;
13 თებერვალი 2013      Johnny depp     18 კომენტარი     ნანახია 5154-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული განსაკუთრებით ცნობილია შავი
სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა
და მრავალწლიანი თანამშრომლობით
კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან.სასარგებლოა თუ მავნე საქმით ასეთი გატაცება, დე ნიროს ნაკლებად
აინტერესებს. უკვე შევიდა კინოს ისტორიის საუკეთესო მსახიობთა ოცეულში და უკვე უწოდეს ”თაობის
საუკეთესო არტისტი”.
დააგროვა უამრავი ჯილდო. დაისვენებდა, მაგრამ ნამდვილ მსახიობს, ალბათ, ყოველთვის
მიიზიდავს ახალი როლი, ახალი ხასიათი და ახალი სახე
. ერთგული მაყურებელი კი მისგან ისევ ახალ
გაკვეთილს დაელოდება იმაზე, თუ როგორ უნდა აჯობო ბედისწერას, გაიმარჯვო მასთან თამაშში, გაიმარჯვო
მაშინაც, როცამარაგში ერთი ტუზიც კი არა გაქვს...


ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო დაიბადა 17 აგვისტოს 1943 წელს ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში: მის მშობლებს რობერტ დენირო უფროსს და დედას ვირჯინია ედმირალს ნიუ–იორკის ბოგემის წრეში კარგად იცნობდნენ. დე ნიროს მამა იყო იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი, ხოლო დედამისი გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. მათმა ქორწინებამ დიდ ხანს ვერ იარსება, დენირო ორი წლის იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, თუმცა ყველასთვის და თვითნ დე ნიროსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობი დარჩა. რობერტ დე ნირო უფროსსა და ვირჯინია ედმირალს საკმაოდ კარგად იცნობდნენ ნიო-იორკის ბოჰემურ საზოგადოებაში: ქალი – ნიჭიერი, იმპულსური, ეგზალტირებული, ქმარი და მეგობრები აღმერთებენ; უფროსი დე ნირო – ფილოსოფოსი, პოეტი და სკულპტორი, ჩაკეტილი და სიტყვაძუნწი. დე ნირო უმცროსი ამბობს, რომ დედისა და მამის პოლარულმა თვისებებმა მისი შინაგანი არსიც თანაბრად გაინაწილედე ნირომ ბავშვობა ნიუ–იორკის იტალიურ უბანში გაატარა: ბიჭი ქუჩაში ბევრ დროს ატარებდა, მეგობრობდა ადგილობრივ მოზარდებთან, რომლებმაც მას სისუსტის და ფერმკრთალობის გამო მეტსახელი მისცეს 'ბობი მილკი'. ამავე დროს რობერტს პირველი გამოცდილებაჰქონდა თეატრში, ის სკოლის დადგმაში 'ოზის ქვეყნის ჯადოქარიში 'გამოვიდა მშიშარა ლომის როლში.ვირჯინია განქორწინების მერე შვილს ყურადღებას თითქმის არ აქცევდა, მან თავისი საგამომცემლო ფირმა გახსნა და მთელ დროს საქმეებში ატარებდა, თუმცა შვილს უზრუნველყოფდა და შესაძლოა, რომ მხოლოდ სამსახიობო ნიჭმა შეაჩერა ბობი კრიმინალური მომავლის არჩევისგან.დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. სცენა ბობის მუდამ იზიდავდა და 15–16 წლის ასაკიდან მან მონაწილეობა დაიწყო მრავალრიხოვან თეატრების დადგმებში და ამავე დროს სამსახიობო ხელოვნებას სწქავლობდა სტელა ადლერთან და ლი სტრასბერგთან.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

