;
8 თებერვალი 2013      Johnny depp     25 კომენტარი     ნანახია 5339-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Jack Nicholson -

ჯოზეფ "ჯეკ" ნიკოლსონი უაღრესად წარმატებული, ამერიკული კონოს ვარსკვლავი, ე.წ.
"მეთოდური შესრულების" სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი,
კომედიური პორტრეტებით.
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო წამოყენებული
რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია , ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს .

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ჯეკ ნიკოლსონის დედა იყო ირლანდიური, ინგლისური და ჰოლანდიური წარმოშობის, თუმცა საკუთრივ
ჯეკი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ ისინი ირლანდიური წარმოშობისა არიან.ჯეკ ნიკოლსონი აღიზარდა
ბაბუამისის – ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონისა და ეთელ მეის სახლში. ჯეკ ნიკოლსონი ფიქრობდა, რომ ისინი მისი
მშობლები არიან.ი
მის შესახებ, რომ მისი მშობლები სინამდვილეში არ იყვნენ ბებია და ბაბუა, ხოლო და კი
სინამდვილეში იყო დედა,
მან მხოლოდ 1974 წელს გაიგო, ტაიმის ჟურნალისტისგან, რომელიც მასზე სტატიას
წერდა. იმ დროისათვის ჯეკის ბაბუა და ბებია გარდაცვლილები იყვნენ .
ჯეკ ნიკოლსონი დაიბადა 1937 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში, მოცეკვავის ჯუნ ფრენსის ნიკოლსონის
ოჯახში .ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვით ადრე, კერძოდ 1936 წლის 16 ოქტომბერს ჯუნ ნილსონი
ცოლად გაყვა იტალო-ამერიკელ მოცეკვავეს
დონალდ ფურჩილო რომელიც უკვე დაქორწინებული იყო
და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს იგი შეპირდა ბავშვის აღზრდას, ჯუნის დედამ — ეთელმა თვითონ
გადაწყვიტა ბავშვზე მზრუნველობა
, ხოლო ჯუნს ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა თავისი საცეკვაო
კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკის მამად ფურჩილოა მიჩნეული, ბიოგრაფი პატრიკ მაკჯილიგენი თავის
წიგნში „ჯეკის ცხოვრება“
ამტკიცებს, რომ ჯეკ ნიკოლსონის ბიოლოგიური მამა შესაძლოა ყოფილიყო
ჯუნის მენეჯერი ლატვიური წარმოშობის ედი კინგი
სხვა წყაროების მიხედვით, ჯუნმა თვითონაც არ იცოდა
ჯეკის ნამდვილი ბიოლოგიური მამის ვინაობა.
ნიკოლსონმა არჩია არ გაევლო დნკ–კას ტესტი ან ეს საქმე გაეხმაურებინა.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ნიკოლსონის თქმით, მან არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა, ხოლო სიმართლე მხოლოდ ეთელმა
და ჯუნმა იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ისინი არავისთან არ საუბრობდნენ.ნიკოლსონი გაიზარდა ნეპტუნ-სიტიში.
აღზარდეს კათოლიკური ეკლესიის მიხედვით.. მანამ სანამ სკოლაში დაიწყო სიარული, მისი ოჯახი დაბინავდა
სპრინგ-ლეიკში (ნიუ-ჯერსი).„ნიკი“, როგორც მას სკოლის მეგობრები ეძახდნენ, ხშირად სტუმრობდა მანასქუანის
საშუალო სკოლას, სადაც 1954 წლის გამოშვებაზე იგი „კლასის კლოუნად“ ამოირჩიეს. თეატრალურ და დრამატულ
პრემიებს სკოლაში პატივისცემის მიზნით მის სახელს არქმევდნენ.
სკოლაში ჯეკი კალათბურთზე დადიოდა
დამიუხედავადსრულიად არასაკალათბურთო სიმაღლისა, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას მაინც მიაღწია.
მას კარგ სპორტულ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჯეკი უკვე იმ ეტაპზე კინემატოგრაფიით
იყო გატაცებული.


ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ჰოლივუდში ჯეკი არც თუ მოკრძალებული მოთხოვნით ჩავიდა. მას პირდაპირ ვარსკვლავობა უნდოდა. მოახერხა და კინოკომპანია "მეტრო გოლდენ მაიერში" კურიერის ადგილზე მოეწყო. ჯეკი სხვა კურიერებისგან დიდი ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ცდილობდა, მეტი დრო გაეტარებინა გადასაღებ პავილიონებში, საჭირო ადამიანებს შეხვედროდა და თავისი ნიჭის შესახებ რამენაირად მიენიშნებინა.
როდესაც ნიკოლსონი პირველად მოხვდა ჰოლივუდში, მულტიპლიკაციის ლეგენდებთანთან 'ჰანა–ბარბარასთან' მუშაობდა ხელქვეითად. იქ მისი ნიჭი შეამჩნიეს და შესთავაზეს პატარა მხატვარი–მულტიპლიკატორის თანამდებობა.მაგრამ ნიკოლსონმა უარი თქვა, რადგან მსახიობობა სურდა.ნიკოლსონმა თავისი კარიერა დაიწყო მსახიობის, სცენარისტის და პროდიუსერის სახით და სხვებთან ერთად როჯერ კორმანზე მუშაობდა. ნიკს დებიუტი ჰქონდა ფილმში ' The Cry Baby Killer'(1958), სადაც ახალგაზრდა დამნაშავეს როლი ითამაშა, რომელიც პანიკაში ჩავარდა იმის შემდეგ, რაც ორი მოზარდი მოკლა, ასევე პატარა როლი ითამაშა ფილმში ' The Little Shop of Horrors' და როლები როჯერ კორმანის კიდევ ორ ფილმში – 'ყვავი'(1969) და 'შიში'(ასევე 1963),რომელიც მისთვის პირველი ფილმი გახდა, სადაც ის ერთი დღის განმავლობაში რეჟისორის როლს ასრულებდა. 'შიშში' მასთანერთად თამაშობდა მისი მომავალი ცოლი სანდრა ნაითი. რადგან მსახიობის სამუშაოს მოძებნა1960 წლებში რთული იყო, ნიკოლსონმა უფრო მეტი დაიწყო სცენარებზე მუშაობა. შედეგად გაჩნდა ფილმები 'Thunder Island'(1963),'Flight to Fury'(1964), 'Ride in the Whirlwind'(1965) და სარეკლამო ფილმი ჯგუფზე The Monkees 1968 წელს. ამ ფილმებს დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია, სამაგიეროდ ნიკოლსონს სტაბილური სამსახური ფქონდა.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

