;

2 February 2013      Nanuka.     Views 10034    
Category: Stars, Fun, Interesting

Nº1 - მონიკა ბელუჩი/Monica Bellucci

უნიჭიერესი მსახიობი, ქალური სილამაზის ეტალონი და უბრალოდ Nº1
ქალბატონად აღიარებული მონიკა ბელუჩი... გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს მის შესახებ.


● იმ მიზეზით, რომ თავი აარიდონ ყოველდღიურ რუტინას მონიკა და თავისი ქმარი ვინსენტ
კასელი პარიზში, ერთი სახლის სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ.


● მონიკა აღიარეს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალბატონად ფრანგმა მაყურებლებმა გადაცემაში
"La Plus belle femme du monde" 2004 წლის 8 ნოემბერს.

● მას თავიდან ადვოკატობა ჰქონდა განზრახული და იმისთვის, რომ უნივერსტეტის
გადასახადი დაეფარა, მოდელობის დაწყება გადაწყვიტა.

საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩიზე

● ჟურნალების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მონიკას რეიტინგი ასეთია: იგი #6 ადგილს იკავებს "Maxim"-ის "50 Sexiest Women"-ის სიაში (1999), #9 ადგილს აგრეთვე "Maxim"-ის "100 Sexiest Women"-ის სიაში (2002). მან #1 ადგილი დაიკავა askmen.com-ის გამოკითხვაში "Most Desirable Woman" (ყველაზე სასურველი ქალი), რომელ გამოკითხვაშიც მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას.

● მონიკას პირველი ქალიშვილის სახელი - დევა, ნიშნავს "ღვთაებრივს" სანსკრიტულ ენაზე.

● მისი სამსახიობო ნიჭის მთავარი შთამაგონებლები არიან სოფი ლორენი და კლაუდია კარდინალი.

● მონიკა 4 თვის ფეხმძიმე იყო მეორე შვილზე, როდესაც იღებდა ფილმს -
"The Whistleblower" ბუქარესტში (რუმინეთი) 2010 წელს.

● იგი ორჯერ გაშიშვლდა კალენდრებისთვის. პირველად იტალიური "Max"-ისთვის 1999 წელს და მეორედ 2000 წელს იტალიური "GQ"-სთვის.

საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩიზე

● მონიკას აქვს ბინა ლონდონში, King's Road-ის ქუჩაზე, სადაც მიდის ხოლმე მაშინ,
როდესაც უნდა რომ განმარტოვეს და დაისვენოს.

● იგი თვლის, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ფილმი თინეიჯერებისთვის გამოდის და მსახიობისთვის ძალიან რთულია განასახიეროს ღრმა, დამაფიქრებელი და ლამაზი პერსონაჟები.

● მონიკას სჯერა, რომ დროს ყველაფრის განადგურება შეუძლია.

● იგი საკუთარი თავით კმაყოფილია და ამბობს: "მე საკუთარ თავთან მიმართებაში თავს ძალიან კარგად და კომფორტულად ვრძნობ, თუმცა არა იმიტომ, რომ ლამაზი ვარ".

● მონიკა 1964 წლის 30 სექტემბერს დაიბადა და ზოდიაქოთი სასწორია. ამ დღეს დაბადების დღეს აღნიშნავენ აგრეთვე მარიონ კოტილარდი, დებორა კერი და ენჯი დიკინსონი.


საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩიზე

● მონიკა თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, იტალიურად, ესპანურად და სამივე ენაზე მიუღია მონაწილეობა ფილმებში. იგი არამეულადაც კი საუბრობდა ფილმში "The Passion of the Christ".

● თვლის რომ ძალიან იღბლიანი ადამიანია, რადგან ძალიან უყვართ და ყავს ძალიან კარგი ოჯახი.

● მონიკას აზრით იგი არა კინოვარსკვლავი, არამედ უბრალოდ მსახიობია.

● მონიკას ცნობილი გამონათქვამია: "ეს არ იყვნენ ებრაელები, ვინც მოკლეს იესო. ეს იყო პოლიტიკური სიტუაცია და ეს იყვნენ რომაელები, ვინც მოკლეს იესო. მათ აცვეს იგი ჯვარს და არა ებრაელებმა".

● მონიკა ამბობს, რომ მომენტი, როდესაც იგი მართლა იღებს სიამოვნებას ცხოვრებისგან არის მაშინ, როდესაც იგი მიირთმევს საჭმელს თავის მეგობრებთან ერთად.

საინტერესო ფაქტები მონიკა ბელუჩიზე





Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top