სახელოვანი გვარ-სახელი სულაც არ იყო უზრუნველი ცხოვრების გარანტი. განსაკუთრებით ქარების ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც რაიონები სექციებად დაენაწილებინათ ყველა ასაკის ბანდიტურ დაჯგუფებებს. პატარა რობერტიც არ იყო გამონაკლისი.ბავშვს 2 წელი რომ შეუსრულდა, მშობლები გაიყარნენ. მაშინ ემოციების ცალკეული სიტყვებით გამოხატვას სწავლობდა. დედა ზრდიდა. განქორწინების შემდეგ პატარა გამომცემლობა გააკეთა და საცხოვრებელ აპარტამენტებში უვარგისი, მაგრამ ვითომ პერსპექტიული მწერლები და არაღიარებული გენიოსები შეკრიბა… პატარა ბიჭისთვის დედის “დამსხვრეულ” სამყაროში ადგილი არ აღმოჩნდა: “თავს დამნაშავედ და შერცხვენილად ვგრძნობდი: მეჩვენებოდა, რომ ერთადერთი ბიჭი ვიყავი, ვისი მშობლებიც გაიყარნენ. მარტო ვიყავი, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავდი”.გრინვიჩ-ვილიჯში აღმოჩნდა, რაიონში, რომელიც იტალიურ კვარტალს ემეზობლებოდა, იქვე წამოჩიტული პერსპექტიული ბიჭები განგსტერობანას თამაშით ერთობოდნენ. პერპექტივა ორგვარი იყო: ან მოკლავდი, ან მოგკლავდნენ. 14 წლის რობერტი ერთი პატარა, მაგრამ დინამიურად განვითარებადი დაჯგუფების წევრი გახდა. გარეგნული არაპრეზენტაბელურობისა და სისუსტის (სიგამხდრე, ფერმკრთალობა, რომელმაც მისი ერთაერთი მეტსახელი – ბობი-რძე განსაზღვრა) მიუხედავად, ნიუ-იორკის ქუჩების გმირს თავის დაცვა ყოველთვის შეეძლო. მოხერხებული იყო, მრისხანების უმიზეზო აფეთქებების ნიჭიც ჰქონდა. — ეს ”ტალანტი” ირლანდიური წარმომავლობის მამისგან ერგო.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

ყველაფრის მიუხედავად, რობერტის დედას მაინც არ აღელვებდა, რომ შვილი მზის ამოსვლისთანავე (ყოველდღე!) ქრებოდა სიკვდილით გაჟღენთილ ჩიხებში, ღამეს კი დაცრეცილ-დახვრეტილი იაფფასიანი კომიქსების კითხვაში ათენებდა. ასეთ დროს დედამიწაზე მხოლოდ რობერტი და ამ შავ-თეთრი ისტორიების გმირები არსებობდნენ... ერთადერთი, რაც ნათესაურ კავშირზე მეტყველებდა - სრული თავისუფლება და ჯიბის ფული იყო. მეტი არაფერი.ასეთი ცხოვრება ციხის მეტს არაფერს უქადდა რობერტს. მამამ უშველა...ცივი ღამე იყო. საათის ისრებმა 9 საათის მაჩვენებელი ნიშნული ახლახან დატოვეს. მორიგი ქუჩის გარჩევის შემდეგ ”ადგილობრივთა ბრიგადამ” გადაწყვიტა, ”სერიოზული საქმე”, მეზობელი ქუჩის პატარა ფარდულის გაფრცქვნა, გაებედა. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო: ვინ სად უნდა მდგარიყო, ვის რა ევალებოდა. ნორჩი დონ კორლეონეები კანკალებდნენ მღელვარებისგან, შეტევისთვის ემზადებოდნენ, სხვა ცხოვრებაში შესაბიჯებლად, რომლისკენაც ბილეთი ერთჯერადია: ერთი მიმართულებით... სამი, ორი, ერთი – და უცებ რობერტმა მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო, ვიღაცამ ქეჩოში ხელი ჩაავლო. მამის ხელი იყო. უფროსმა დე ნირომ შვილი სახლში წაიყვანა. დანარჩენებს კი (ზოგი ადრე, ზოგი გვიან) საცხოვრებელი მეტრები და სხვადასხვა საპყრობილის საკანში მოწოდებული მშრალი საკვები ერგოთ.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