რამდენადაც სამსახიობო კარიერაში მას წინ არანაირი პერსპექტივები არ უჩანდა, ნიკოლსონმა თითქმის თავი ბოლომდე მიუძღვნა სამუშაოს კამერის მიღმა – სცენარისტად და რეჟისორად. მისი პირველი წარმატება მოვიდა 1967 წლის ფილმის 'The Trip' სცენართან ერთად. ფილმშ მონაწილეობა მიიღეს პიტერ ფონდმა და დენის ხოპერმა. მაგრამ ფონდის და ხოპერისფილმში 'Easy Rider' თამაშის შესაძლებლობასთან ერთად, ნიკოლსონთან პირველი დიდი წარმატებაც მოვიდა სამსახიობო სარბიელზე. მან ლოთი–ადვოკატის ჯორჯ ხენსონის როლი შეასრულა და ამისათვის მიიღო თავისი პირველი 'ოსკარის' ნომინაცია. ეს ნიკოლსონისთვის ბედნიერი შემთხვევა იყო, რადგან თავიდან ეს როლი რიპ ტრონს უნდა შეესრულებინა, სცენარისტის ტერი საუზერნის მეგობარს, თუმცა ტორნმა დატოვა პროექტი რეჟისორთან დენის ხოპერთან სერიოზული ჩხუბის შემდეგ.ნომინაცია საუკეთესო მამაკაცის როლისთვის შემდეგ წელს მოყვა, როლისთვის ფილმში 'Five Easy Pieces'(1970), რომელშიც ცნობილი დიალოგი მოხდა ქათმის სალათაზე. ამავე წელს მან მუსიკალური სპექტაკლის 'On a Clear Day You Can See Forever' კინოვერსიაში ითამაშა.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ნიკოლსონმა თავისი პირველი 'ოსკარი' საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მიიღო რენდალ პატრიკ მაკმიორფის ფილმში 'One Flew Over the Cuckoo's Nest' შესრულებული როლისთვის 1975 წელს. თავისი მეორე 'ოსკარი' მან მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯეიმს ბრუქსის ფილმში 'Terms of Endearment'(1983). 1980–ან წლებში ნიკოლსონი აგრძელებდა მუშაობას.რამოდენიმე როლისთვის "ოსკარზე" იყო ნომინირებული. 1989 წლის "ბეტმენში", სადაც მან ჯოკერის როლი შეასრულა, რომელიც საერთაშორისო ხიტად იქცა და ნიკოლსონს 60 მილიონი დოლარი მოუტანა. იგეგმებოდა, რომ მსახიობი კვლავ ითამაშებს ჯოკერის როლს ფრანშიზას მეხუთე ნაწილში სახელწოდებით "ბეტმენ ტრიუმფატორი" 1999 წელს, მაგრამ პროექტი Warner Brothers შეაჩერა.მომდევნო "ოსკარი" ნიკოლსონმა მიიღო 1997 წლის ფილმისთვის "As Good as It Gets". და დღეისთვის ბოლო ოსკარი მან მიიღო 2002 წლის ფილმისთვის "About Schmidt".

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ნიკოლსონზე ლაპრაკისსას გვერდს ვერ ავუვლით მის შესანიშნავ ფილმს "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის. ჯეკ ნიკოლსონმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ კინოფილმებში: „ხუთი იოლი პიესა“, „ჩინური კვარტალი“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „წითლები“, „სინაზის ენა“, „ბეტმენი“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ჰოფა“, „მგელი“, „უკეთესი არ არსებობს“, „შმიდტის შესახებ“„სიყვარული წესების მიხედვით დამათ გარეშეც“ და „ორმაგი თამაში“.ნიკოლსონი მალე გახდა ჰოლივუდის კერპი, რომელიც თავიდან ფეხებამდე გადაეშვა სიმდიდრეს და ფუფუნებაში .დიდება ასტრონომიული ჰონორარები, თაყვანისმცემლები მის გარშემო უხვად იყო. ვარსკვლავური დაავადების უარყოფითი მხარეები მასაც ვერ ასცდა.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ერთი პერიოდი მომავლის გარკვევით ძალიან დაინტერესდა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მკითხავი მოიძია და მასთან ვიზიტისთვის მოემზადა. "როდესაც შენს ცხოვრებაში უეცრად ყველაფერი ჩნდება, რაზეც კი ოცნებობდი, ძნელია, თავი არ დაკარგო. როდესაც ყველაფერს მიაღწევ, შენ გარშემო სრული ფუფუნებაა, ფიქრობ, ნეტავ, კიდევ რა გელის ცხოვრებაში. ეკრანზე განსახიერებულმა გმირებმა ჩემს სხეულში დემონი ჩაასახლეს. ერთხელაც გადავწყვიტე მომავლის გაგება და მკითხავთან წავედი. როგორც კი გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა მას საშინელი რამ ეწინასწარმეტყველებინა, მაშინვე დავამტვრიე ჩემი ყავის ჭიქა და იქიდან გამოვიქეცი", – იხსენებს მსახიობი.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

