale თქვა:
    1 თებერვალი 2013 17:27 - ID: 19,
    ძალიან კარგი სიახლეა სრულყოფილი ძალიან მიყვარს ეს ქალი უნიჭიერესია

  • DuuDa:) თქვა:
    1 თებერვალი 2013 15:22 - ID: 18,
    მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! love

  • mari mari mari თქვა:
    1 თებერვალი 2013 15:16 - ID: 17,
    უმაგრესი მსახიობიაა განსაკუთრებით რკინის ლედიში და ეშმაკს აცვია პრადაში მომწონს

  • MELINDA თქვა:
    1 თებერვალი 2013 00:07 - ID: 16,
    რასაც ქვია არტისტი და მსახიობი,ზუსტად ისაა ეს ქალი.ყველა თავისი როლი ზუსტად აქვს გარტყმული,ხასიათი დაჭერილი,თანაც ისე რომ ვერც იტყვი ამ როლს მასზე უკეთ ვინ ითამაშებდა.ერთნაირად კარგია როგორგ დრამაში,ისე კომედიაში. მის მიმიკებზე ზალიან ვხალისობ ხოლმე ყველა ფილმში :)

  • amanda თქვა:
    31 იანვარი 2013 22:16 - ID: 15,
    Johnny depp,

    ვაა თაკოო რა მაგარია სიახლეა გავგიჟდიი :) სრულყოფილი,კაი გემრიელი რაა :) ბევრი გიშრომია love

    აი მერილზე რა უნდა ვთქვა ახალი,ჩემთვის ცოცხალი ლეგენდაა,უუნიჭიერესი მსახიობია და უმაგრესი ადამიანი,ფიზიკურადაც მაგრად მომწონს,ჩემ თვალში ძალიან ლამაზია love მომწონს ძალიან რომ მყარი ოჯახი აქვს,ამით კიდევ უფრო მეტად ვაფასებ love არ არის სკანადალური,კრამერი,კრამერის წინააღმდეგ მიყვარს love

  • elleee თქვა:
    31 იანვარი 2013 22:02 - ID: 14,
    ვგიჟდები ამ ქალზე,ქალი ლეგენდა! love love

  • NataMisfit თქვა:
    31 იანვარი 2013 21:55 - ID: 13,
    ცოცხალი ლეგენდა love love

  • Elenita თქვა:
    31 იანვარი 2013 21:40 - ID: 12,
    მაგარია ყოჩახ

  • psiqologia თქვა:
    31 იანვარი 2013 21:25 - ID: 11,
    უძლიერესი მსახიობი და ქალი love შესანიშნავი ნიუსია

  • barsutka))) თქვა:
    31 იანვარი 2013 20:54 - ID: 10,
    ვაიმეე ვგიჟდებიი ამ ქალზეე love
    უძლიერესი მსახიობია პირადად ჩემთვის love

  • aneee თქვა:
    31 იანვარი 2013 20:40 - ID: 9,
    უძლიერესი მსახიობია ქალებში............ ყოველ წელს საუკეთესო ხდება და ეგეც ამტკიცებს! მაგარი ქალია! fellow

  • ELE-elene თქვა:
    31 იანვარი 2013 20:37 - ID: 8,
    ძალიან ნიჭიერი მსახიობია.. feel

  • keetaa თქვა:
    31 იანვარი 2013 20:24 - ID: 7,
    ნამდვილად სასწაული ქალია მის ნიჭზე პროსტა მე რა უნდა ვთქვა არც კი ვიცი იმდენად ისეთია საოცარი რო ვერ ავღვწერ. დღეს რომ არიან ანჯელინა ჯოლები და ვიღაც პატარა ხალხი რომლებმაც სილამაზით მიაღწიეს იმას რაც გააჩნიათ შედარებაც ზედმეტია ვერ ვიტან. ძალიან მაგარი ნიუსია აი ძალიან ბევრი გიშრომია და ძაან მაგარი გოგო ხარ შეუდარებელი და უნიჭიერესი ყოჩარ რო არ დაგეზარა და ასეთი კაი სტატია მოამზადე მერილი ამაყობს რომ ასეთი ფანი ყავხარ. ფავორიტებში

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: გურამ ხეცურიანი
    ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შესახებ, წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top