;
14 თებერვალი 2013      ANGEL     58 კომენტარი     ნანახია 5577-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა ელტონ ჯონის მიმართ გამოთქმული პირადი მოსაზრებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

18 იანვარს გასულ სიუჟეტში, რომელიც ელტონ ჯონის და დევიდ ფერნიშსთვის სუროგატი დედის მიერ გაჩენილ მეორე ბავშვის შესახებ იყო წამყვანებმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს:
"მე გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის სუროგატი შვილები"
- თქვა მაშინ დათომ,
ხოლო სალომემ დასძინა - "მეც ნამდვილად არ მშურს ამ ბავშვების,
ვინაიდან როცა გაიზრდებიან მათ ორი მამა ეყოლებათ".




წამყვანები, ამ გადაცემის გამო გაიკიცხნენ, რაც ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულმა წერილმა გაამძაფრა. სალომე გოგიაშვილმა ამბები.ჯი-სთან საუბარში აღნიშნა: "ჩემი აზრი გამოვთქვი ელტონ ჯონის ოჯახთან დაკავშირებით. ეს კი ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გახდა. ასევე მოხდა დათო ქაცარავას შემთხვევაშიც. მე ჩემს კოლეგებთან, მეგობრებთან, სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან გადავამოწმე, აფიქსირებდნენ თუ არა საკუთარ აზრს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და დამიდასტურეს, რომ ამის გამო სამსახურიდან ისინი არავის გაუთავისუფლებია."

ამ გადაცემის შემდეგ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა მათ ეთერში გასვლა, ხოლო ქრონიკაში აღნიშნეს, რომ იმედი ემიჯნება დილის წამყვანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებს. მათ მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრება მიიჩნიეს ჰომოფობიურად და ჟურნალისტის ეთიკის სტანდარტის დარღვევად.[/b] წამყვანებს ბოდიშის მოხდისკენ კი უმცირესობების უფლებამდაცველმა ორგანიზაცია “იდენტობამ” მოუწოდა.

თავად ქაცარავა და გოგიაშვილი თავიანთ გამოთქმულ აზრს არ მიიჩნევენ არა თუ ჰომოფობიურ, არც შეურაცხმყოფელად.[/b] მათი მოსაზრება ტელეკომპანია იმედისგან დამოუკიდებლად გამოითქვა და ის არ ასახავდა ტელეარხის პოზიციას. დათო ამბობს მის განცხადებაში: "აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ რომ ჩვენი კომენტარი არავითარ შემთხვევაში არ გასცდენია საქართველოში მოქმედ სამართლებრივ სივრცეს და სრულ თანხვედრაშია ჟურნალისტის საქმიანობაში ჩაურევლობის და სიტყვის თავისუფლების საბაზისო პრინციპთან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავთ, რომ ჩვენს მიერ გაჟღერებული პოზიცია არის ჩვენი პირადი შეხედულება, არ ემთხვევა ტელეკომპანია იმედის ოფიციალურ პოზიციას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავიცვათ იგი ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე."



აღნიშნული კომფლიქტის გამო, რომელიც ჩვენი აზრით ტელეკომპანია იმედის გადაჭარბებული სიფრთხილის და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ამ ერთი მოვლენის ხელოვნურად გამწვავების შედეგია - დათო ქაცარავა და სალომე გოგიაშვილს დილის გადაცემის დატოვება მოუწიათ.

ახლა კი საჩივარი მათი მხრიდან გამოითქვა, დათო და სალომე ამბობენ, რომ დაირღვა მათი, როგორც ჟურნალისტების უფლება და მათზე ზეწოლა მოხდა არასამთაბრობო ორგანიზაციების და ტელეკომპანიის მხრიდან.

“ვფიქრობ არანორმალური ის უფრო იქნებოდა, რომ დილის პროგრამაში დაგვეწყო პროპაგანდა რა კარგია ის, რომ მათ მეორე ბავშვი აიყვანეს, ვიდრე ამ ფაქტის ირონიული კომენტირება”
-განაცხადა სალომე გოგიაშვილმა 14 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში.