გარეგნობით ჯეკ ნიკოლსონი ჰოლივუდში შეიძლება ბევრს ჩამორჩებოდა. 175 სმ სიმაღლის, შეთხელებული თმით და ნაკლებად ათლეტური სხეულით ის მეტოქეებს კონკურენციას ვერ უწევდა. სამაგიეროდ ჰქონდა მზერა და ქალთან ურთიერთობის ხელოვნება, რომელშიც კონკურენტგარეშე იყო. ჯეკ ნიკოლსონის სასიყვარულო თავგადასავლებს თვლა არა აქვს. მას დღემდე კაზანოვად მიიჩნევენ და ბევრი ქალბატონი მის ცდუნებას დღესაც ვერ უძლებს. ჯეკმა საკუთარ თავს მისცა უფლება, დამტკბარიყო ისეთი ქალების სიყვარულით, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, ჯესიკა ლანჟი, მერილ სტრიპი და თვით მადონა. ის ერთადერთი მამაკაცია ჰოლივუდში, რომელზეც არც ერთი ქალი არ გაბოროტებულა და შურისძიება გულში არ გაუვლია. ჯეკ ნიკოლსონის გარშემო ყოველთვის არსებობს კითხვა ნუთუ ვერავინ შეძლო სუპერვარსკვლავის მოთვინიერება და საკურთხეველთან მიყვანა? ა ხალგაზრდობაში ნიკოლსონს ჰყავდა მსახიობი ცოლი – სანდრა ნაითი. ეს ქორწინება 5 წელს გაგრძელდა და ქალიშვილი ჯენიფერიც შეეძინათ. განქორწინების შემდეგ ჯეკმა მყარად გადაწყვიტა, რომ არასოდეს გაემეორებინა ასეთი შეცდომა. ს პირობა შეასრულა და ცოლობა აღარავისთვის შეუთავაზებია.მის რომანებს შორის ყველაზე ხანგრძლივი – 17 წლიანი, მსახიობ ანჟელიკა ჰიუსტონთან ურთიერთობაა. აღმოჩნდა, რომ ჯეკი ქორწინების გარეშე უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე ოფიციალურ ურთიერთობებში. 17 წლიანი რომანი მაშინ დასრულდა, როდესაც მსახიობმა 25 წლის გოგონასთან, რებეკა ბრუსართან გააბა რომანი.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ჩემი სათვალეებით მე ვარ ჯეკ ნიკოლსონი, მათ გარეშე კი — 60 წლის მსუქანი ბებერი.

არ მინდა მაყურებელმა იცოდეს, თუ როგორი ვარ რეალურ ცხოვრებაში. ეს ძალიან ცუდია მსახიობისათვის.

ცხოვრებაში მხოლოდ ორ ადამიანს უნდა მოატყუო: პოლიციელსა და შენ მეგობარ გოგონას.

როცა ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ხალხი მათ დანაშაულად მიიჩნევს, ხოლო როცა ღმერთი ცდება, ამას ბედისწერას უწოდებენ.

მხოლოდ მაშინ ვსვამ ვიაგრას, როცა ერთდროულად ერთზე მეტ ქალთან ვერთობი



ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ჩემი ცხოვრების მანძილზე ორი-სამი ღამის მანძილზე მარტო,რომ დავრჩენილიყავი - აუცილებლად დავიწყებდი
ლექსების წერას,რომლის მოტივი "თვითმკვლელობა" იქნებოდა.

ადამიანი ან თავად შექმნის საკუთარ სამყაროს,ან სამყარო თავად შექმნის ადამიანს.

არასოდეს მისცეთ ადამიანებს თქვენი საუკეთესო რჩევა,რადგან ისინი მას მაინც არასოდეს გაჰყვებიან.