ხანდაზმული კინოვარსკვლავის საყვარელი სამსახიობო სტუდიაში სწავლის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავისი მოკრძალებული პერსონისკენ წარმატების მიტყუების რეალური შანსი დე ნიროს ძალიან ცოტა აქვს. არცთუ მაღალი, ისევ ისეთი გამხდარი და ფერმკრთალი, ყოველთვის ფულის ნაკლებობას განიცდიდა, მანჰეტენზე მონგრეული მოპედით დადიოდა ერთი მოსმენიდან მეორეზე. თუმცა, მისი მფარველი თავად შელი უინტერსი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ორგზის ოსკაროსანი ქალი იყო.როცა კარიერა დაიწყო, ეს ქალი პორნოფილმების გმირობასაც არ თაკილობდა. შელიმ შეუმჩნეველი და მოუხერხებელი მსახიობი რესტორნის შოუზე შენიშნა, ბობიმ მისი გული შეძრა მოკრძალებითა და თავაზიანობით. დაიწყო დახურულ წვეულებებზე სტუმრობები და ნაცნობობა უამრავ ანტერპრენიორთან. რებერტ დე ნირო იღებს როლს პიესაში, რომელშიც შელიც თამაშობს, მასში ყველაფერია — გმირი ქალის გაუპატიურებით დაწყებული, ჰოლივუდში მისი დაბრუნებით დამთავრებული.შელისთან ურთიერთობაც დასრულდა. ინტერვიუში ყოფილმა საყვარელმა გული გადაშალა: ”ვიჩხუბეთ, მაგრამ გასაშტერებელი რომანი გვქონდა, საოცარი საყვარელია”. ზედმეტი და ვირტუალური საუბრებით მსახიობმა ქალმა საბოლოოდ დაკარგა დე ნირო, რომელიც თავს შორს იჭერდა. შელი თავისი ჩვეული უშუალობით ცდილობდა დახმარებას, ასე იყო თუ ისე, ცნობილ ვარსკვლავთან ერთ კონტექსტში ხსენებაც კი რეკლამა იყო. თუმცა, მორიდებულ და ამაყ დე ნიროს ეს არ სჭრდებოდა. ჰოლივუდში თავს ზედმეტად გრძნობდა. რაც ყოველწამიერ სიფრთხილეს აიძულებდა. მზად უნდა ყოფილიყო შეტევისთვისაც და თავდაცვისთვისაც. ”ყველაზე მნიშვნელოვანია – არაფერი გაამჟღავნო. მოვლენების განვითარების კანონზომიერებას გრძნობდე. ჭკვიანი ადამიანები გრძნობებს არ აშიშვლებენ”.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

20 წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში 'ქორწილის წვეულება', თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში 'Three Rooms in Manhattan', მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი, მყიდველის როლში სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან, ფილმში 'Greetings'(1968), შემდეგ კი ითამაშა ფილმში 'Hi, Mom!'(1970).დე ნიროს პოპულარობის გაზრდა გამოიწვია 1973 წელს, გადაღებულმა ფილმმა Bang the Drum Slowly, სადაც მან დიდი ლიგის ბეიზბოლის ბოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს, მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსესესთან, როდესაც მან ითამაშა დასამახსოვრებელი როლი ჰერვი კეიტელთან ერთად, ფილმში 'Mean Streets'(1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრანცის კოპოლას ფილმში, ნათლიმამა II . ამ როლით მან მიიღო თავისი პირველი ამერიკის კინოაკადემიის 'ოსკარი', ნომინაციაში 'საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი'. ის გახდა პირველი მსახიობი, ვინც მოიგო ოსკარი და ლაპარაკობდა მხოლოდ უცხოურ ენაზე.1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიის დაარსება"ტრიბეკა პროდუქცია", "ტრიბეკა ფილმის ფესტივალი" და "ნობუ".

