;
11 თებერვალი 2013      Johnny depp     26 კომენტარი     ნანახია 2551-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Pierce Brosnan

ცნობილი ფაქტია ირლანდიელი მამაკაცების საოცარი მიმზიდველობა ამის ცოცხალ მაგალითად
შემიძლია სექსიმბოლო პირს ბროსნანი მოვიყვანო. ის საკმაოდ კარგი აღნაგობის გარდა დიდ
მსახიობურ ნიჭსაც ფლობს
და უკვე წლებია მაყურებლების განსაკუთრებით სუსტი სქესის
წარმომადგენლების გულთამპყორობელის სტატუსს ატარებს.


 Pierce Brosnan


პირს ბროსანი 16 მაისს დაიბადა 1953 წელს პატარა ირლანდიურ ქალაქში. მისმა მამამ, პროფესიით ფეიქარმა, ოჯახი მიატოვა,როდესაც პირსი ჯერ კიდევ ჩვილი იყო. პირსმა მამის სახელი არც კი იცოდა და გაიცნო, როდესაც უკვე ცნობილი იყო, როდესაც უკვე 30 წელს გადასცდა. ასე თუ ისე, თავის შვილს ბროსნანმა ქარაფშუტა ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვა. როდესაც პირსი ათი წლის გახდა, მისი დედა მეორედ გათხოვდა და ბავშვი თან წაიყვანა. ლონდონში ბროსანი პირველად მოხვდა კინოში და პირველი ფილმი, რომელიც მან ნახა აღმოჩნდა 'გოლფინგერი' შონ კონერის მონაწილეობით. კინომ სამუდამოდ შეიბყრო პირსის წარმოსახვა. პირსმა ითამაშა ყველა კლასიკური როლი – შექსპირიდან დაწყებული ტებესი უილიამსით დამთავრებული. მან ამ თამაშისთვის სამადლობელო დეპეშაც კი მიიღო, რომელიც დღემდეა მის სახლში ჩამოკიდებული ძვირადღირებულ ჩარჩოში.
გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში ცნობილმა ამერიკელმა დრამატურგმა, ტენესი უილიამსმა, ერთ–ერთ გაზეთში პირს ბროსნანის ფოტო ნახა, რომელზეც იყო მინაწერი, რომ ახალგაზრდა მსახიობი კარგად ასრულებდა როლს შექსპირის პიესაში. ცნობილმა დრამატურგმა ამერიკიდან ინგლისში მაშინვე დეპეშა აფრინა, სადაც ეწერა: "ლამაზო ბიჭუნავ, უფალს მადლობას ვწირავ, რომ შენ შეგქმნა!". ბუნებრივია, ფოტოს საშუალებით ის ვერ შეძლებდა ახალგაზრდა ბროსნანის სამსახიობო მონაცემების შეფასებას, თუმცა ფიზიკური მონაცემებით ძალიან მოეწონა.

 Pierce Brosnan  Pierce Brosnan

პირს ბროსანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ბონდის შესრულებას – ისტორიის ყველაზე დიდი შპიონის. ახლა რთულია სხვა აგენტ 007 წარმოდგენა. ის კონერიზე ბევრად პოპულარულია – სურათებს 'ოქროს თვალი', 'ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება' სინამდვილეში ფანტასტიური წარმატება ჰქონდათ. ბროსნანის დაპატიჟება ყველაზე წარმატებულ სურათებში და ბლოკბასტერებში დაიწყეს. პირსის კარიერაში ფანტასტიური რაოდენობაა რომანტიული და თავგადასავლების მაძიებლების პერსონაჟები. მან შეასრულა ინგლისელებიდან ყველაზე დიდი ინგლისელი – ჟიულ ვერნის სპოპიეს 'Around the World in 80 Days' – ფილეას ფოგის როლი. რომანტიული გმირი პროექტში 'ნაცრისფერი ბუ' ინდოელების ბრძლაზე თეთრებთან მე–ХIX საუკუნეში. ნამდვილი მამაკაცის როლი, რომელსაც არაფრის ეშინოდა, რომელსაც არ გემის ჩაძირვამ და არც მარტოობამ ადამიანობა არ დააკარგვინეს, რობინზონ კრუზო.

