;
14 თებერვალი 2013      ta_mo     13 კომენტარი     ნანახია 1216-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

სულ ცოტა ხანში დასრულდება ნიუ-იორკის მოდის კვირეული, ამ დროის მანძილზე კი
ჯულა ნობისმა არაერთი შოუ გახსნა და დახურა, გამოჩნდა ისეთი დიზაინერების ჩვენებზე
როგორებიცა ალექსანდერ ვონგი, პროენცა შულერი, ვიქტორია ბექჰემი, ვერა ვონგი და სხვა
მრავალი, პოდიმს მიღმა ტოპ-მოდელი კოლეჯში განათლების მიღებითაა დაკავებული,
გოგონა სამედიცინო კურსებს ეუფლება.

ჯულია ნობისის ინტერვიუ ჯულია ნობისის ინტერვიუ
^ ჯულიამ დღეს დახურა პროენზა შულერის შოუ.

- გვითხარი შენი წარმომავლობის შესახებ.

- დავიბადე ავსტრალიაში, კერძოდ კი სიდნეიში.

- ჩვეულებრივ რომელ საათზე იწყება შენი დილა?

- დაახლოებით 7 ან 8 საათზე.

- მოდის კვირეულის დაწყებამდე რაიმე რიტუალს ხომ არ ატარებ?

- ვიცრუებ, რომ გითხრა კი, ყოველი სეზონის დასაწყისში ვცდილობ მოვემზადო, თუმცა
კვირეულის ციებ ცხელება ყოველთვის სიურპრიზის სახით მატყდება თავს.

ჯულია ნობისის ინტერვიუ ჯულია ნობისის ინტერვიუ
^ ჯულიას აგრეთვე ერგო ვერა ვონგის შოუს დახურვის პატივი.

- მანჰეტენზე მდებარე რომელი რესტორანია შენი ფავორიტი?

- ამ დღეებში არ ვსტუმრობ მანჰეტენს სართოდ, უფრო სწორად მე არასდროს ვაკეთებ ამას,
თუმცა როდესაც გავდივარ გარეთ კონკრეტულად არასდროს ვიცი თუ სად მივდივარ.

- რომელი კოსმეტიკური პროდუქტის გარეშე ვერ შეძლებდი ცხოვრებას?

- კანის დამატენიანებელი საშუალებების გარეშე.

ჯულია ნობისის ინტერვიუ ჯულია ნობისის ინტერვიუ
^ ჯულია ჯილ სტიუარტის კულისებში.

- შენი ოცნების სამსახური როგორი წარმოგიდგენია?

- ნამდვილად არ იქნებოდა ზღვის პროდუქტების გაყიდვასთან დაკავშირებული.

- როგორია შენი ჩანთა, რომელსაც ყოველდღიურად ატარებ?

- ალექსანდერ ვონგის ზურგჩანთა ჩემთვის ყველაფერია, ამ ჩანთაში ეტევა მთელი ჩემი ნივთები.

- კარგი კადრის გადასაღებად რა პოზიცია უნდა შეინარჩუნოს მოდელმა?

- აუცილებლად ნიკაპი ზემოთ უნდა ქონდეს აწეული.

ჯულია ნობისის ინტერვიუ

- აღწერე შენი საუკეთესო დღე.

- როდესაც დავასრულე სამუშაო და არაფერი მქონდა სასწავლი.

- საინტერესოა შენს აიპოდში ვისი რეპეტრუარი ჭარბობს?

- ამ ბოლო დროს კლასიკურ მუსიკას ვუსმენ დიდი დოზით, თუმცა არასდროს ვივიწყებ
Gorillaz-ს, ასევე ავსტრალიური ჰიპ ჰოპი მიზიდავს, ამ ბოლო დროს სამშობლოს მიმართ
ნოსტალგიამ შემომიტია.

- და ბოლოს NY-ის მოდეის კვირეულში რა მოგწონს ყველაზე მეტად?

- მისი დასასრული, ჩემი ბინა მოსაწესრიგებელია, ამისთვის კი დრო საერთოდ არ მაქვს.