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

ტიტანური შრომის 10 წელი ვერადავერ შენიშნეს. 29 წლის ბობი ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი იყო. უსახელკარო, უფულო, სასურველი და მოუხელთებელი პოპულარობა იზრდებოდა იმაზე ნელა, ვიდრე დნებოდა ანგარიში ბანკში.ყველაზე უიმედო უიღბლოებსაც კი გაუღიმებს ხოლმე ბედი ხანდახან. დე ნირო ძველ ნაცნობს, მარტინ სკორსეზეს შეხვდა. ახალგაზრდა, ამბიციური და იმედისმომცემი კინორეჟისორი, ნიუ-იორკის კინოსკოლის აღზრდილი, უცებ გადაწყვეტს, განგსტერებზე (რომელთაც იცნობდა კიდეც) ფილმი გადაიღოს... ბობიმაც, როგორც იქნა, იპოვა ადამიანი, რომელსაც მისი ესმოდა და იმავე შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა.”ბავშვობაში ხანდახან ვხვდებოდით მარტინ სკორსეზეს მე-14 ქუჩის რაიონში. ჩვენგან ზოგი მათთან გადადიოდა, ზოგიც - პირიქით, ჩვენთან გადმოდიოდა. მოკლედ მეგობრებს ვცვლიდით”.ფილმი ”ავი ქუჩები” — ორი მეგობრის პირველი ერთობლივი კინოპროდუქტი — ეტალონი აღმოჩნდა, რომლითაც, ამერიკულ კინოს აფასებდნენ ბოლო წლებში. ერთად გააკეთეს 8 შედევრი: ”ტაქსისტი”, ”ცოფიანი ხარი” (”ოსკარი” მთავარი როლისთვის), ”შიშის კონცხი”. სკორსეზემ ერთხელ შენიშნა, რომ საოცარი სულიერი ნათესაობა აქვთ. ორივე თავს მარტოხელად და გარიყულად გრძნობდა. მარტინს ყოველთვის სჯეროდა ტალანტის, რობერტი კი თვლიდა, რომ მუშაობით უიღბლობის განადგურება შეუძლია.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნირო გამოირჩეოდა ხარისხიანი თამაშით. მაგალითისვის, ფილმ ”კომედიების მეფის” გადაღების დროს იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია ასევე დე ნიროს თამაში სერჯიო ლეონეს ფილმში ”ერთხელ ამერიკაში”.მისი ”უფერულ ქუჩებში” მუშოაბის შემდეგ, 1976 წელს დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიესა და დონალდ საზერლენდთან ერთად ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში — Novecento (მეორენაირად 1900).1978 წელს დე ნირომ შეასრულა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში ”ირმებზე მონადირე”, რომელიც ნომირირებული იყო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.ამ ფილმებში თამაშისათვის დე ნირომ 27 კილოგრამი მოიმატა; ისწავლა ბოქსი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი”, იცხოვრა სიცილიაში ფილმისთვის ”ნათლიმამა II”, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ფილმისთვის ”ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსოფონზე დაკვრა ფილმისთვის ”ნიუ-იორკი.დე ნიროს დაკვირვების, მოთმინებისა და შრომის უნარზე, ლეგენდებს თხზავდნენ: "ტაქსისტის” გადაღების დროს ქალაქში საცოდავი მანქანით სიარულში დღეს ღამეს აბამდა. მეორე ფილმისთვის გასუქებულ-გასიებული დე ნირო შავკანიანების რინგზე ცვეთს კედებს. პროფესიონალი ჯაზმენის ცოლი, რომელიც რობერტს საქსოფონზე დაკვრას ასწავლიდა (ფილმისთვის “ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი”), მინერალური წყლის წრუპვით, ისტერიულად აცხადებდა: ვერ ვიტან ამ დე ნიროს, ლამის საძინებელში შემოგვეჭრას თავისი საქსოფონითო”.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

1980-იანი წლებიდან დე ნირო დაიწყო კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. მ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან პატარა როლი შეასრულა. თამაშობდა კომედიური ჟანრის ფილმებში: ”მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990) რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002) ედი მერფისთან ერთად, ”გაანალიზე ეს” (1999) და ”გაანალიზე ის” (2002), ”მშობლებთან შეხვედრა” (2000) და ”ფოკერების გაცნობა” (2004).1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო სპექტრი მთელ მის კარიერაში.დე ნირომ მიიღო ორი აკადემიის ჯილდო: საუკეთესო მსახიობი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი” და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ფილმისთვის ”ნათლიმამა II”.დე ნირო და მარლონ ბრანდო არიან ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მიიღეს ოსკარი იმავე პერსონაჟის თამაშისთვის. ბრანდომ ოსკარი დონ ვიტო კორლეონეს როლისთვის მიიღო, ფილმში ”ნათლიმამა”, ხოლო დე ნირომ — ჯილდო ახალგაზრდა ვიტოს თამაშისთვის, ფილმში ”ნათლიმამა II”. ბრანდო და დე ნირო შემდგომ ერთად გამოჩდნენ ფილმში ”ანგარიში”.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

დენიროს კარიერა წარმატებულად მიდიოდა წინ, რის თქმაც მის პირად ცხოვრებაზე არ შეიძლება. რობერტის ურთერთობა ქალებთან საკმაოდ რთლად იწყობოდა, ამის ერთერთი მიზეზი უამრავი კომლექსი იყო, რომელიც მსახიობს ბავშვობიდან მოყვა: დედის მრავალრიცხოვანი რომანები – ამან თავისებურად იმოქმედა პატა ბობის ფსიქიკაზე. იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად მისი ქორწინება დიანა აბოტთან ათ წელიწადზე მეტს გრძელდებოდა(სინამდვილეში ისინი დიდი ხნით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს), რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო . დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან - დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო. 1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე - გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს, 1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ გაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან. მთელი ამ დროის განმავლობაში დენიროს პარალელურად ყავდა ქალები, მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ სკანდალური იყო, თვითნ მსახიობი კი ამის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებდა. თუმა ყვითელ პრესას მსახიობის არც ერთი რომანი არ გაუშვია თვალიდან და მის არაჩვეულებრივ გემოვნებას იხილავდა – რობერტს სტრიპტიზის მოცეკვავეები, მოდელები მოსწონდა და თან ამ დროს უპირატესობას შავკანიან ქალებს ანიჭებდა.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

