;
12 თებერვალი 2013      Johnny depp     19 კომენტარი     ნანახია 4071-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

All about al pacino

ჰოლივუდის და ზოგადად კინო ისოტრიის განუყოფელი ნაწილი გენია და ნამდვილი ლეგენდა
ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო ღმერთმა საოცარი არტისტიზმითა და უდიდესი ოსტატური
ნიჭით დააჯილდოვა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მის განვლილი ცხოვრებას..


_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ალ პაჩინო 25 აპრილს 1940 წელს დაიბადა ნიუ–იორკში. მისი დედა–როზი დიასახლისი იყო, მამა–ალფრედი კი სადაზღვეო კომპანიის რიგითი თანამშრომელი. მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, როდესაც ალ პაჩინო ორი წლის იყო. როზი გადავიდა საცხოვრებლად თავის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. ის გამყიდველად მუშაობდა და ჰქონდა საკუთარი რესტორანი სახელად 'Pacino's Lounge', რომელიც დაიხურა 1992 წელს. პატარა პაჩნო საკმაოდ მგრძნობიარე ბავშვი იყო, შვიდი წლის ასაკამდე მას გარეთ მარტოს გასვლის უფელვას არ აძლევდნენ, ერთადერთი გართოვა ადგილობრივი კინოთეატრი იყო, რომელშიც ისინი დედასთან ერთად დადიოდნენ საღამოობით. დღისით კი, ბებიას ჩაბარებული ალფრედო უყვებოდა მას ფილმის შინაარს რამოდენიმე პირისგან. პაჩინო უამრავ პროფესიას გამოცვლის – ბიბლიოთექრისგან დაწყებულს კურიერით დამთავებულს, საღამოობით კი სამსახიობო ხელოვნების კურსებზე ივლის. შემდეგ ის ჩაეწერება გერბერტ ბერგოფის სტუდიის პრესტიჟულ კურსებზე, 1966 წელს კი ლი სტრასბერგის ყველაზე ავტორიტეტულ სამსახიობო სკოლაში დაიწყებს სწავლას.

All about al pacino

თამაში ძალიან პატარამ დაიწყო. ბრონქსში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტების ძალიან დიდ ოჯახში. უამრავი ბიძებისა და დეიდების, გამზრდელი ბებიისა და ბაბუას გარემოცვაში მაინც მარტოსული იყო. პატარა, დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოში. შემდეგ კი ნანახი ფილმებიდან როლებს ანსახიერებდა დაყრუებული დეიდის და ბებია-ბაბუას წინაშე. სკოლაში ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. პაჩინომ სპექტაკლი პირველად თოთხმეტი წლისამ ნახა. ბრონქსის ერთ-ერთ კვარტალში პატარა დასი ჩეხოვის თოლიას თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად არტისტიდრამატული ხელოვნების სასწავლებლის მსმენელი გახდა. თეატრი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულად დარჩა. აკეთებდა ყველაფერს - მუშაობდა ოფიციანტად, კინოთეატრის მოლარედ, თამაშობდა შექსპირის თითქმის ყველა პერსონაჟს...პირველად კინოროლი შეასრულა ფილმში პანიკა ნილდ-პარკში. ფილმმა წარმატება მოიპოვა და სწორედ მაშინ შეამჩნია პაჩინო რეჟისორმა ფრენცის ფორდ კოპოლამ. მან უდიდესი სკანდალის შემდეგ დაარწმუნა პროდიუსერები და ალ პაჩინო ნათლიმამაში მაიკლ კორლეონეს როლზე დაამტკიცეს. მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. პაჩინო მილიონერი გახდა, მაგრამ მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ სასმელს მიეტანა. გაურბოდა ჟურნალისტებს, ცნობისმოყვარეებისაგან დასამალად რესტორანში განცალკევებით მაგიდას ეძებდა. ბოლოს ანონიბული ალკოჰოლიკების კლუბში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ ცხოვრების საღად აღქმა მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა.