Image.geotorrents.com

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • QueeN s თქვა:
    15 თებერვალი 2013 23:29 - ID: 13,
    კარგი გოგოა

  • Mari.♫ თქვა:
    15 თებერვალი 2013 21:10 - ID: 12,
    - აუცილებლად ნიკაპი ზემოთ უნდა ქონდეს აწეული.

    wink

  • barjakuzu თქვა:
    15 თებერვალი 2013 18:21 - ID: 11,
    არაფერი არ მომწონს ამ გოგოში

  • MissDevonne თქვა:
    15 თებერვალი 2013 14:03 - ID: 10,
    Gia Carangi ცუდია რომ ვერ ხედავ. :)) შენი სახელიდან გამომდინარე ეს არ უნდა გეთქვა რადგან ჯია მოდას ხელოვნებადაც თვლიდა. :)

  • Mari Glonti თქვა:
    14 თებერვალი 2013 20:28 - ID: 9,
    - ამ დღეებში არ ვსტუმრობ მანჰეტენს სართოდ, უფრო სწორად მე არასდროს ვაკეთებ ამას,
    თუმცა როდესაც გავდივარ გარეთ კონკრეტულად არასდროს ვიცი თუ სად მივდივარ.
    - მისი დასასრული, ჩემი ბინა მოსაწესრიგებელია, ამისთვის კი დრო საერთოდ არ მაქვს.
    აი ამ პასუხებზე გამეცინა:D ბოლოს კი საერთოდ არ მოველოდი
    უსაყვარლესი მხიარული თავისუფალი და ბიჭურია love მის ხმის ტემბრზე ხომ ვგიჟდები
    ნიუსი უუკარგესია

  • elga თქვა:
    14 თებერვალი 2013 19:59 - ID: 8,
    Gia Carangi
    მოდელობაც ხელოვნებაა რო იცოდე.

  • Gia Carangi თქვა:
    14 თებერვალი 2013 19:53 - ID: 7,
    პოდიუმზე ყველა მოდელს ერთნაირი გამორეცხილი სახეები აქვთ... არადა ცალ-ცალკე არ არიან ცუდი გოგოები... მაგრამ ყველა რატომღაც ცდილობს რაღაცით განსხვავებული იყოს და ვითომ არ შეიფეროს ის რომ: გიჟდება ისე უხარია შანელის სახე თუ გახდება, ან ვოგის გარეკანზე თუ მოხვდება... ვითომ სულ ერთია არადა ყველამ ვიცით პოპულარობის მოხვეჩაზე და ფულის მოგროვებაზე მეტი რა უნდა უნდოდეთ, ჩემი აზრით არავის ეხალისება საათობით ფოტოობიექტივის წინ პოზიორობა... აი მსახიობობა უკვე სხვა საქმეა, მე იმას უფრო ხელოვნებად აღვიქვავ... მოდელობაში ვერაფერს ვხედავ ბიზნესის გარდა...

  • elga თქვა:
    14 თებერვალი 2013 18:42 - ID: 6,
    ეს ბოლო გიფი უნდა გადავიწერო რა კარგ ხასიათზე დამაყენეს ორივემ. თამოს სიტყვას მოვპარავ და ვიტყვი ორივე ცირკია wink

  • ale თქვა:
    14 თებერვალი 2013 18:40 - ID: 5,
    სახეზე ნორმალური გოგოა

  • elga თქვა:
    14 თებერვალი 2013 17:07 - ID: 4,
    ვაიმეე ბოლო გიფი ეგ სარა არაა? რა ტიპები არიან.
    ძალიან კარგი გოგოა და კარგი ინტერვიუ იყო
    კარგი სიახლეა

  • Ms.Casillas თქვა:
    14 თებერვალი 2013 16:54 - ID: 3,
    მომწონს ძალიან ხასიათითაც და გარეგნობითაც

  • psiqologia თქვა:
    14 თებერვალი 2013 16:53 - ID: 2,
    ta_mo,
    აჰა გასაგებია მადლობა

  • psiqologia თქვა:
    14 თებერვალი 2013 16:43 - ID: 1,
    უსაყვარლესი გოგოა love გუშინ გავაგზავნე ნიუსი და როდისთვის დამიდებენ ხომ ვერ მეტყვით, ვინც გარკვეული ხართ მსგავს საკითხებში request

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top