თუ ოდნავ მაინც იმსახურებ შენი საქმის კეთებას, ერთი 20 წლის შემდეგ აუცილებლად მიიღებ იმდენს, რომ აკეთო ის, რაც გინდა”, — განაცხადა ერთხელ მსახიობმა. ზუსტად ეს პერიოდი დადგა მის ცხოვრებაში. მაგრამ ძველებურად დღე-ღამეში 18 საათი მუშაობდა. დაქანცულობამდე გასცემდა ენერგიას და უყვარდა განმეორება: რომ მოვკვდებით, დავისვენებთო.1989 წელს, თავისი აგენტებისა და პროდიუსერების თავკერძაობით დაღლილმა პროდიუსერული კომპანია ТriВеСа შექმნა. კომპანიის სახელწოდება ერთი რაიონის (Trilange Beneath Canal) სახელის აბრევიატურაა. მერე, როცა მიხვდა, რომ მეგობრებთან ერთად გემრიელად გართობა არცერთ რესტორანში აღარ გამოდიოდა, თავისი გახსნა – ერთი, ”ტრიბეკაში” და მეორე - დასავლეთ ჰოლივუდში.ამ დროისთვის მსახიობის ჰონორარი 8-დან 14 მილიონამდე მერყეობს. სანამ რომელიმე რეჟისორთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, რამდენიმეჯერ ხვდება და დაწვრილებით შეისწავლის კონტრაქტის პირობებს. მთავარი პროფესიული კოზირი – გარდასახვის სიმსუბუქე იყო.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

დრენა ნირო, რომელიც ტოპ-მოდელი გახდა და კინოშიც იღებენ; რაფაელი, ტყუპები – პაული და აარონი, რომლებიც 1995 წელს დაიბადნენ. რადგან მათ დედას, ტუკი სმიტს, თავად არ შეეძლო შვილოსნობა, ტყუპები “სუროგატმა დედამ დაბადა”. დაბოლოს, ვაჟიშვილი ელიოტი, რომელიც 1998 წელს დაიბადა. მისი დედა, ბორტგამცილებელი გრეის ჰაიტაუერი იყო. 1997 წელს, რობერტისა და ამ შავკანიანი ლამაზმანის ქორწილზე, ტაბლოიდებმა აღმოაჩინეს, რომ მსახიობმა ისინი მოხერხებულად გაასულელა და 2 წლის მანძილზე რომანს საიდუმლო გრიფით მალავდა.გრეისი მეუღლის თვისებებსა და ჩვევებს გათხოვებამდე უკვირდებოდა და სწავლობდა. დაიანა ებოტისგან განსხვავებით, დე ნიროს ახალი მეუღლე კარიერაზე საერთოდ არ ფიქრობდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. სამწუხაროდ, ასეთმა მსხვერპლმა ქორწინებას არ უშველა და წყვილი 2 წელიწადში გაიყარა.რამდენიმეჯერ მსახიობს პარიზის საერთაშორისო იატაკქვეშა ბორდელის მომსახურების გამოყენებაში დასდეს ბრალი, 9 საათი იყო დაკითხვაზე. ამ შემთხვევის შემდეგ ბობიმ დაიფიცა, რომ უსირცხვილო პარიზის მიწაზე მისი ფეხი აღარ იქნება. სამაგიეროდ, როცა სკანდალური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გაზეთ France Soir-ს უჩივლა, რედაქციამ შეურაცხყოფისთვის მსახიობს 13400 დოლარი გადაუხადა და ის ინფორმაციაც უარყო, რომელიც მანამდე თავად დაბეჭდა.დე ნირო ყოველთვის უარესისთვის ამზადებს თავს. აგენტები და მდივნები მუშაობისას შეფთან ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ წესებს იცავენ: არ მოიტყუონ, არაფერი შეალამაზონ, ინფორმაცია არ დამალონ. გამოცდილი თანამშრომლები არ ეწინააღმდეგებიან უფროსს და თავიანთ ანგარიშს ყოველთვის ცუდი ამბებით იწყებენ.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

”ცრუ ცდუნების” გაგრძელების გადაღება მინდოდა, მაგრამ არ ვჩქარობ. არ მაქვს იმის მოთხოვნილება, ვუდი ალენივით წელიწადში ერთი ფილმი შევქმნა.