 Pierce Brosnan  Pierce Brosnan  Pierce Brosnan

ფილმში 'Dante's Peak' და 'The Mirror Has Two Faces', სადაც ბარბარა სტრეიზანდის პარტნიორი გახდა. სურათმა 'სასიყვარულო აფიორა' ბროსნანი ანეტ ბენინგს შეახვედრა, რომელსაც ის მომავალში კვლავ შეხვდა ფანტასტიკურ კომედიაში 'Mars Attacks!'. პირს ბროსნანი ზედისედ ორჯერ ამერიკის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარეს და ნომინირებული იყო 'ოქროს გლობუსზე'. ის საკუთარ კომპანიას შექმნის. როგორც პროდიუსერმა ბროსნანმა გამოუშვა სურაათები 'The Thomas Crown Affair' და 'The Nephew'. ფილმში 'The Thomas Crown Affair', 60–ნი წლების რემეკში, ბროსნანი კვლავ გამოდის მდიდრული ცხოვრების, ძვირფასი ღვინოების, ძველებური სურათების და ულამაზესი ქალების მცოდნედ – ამ ჯერად რენე რუსო. 2000 წელს ბროსნანმა მონაწილეობა მიიღო და პროდიუსირებაც გაუწია ფილმს 'სისხლი და შამპანური' რობერტ კაპზე, მსოფლიოში ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფზე. სურათი მიძღვნილია ამ აქტიური ადამიანის ცხოვრების 18 კვირას, რომელიც ისეთ ადამიანებს უღებდა სურათებს, როგორც: მწერალს ტრუმან კაპოტეს და მხატვარს პაბლო პიკასოს.

 Pierce Brosnan
გაავიხსენოთ მსახიობის პირადი ცხოვრებაც, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დრამატული გახლავთ.
პირველად რომ დავინახე, გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!". მაგრამ თავში აზრადაც არ მომსვლია, რომ მომეხიბლა. ჩემთვის საკმარისი იყო მისი სილამაზით ტკბობა. ყველაზე თამამ ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ერთად 17 წელს გავატარებდით", – იხსენებს მსახიობი.
პირს ბროსნანი მაშინ 21 წლის იყო, ხოლო კასანდრა ჰარისი – 32–ის და კინოში პატარ–პატარა როლებს თამაშობდა. იმ პერიოდში კასანდრა გათხოვილი გახლდათ და ჰყავდა ორი შვილი. მან მაინც გარისკა, ერთი ხელის მოსმით დაანგრია ოჯახი და შვილებთან ერთად პირს ბროსნანთან დაიწყო ცხოვრება. შეყვარებული წყვილი იძულებული გახდა, უიმბლდონში გადასახლებულიყო, რადგან მათი შემოსავალი ლონდონის ცხოვრების მოთხოვნებს ვერ სწვდებოდა. ორივენი თამაშობდნენ ადგილობრივი ტელევიზიის ტელეფილმებში და ოცნებობდნენ დიდ კინოზე. 1980 წელს პირსმა და კასანდრამ იქორწინეს. ნაცნობებისაგან ფული ისესხეს და ლოს ანჯელესში ჩავიდნენ კასტინგზე. პირსმა ყველაზე იაფი მანქანა იქირავა, რომელიც ხშირად ფუჭდებოდა, ამიტომ რამდენიმე კასტინგზე მისვლა ვერც კი მოახერხა. პირველი წარმატებული კასტინგი კასანდრამ გაიარა და ის ბონდიანას ფილმში ერთ–ერთ როლზე დაამტკიცეს. კასანდრას ეყო გამბედაობა და ფილმის პროდიუსერს პირდაპირ უთხრა, რომ მისი ახალგაზრდა ქმარი უფრო კარგი ჯეიმს ბონდი იქნებოდა, ვიდრე უკვე მობერებული როჯერ მური. პროდიუსერს მოეწონა ბროსნანი, მაგრამ უთხრა, რომ ბონდის როლზე მაშინ აიყვანდა, როდესაც როჯერ მური საბოლოოდ დაკარგავდა ფორმას. კასანდრასთვის ჰოლივუდში კარიერის დაწყება რთული აღმოჩნდა. ასაკი უკვე თავისას აკეთებდა. სამაგიეროდ 1982 წელს პირს ბროსნანმა მთავარი როლი მოიპოვა კრიმინალურ სერიალში "რემინგტონ სტილი". სერიალის პირველი სეზონი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსახიობს მაშინვე გაუფორმეს კონტრაქტი მომდევნო 5 სეზონზე. ამ კონტრაქტის შემდეგ პირსმა და კასანდრამ ჩათვალეს, რომ უკვე შეეძლოთ საკუთარი თავისათვის უფლება მიეცათ, კიდევ ერთი შვილი გაეჩინათ. შედეგად, 1983 წელს შონ ბროსნანი დაიბადა. 1986 წელს კალიფორნიის მზემ როჯერ მური საგრძნობლად დააჭკნო და ბონდიანას პროდიუსერებმა აქტიურად დაიწყეს პირს ბროსნანზე საუბარი.