All about al pacino

სკოლის დამრიგებლებმა შეამჩნიეს, რომ სპორტი და ქუჩის ცხოვრება უფრო მეტად იზიდავენ ახალგაზრდა ალს, ვიდრე სწავლა და გადაწყვიტეს მოზარდი სკოლის თეატრის დადგმებში მიეწვიათ. 14 წლის ასაკში ალ პაჩინო მონაწილეობს ჩეხოვის ნაწარმოების 'თოლიას' დადგმაში ელსმეროვის თეატრში და გადაწყვეტს გადასვლას შესრულების ხელოვნების კოლეჯში. თუმცა სწავლისას ალ პაჩინომ მოახერხა ყველა საგნის ჩაგდება, ინგლისურის გარდა და 17 წლისას ყველანაირი დანანების გარეშე დატოვა კოლეჯი.
1968 წელს მსახიობს პრემიით 'ობი' დააჯილდოვებენ, როგორც 1967–1968 წლების სეზონის საუკეთესო თეატრალური შემსრულებელი. კრიტოკოსების ქებამ პაჩნოს დიდი კინოს სამყუაროში გაუღეს კარები. მისი პირველ ფილმები იყო – 'Me, Natalie' და 'The Panic in Needle Park'. ფილმში'The Panic in Needle Park'(1971), ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრანცის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა 1972 წლიდან დაიწყო, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ ნათლიმამაში. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა 'Serpico', სადაც მთავარი როლი შეასრულა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს'The Godfather: Part II'. 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: 'Dog Day Afternoon' და 'Bobby Deerfield' და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია 'საუკეთესო შესრულებისთვის' ფილმებში 'Serpico' , 'The Godfather: Part III', 'Dog Day Afternoon' და 'And Justice for All'. ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის 'Richard III'.
1980 წელს მსახიობი სერიოზულ პირად კრიზისს გადაიტანს, პროფესიონალურ სარბიელზე წარუმატებლობა ალკოჰოლურ დამოკიდებულებას გამოიწვევს, სამი წლის განმავლობაში პაჩინო ეკრანებზე არ გამოჩნდება და ბევრმა ის წასრულს ჩააბარა, როგორც მსახიობი, ჰოლივუდში ჭორები დადიოდა, რომ პაჩინო საერთოდ გალოთდა.

All about al pacino

მისი კარიერა რა თქმა უნდა მკვეთრად დაეცა ამ წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით 'Cruising' და 'Author! Author!', საკამათო იყო თუმცა მთავარი როლი ამ ორ ფილმში მაინც მას დარჩა. მიუხედავათ ამისა, 1983 წელს, ბრაიან დეპალმას ფილმში 'Scarface', ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია 'საუკეთესო შესრულებისთვის', ფილმისთვის 'Scarface'.
როდესაც პაჩინო საბოლოოდ გადალახავს ალკოჰოლურ დამოკიდებულებას, 90 წლებში ის ტრიუმფალურად დაბრუნდება ეკრანებზე ფილმში 'Sea of Love'. და კინოაკადებია მას რიგით მეშვიდე ნომინაციაზე წარადგენს პაჩნოს და 'ოსკარით' დააჯილდოვებს საუკეთესო როლის შესრულებისთვის ფილმში 'Scent of a Woman'.996 წელს პაჩინოს სარეჟისორო დებიუტი შედგა – ნახევრადდოკუმენტალურ ლენტაში 'Looking for Richard'. და დღემდე მსახიობი აოცებს და ახარებს თაყვანისმცემლებს თავისი ვირტუოზული ხელოვნებით.
All about al pacino

ერთხელ მან თქვა:'მე მსახიობობისთვის გავჩნდი'.თამაშს იმდენი დრო დაუთმო, რომ პირად ცხოვრებას ადგილი აღარ დაუტოვა.რემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვა ვერ შეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღებაც კი დააპირა. ამას ალ პაჩინოზე მოგახსენებთ, თქვენს უსაყვარლეს თუ არა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობზე. ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე” ამბობს ის.სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის ”ემოციური გაშიშვლების” ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ”ემოციონალური ათლეტი” ხდება. ჰოდა, ასაკთან ერთად ”ათლეტი” უფრო გაძლიერდა და როგორც იქნა, დაძლია მორიდებულობა. თუმცა ამ დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებამდე, იყო პატარა ალფრედი, რომელმაც ძალიან პატარა ასაკში დაიწყო თამაში.