„მე ვცდილობ რომ ნამდვილად ვიმუშავო... ერიკ როზი, მე თვითონ და მარტი ვმუშაობთ სცენარზე, ვცდილობთ რომ დავასრულოთ იგი

”ჩემს ასაკში დროის დაკარგვა არ შეიძლება. ხვდები, რომ ძველი ენერგია აღარ გექნება. ამიტომ რაც შეიძლება მეტის გაკეთება გსურს”.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

როდესაც კეტი კოურიკის შოუში გადაცემის წამყვანმა საუბარი ბიპოლარულ აშლილობაზე დაიწყო, რომლითაც იტანჯებოდა ბრედლი კუპერის გმირი ფილმში "ჩემი ბიჭი - შეშლილია", რობერტ დე ნირომ ცრემლის შეკავება ვერ მოახერხა. წამყვანმა იკითხა: "გრძნობთ თუ არა დიდ პასუხისმგებლობას, როდესაც იცით, რომ დევიდმა ბევრი პირადული ჩადო ფილმში?" კოურიკმა მხედველობაში იქონია, რომ რეჟისორი თვითონაა ბიპოლარული და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მსხვერპლი. ამ შეკითხვის შემდეგ დე ნიროს ცრემლები წამოუვიდა და პასუხის გასაცემად გარკვეული დრო დასჭირდა. "მე არ მომწონს ემოციების გამომჟღავნება, მაგრამ მე ვიცი, რასთან უწევს მას ბრძოლა", - განაცხადა მსახიობმა.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

"ფილმები სიზმარს ჰგავს, თუმცა ყურადღებით უნდა იყო. ფილმი ფართო აუდიტორიისთვის შექმნილი კოლექტიური სიზმარია. ხალხმა იცის, რომ ის ნამდვილი არაა, მაგრამ საუბედუროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სცენარს ისე აღიქვამენ, როგორც რეალურ ცხოვრებას", - განაცხადა მსახიობმა.

“როცა 7 წლის წინ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკები ჩამოინგრა, ზუსტად ასე და აქ ვიჯექი. მოვალე ვიყავი სი-ენ-ენი ჩამერთო, რომ მომხდარი გამეცნობიერებინა. ყოველთვის, როცა ამ სუფთა ცას ვუყურებ, ვგრძნობ, რა ძვირფასია სიცოცხლე. ყოველი დღე – საჩუქარია...”

კითხვაზე ეშინია თუ არა სიკვდილის...ნეტავ, ვის არ ეშინია?! ვცდილობ, იმდენად დიდხანს ვიცოცხლო, რამდენადაც შესაძლებელია. ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. არც ვეწევი.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

იცით ჩემნაირი ბერიკაცის ერთი დღე ძალზე ბანალურად მოგეჩვენებათ ..ბავშვების გაღვიძებამდე ვიღვიძებ! ყავას ვსვამ. ბებერი რომ არ გამოვჩნდე ვვარჯიშობ. მაგრამ არანაირი იოგა. ბავშვები სკოლაში მიმყავს, მე კი ოფისში მივდივარ. შეხვედრები. ვკითხულობ სცენარებს. საღამოობით თეატრში მივდივარ ან კინოში.

ფული გშველის და გეხმარება! ამარტივებს ცხოვრებას და უფრო უზრუნველს ხდის. მაგრამ ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. მსახიობი ფულის გამო არ გავმხდარვარ.

ერთი ოქროს წესი არსებობს, რომელსაც ჩემი პირადი მაგალითით შვილებს ვასწავლი: ისე უნდა მოექცე ადამიანს, როგორც გინდა, რომ მოგეგცნენ შენ.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები რომ ,რაც მეტი იცი, მით უფრო მეტად ამჩნევ, რა არ იცი.

არ მიყვარს ”ადრე ყველაფერი უკეთ იყო”- ტიპის საუბრები. ადამიანები, რომელთაც წუწუნი სურთ, ამის მიზეზს ყოველთვის იპოვიან. დღეს ყველა კომპიუტერებზე და ინტერნეტზე წყრება, ადრე ტელევიზორებს უჩიოდნენ. მანამდე იქნებ რადიოსაც ლანძღავდნენ, არ მახსოვს...

იცით თუ ჩემი შვილები მსახიობის კარიერააირჩევენ.....თუ ეს მოსწონთ... მგონი, ამ შემთხვევაში ჩემს მშობლებს ვგავარ ძალიან. ჩემგან საერთოდ არაფერს ელოდნენ, მაგრამ მხარს ყველა წამოწყებაში მიჭერდნენ.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

”მერე რა, რომ დღეს ვარსკვლავი ვარ, ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს — მაშინ ისევე ვიშრომებ და ვეცდები, როგორც ახალგაზრდობაში”.