 Pierce Brosnan

ეს ისტორია პირს ბროსნანმა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნა. "მახსოვს, შევედი კაფე "ლა სკალაში", სადაც ბრიუს უილისი ვნახე, რომელიც მაშინ ტელემსახიობი იყო და მისი სრულიად უცნობი მეუღლე დემი მური. მათ ჩემი სიხარული გავუზიარე და ვუთხარი, რომ ჯეიმს ბონდს ვითამაშებდი. მაშინ ბრიუსმა მითხრა, ყოჩაღ, ახლა უკვე შენ ვეღარავინ და ვეღარაფერი შეგაჩერებსო. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს".
თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოულოდნელად იმ ტელეკომპანიამ, სადაც მსახიობი კონტრაქტით იყო დაკავებული, უარი განაცხადა ბონდიანაში მის მონაწილეობაზე. ეს ბროსნანისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ბონდიანას შემქმნელებს სხვა მსახიობის დამტკიცება მოუხდათ. "აი, ასეთი უცნაურია კინობიზნესი. ბრიუსთან ბარში შეხვედრიდან 2 თვის შემდეგ მე აღარც ჯეიმს ბონდის როლი მქონდა, აღარც შემოსავალი, უილისი კი უკვე დიდ კინოში თამაშობდა. ეს განსაკუთრებულად მტკივნეულად კასანდრამ განიცადა. ის მთელი ჩვენი მომავლის იმედებს ბონდიანაზე ამყარებდა. შვილები უკვე კერძო სკოლაში გვყავდა ჩაწერილი, კრედიტით სახლი ვიყიდეთ და... ეს ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა", – იხსენებს მსახიობი.

 Pierce Brosnan

ტყუილად კი არ ამბობენ, ყველა დაავადება ნერვებიდან მოდისო. 1987 წელს კასანდრა ინდოეთში გადაღებებისას უეცრად ცუდად გახდა. თავიდან ჩათვალეს, რომ ეს კლიმატური პირობების შედეგი იყო, მაგრამ მალე საშინელი დიაგნოზი დასვეს – სიმსივნე. შემდგომი 4 წელი კასანდრამ საავადმყოფოში გაატარა. გადაიტანა 5 ოპერაცია და ქიმიოთერაპიის რთული კურსი. პირს ბროსნანი სახლს, საავადმყოფოსა და სამუშაოს შორის იყო გაბმული. თანხმდებოდა ყველანაირ წინადადებას, მათ შორის სილამაზის კონკურსების ჩატარებას, რათა ფული ეშოვა საყვარელი ცოლის მკურნალობისათვის. იმ პერიოდში პირსმა თავისი ხატვის ნიჭიც გაიხსენა. ხატავდა ტილოებს და ყიდდა. მას ხომ ცოლის მკურნალობის ხარჯების გარდა კრედიტის გასტუმრებაც უწევდა.