"ასაკი" - პირველი დაბრკოლება და შეზღუდვა შეიქნა ჩემთვის ცხოვრებაში,რომელსაც შევეჯახე როლის შესრულებისას.ადრე
ასეთი ფაქტები ჩემში დიდ გაოცებას იწვევდა.

რაც უფრო ასაკში შედიხარ,მით უფრო ძლიერდება ქარი,რომელიც ყოველთვის "შემხვედრი" ქარია და არა "ზურგის


ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია შეჯიბრების მომენტი და ბევრჯერ გამარჯვებულიც გამოვსულვარ.

ვგრძნობ ასაკის მატებას ბედნიერი ვიქნები, რომ არ ვგრძნობდე. უბრალოდ ის თავს არ მავიწყებს – მხედველობა მაკლდება, ფეხები აღარ მემორჩილება... ერთადერთი, რაც ასაკთან ერთად უკეთესობისკენ შეიცვალა, ეს ჩემი ხასიათია.

უბრალოდ ცხოვრებაში ბევრი რამ ჩემთან გვიან მოვიდა. ვნანობ იმას, რომ ბევრ კარგ ადამიანს ვაწყენინე. მეორე მხრივ, ვთვლი, რომ ძალიან პატიოსნად ვიცხოვრე. თუ მომიტყუებია, ისიც მხოლოდ პოლიციელი ან ქალი.

როგორი მინდა დავრჩე ხალხის მეხსიერებაში ?.. რთული კითხვაა ნაზი, მომხიბვლელი, ჭკვიანი, ლამაზი... ერთი სიტყვით, ისეთი, როგორიც ვარ.

დავასკვენი, რომ ჩემთან ცხოვრება ძნელი იყო... ბუზღუნა და მძიმე კაცი ვარ... მარტოობა მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამ! დიდხანს ვეჩვეოდი სიმარტოვეს, ხანდახან ძალიან მინდა, ვიღაცას გული გადავუშალო, მაგრამ... მარტოობა მაინც მომწონს, მეტსაც გეტყვით: სიმარტოვე დიდი ფუფუნებაა.

. ხანდახან დამამცირებელია იმის შეგრძნება, რომ ძალა ნელ-ნელა გეცლება, სიკვდილზე ფიქრიც გეძალება... ვნანობ, რომ ბევრი რამ გვიან შევიცანი, ადრე რომ ეს ცოდნაც მქონოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი. ვნანობ, რომ ხანდახან სიფიცხეს ვიჩენდი.



ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი


მის დაბადების დღეს დაიბადნენ ჰიტლერი და ლენინი, ამიტომ სამყაროს გაუმართლა, რომ ჯეკ ნიკოლსონმა მსახიობობა არჩია.

“ჯეკ ნიკოლსონი “ლეიკერსის” გამორჩეული ქომაგია ამის გამო პროდიუსერები lakers -ის თამაშების განრიგის მიხედვიტ ადგენენ Nicholson -ის სამუშაო (გადასაღებ) დღეებს

ბავშვობის მეგობარი - Danny DeVito... მათი მშობლები ფლობდნენ ერთ სილამაზის სალონს

ჯეკ ნიკოლსონს ისე ეჯავრება ინტერვიუს მიცემა, რომ სატელევიზიო შოუებში 1971 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.


ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

ერთ-ერთ ინტერვიუში მას კითხეს თუ როგორი უერთიერთობა ქონდა შვილებთა, ახალგაზრდობაში ალბათ ჩემზე ვერავინ იტყოდა, კარგი მამა არისო, მაგრამ სიბერეში სამაგალითო გავხდი. ახლა უფრო დავიწყე შვილებთან ურთიერთობების დალაგება. რომ მკითხოთ, ბოლო წლებში რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მოვლენაო, აუცილებლად ვიტყვი, რომ ეს შვილებთანაა დაკავშირებული. მათ მაჩუქეს სიყვარული, რომელიც ადრე ჩემთვის შეუმჩნეველი იყო. ახლა ვისწავლე, რას ნიშნავს, იამაყო შვილებით, გიხაროდეს მათი წარმატებები. სულ სხვაა, იამაყო შვილებით და სულ სხვა – იამაყო ოსკარებით. მაგალითად, როდესაც ლორეინი ფეხბურთის მატჩს მოიგებს, ეს ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია. როდესაც ჩემი შვილის მატჩზე პირველად წავედი, ტრიბუნაზე სრული არანორმალურივით ვტიროდი.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