All about al pacino

2001 წლის იანვარში, ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ კლინიკაში ორმოცდაექვსი წლის მსახიობი ბევერლი და ანჯელო პირველად გახდა დედა. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პრესა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. ტყუპების - ოლივოს და ანტონის ბედნიერი მამა ალ პაჩინოა. პრესაში პოპულარული გახდა სათაური: ”ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა”. რატონ ასე სოლიდურ ასაკში? ალ პაჩინო ამბობს: ”არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად. სხვებს არ ესმოდათ, რომ განმარტოება ჩემთვის აუცილებელია. ბევერლი ცოტაოდენ თავისუფლებას მიტოვებს...”ისინი ცოლ-ქმარი არ არიან. პაჩინო არასოდეს დაქორწინებულა - ”ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა”.დრამატურგიის პედაგოგ შანა ტარანთამ ხანმოკლე რომანის შემდეგ პაჩინოს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ცამეტი წლის ჟელი-მარიასთან იმ დროის დიდ ნაწილს ატარებდა.ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე.”

All about al pacino

პრემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღება დააპირა.რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; ”ნაიარევ სახეზე” მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. ”როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.
მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. ”ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს”. თავის დროზე პაჩინომ უამრავ სცენაზე თქვა უარი: ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, ”ვარსკვლავების ომები”, ლამაზმანი”, კლუბი კოტონი”, ”რემბო”, ”ტრაფიკი”... და სწორედაც მოიქცა. - წარმოუდგენელია, მაგალითად პაჩინო-რემბო. სამაგიეროდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მაგივრად ”კარლიტოს გზაში”, ”ეშმაკის ადვოკატში”, ”ნათლიმამაში”, ”ცხელ შუადღეში” თუ ”ქალის სურნელში”?
ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”. ჰოლივუდის პარტრიარქი ისევ კინოზე ოცნებობს - ოცნებობს ითამაშოს სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტზე (”მესმის, რომ ეს როლი აღარ შემეფერება, მაგრამ შემოთავაზება მაინც შეეძლოთ.”). მისი ცხოვრების ახალი ფაზა, ასაკი რომ არა, ძალიან გავს შესაშურ ახალგაზრდობას. ლ პაჩინომ ჟანრის ყველა კანონი დაარღვია - ”არასწორედ დაბერდა”. როცა ”უძილობაში” იღებდნენ და ჭაღარად აქციეს, საღებავმა თმა გაუხუნა. ალ პაჩინო წინააღმდეგი არ იყო


All about al pacino

რეჟისორი ვუდი ალენი მსახიობ ალ პაჩინოს სამსახიობო მონაცემებით აღფრთოვანებული არ არის. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე კარგი მსახიობი - შონ პენი, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, თუ ჯეკ ნიკოლსონი, რეჟისორმა პირდაპირ განაცხადა, რომ ალ პაჩინო არ მოსწონს.ალენმა რეჟისორ ბრაიან დე პალმას 1983 წელს გადაღებული კულტად ქცეული ნამუშევარი "ნაიარევი სახე" გაიხსენაა ალ პაჩინოს მიერ განსახიერებული გმირი, ტონი მონტანა შეაფასა - "რა მოგწონთ "ნაიარევ სახეში"? რა ხდება ამ ფილმში ასეთი კარგი?", - ამბობს ალენი.


All about al pacino All about al pacino
^ ალ პაჩინო თავის მასწავლებელთან ერთად

ალ-პაჩინო ჩემი აზრით ყველაზე მაგარი მსახიობია, არ შემიძლია გამოვყო მისი რომელიმე ფილმი რომელშიც ის განსაკუთრებით კარგად თამაშობს, რადგან მისი ყველა როლი ერთნაირი სიძლიერისაა.(გენიალურია)- ამბობდა მისი მასწავლებელი ,სურათზე ალ პაჩინო თავის მასწავლებელ, ლი სტრასბერგთან ერთადაა, რომელიც მას ცნობილი სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა.სტრასბერგის სკოლის კურსდამთავრებულებს შორის მრავალი ცნობილი მსახიობები არიან - პოლ ნიუმანი, მერლინ მონრო, ჯეინ ფონდა, მარლონ ბრანდო, რობერტ დე ნირო, დასტინ ჰოფმანი, მიკი რურკი და სხვა.