კარგი რეჟისორი კარგ უფროსს ჰგავს, აზრის ნათლად გამოხატვა იცის. მსახიობებს ესმით მისი და მის ნებას ხორცს ასხამენ. მსახიობთან და დასთან მხოლოდ სუსტი რეჟისორი ვერ თანხმდება. გარდა ამისა, გამოცდილმა რეჟისორმა გუნდის შერჩევაც იცის. მაგალითად, მე 53 წელია, სცენაზე ვარ, 48 - კინოში. ამიტომ კარგმა რეჟისორმა უნდა იცოდეს, რას უნდა ელოდოს ჩემგან.

რას ვიზავდი ხვალ რომ ვკვდებოდე ? ანდერძს დავწერდი. იმ მომენტისთვის ჩემი ცხოვრება ალბათ აღარ დამაინტერესებდა და შვილებზე ვიზრუნებდი.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

ის ვინც ლაპარაკობს - არაფერი არ იცის.ხოლო ის ვინც იცის, ყოველთვის სდუმს.სწორედ ასე ტრიალებს სამყარო.

ცხოვრებას რაც შევამჩნიე გახლავთ,ის რომ ასაკთან ერთად ადამიანს სიფრთხილეც ემატება.

მიუხედავად იმისა,რომ იტალია დიდი ხანია შეიცვალა,რომი მაინც რომად დარჩა.

ხშირად მიცვალებულების მშურს კიდეც,რადგან მათ უამრავი თავისუფალი დრო აქვთ.

დიდ თანხას გადავიხდიდი იმაში,რომ შემესწავლა კარგი რჩევისაგან - ცუდი რჩევის განსხვავება.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

თავისუფლება და ექსპერიმენტი მჭირდება. გონიერი რეჟისორი არასდროს თრგუნავს მსახიობს, პირიქით, პატივს სცემს და უყვარს. კარგი ფილმები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ადამიანებს ერთმანეთის ესმით. სხვაგვარად, უამრავი დრო და ენერგია კონფლიქტების გადაწყვეტასა და საქმის გარჩევაზე იხარჯება. შემოქმედებითი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმთელობა, თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა.

მარტინ სკორსეზე....მარტი ჩემთვის წმინდანია, ძალიან უყვარს მსახიობები და ამიტომ მათაც უყვართ ის,ჯერჯერობით, ცოცხლები ვართ და ახალი პროექტებიც იქნება. დრო იცვლება, კარგი თემის მოძებნა და რეალიზება გართულდა. გაბედული პროექტებისთვის ადრე სტუდიები უფრო გახსნილი იყო. შეიძლება, პირველმა ბოსებმა კითხვა არ იცოდნენ და უცენზურო სიტყვებს იყენებდნენ, მაგრამ ცნობისმოყვარე მაინც იყვნენ. ახლა კი კინობიზნესი უსახური პიჯაკიანი სუბიექტებითაა დასახლებული, რომელთაც კინო საავტომობილო ბიზნესზე მეტად არ აინტერესებთ.

სრულიად თავისუფალი ვიყავი კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთებისას. მაგრამ სულის სიღრმეში, ვიცოდი, თუ პირველს ავირჩევდი, ისეთი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა, რომელიც საერთოდ არ მომწონდა. ბოროტმოქმედება — ჩემი ბედი არაა”.

ცოცხალი ლეგენდა- რობერტ დე ნირო

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

18


  • Just mee... თქვა:
    16 თებერვალი 2013 02:12 - ID: 18,
    ჩემი საყვარელი მსახიობია ! ვგიჟდები ! love

  • QueeN s თქვა:
    15 თებერვალი 2013 23:22 - ID: 17,
    ერთ-ერთია ლეგენდარული მსახიობებიდან love

  • sharikaa თქვა:
    14 თებერვალი 2013 18:48 - ID: 16,
    გენიაააა love

  • ANIcule თქვა:
    14 თებერვალი 2013 14:13 - ID: 15,
    favourites love

  • barjakuzu თქვა:
    14 თებერვალი 2013 12:25 - ID: 14,
    საუკეტესო მსახიობი და არაჩვეულებრივი ნიუსი!

