;
8 თებერვალი 2013      ta_mo     17 კომენტარი     ნანახია 4404-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან
^ კარმენი ჟურნალ ლასთის მარტის გამოცემის გარეკანზე.

კარმენს 5 წლის ასაკში გარდაეცვალა დედა, ამიტომ მისი აღზრდა მისმა ბებიამ აიღო
საკუთარ თავზე, იმ პერიოდში პედარუ საკმაოდ მოუსვენარი ბავშვი გახლდათ, მშობლიურ
კეჰრას ყოველდღიურად არტყავდა წრეებს მისი ველოსიპედით, მას ასევე იზიდავთა ბარბები, ამიტომ
თოჯინებს თავადვე უკერავდა სამოსს, გოგონა აგრეთვე ზრუნავდა მისი შინაური ცხოველების ჩაცმულობაზე
და პარალელურად აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რადგან სამოსის მეშვეობით მათი ვიზუალი რადიკალურად
იცვლებოდა, დაახლოებით იგივე ხდება ამჟამად მოდელის თავს.

Image.geotorrents.com

სკოლის პერიოდში კარმენი თეატრალური წარმოდგენებით იყო შეპყრობილი, მისი ბებიის თქმით
ერთი და იგივე სპექტაკლს დაახლოებით 25-ჯერ ესწრებოდნენ, ერთ დღეს კი ესტონეთის ერთ-ერთ
თეატრში გოგონა აგენტმა შენიშნა, მცირე პაუზის დროს კი მას კითხა თუ იყო დაინტერესებული
სამოდელო კარიერით, კარმენმა მარჯიტს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

მოდელის ბებია განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ინდუსტრიაში კარმენი ასეთ პატარა ასაკში ჩაება,
თუმცა ახლა იგი ამას არ ნანობს, პირიქით ბედნიერია მისი შვილიშვილის წარმატებით, მოდელი
მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელებს შორის მეშვიდე პოზიციას იკავებს, სულ ცოტა ხნის
წინ გათხოვდა, გახლავთ მანგოს, გუჩის, მაიკლ კორსის, ჯიმი ჩუს არომატისა და სხვა ბრენდების
სარეკლამო სახე.

ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან
^კარმენი და მისი მეუღლე ქორწილში.

- შენი აზრით არიან თუ არა მოდელები ზედმეტად გამხდრები?

- დიახ, არამგონია რომელიმე დიზაინერმა კონტრაქტი გააფორმოს მსუქან მოდელთან,
საზოგადოება ყოველთვის აღნიშნავს ჩვენს სიგამხდრეს, მაგრამ ამავდროულად ისინი ცდილობენ
სწორედ ჩვენ დაგვემსგავსონ, არანაირი სურვილი არ მაქვს წონაში მომატების.


- შენი აზრით მოდელისთვის მნიშვნელოვანია ლამაზი სხეული თუ იდეალური სახე?

- მოდელის ტიპზეა დამოკიდებული, მაგალითად თუ შენ ხარ თეთრეულის მოდელი, აუცილებლად
უნდა გქონდეს იდეალური სხეული და სახე, მაღალი მოდის შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია,
ამ სიმაღლეს, რომ შეწვდე უნდა იყო საინტერესო! არიან გოგონები, რომლებიც არ გამოირჩევიან სილამაზით,
მაგრამ იპყრობენ ინდუსტრიის მწვერვალებს.

ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან

- შენი სხულის რომელი ნაწილი მოგწონს ყველაზე მეტად?

- ფეხები.

- შენთვის ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი?

- ჯეინ ბირკინი, ოდრი ჰეპბერნი, ჩვენს ეპოქას რაც შეეხება ალბათ ანჯელინა ჯოლი.

ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან

- საინტერესოა ლამაზად ქალა რა კრიტერიუმების მიხედვით აღიქვავ?

- სილამაზე ზოგადად ინდივიდუალური მცნებაა, მაგალითად ლარა სტოუნს ღარი აქვს
კბეილებს შუა, თუმცა მე იგი ძალიან ლამაზად მიმაჩნია, ასევე ქეით მოსს საკმაოდ მოკლე ფეხები
აქვს, თუმცა როგორც მოდელი უზადოა.

კარმენს არ სიამოვნებს ოდესაც სხვას ადარებენ, ინდუსტრიაში მოღვაწე საზოგადოება
მას ყოველთვის ქეით მოსთან აიგივებდნენ, ეს კი პედარუს ყოველთვის აღიზიანებდა, "მართალია
მე არ ვარ მოდის აიკონი ამჟამად, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გავხდები".

ინტერვიუ ესტონელ სუპერმოდელ კარმენ პედარუსთან

იგი ცდილობს ანონიმურობა შეინარჩუნოს, ამიტომ არ არის არც ერთ სოციალურ ქსელში
დარეგისტრირებული, პედარუს ყველაზე მეტად კი აღზიანებს მისი ფანები, რომლებიც
მუდმივად ცდილობენ მასთან ფოტოს გადაღებას. კარმენის ამჟამინდელი მეუღლე საკმაოდ
გავლენიანი პიროვნებაა მოდის ინდუსტრიაში, იგი ისეთი ბრენდების კრეტიული დირექტორია
როგორებიცაა გუჩი, ვალენტინო, ბულგარი და სხვ. მრავალი..