სალომე გოგიაშვილი და დათო ქაცარავა იმედში მომხდარი ინციდენტის შესახებ
პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადეს, რომ: ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შეხედულებების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა და სისტემატური ხასიათი მიიღო მცდელობამ “ასწავლონ” ჟურნალისტებს თუ როგორი გამორჩეული სითბო და სიმპათია უნდა გამოამჟღავნონ სექსუალური უმცირესობების მიმართ. ამ უმცირესობათა დაცვის პროცესში უხეშად და სისტემატურად არღვევენ საზოგადოების უმრავლესობის უფლებას გააჩნდეთ შეხედულებები და გამოხატვის თავისუფლება”.

სალომე გოგიაშვილი და დავით ქაცარავა მიიჩნევენ, რომ ტელეკომოანია “იმედს” არ უნდა გაეთავისუფლებინა ისინი სამსახურიდან და მათი უფლებები უნდა დაეცვა. დავით ქაცარავას განმარტავს, რომ საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლის გაგრძელებას წამყვანები არ გეგმავენ.

“ეს პრესკონფერენცია იმიტომ მოვაწყვეთ, რომ გვეთქვა რა მოხდა და რომ ჩვენ თავს დამნაშავედ არ მივიჩნევთ” -ამბობს ქაცარავა.

“იმედის” ეთიკის საბჭომ კი, შეიმუშავა რეკომენდაცია, რომ “იმედის” ყველა ჟურნალისტს ჩაუტარდეს ტრენინგი იმისათვის, რომ მათ გააცნობიერონ მაუწყებლობის შესახებ კანონი და ის ეთიკის ნორმები, რომელსაც ხელს აწერს “იმედი”.

მიიჩნევთ თუ დილის გადაცემაში გამოთქმულ ამ აზრს ჰომოფობიურად?

არა, არანაირად არ იყო ეს ჰომოფობიური მოსაზრება
მცირედად არაკორექტული განცხადება იყო, თუმცა არა ჰომოფობიური
დიახ, მიმაჩნია, რომ ეს ჰომოფობიური განცხადება იყო და უნდა დაისაჯონ წამყვანები

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

58


  • anabani თქვა:
    16 თებერვალი 2013 19:50 - ID: 58,
    აუ უკვე საკუთარი აზრის გამოთქვაც არ შეიძლება რა ბოდოში და ელტონ ჯონს სულ არ კიდია მათი აზრი angry angry angry

  • QueeN s თქვა:
    15 თებერვალი 2013 23:54 - ID: 57,
    ჰომოფობიური განცხადება არ არის აბა რა უნდა ეთქვა დედა და მამა ეყოლებაო ეგ უფრო შეურწმყოფელი არ იქნებოდა??? არ უნდა გაეშვათ იმედიდან სრული სიმართლე თქვეს!!!

  • HotMess თქვა:
    15 თებერვალი 2013 23:51 - ID: 56,
    არაფერსაც არ ამუქებენ ქართველები, სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში გააგდებდნენ კი არა სახლთან აქციებს მოუწყობდა ხალხი. ჟურნალისტი რო ხარ, გინდა დილის იყავი, გინდა ღამის კორექტული უნდა იყო და სიახლეები გადმოსცე და არა შენი აზრი აფიქსირო.
    უფლების დარღვევა ნამდვილად არაა ეგ და თუ აზრის დაფიქსირება ძაან გინდა ნებისმიერ შოუში მიდი, როგორც სტუმარი.

    და ვიღაც რო ფიქრობს რო 100 პროცენტიტ სიმართლე თქვეს და უნდა ეთქვათ კიდეც, სინამდვილეში ზოგი პირიქით ფიქრობს.
    ერთს გაიგებთ რო ვიღაც ჰომოსექსუალია და სულ ფეხებზე გკიდიათ ან როგორი ადამიანია. მონსტრები არ არიან და ზედ არ გახტებიან. უბრალოდ იგივე სქესი მოსწონთ. და თუ გგონიათ რომ კარგად ვერ აღზრდიან ბავშვებს ძალიან ცდებით. თქვენზე ბედნიერები იქნებიან ეგ ბავშვები. ცოტა ცოდნა რო მიიღოთ ან სულ ცოტა ვიდეოებს მაინც უყუროთ მათ შესახებ მიხვდებით რო ჩვეულებრივი და კარგი ხალხია. ერთხელ ჩნდება ადამიანი და ვიღაცა ჰომოფობების გამო მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს და ვერც ოჯახი შექმნას და ვერც შვილები იყოლიოს, ცოდო არ არის? თუ გაღიზიანებთ სულ ნუ შეეხებით არავის არ აწუხებენ.