All about al pacino

* მსახიობობამდე ალ პაჩინო მზარეულად მუშაობდა იტალიურ რესტორანში.

* ალ პაჩინოს ბებია და ბაბუა წარმოშობით სოფელ კორლეონედან იყვნენ, რომელიც სიცილიაზე მდებარეობს.

* მის მშობლებს როუზი და სალვატორე ერქვათ. ისინი მაშინ დაშორდნენ, როდესაც პატარა ალფრედო ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

* ამბობენ, ალ პაჩინო ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მას ქუჩაში, თანატოლებთან სათამაშოდ მარტოს არ უშვებდნენ. მისი ერთადერთი გართობა გახლდათ დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა. ყოველი სეანსის შემდგომ, ბიჭი ნანახი ფილმის შინაარსს ბებიას უყვებოდა და საუბრის ბოლოს მუდამ ამატებდა, რომ ერთ დღეს თავადაც დიდი მსახიობი გახდებოდა.

* მაიკლ კორლეონეს როლი, ალ პაჩინომ ჯეკ ნიკოლსონთან და უორენ ბიტისთან კონკურენციაში მიიღო. ამ როლმა ის მსოფლიოში ცნობად სახედ აქცია.


All about al pacino

* ალ პაჩინო ჰოლივუდში როლის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე კაპრიზული ვარსკვლავია. მან არ ისურვა გადაღება ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ლამაზმანი”, „ჩვენი დროის აპოკალიფსი” (ეს როლი, მოგვიანებით, მარლონ ბრანდოს შეხვდა) და „ვარსკვლავური ომები” (ჰან-სოლოს როლი, რომელმაც ჰარისონ ფორდს მოუტანა პოპულარობა).

* 80-იანი წლების ბოლოს ალ პაჩინოს სერიოზული შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო, რომელსაც თან სდევდა უმძიმესი დეპრესია. ის ოთხი წლის განმავლობაში წასული იყო კინოდან და ალკოჰოლზე დამოკიდებულს თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული მორალური სახე. მოგვიანებით მან დაძლია ყველა პრობლემა და ვარსკვლავური სტატუსი დაიბრუნა.

* „ქალის სურნელში” შესრულებული როლისთვის ალ პაჩინო მეშვიდედ იყო წარდგენილი „ოსკარზე” და კინოაკადემიამ, მხოლოდ ამ ჯერზე გადასცა მას სანუკვარი ქანდაკება.

* თავის დროზე ალ პაჩინომ უარი განაცხადა შეესრულებინა ლუის ციფერის როლი ფილმში „ენჯელის გული”. მოგვიანებით ეს როლი რობერტ დენირომ შეასრულა.

* 1997 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „ემფაირმა” ალ პაჩინო მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო მსახიობს შორის მეოთხე ადგილზე გაიყვანა.


All about al pacino

* 1961 წლის 7 იანვარს, 21 წლის ასაკში ალ პაჩინო საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციელებისთვის საეჭვო გამოდგა ის ფაქტი, რომ ალ პაჩინოს ეკეთა ნიღაბი და შავი ხელთათმანები, ხოლო ავტომობილი საეჭვოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. ამას გარდა, საბარგულში რევოლვერი აღმოჩნდა. ალ პაჩინომ 3 დღე გაატარა პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ რევოლვერიც და დანარჩენი ამოღებული ნივთებიც კინორეკვიზიტი იყო და პაჩინოს ის უბრალოდ ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიჰქონდა.

* ალ პაჩინოს შრომისმოყვარეობაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ლიტრობით სვამდა ყავას და დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. დანარჩენ დროს კი, გადაღებებზე ან რეპეტიციებზე ატარებდა.