 Pierce Brosnan

როდესაც კასანდრა გარდაიცვალა, მეგონა რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.ამბობდა ბროსნანი.ავადმყოფობამ თავისი ქნა და 1991 წელს, როგორც ბროსნანი ამბობს, კასანდრა ღმერთს დაუბრუნდა. ბედის მრისხანება ამით არ დამთავრებულა. კასანდრას გარდაცვალების შემდეგ მათი საერთო შვილი, შონი, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. "არასოდეს დამავიწყდება ტელეფონის ის საშინელი ზარი. როცა ყურმილი ავიღე, განწირული ადამიანის ყვირილი გავიგე, მანქანით ხევში გადავვარდითო. მაშინვე მანქანაში ჩავჯექი, არც კი მახსოვს, რა სიჩქარით მივქროდი. შორიდანვე დავინახე ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანები. რადიოში კი უკვე აცხადებდნენ, რომ ავტოკატასტროფის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 1 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ერთადერთი გადარჩენილი, რომელიც ვერტმფრენით მიჰყავდათ, ჩემი შვილი იყო. ვცდილობდი, მისი სუნთქვა გამეგო, რადგან შეიძლებოდა, ეს უკანასკნელი რამ ყოფილიყო, რასაც მისგან გავიგებდი", – იხსენებს იმ საშინელ დღეს პირს ბროსნანი. მსახიობის შვილმა საავადმყოფოში 6 თვე გაატარა. შონი გამოჯანმრთელდა და ბედის მრისხანებაც ამით დასრულდა.

 Pierce Brosnan

პირსმა დროებით კარიერა გვერდზე გადადო და სნეულ მეუღლეს უვლიდა. კასანდრას გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, მსახიობი კილი სმიტზე დაქორწინდა. პირსი ძალიან აფასებს იმ მხარდაჭერას, რასაც კილისგან გრძნობს.1991 წლის დეკემბერში ჩემი მეუღლე, კასანდრა კიბოთი გარდაიცვალა - მისთვის 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი დრო. კასისთვის შეუძლებლის გაკეთებასაც კი ვცდილობდი. ვიმედოვნებდი, რომ სასწაული მოხდებოდა.ერთადერთი, რაც მაშინ მშველოდა, მხატვრობა იყო. ტკივილს მიხშობდა ხატვა.
სწორედ ამის შემდეგ ის ქალების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, მდიდარი, სიმპატიური ქვრივი.პირს ბროსნანი დიდი ხანი არაა რაც დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა, ეს მდგომარეობა ძალიან მძიმედ, ფსიქოლოგების დახმარებით გადაიტანა .ჰოლივუდის ლამაზმანები მსახიობს დიდად არ იზიდავდა და არც დროს ხარჯავდა მათთან ხანმოკლე რომანებზე. თავის მეორე მეუღლეს მექსიკაში შეხვდა, ის არც სილამაზით გამოირჩეოდა და არც მოდელის პარამეტრებით, მაგრამ ბროსნანის მოხიბვლა შეძლო.კილი შეი სმიტთან შეხვედრა პირს ბროსნანის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა – ახალი სიყვარული, საყვარელი ქალისგან შვილები და ჯეიმს ბონდის როლიც. მსახიობი 1 საათში გახდა სუპერპოპულარული. პირველად სწორედ ბროსნანისეულ ბონდთან მიმართებაში გამოიყენეს გამოთქმა "სუპერსექსუალური ბონდი". მისი პარტნიორები კი პლანეტის ლამაზმანები გახდნენ – მიშელ იო, სოფი მარსო, ჰალი ბერი, რენე რუსო, სელმა ჰაიეკი, ჯულიანა მური.