1972 წელს შესთავაზეს Michael Corleone -ს როლი, რომელზედაც მან უარი განაცხადა

ცნობილმა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ნიკოლსონი ზარმაც და გარყვნილ ადამიანად დაახასიათა და ასევე თქვა..რომ "ნაკლებად პატიოსანია და ყოველთვის იყო დაკავშირებული სტუდიურ ბოსებთან". მისი თქმით, ის ყოველთვის ამჯობინებს იმ მსახიობებს, რომლებიც მუდამ მზად არიან რაღაც ახლის გამოსაცდელად და გასარისკად, როგორიც არის, მაგალითად, ჰავიერ ბარდემი.


ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

მსახიობის ამონარიდი ინტერვიუდან სადაც კითხვა ეხებოდა მის ოჯახურ სკანდალს:ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მძიმე დარტყმა იყო, ყველაფერი თავდაყირა დადგა, მაგრამ ცხოვრების ასეთი სცენარი დედაჩემის მოფიქრებული იყო და მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. უბრალოდ გული დამწყდა, რომ ამდენი ხანი ტყუილში ვიცხოვრე.

ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

იმდენად მოიხიბლა თავისი ჯოკერის ნიღბით ფილმიდან "ბეტმენი", რომ გარკვეული პერიოდი ქუჩაშიც ასეთიშენიღბული დადიოდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეკ ნიკოლსონი და მარლონ ბრანდო მეზობლად ცხოვრობდნენ მალჰოლანდ დრაივზე. ბრანდოს გარდაცვალების შემდეგ ჯეკმა შეისყიდა მეზობლის საკუთარი სახლი $6.1 მლნ. დოლარად. სიახლოვეს ცხოვრობდა აგრეთვე მსახიობი უორენ ბიტი. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟურნალისტ ჰანტერ თომპსონთან.


ცოცხალი ლეგენდა - ჯეკ ნიკოლსონი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

25


  • Jack Nicholson თქვა:
    28 მარტი 2013 15:24 - ID: 25,
    მაგარი ნიუსია love
    ჯეკ love

  • Tatia_M. თქვა:
    13 თებერვალი 2013 02:47 - ID: 24,
    ძაააან ძააან მაგარი ნიუსიაა, აი ჯეკზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ, მაჯფი ხო საერთიდ ჩემი სავარელი ფილმია

  • Johnny depp თქვა:
    9 თებერვალი 2013 22:53 - ID: 23,
    amanda,
    აჰაააჰ ნიჭიერა :D დიდი მადლობა love

  • amanda თქვა:
    9 თებერვალი 2013 21:12 - ID: 22,
    Johnny depp,

    თაკჩო შენ ხარ პატარა ნიჭიერა რაა :) სულ მაგარ ნიუსებს დებ ხოლმე,მაგრამ ეს ალბათ ყველაზე,ყველაზე,ყველაზე იყო რაა:) ;)

    ნიკოლსონი რა გიჟიაა:D მაგარი მსახიობია,ვგიჟდები ამის მიმიკზებზე:) love შვილებზე რაც თქვა ძალიან მესიამოვნა love აუ ისე რა ბავშვობა ქონდა რაა,და ეგონა და აღმოჩნდა დედა :(

  • candy)))) თქვა:
    9 თებერვალი 2013 11:45 - ID: 21,
    უმაგრესი მსახიობია ლეგენდა კაცი მაგრამ მეშინია ხოლმე ამისი :D