* „ქალის სურნელში”, უსინათლო ვიცე-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლის შესრულებისას ალ პაჩინო წაიქცა და თვალი დაიზიანა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მსახიობი იმ მომენტში დარწმუნებული გახლდათ, ვერაფერს ხედავდა და ბრმა იყო.

* ფილმ „ნათლიმამას” პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის ალ პაჩინომ ჰონორარის სახით 35 ათასი დოლარი მიიღო. ცნობისთვის, ალ პაჩინოს ამჟამინდელი ჰონორარი არანაკლებ 7 მილიონი დოლარია ერთი ფილმისთვის.

* „ულამაზო და არაპრეზენტაბელური” – ასე დაახასიათეს დამწყები თეატრალური მსახიობი, ალ პაჩინო 45 წლის წინ სტუდია „პარამაუნტის” მესვეურებმა.

* ალ პაჩინო არასდროს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა მას უამრავი რომანი ჰქონდა ჰოლივუდელ მსახიობებთან: ჯილ კლეიბურგთან, თიუსდეი უელდთან, მარტა კელერთან, კეტლინ კუინლანთან, დაიან კიტონთან, ლინდელ ჰობსთან და ბევერლი დ’ანჯელოსთან.

All about al pacino

* 17 წლის ასაკში ალ პაჩინომ თავისი ნებით დაანება სკოლაში სწავლას თავი და სხვადასხვა დროს ფოსტალიონად, კურიერად, გაზეთების გამყიდვლად, ავეჯის გადამზიდავად და „კარნეგი ჰოლში” კონტროლიორად მუშაობდა.

* ინტერვიუების მიცემის დროს ალ პაჩინო გაურბის საუბარს პირად თემებზე და ამიტომ, მისი ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდზე მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.

* თავის საუკეთესო როლად ალ პაჩინო ტონი მონტანას გმირს მიიჩნევს ბრაიან დე პალმას ფილმში „ნაიარევი სახე”.

* კინოს გარდა ალ პაჩინო აქტიურად არის დაკავებული თეატრში. მისი თეატრალური როლებიდან აღნიშვნის ღირსია მთავარი როლები უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამეში“ და იროდის როლი „სალომეაში”.

* ამერიკელი კინოკრიტიკოსის, ლეონარდო მოლტინის აზრით, „ნათლიმამას” შემდგომ ალ პაჩინოს, კინოსთვის თავი რომ დაენებებინა, ის მაინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იქნებოდა.

* „ნათლიმამას” პროდიუსერები უკმაყოფილონი იყვნენ ფრენსის ფორდ კოპოლას არჩევნით მაიკლ კორლეონეს როლზე და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ალ პაჩინო გადასაღები მოედნიდან გაეგდოთ. თუმცა, რესტორანში, პოლიციის კომისრის მკვლელობის სცენის გადაღების შემდეგ, ისინი დარწმუნდნენ კოპოლას არჩევნის მართებულობაში.

* ალ პაჩინო პრესტიჟული თეატრალური პრემიის, „ტონის” მფლობელია, შესრულებული როლისთვის ბროდვეის სცენაზე სპექტაკლში „დაზ ზი თაიგერ უიარ ნეკთის”.

* თეატრის სიყვარული ალ პაჩინოს 14 წლის ასაკში გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც სკოლის ექსპერიმენტულ სცენაზე ანტონ ჩეხოვის „თოლიას” პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა.


All about al pacino

* სკოლაში სწავლის დროს ალ პაჩინო თანაკლასელებს ატყუებდა, რომ წარმოშობით ტეხასიდან იყო და მამამისი სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი გახლდათ.

* ალ პაჩინოს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ტერმინი „ვარსკვლავური სენი” მისთვის უცხოა.

* ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მიიჩნევს, რომ 1996 წელს ალ პაჩინოსთან ჩაწერილი ინტერვიუ გადაცემაში „ლარი კინგ ლაივ” მის კარიერაში საუკეთესოა.

* ბავშვობიდან მეგობრობდა ფრედო კორლეონეს როლის შემსრულებელ ჯონ კაზალესთან, რომელთან ერთადაც ითამაშა „ნათლიმამასა” და „ძაღლების შუადღეში”.