Image.geotorrents.com

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

17


  • dangerous თქვა:
    4 მაი 2013 14:28 - ID: 17,
    არ დამევასა ეს გოგო რაღაც სწერვა ჩანს და დიდი წარმოდგენის მქონე მარა გარგენობა მაგარი აქ

  • liia თქვა:
    12 აპრილი 2013 20:03 - ID: 16,
    უკარგესი ნიუსია და საინტერესო <3 უბრალოდ 1 შენიშვნა მექნება : მცნება არაა სწორი ამ შემთხვევაში უდნა გამოიყენო "ცნება", რომელიც განმარტებას ნიშნავს, მცნება კი სულ სხვა რაღაც არის, ცუდად ნუ გამიგებ love

  • 10 თებერვალი 2013 01:23 - ID: 15,
    რა საყვარელი გოგოოაააა <3 კარგი სიახლე იყოო :))

    Elen123,
    რავიცი ქართველ მოდელებს თუ მოდელებს დავარქმევთ wink

  • Elen123 თქვა:
    9 თებერვალი 2013 20:25 - ID: 14,
    საინტერესო გოგოა.
    ქართველ მოდელებს არ გავს ყველას ყველაფერი თავში უცბად რომ უვრადებათ და შტერები რომ არიან.

  • ale თქვა:
    8 თებერვალი 2013 21:18 - ID: 13,
    სწორად მჯელობს და გამოშტერებულ მოდელებს არ გავს განსხვავებულია და საინტერესო

  • Hermine თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:24 - ID: 12,
    კიდევ დადე თამო ინტერვიუები ნიუსი კარგია და კარმენიც მომწონს არ ვცოდი გათხოვილი თუ იყო love

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    8 თებერვალი 2013 19:22 - ID: 11,
    ვგიჟდები კარმენზე გარეგნული თვალსაზრისით მაგრამ რასაც მისი ვითომ კეთილი თვალები მეტყველებენ ხოლმე ფოტოებში ის არ გამოჩნდა ინტერვიუში ;) გულდასაწყვეტია ერთ-ერთ საინტერესო ადამიანად მიმაჩნდა მოდელებიდან...

  • Nina√ თქვა:
    8 თებერვალი 2013 19:18 - ID: 10,
    რაც ილაპარაკა ყველაფერში ვეთანხმები თუმცა ფანებზე რაც თქვა იმან ცოტა არ იყოს გამაღიზიანა რაც არ უნდა მობეზრებული გქონდეს ჩემი აზრით ასეთი რამ არ უნდა თქვა
    ამ ფოტოებში მომეწონა განსაკუთრებით აქ თუმცა ისე დიდად არ მომწონს
    კარგი ნიუსია love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:55 - ID: 9,
    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ინტერვიუ კარმენს მიაწებეს და მისი სიტყვები არაა, FTV-ს ვიდეოს რა დამავიწყებს, დაღვრემილი იძახდა, ხალხი ჩემზე ამბობს მახინჯი ვარო, მოდელის სიგამხდრესთან გაკეთებულ კომენტარზე ვეთანხმები, მაგრამ არაა ლამაზი ასე საჯაროდ მოიყვანო მაგალითად აიქონების 'ნაკლი'. მეც იგივეს ვფიქრობ, ეს ქორწილი კარმენს დაეხმარება მოდის ინდუსტრიაში დიდხანს დარჩეს..

  • psiqologia თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:44 - ID: 8,
    ta_mo,
    ძალიან კარგი feel

  • psiqologia თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:24 - ID: 7,
    ულამაზესია,თუმცა ცოტათი ქედმაღალი :)) არა უშავს შეიკი და ლიმა ირევიან თავიანთ თავებზე და ეს თუ იქებს დიდი ამბავი :D იქნებ ხშირად დადოთ ხოლმე წამყვან მოდელებზე მსგავი ტიპის ნიუსები, ძალიან კარგი იქნება

  • elga თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:18 - ID: 6,
    ta_mo
    ხოო მეც ეგრე მგონია ფრეზე ზალიან თბილი და საყვარელი იქნება. მისი სიცილის პატრონი სხვანაირი ვერც წარმომიდგენია.
    ისე რა ცუდია კარმენი და ფრე რო აღარ მეგობრობენ და აღარც ები.
    ისე კარმენი მარტლა ძალიან სარფიანად გათხოვდა ყოჩაღ ამას

  • kristi_ თქვა:
    8 თებერვალი 2013 17:13 - ID: 5,
    ძაან მაგარი მოდელია , თუმცა ამასაც კაი მძიმე ხასიათი ჰქონია.
    კარგი ნიუსია

  • elga თქვა:
    8 თებერვალი 2013 16:58 - ID: 4,
    კაი სწერვა ყოფილხარ შენ კარემენ მაგრამ რა ვქნა უზადო ხარ მაინც მიყვარხარ.
    კარგი ნიუსია.

    ფანებთან არც მე მომეწონა რაც თქვა. ნეტა ფრეც ეგეთიაა?

  • Johnny depp თქვა:
    8 თებერვალი 2013 16:29 - ID: 3,
    ოოო რა თავხედია :D :D არადა ძაან ლამაზია
    თამო როგორც ყოველთვის კარგი იყო

  • QiQiTo:):) თქვა:
    8 თებერვალი 2013 15:31 - ID: 1,
    smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top