;
6 თებერვალი 2013      ta_mo     9 კომენტარი     ნანახია 2867-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

სულ მალე ნიუ-იორკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ზუსტად ორ დღეში
მეგაპოლისში სტარტს აიღებს მოდის კვირეული, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სტუდიაში
ჟურნალისტები გაესაუბრნენ ავსტალიელ ტოპ-მოდელს კეტრინ მაკნილს, რომელმაც ისაუბრა
მოდის დღესასწაულის წინა სამზადისზე და სხვა მრავალ თემებზე.

მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი

კეტრინმა გასულ სეზონზე არაერთ ჩვენებაში მიიღო მონაწილება, მათ შორის გახლდათ სენ ლორანის
შოუ, სადაც მოდელს გრძელი შიფონის საღამოს კაბა და კოვბოის ქუდი ემოსა, მოდის სახლის ამჟამინდელი
კრეატიული დირექტორის, ედი სლიმანის თხოვნით მაკნილმა მისი მკერდის პირსინგი მოიხსნა. ორ წლიანი
პაუზის შემდეგ მოდის ინდუსტრიაში, არც თუ ისე ურიგო სტარტი აიღო გოგონამ. " მე გადავწყვიტე ლონდოში
ცხოვრება, მივედი ჩემს აგენტთან და განვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი მოდელის კარიერის გაგრძელებას".

მან ამ პერიოდში თავადვე შეიჭრა თმა, " ახლა როდესაც მივდივარ გადაღებაზე, ვოცდები და ვერ ვიგებ
თუ რატომ მივიღე ამდაგვარი გადაწყვეტილება ჩემს ვარცხნილობასთან დაკავშირებით", განაცხადა კეტრინმა,
"თუმცა ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები მეუბნებიან, რომ ჩემი განახლებული ლუქი თანამედროვეა", ეს ასეა,
რადგან არაერთმა სუპემოდელმა, მათ შორის კარლიმ, ლეანდრამ, ემილიმ... სწორედ მოკლე კარეზე შეაჩერეს
არჩევანი. "თუ მოდელი თავდაჯერებულია, ყველანაირი ვარცხნილობით შეძლებს მუშაობას'.

მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი

როდესაც საუბარი წამოიჭრა ჩაცმის სტილზე, მან თამამად განაცხადა, რომ რიკ ოუენსის ტყავის
ქურთუკი მისი გარდერობის განუყოფელი ნაწილია, " იზაბელ მარანტის 'სნიქერები' ჩემთვის ძალიან
ძვირფასი რამაა, როდესაც დღეში 5 საათი მოძრაობ განუწვეტლივ, გესაჭიროება კომფორტული ფეხსაცმელი,
მე კი იმის გამო, რომ ყოველი მეორე იმოსება იზაბელის ამ პროდუქციით, ვერ ვიტყვი მათზე უარს".

მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი

კეტრინი ყველნაირად ცდილობს იცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით. " აქამდე არ მანაღვლებდა
ეს ყოველივე საერთოდ, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ საკითხზე სერიოზულად დავფიქრდი და დავიწყე
ზრუნვა საკუთარ თავზე, სპორტ დარბაზს კვირაში 5 ან 6 დღე ვსტუმრობ და ასევე ვცდილობ ვიკვებო
ჯანსაღად, ამ ბოლო დროს ჩემი მუხლები ცოტა არ იყოს მაწუხებს, რადგან ბევრს ვვარჯიშობ".

სხვა ცვლილებები? " ყავას აღარ მივირთმევ და ხორცზე ვამბობ უარს, ვეგტარიენელი ვარ ამ
სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყოველთვის შენი შინაგანი მდგომარეობა აისახება შენს ვიზუალზე".
კოსმეტიკას რაც შეეხება იგი უპირატესობას არმანის ნიღბებს ანიჭებს და მიიჩნევს, რომ კანის
ჯანსაღი იერსახის შესანარჩუნებლად მისი პროდუქცია იდეალურია.

მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი
მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი
მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი
მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი
მზადება მოდის კვირეულისთვის - კეტრინ მაკნილი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

9


  • Mari Glonti თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:15 - ID: 9,
    ზუსტად ახლა ვნახე ორიგინალში და მეთქი თამომ ნეტა თუ გადატარგმნა მეთქი..არაჩვეულებრივი თარგმანია ძალიან მომეწონა..როგორ შეიძკებდოაეს ინტერვიუ გამოგრჩენოდა love
    მიყვარს მისი სტილი ამ მარანტებს თუ არ ჩავთვლით ვერ ვიტან ;//

  • Nina√ თქვა:
    7 თებერვალი 2013 14:54 - ID: 8,
    ძალაინ ლამაზია როგორც ყოველთვის love
    კარგი ნიუსია love

  • likliklik101 თქვა:
    6 თებერვალი 2013 23:40 - ID: 7,
    ვაიმე როგორ მიყვარს კეტრინი ულამაზესი ქალია, რა ნაზი და რა სადაა ულამაზესი ნაკვთები აქვს არ ვიცი ვერ ავღწერ ისე მომწონს love ნიუსი ძალიან კარგია love

  • QueeN s თქვა:
    6 თებერვალი 2013 23:06 - ID: 6,
    მომეწონა ნიუსიი საერთოდ თამო შენი ნიუსები განუმეორებელია ძალიან მაგარი ხარ love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    6 თებერვალი 2013 22:34 - ID: 5,
    ta_mo,
    კი ლილის ნამდვილად ჭირდება, ეს პაპსა ჟურნალები და კამპანიები აღარ შემიძლია უკვე, ქეთრინი ბიციბიჯის ქასთინგზეც იყო და ვიმედოვნებ, მოუხდება ულამაზეს ტყავის დეტალებიან კაბებს, მიხარია რომ სულ ეს ბრენდი ხსნის ნიუ-იორკს, მაგრამ ხომ იცი ეს დიზაინერები მაგათთვის სეზონია ზამთრისაა თუ გაზაფხულის ბევრს არაფერს ნიშნავს, არ დაუშლით ჭკუა ზაფხულის სამოსის გაკეთებას:D

  • chyipina თქვა:
    6 თებერვალი 2013 22:31 - ID: 4,
    ვააააიჰ love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    6 თებერვალი 2013 22:29 - ID: 3,
    ta_mo,
    კი ტატუების ფაქტორი არის, მაგრამ მათი დაფარვის საშუალებაცაა, ყურზე პატარაა, სხეულზე სამოსი დაფარავს და ფეხზე როგორმე არ მივაქცევთ ყურადღებას. დღეს რომ მაიამიზეა ეგ არაა პრობლემა შეიძლება ხვალ არ აქვს შოუ, ხან სად არიან, ხან სად და მოგზაურობა პრობლემას არ ქმნის მოდელებისთვის. ამიტომ მთელი სეზონის მანძილზე საშუალოდ 29 შოუს მაინც გააკეთებს.

  • keetaa თქვა:
    6 თებერვალი 2013 22:28 - ID: 2,
    მეც ვეგეტარიანელი ვარ love ვაიმე ჩემი გოგო როგორ მიყვარს ჩემი სილამაზის პიკი საოცარი სახე აქვს ამაზე მაგარი გარეგნობა არავის არ აქვს ჰ ო ლ ი ვ უ დ შ ი ვინც კია საერთოდ... ძაან მაგარი ნიუსია თამჩიკ

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    6 თებერვალი 2013 22:23 - ID: 1,
    საოცარი ფოტოებია თითოეული აქ, ძალიან კარგია ასე რომ შეიცვალა ხედვა, ეს ყველაფერი მის სასიკეთოდ აისახება, და გამიხარდება, დარწმუნებული ვარ შესანიშნავ სეზონს გააკეთებს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იქნება პოდიუმზე, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერია მოდელის ყველა ასპექტში. და მიხარია, ინდივიდუალური ხედვა რომ აქვს, განსხვავებული, გარეგნობის მსგავსად. ვაიმე, ხვალიდან იწყება კვირეულებიიიიი, ჯერ კიდევ არ გამიაზრებია რამხელა სიამოვნებაა წინნ. სიახლე კარგიაა თამო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top