* ალ პაჩინოს და რობერტ დენიროს ერთად სამ ფილმში აქვთ ნათამაშები: „ნათლიმამა 2-ში” ისინი ერთად თამაშობდნენ, თუმცა საერთო სცენა არ ჰქონდათ, დენირო ალპაჩინოს გმირის მამას, ვიტო კორლეონეს ასახიერებდა ახალგაზრდობის წლებში. მაიკლ მანის მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში „შეტაკება”, რომელიც ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა, პაჩინომ პოლიციელის როლი შეასრულა, დენირო კი მისი ოპონენტი, კრიმინალის როლს თამაშობდა. ფილმის ფინალში ალ პაჩინოს გმირი დენიროს გმირს კლავს. 2008 წელს ეკრანებზე გამოსულ თრილერში „მკვლელობის უფლება” წყვილმა ვეტერანი პოლიციელების ტანდემი განასახიერა. თუმცა, ფილმს ნაკლებად ხვდა წარმატება და კინოკრიტიკოსებმა ის მათ ფილმოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მოიხსენიეს.


All about al pacino

ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ ძალიან მოსაწყენი და მიზანთროპი ვარ. ყველას ვაფრთხილებ, იმაზე გაცილებით ცუდი ვარ, ვიდრე წარმოგიდგენიათ",

ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ.

All about al pacino

დიდება და პოპულარობა ცუდი რამაა, იგივე შემიძლია ვთქვა ინტერვიუზეც. დროდადრო გაყენებენ კედელთან და ცდილობენ, ერთი და იგივე კითხვებით გიჩხვლიტონ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა, როდესაც ყურში გიყვირიან: "ღმერთო ჩემო, ეს ხომ თვით ალ პაჩინოა, მე თქვენს ფილმებზე გავიზარდე!". რატომ ყვირიან, მე ხომ ყრუ არ ვარ, თანაც არც ჩემი ასაკის ხაზგასმაა საჭირო, მშვენივრად მახსოვს, როდის დავიბადე და რამდენი წლის ვარ. მაგალითად, ერთხელ ჟურნალისტმა მითხრა, რომ მაიკლ კორლეონეს ჩრდილში გაიზარდა, როგორც კი დრო აქვს, მაშინვე ფილმ "ნათლიას" უყურებს. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მე ძველ პალტოდ ვიგრძენი თავი, რომელსაც ხანდახან კარადიდან გამოიღებენ, შეხედავენ, გაახსენდებათ კარგი დრო და ისევ უკან, კარადაში შეკიდებენ.

All about al pacino

ოცნებები ჩემთვის არავის წაურთმევია, მათ რეალიზებას დღემდე ვახდენ. რაც შეეხება ჯანსაღ აზროვნებას, აქ ყველაფერი რთულად არის. ხანდახან ჩვენ თვითონ არ ვიცით, სად გადის ზღვარი ჯანსაღ აზროვნებასა და ფანტაზიას შორის, სიბრძნესა და შიშს შორის. ბავშვობაში სამხრეთ ბრონქსში ვიზრდებოდი, მიყვარდა სახურავებზე სირბილი, სიმაღლიდან ხტომა. ყველაფერი მიყვარდა, რაც სახლის გარეთ იყო, რადგან სახლში ფული და საჭმელი არასოდეს გვყოფნიდა. მაგრამ ასეთი ყოფის მადლიერი ვარ, რადგან სწორედ ამის გამო მოვხვდი კინოში. რომ არ ყოფილიყო ბავშვობაში სიღარიბე, არ ვიოცნებებდი კინოზე, რომელიც სიღარიბისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება მეგონა. სკოლა იმიტომ მივატოვე, რომ ფულს ვერ ვიხდიდი. სახლიდან გავიქეცი და ძალიან ბევრი პროფესია მოვსინჯე, სანამ მსახიობი დამერქმეოდა. ვწმენდდი, ვრეცხავდი, რაღაცეებს დავატარებდი, ყველა საქმეს ხელს ვკიდებდი. 22 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი გარდაიცვალა, ის მხოლოდ 43 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ პაპაც მომიკვდა. მას შემდეგ მივხვდი, რომ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი სისულელეა. ძალიან ბევრი რამის მონანიება მინდა დედაჩემთან ურთიერთობაში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია.