 Pierce Brosnan  Pierce Brosnan  Pierce Brosnan  Pierce Brosnan

16 წელია პირს ბროსნანის ოჯახური იდილია გრძელდება. კილიმ მას ორი შვილი გაუჩინა და ამის გამო ფორმები დაკარგა, მაგრამ დღემდე ქმრისთვის ყველაზე სასურველი ქალია. "მე მიყვარს მისი მრგვალი და მადისაღმძვრელი ფორმები", – დაუფარავად ამბობს ბროსნანი. ჯვრისწერის ცერემონია ირლანდიის ერთ პატარა კათოლიკურ ეკლესიაში შედგა . ბროსნანს საერთოდ არ აღელვებს მეუღლის მომრგვალებული ფიგურა და ხმამაღლა აცხადებს "ის ერთია მილიონიდან და მე მოხარული ვარ, რომ ის ერთი ვიპოვე""ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩემს პირველ მეუღლეზე, - აღიშნა ბროსნანმა ერთ-ერთ ინტერვიუში, - კილი გვერდში მიდგას. ის კეთილი და ადამიანების გულშემატკივარია. კასანდრას ჩვენ დიდი სიყვარულითა და სინაზით ვიხსენებთ. კილის ყოველთვის შეეძლო ჩემს მოგონებებთან შეგუება, სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უკვე 17 წელია ერთად ვართ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს".

 Pierce Brosnan


ჩემს გარეგნობას ძალიან მშვიდად, იუმორით ვუყურებ: ეს უფრო "ინსტრუმენტია"საქმისთვის. თუმცა სასიამოვნოა, რომ ვიღაცა ლამაზად მთვლის. მინდა შევახსენო ქალბატონებს, რომ ლამაზი მამაკაცები სხვა მამაკაცებზე გაცილებით უფრო ერთგულები და საიმედოები არიან .აცხადებს პირს ბროსნანი


ქალების გამუდმებული ყურადღებით გადაღლილები, ისინი მათი ერთადერთი ქალის გულში "დამალვას" ცდილობენ და ამ სამალავიდან აღარ გამოდიან. (იცინის) ჩემი აზრით, მამაკაცი მხოლოდ გრძნობებით უნდა შეირჩეს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრება სიყვარულის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნება. ყველას გვესაჭიროება ეს ღრმა გრძნობა - სანამ ის არ არის, ყველა ჩვენგანი მის ძიებაშია და როცა მას მოვიპოვებთ, ვხვდებით: ცხოვრება შესანიშნავი რამაა, ლამაზი, გემრიელი და ამაღელვებელი.


 Pierce Brosnan

პირს 5 შვილი ჰყავს , აი რას ამბობს მათთან ურთიერთობაზე.
ცდილობ მათთვის მეგობარი ვიყო, რომ ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჩემთან და კილისთან მოდიოდნენ და დარწმუნდნენ, რომ მშობლებისთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის. ღმერთმა ისეთი ცოლი გამომიგზავნა, რომელიც ჩემს უფროს შვილებსაც ისე უყურებს, როგორც საკუთარს. არ ვთვლი, რომ სამაგალითო მამა ვარ, ვინაიდან დრო არ მყოფნიდა: უნდა მემუშავა, რომ ოჯახი მერჩინა. უფროსები - კრისი, შარლტა დ აშონი გამუდმებულ ყურადღებას ითხოვდნენ. იყო ყველაფერი: პრობლემა ნარკოტიკებთან, ავადმყოფობები, ავარიები, ციხეც კი. ზოგჯერ სასოწარკვეთა მეწყებოდა, მაგრამ კილი მეხმარებოდა. ახლა ეს სამეული მართლაც ზრდასრული ადამიანები არიან. შარლოტას შვილი ჰყავს, ჩემი საყვარელი შვილიშვილი. მაგრამ დღესაც კი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. სამივე მათგანი კინოინდუსტრიაშია ჩართული. მე და კილი დღემდე ვმონაწილეობთ მათ ცხოვრებაში.ახლა მათთან იმაზე ვსაუბრობ, თუ როგორი აუცილებელია სწავლა. რომ უნდა იყვნენ თავაზიანები და ასე შემდეგ. ზოგჯერ ეს მჭერმეტყველება იმდენად მართობს, რომ იღლებიან. მე კი ვფიქრობ ჩემს თავზე : მე მხოლოდ 59 წლის ვარ, ადრეა ჯერ მორალის სწავლებისთვის. (იცინის)