  • Rainbow თქვა:
    9 თებერვალი 2013 00:06 - ID: 20,
    ძალიან მიყვარხარ ჯეკ!
    კიდაბრდი მაგრამ მაინცმიყვარხარრ
    ♥ძალიან ნიჭიერია

  • ellesh თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:47 - ID: 19,
    კაცი ვაიმეეეეეა ეს wink love

  • Johnny depp თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:34 - ID: 18,
    kristi_,
    ancho_ano,
    lady_tamo,
    keetaa,
    elga,
    kikimaari,
    QiQiTo:):),
    მარიამი.,
    Mari Glonti,
    Lucy,
    უღრმესი მადლობა ყველას love

  • Gia Carangi თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:09 - ID: 17,
    გარეგნობით ვის ჩამორჩებოდა ერთი მანახა, მითუმეტეს ამის თაობის ხალხიდან =))))) უსიმპათიურესია, ოდნავ ელამიცაა თუ დააკვირდებით, მაგრამ პირიქით - ეგ ძალიან მომწონს! შეყვარებული ვარ ამ ადამიანზე love love

  • Mari Glonti თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:01 - ID: 16,
    საინტერესო და სრულყოფილი ბიოგრაფია love

  • Chuck Bass თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:31 - ID: 15,
    უძლიერესი უბრალოდდ ლეგენდა!!

  • McMurphy თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:18 - ID: 14,
    ეს არის ადამიანი, რომელმაც კიდევ უფრო შემაყვარ მაკმერფი, პერსონაჟი რომლის გავლენის ქვეშაც ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნები! ყველა სხვა როლს, რომ თავი დავანებოთ.
    ძალიან, ძალიან მიყვარს!!!
    დაააა ძალიან,ძალიან კარგი სიახლეე იყო თაკოოო, ზუსტად ასეთს ველოდი!! ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

  • QiQiTo:):) თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:04 - ID: 13,
    როგორი მინდა დავრჩე ხალხის მეხსიერებაში ?.. რთული კითხვაა ნაზი, მომხიბვლელი, ჭკვიანი, ლამაზი... ერთი სიტყვით, ისეთი, როგორიც ვარ ჯანდაბა! შენ ვის უნდა დაავიწყდე!
    ნიუსი იყო საოცარი ! ყოჩაღ თაკო! დიდი სიამოვნება მივიღე ამ ნიუსით!

  • nini:)(: თქვა:
    8 თებერვალი 2013 21:08 - ID: 12,
    მართლაც რომ ლეგენდაააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  • kikimaari თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:50 - ID: 11,
    ვაიმე ჯეკზე ვგიჟდებიიი, როგორი ნიჭიერიაა love შესანიშნავი ნიუსია :))))

  • Nanka ))) თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:45 - ID: 10,
    ნამდვილად ცოცხალი ლეგენდაა:)))))

  • elga თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:36 - ID: 9,
    მართლა უნიკალური მსახიობია.
    ამის და ლეონარდოს ერთობლივ ნამუშევარზე ვგიჟები.
    კარგი ნიუსია სუპერ

  • keetaa თქვა:
    8 თებერვალი 2013 20:33 - ID: 8,
    მაგარი მსახიობია მიყვარს ეს მორგან ფრიმენი ალ პაჩინო და დე ნირო love ძაან კაი ნიუსია

  • lady_tamo თქვა:
    8 თებერვალი 2013 19:22 - ID: 7,
    ნიკოლსონი უზომოდ მიყვარს
    საოცრად ირგებს თითოეულ როლს, ბოლომდე იხარჯება და შესანისნავად ასრულებს
    ძალიან ძალიან ძალაინ კარგი ნიუსია

  • ancho_ano თქვა:
    8 თებერვალი 2013 18:33 - ID: 6,
    უმაგრესი მსახიობიააა love
    კარგი ნიუსია :*

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top