All about al pacino

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შვილები ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდოა. ყველანაირად ვცდილობ, მათ სათანადო ყურადღება დავუთმო, დავტკბე მათი საზოგადოებით. ჯული 22 წლის გახდა, მასთან ძალიან ახლოს ვარ, ხასიათით ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ალბათ მისთვის ცუდია ის, რომ გარკვეულწილად მე მგავს. იმპულსურობა, ხანდახან არაპროგნოზირებადი და უმართავი, ეს ნამდვილად ჩემგან ერგო. ახლა ცდილობს, საკუთარი ძალები სამსახიობო სფეროში მოსინჯოს, ოცნებობს, გახდეს რეჟისორი. ტყუპები არაფერზე ფიქრობენ, ისინი მხოლოდ 10 წლისანი არიან. ჯერჯერობით მხოლოდ ის უნდათ, რომ პარკში ნაყინის გამყიდველები იყვნენ.

All about al pacino

ოჯახისა და ქორწინების საკითხს, როგორც წესი, იმ ადამიანებთან განვიხილავ, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არა აქვთ ამ საქმეში. ნამდვილად არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ დავქორწინდი აქამდე. შეიძლება რომელიმე მამაკაცისთვის ჩემგან ეს გმირული ნაბიჯია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ჩემს ბერბიჭულ ცხოვრებას უბრალოდ ახსნა არა აქვს. მერწმუნეთ, ამ ყველაფერში არაფერია ფილოსოფიური, უბრალოდ ისე მოხდა, რომ უცოლოდ დავრჩი. ყოველთვის მეგონა, რომ ეს პერიოდი მომავალში დადგებოდა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ხვალ ან ზეგ დავემშვიდობები ჩემს თავისუფალ სტატუსს და ვიღაცის ქმარი გავხდები. შეიძლება ეს ჩემი საუკეთესო როლიც კი იყოს ცხოვრებაში.

All about al pacino



"პატივმოყვარეობა" - ეს საუკეთესო ცოდვაა ჩემში.

ძალიან მარტივია თვალი მოატყუო,თუმცა შეუძლებელია - გულის მოტყუილება.

როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...

All about al pacino

მიუხედავად უდიდესი სურვილისა,არასოდეს,არავის,ჩემი შემოქმედების მანძილზე არ შემოუთავაზებია,მეთამაშა გენიალური უილიამ შექსპირის ნაწარმოების გმირი - "ჰამლეტი" და არც ვფიქრობ,რომ მე უფლებამოსილი ვიყავი ამ უდიდესი პატივისა.

რომ შემძლებოდა ცხოვრებაში რაღაც ღირებული დამეწერა,დამიჯერეთ მეტი არაფრით არ დავკავდებოდი,მითუმეტეს არც მსახიობის პროფესიით.

წიგნებმა და პიესებმა უდიდესი სამსახური გამიწიეს,გავმკლავებოდი საკუთარ თავს "გარემომცველ სამყაროში".
All about al pacino

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

19


  • Jack Nicholson თქვა:
    29 მარტი 2013 12:33 - ID: 19,
    ავტორრ ძალიან მაგარი ნიუსები გაქვს love love ყოჩაღ love

  • Mari Glonti თქვა:
    21 თებერვალი 2013 22:24 - ID: 18,
    უნიჭიერესი! ნამდვილი პროფესიონალი,ოსტატი,აღმფრთოვანებული ვარ მისით
    სუპერ სტატიაა ბრწყინვალე love

  • Just mee... თქვა:
    16 თებერვალი 2013 02:18 - ID: 17,
    მაგარი კაცია ! love ეგ და დე ნირო ყველაზე მეტად მიყვარს ! love love