 Pierce Brosnan


მე კინოვარსკვლავი არ ვარ. კინოვარსკვლავი კლინტ ისტვუდია, ჯეკ ნიკოლსონი. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვოცნებობდი სახასიათო მსახიობი ვყოფილიყავი.

. დღემდე ბროსნანი არ მალავს, რომ კათოლიკურ სკოლა–ინტერნატებზე თავისებური წარმოდგენა აქვს და სულაც არ გაჰკვირვებია რამდენიმე წლის წინ კათოლიკურ სამყაროში აგორებული პედოფილიის სკანდალი.


 Pierce Brosnan  Pierce Brosnan


როდესაც ფილმ "მამა მია" ზე დავთანხმდი ოჯახში ყველამ დამცინა რადგან არ გამაჩნდა მუსიკალური მონახემები ...ეს ნამდვილი კოშმარი იყო! დამიჯერეთ, ჩემი თავის მეც კი გამიკვირდა, როდესაც ამ როლზე დავთანხმდი. ერთადერთი რამ მაიმედებს, რომ ჩემი პარტნიორი თავად მერილ სტრიპი იყო! ABBA-ს სიმღერების რეპეტიციებზე, სახლში, საკუთარი ხმა ჩავწერე და ვუსმენდი. ამაზე უარესი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომისმენია.საკუთარი ხმა და ინტონაციები გულისამრევად მომეჩვენა. ათასჯერ ვინანე, რომ ამაზე დავთანხმდი. შემდეგ ჩემი ვოკალური მონაცემები ჩემმა შვილებმა მოისმინეს და მათ სახეზე ამოვიკითხე - "მამა ნამდვილად გაგიჟდა".

 Pierce Brosnan

მე ირლანდიელი ვარ, კათოლიკე. ბავშვობაში დანგრეულმა ოჯახმა, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. ახალგაზრდობაში მარტოობით ვიტანჯებოდი .. როდესაც დედა კვლავ გათხოვდა შოტლანდიელზე და ლონდონში წამიყვანა, 10 წლის ვიყავი. ამის გამო იძულებული ვიყავი, ირლანდიელი ბიჭიდან ინგლისელ ჯენტლმენად გადავქცეულიყავი. ბედის მადლობელი ვარ, რომ გამოსავალი მსახიობის პროფესიაში ვიპოვე. რომ არა ჩემი პროფესია, შეიძლებოდა სრულიად უსარგებლო ადამიანი ვყოფილიყავი.

 Pierce Brosnan

"ახალგაზრდობაში ძალიან კეკლუცი ვიყავი. ვატარებდი მხრებამდე ჩამოშლილ თმას, თხისმაგვარ წვერს. რატომ? იმიტომ, რომ თავს ცისფრად ვთვლიდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გეი არ ვიყავი", – იხსენებდა მოგვიანებით პირს ბროსნანი.

ნამდვილად გავყიდეთ ძველი სახლი, რომელიც 90-იან წლებში შევიძინეთ. მალიბუში სხვა უძრავი ქონებაც გვაქვს და ამ ადგილის დატოვებას არ ვაპირებთ. აქ ყველაფერი გვაწყობს. როდესაც გარემოს შეცვლა გვინდა, მთელი ოჯახით ვსტუმრობთ ჰავაის. იქ რამდენიმე წლის წინ ერთი მყუდრო სახლი შევიძინე. ბავშვებთან ერთად ვცურავ, ვვარჯიშობ, ვსვამ და ვხატავ. თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, სულით მაინც ირლანდიელი ვარ. იქ ჩემი ფესვებია, ჩემი რელიგია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი ხასიათი, დაიბადა ჩემი ოცნება, იქ დარჩა ყველაფერი, რაც დღემდე ძალას მმატებს.