  • koko :)) თქვა:
    15 თებერვალი 2013 22:23 - ID: 55,
    ჰომოფობიური განცხადება ნამდვილად იყო. უარყოფა არ ღირს უბრალოდ ...... და გაათავისუბლებდბნენ თუ არა სამსახურიდან ეს მხოლოდ იმედის საქმეა :) smile

  • SomebodyYyY თქვა:
    15 თებერვალი 2013 21:27 - ID: 54,
    ცოტა არაკორექტულად მოუვიდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაგრამ მათი სამსახურიდან გათავისუფლება ზედმეტად მეჩვენება. ქართველებს გვახასიათებს საერთოდ ყველაფერის გაბუქება და ასე მოხდა აღნიშნულ შემთხვევაშიც. დილის გადაცემაში ჟურნალისტის მხრიდან საკუთარი აზრის დაფიქსირება არ მიმაჩნია არასწორად, მაგრამ ცოტა არ იყოს უხეში განაცხადი იყო მათი მხრიდან. მე მაინც ვფიქრობ, რომ უბრალო შენიშვნის მიცემითაც შესაძლებელი იყო შემოფარგვლილიყვნენ და არ იყო ამხელა ამბის ატეხა საჭირო. მე მიმაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რა სახის კომენტარიც არ უნდა გაეკეთებინათ, მაინც გახდებოდა ეს მათი გაკიცხვის საგანი. რაღაც შემთხვევაში მე ვეთანხმები მათ განაცხადს. იმიტომ რომ ის ბავშვები მართლა შესაცოდები არიან. მათ გაზრდის ორი მამაკაცი და არ ეყოლებათ დედა. winked

  • NII_II თქვა:
    15 თებერვალი 2013 19:51 - ID: 53,
    მსოფლიოში უამრავი ერთსქესიანი წყვილია და რა არის სამარცხვინო იმაში, თუ ვინმეს ბავშვის შვილება მოუნდა? მითუმეტეს,რომ ისინი თავიანთ ქალაქებში მცირეოდენ დისკომფორტს აწყდებიან და მხოლოდ,არავინ არავის გასაკიცხი არაა და მითუმეტეს საქართველოს მხრიდან...
    და ვის-ვის, მაგრამ მათ შვილს ნამდვილად არ უნდა ესირცხვილებოდეს, რომ 2 მამა ან ორი დედა ყავს, რადგან მათ ვიღაცის გადაგდებული აიყვანეს და ზრდიან, არაფერს აკლებენ...

  • marypickford თქვა:
    15 თებერვალი 2013 17:51 - ID: 52,
    katokato,
    ხო ბოლოს ალბათ უპოვნა 47ე ცდაზე :) ამერიკაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ადამიანის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო არ ხდება და ქუჩაშიც ვერ გაგინებენ, იმიტომ , რომ იქ ჰომოფობებს კანონით აქვთ ლაგამი ამოდებული, ასე, რომ შენი გასარჩევი სხვისი ორიენტაცია არ არის :) და არც ე.წ. მსახიობების, რომლებსაც როლები რომ არ ეღირსათ ჟურნალისტობას მიედ-მოედნენ და პირდაპირ ეთერში მოქცევა არ იციან :)

  • knach თქვა:
    15 თებერვალი 2013 17:24 - ID: 51,
    vai amat patosn ris gamo gaantavisufles es jurnalistebi ris gamo fuf es martla pedarastebi eseni

  • natuka555 თქვა:
    15 თებერვალი 2013 17:21 - ID: 50,
    ძალიანაც ჰომოფობიური იყო. საკუთარი აზრი უნდა გამოთქვა როცა მეგობართან ერთად ზიხარ და საუბრობ და არა ასე საჯაროდ!! საკუთარი აზრი არავის არ უნდა მოახვიო თავს, დიახ არაეთიკურია და ჟურნალისტის მოვალეობებში არ შედის. მაგრამ კაცმა რომ თქვას ელტონს ბოდიშით და სულ ფეხებზე არ კიდია ამათი აზრი? wink