  • Johnny depp თქვა:
    13 თებერვალი 2013 12:57 - ID: 16,
    lalaa,lizi222,Elenita,
    ta_mo,afrodita,keetaa,
    amanda,Nanuka.,Nino.,
    NiNi_N, სიტყვები არ მყოფნის უდიდესი
    მადლობა ყველას love love love

  • NiNi_N თქვა:
    12 თებერვალი 2013 23:55 - ID: 15,
    ვაიმე დედა თავბრუ დამეხვა wink რამხელა ნიუსია ძლივს ჩავედი ბოლოში..... love

  • Nino. თქვა:
    12 თებერვალი 2013 23:45 - ID: 14,
    ავტორო ძალიან კარგი ხარ love ძალიან მომწონხარ love ამ კაცზე ვგიჟდები მართლა იშვიათად ესე მომწონდეს კაცი მსახიობი love

  • Nanuka. თქვა:
    12 თებერვალი 2013 23:09 - ID: 13,
    გავგიჟდი, რამდენი გიშრომია:)
    ყოჩაღ :)
    "ნათლიმამას" მსგავსი ფილმი არ არსებობს. საოცარია:)

  • amanda თქვა:
    12 თებერვალი 2013 21:49 - ID: 12,
    ვაიმეე აი ვკითხულობდი და ცრემლები მომდიოდა :( ვგიჟდები მე მამ კაცზე,ბავშვობაში რო ვუყურე ნათლიმამას იმის მერე მიყვარს,ჩავრთავდი და ვუყურებდი და ვუყურებდი :D ერთ-ერთი საუკეთესოა ჰოლივუდში,ეს და დე ნირო გამორჩეულად მიყვარს ძველი თაობის მსახიობებიდან და ისე მწყდება გული უკვე ასაკში რო არიან :( ''ნათლიმამა'', ''ნაიარევი სახე'', ''კარლიტოს გზა'', ქალის სურნელი'' ეს ფილმები მაინც გამორჩეულად მიყვარს love

    თაკო შენ ხარ უნიჭიერესი და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯელი love

  • keetaa თქვა:
    12 თებერვალი 2013 20:32 - ID: 11,
    სრულყოფილი ნიუსია მალადეც რა love დიდად არასოდეს არ მყვარებია რატო არ ვიცი

  • Afrodite...♥ თქვა:
    12 თებერვალი 2013 19:28 - ID: 10,
    ნამდვილად არაჩვეულებრივი ნიუსია,ამას ქვია სრულყოფილება.ყოჩაღ love

  • QiQiTo:):) თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:58 - ID: 9,
    love

  • QueeN s თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:53 - ID: 8,
    აიი ძალიან მაგარიი მსახიობიაა love მართლა ლეგენდაა feel

  • likliklik101 თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:35 - ID: 7,
    ლეგენდა love

  • aneee თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:22 - ID: 6,
    ალ პაჩინო რო არ არსებობდეს, კინო არ შემიყვარდებოდა! ჩემთვის მუდამ ეს კაცი იყო კინო-სამყაროს გენია.. და რეალურადაც ასეა! მეორე ადგილზე მყავდა და მყაავს ნირო... 2_ზეეეეეეეეეე მსახიობი! აპლოდისმენტები ეკუთვნით მუდამ!!

  • Elenita თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:14 - ID: 5,
    მაგარია ძაან!

  • sharikaa თქვა:
    12 თებერვალი 2013 18:12 - ID: 4,
    love

  • lizi222 თქვა:
    12 თებერვალი 2013 17:55 - ID: 3,
    უუუსრულყოფილესი ნიუსიიიი. love love ყოჩაღ !!! ამ მსახიობზე კი ვგიჟები. love

  • lalaa თქვა:
    12 თებერვალი 2013 17:12 - ID: 2,
    ოჰჰ თაკჩო რა გოგო ხარ რაა !!!!!!! უკარგესი ნიუსია უგენიალურეს პიროვნებაზე.

  • Johnny depp თქვა:
    12 თებერვალი 2013 17:06 - ID: 1,
    ოჰ. არც კი ვიცი რა დავწერო სოაცარი ვინმეა.
    ვიცი მასსზე ბევრი სტატია იდო მაგრამ რომ
    არ დამედო არ შემეძლო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top