 Pierce Brosnan

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

26


  • Mari.♫ თქვა:
    13 თებერვალი 2013 21:19 - ID: 26,
    ააააააააააააჰ, როგორ მიყვარს !!!!!!!!!!

  • QueeN s თქვა:
    12 თებერვალი 2013 19:01 - ID: 25,
    ლამაზიაა love

  • Sally )) თქვა:
    12 თებერვალი 2013 16:04 - ID: 24,
    სიმპაწიურია

  • me თქვა:
    12 თებერვალი 2013 14:27 - ID: 22,
    რამდენი რამ გადაუტანია recourse ძალიან მაგარი კაცია, უსიმპატიურესიიი love

    ცოლი არ მომეწონა და კიდევ რატო იზიდავთ კაცებს პატარა ასაკში ბევრად უფროსი ქალები ვერ ვხვდები...

  • barjakuzu თქვა:
    12 თებერვალი 2013 13:45 - ID: 21,
    ასეთი სრულყოფილი ნიუსი კარგა ხანია არ დადებულა,მიყვარს ბროსნანი

  • Johnny depp თქვა:
    12 თებერვალი 2013 11:00 - ID: 20,
    lalaa,
    amanda,
    ta_mo,
    keetaa,
    ancho_ano,
    elga,
    be-delicious,
    დიდი მადლობა ყველას, ძალიან გამახარეთ :* love
    ybakeiraknightley,
    დიდი მადლობა გცნობ მგონი, შენს ემოციურობას ვერაფრით შენიღბავ :D

  • be-delicious თქვა:
    12 თებერვალი 2013 03:10 - ID: 19,
    უღრმესი მადლობა ავტორს
    ძალიან ძლიერი და საინტერესო ნიუსია)) love

  • taka-tako თქვა:
    12 თებერვალი 2013 00:27 - ID: 18,
    უსიმპატიურესი love ნომერი პირველია ჩემთვის love

  • ybakeiraknightley თქვა:
    12 თებერვალი 2013 00:08 - ID: 17,
    თაკო შენ გენაცვალე მე..მიყვარხაააააააააააააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრ lol

  • ybakeiraknightley თქვა:
    11 თებერვალი 2013 23:48 - ID: 16,
    მაგარი კაცი და მაგარი ნიუსი...აგენტი 007 ....რაც შეეხება მამა მიას რატომ მიიგო მონაწილეობა რატომ ?პორკე?სისულელე ფილმია

  • anna_ anna თქვა:
    11 თებერვალი 2013 23:34 - ID: 15,
    ძალიან სიმპატიურია.

  • Deakoo თქვა:
    11 თებერვალი 2013 23:19 - ID: 14,
    აუუ მაგრააა მიყვაარს ეს კაციიი love

  • NIINAA თქვა:
    11 თებერვალი 2013 23:01 - ID: 13,
    როგორ მიყვარს, ლეგენდაა რა love love

  • likliklik101 თქვა:
    11 თებერვალი 2013 22:49 - ID: 12,
    ჩემი ლეგენდა love

  • dalalo123 თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:57 - ID: 11,
    ვაიმე ყველას მირჩევნია !

  • elga თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:49 - ID: 10,
    ეს კაცი პატარაობიდან არ მიყვარს მაგრამ ნიუსი ისეთიაა თავიდან ბოლმდე ჩAვაბულბულე. ყოჩAღ თAკო

  • mari.bedoidze თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:49 - ID: 9,
    keetaa,
    გეთანხმებიი :)) ბრედ პიტს მირჩევნია ბევრად <3 ვაფშე ყველას სჯობს :X გეიი მეგონა თავიოო :D ვაიმე ვაიმე :D

  • emilie თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:43 - ID: 8,
    მიყვარს ეს მსახიობი ძაან love love

  • tak-o თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:41 - ID: 7,
    როგორ მიყვაარს... love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top