  • elga თქვა:
    14 თებერვალი 2013 10:44 - ID: 13,
    ვაუუ ვაუუუ და ვაუუუ ყოჩაღ თაკო ბრწყინვალე ნიუსია ბრწყინვალე ადამიანზე. love

    Gia Carangi
    აი ზუსტად რაა გეთანხმები

  • me თქვა:
    14 თებერვალი 2013 10:39 - ID: 12,
    მადლობა ავტორო, სათაური განსაკუთრებით მომეწონა, მართლაც რომ ლეგენდაა : )) ცოცხალი ლეგენდა, ამით ყველაფერია ნათქვამი!!! love

  • natuka555 თქვა:
    14 თებერვალი 2013 09:37 - ID: 11,
    ვგიჟდები რობერტზე <3 მადლობა ავტორს! მართლა ძალიან მაგარი სიახლეა.

  • Ancho. თქვა:
    13 თებერვალი 2013 21:30 - ID: 10,
    საოცარი სიახლეების სერია გაქვს..
    ყოჩაღ შენს შრომისუნარიანობას!

  • Gia Carangi თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:46 - ID: 9,
    :((

  • ELE-elene თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:46 - ID: 8,
    კარგი სიახლეა feel მიყვარს ეს მსახიობი.. ყოჩაღ ავტორო, რამდენი გიწვალია..

  • Gia Carangi თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:43 - ID: 7,
    პირველ სურათში როგორი სახე აქვს იცით?
    - "რა ვქნა ძმაო, მე ჩემი გავაკეთე, ნამდვილი ნიჭი დაგანახეთ, დაუვიწყარი ფილმები გაჩუქეთ, ჩემზე და ჩემნაირებზე ლეგენდები დადის... თქვენ კი მაინც ჯასტინ ბიბერს, რიანას, სელენა გომეზს, მაილი საირუსს და ათას უნიჭოს ეთაყვანებით... თფუი... თქვენგან ამინც არაფერი გამოვა..." =)))))

  • aneee თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:38 - ID: 6,
    სიტყვები არ მყოფნის................... სასწაული ადამიანია და მსახიობი! საუკუნის მსახიობები არიან ნირო და ალ პაჩინო! მუდამ მათი გულშემატკივარი ვიყავი და ვიქნები..............

  • keetaa თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:15 - ID: 5,
    კომენტარებს რო წერთ ვარსკვლავები ნუ გავიწყდებათ რა :) აი რო გეკითხებიან შენი საყვარელი მსახიობიო და ყველა ალ პაჩინოს ამბობს და დარწმუნებული ვარ ბევრს 1 ზე მეტი კინოც კი არ აქვს ნანახი აი ერთი იტყვის და მერე ყველა იტაცებს ხოლმე რა. მე იმას კი არ ვამბობ ალ პაჩინო ცუდიათქო ძალიან ნიჭიერია უბრალოდ დენიროს უფრო მეტი აქვს შექმნილი. და მე დენირო ყველას მირჩევნია love ბევრი რამე არ ვიცოდი და დიდი მადლობა თაკო შენ უნიჭიერესი და დაუზარელი გოგო ხარ იმედია ბევრი წაიკითხავს love

  • amanda თქვა:
    13 თებერვალი 2013 19:07 - ID: 4,
    ვაიმე გავგიჟდებიი,თაკჩო შენ მე მაოცებ,გუშინ ალ პაჩინო,დღეს დენირო,ორივეზე ვგიჟდები love უუუნიჭიერესი მახიობი,ძაან მაგარი ადამიანი love შავკანიანი ქალების რისხვა :D Silver Linings Playbook-ის რეჟისორზე რო კითხა და ტირილი დაიწყო,ისეთი საყვარელი იყო :( love ''ნათლიმამა'',''ერთხელ ამერიკაში'',''ტაქსისტი'',''ცოფიანი ხარი'',''ბრონქსული ამბავი'', ''უკანასკნელი მაგნატი'' არაჩვეულებრივი ფილმები love განსაკუთრებით მიყვარს love

    სუპერ,სუპერ ნიუსი love

  • Sweetgirl თქვა:
    13 თებერვალი 2013 18:53 - ID: 3,
    დე ნირო ძაააააააააან მაგარია მართლა

  • bibi თქვა:
    13 თებერვალი 2013 18:48 - ID: 2,
    უუუუმაგრესი კაცია
    ________________
    My Webpage

  • Johnny depp თქვა:
    13 თებერვალი 2013 18:42 - ID: 1,
    საუკეთესო საუკეთესოთა შორის..
    უბრალოდ გენიააა ეს კაცი !

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top