;

16 February 2013      Afrodite...♥     Views 3218    
Category: Stars

ემა უოთსონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აალგაზრდა ბრიტანელი მსახიობია.
მაგრამ გარდა წარმატებისა ის სხვა ვარსკვლავებისგან ერუდიციის დონითაც გამოირჩევა. ყოველთვის საუბრობს გულახდილად და ინტელექტუალურად
გთავაზობთ ემა უოთსონის ფრაზებს რომლებიც ეხება მის ვარსკვლავურ ცხოვრებასა და მოდაზე

"ცხოვრება ხომ მოგზაურობაა.ტრაგიკული მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში დაგვაფიქრებს და გვმატებს მეტ გამოცდილებას.ამ დროს კი შენს თავს უნდა უბრძანო,რომ ისწავლო შეცდომებისგან"

"მე არ მაქვს იდეალური კბილები და არ ვარ ჯოხივით გამხდარი,მაგრამ მინდა ვიყო ისეთი პიროვნება, რომელიც საკუთარ სხეულში დიდებულად იგრძნობს თავს და არასდროს მოინდომებს მის შეცვლას"

ემა უოთსონის გამონათქვამები

"მე ძალიან ბევრს ვცეკვავ,მივდევ იოგას და ვთამაშობ ტენისს.თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მაქვს.მაგრამ გარდერობის განახლებას მირჩევნია აქტიური ცხოვრებით დავკავდე"

"არ ვიცი როგორი ვიქნებოდი თეატრში,მაგრამ დიდი სიამოვნებით შევასრულებდი რომელიმე როლს შეკსპირის პიესიდან"

ემა უოთსონის გამონათქვამები

"მე მიყვარს კაცები სხარტი გონებით,კარგი საუბრის მანერით და იუმორით,რადგან ძალიან მიყვარს მსუბუქი ხუმრობები"

"მე მიყვარს მოდა,ვფიქრობ რომ ის მნიშვნელოვანია,რადგან მასზეა დამოკიდებული,თუ როგორ აჩვენებ მსოფლიოს თავს"

" სახალხო ადგილებში ყოველთვის ვიმოსები ახალგაზრდა და დამწყები დიზაინერების ტანსაცმლით,რადგან ვფიქრობ მათ უფრო სჭირდებათ ხელის შეწყობა და საზოგადოებაში გამოჩენა"

ემა უოთსონის გამონათქვამები

"მე არ მივეკუთვნები იმ გოგონათა ჯგუფს,რომლებიც ბავშვობაში ოცნებობდნენ რომ გამოსულიყვნენ მსახიობები,უბრალოდ გამიმართლა,შემარჩიეს და მოვყევი იმ ქარიშხალში სადაც დღესაც ვიმყოფები"

"მე ვერასფროს ვხვდები,როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ის ადამიანი,რომელიც ერთხელაც კი არ გყავს ცხოვრებაში ნანახი"

ემა უოთსონის გამონათქვამები

"თუ როდესმე ვინმე კიდევ შეასრულებს ჰერმიონას როლს,ეს ჩემთვის იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი"

"მე ყოველთვის პატიოსანი ცხოვრებით ვცხოვრობ და შორს ვარ მცნება–თავისუფლებისგან.პირველი სამსახური მქონდა 10 წლის ასაკში.დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე 17–18 წლისამ.ამის შემდეგ თქვენ ფიქრობთ რომ ემა მეამბოხეა?"

"როდესაც ბიჭთან ურთიერთობა დავიწყე თავი ჯულიეტამეგონა,ის კი–რომეო.მაგრამ ცხოვრება უფრო რთული ყოფილა რადგან აღსავსეა დიდი ტკივილით და მსხვერპლს მოითხოვს"

ემა უოთსონის გამონათქვამები


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top