    ჟურნალისტის მოვალეობაა გააშუქოს მოვლენები, აჩვენოს რეალობა და ყველაფერში დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია. ყოველშემთხვევაში ნორმალური ჟურნალისტის... საკუთარი აზრი კიდევ ვიმეორებ, ყავას რომ სვამ მეგობართან ერთად მაშინ უნდა გამოთქვა

  • Bao თქვა:
    15 თებერვალი 2013 17:14 - ID: 49,
    ხალხმა გამოთქვა თავისი სუბიექტური აზრი! რა წესია ეს ვერ გავიგე! გამოთქვეს თავიანთი აზრები და 100%-თ სიმართლეც თქვეს! იმედს გაუჭედია ცოტა.

  • janejanejane თქვა:
    15 თებერვალი 2013 16:28 - ID: 48,
    Adam,
    ჯერ ერთი არც შენ გქონია არჩევანის საშუალება ის მშობლები რო გყავს ვინც გყავს, ყველაფერი შედარებითია და შენ რო "პიდარასტი" ყოფილიყავი ეგრე არ ილაპარაკებდი და საერთოდაც ისიც არ იცი შენ ირგვლივ ვინ არის "პიდარასტი", შეიძლება შენი უახლოესი ადამიანიც იყოს, მაგრამ საქართველოს დღევანდელ რეალობაში ვერავინ გამოაააშკარავებს თავის სექსუალურ ორიენტაციას..


    და საერთოდაც, ერთი ორი წიგნი რო გქონდეთ წაკითხული ფსიქოლოგიაზე, მიხვდებოდით რო ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები სავსებით დაწყობილი ფსიქიკის ადამიანებად ყალიბდებიან.


    პ.ს ზოგადად წიგნებს რო კითხულობდეთ კარგი იქნებოდა და ეს აქ ყველას თუ არა ძალიან ბევრს ეხება

  • ani:) თქვა:
    15 თებერვალი 2013 16:27 - ID: 47,
    სამსახურიდან მართლა არ უნდა დაეთხოვათ ეს უსამართლობაა... belay

  • me თქვა:
    15 თებერვალი 2013 16:17 - ID: 46,
    marypickford
    კომენტარს აღარ გავაკეთებ, განა რა უნდა იზრუნოს ფინანსურად ორმა ქმარმა (თუ ცოლმა) შვილებზე იმის სანაცვლოდ, რომ ნორმალური სრულფასოვანი ოჯახის ნაკლოვანება შეუვსოს და ჯანსაღი ფსიქიკის მქონე შვილები აღზარდოს??? განა რა ფული და ფინანსური კეთილდღეობა შეედრება მაგას?

  • Nina√ თქვა:
    15 თებერვალი 2013 15:22 - ID: 45,
    არაკორექტული განცხადება იყო ნამდვილად მაგრამ ამხელა ამბის ატეხაც არ იყო საჭირო და მითუმეტეს სამსახურიდან გათავისუფლება what

  • hollynii თქვა:
    15 თებერვალი 2013 14:53 - ID: 44,
    მგონი მალე ნორმალური ადამიანები გახდებიან დასაცავები ისეთი ტემპით მიდის არატრადიციული ადამიანების მომრავლება და დაცვა... ჰმმ...

  • -kristi თქვა:
    15 თებერვალი 2013 14:11 - ID: 43,
    იმედი ემიჯნებაა..:XXX კარგით რა ვის ატყუებთ..ყველა ეგრე ფიქრობსს..მართლა ცოდვები არიან ეგ ბავშვები მე თუ მკითხავვ...
    მაგრამ ვფიქრობ რომ ასე დილის გადაცემაში არ უნდა ეთქვათ ..და არ უნდა გამოეხატათ თავიანთი აზრიი ...

  • katokato თქვა:
    15 თებერვალი 2013 13:16 - ID: 42,
    დიახ საცოდავები არიან ელტონ მამათნავლის ბავშვები !!!!!! სად არიან ბავშვთა დაცვის ორგაზაცეიბი მათ რატომ ართმევნ უფლებას ყავდეთ დედა(მდედრი ) რახან მილიონები აქვთ ანუ სხვა ბავშვებს ამით ჯობიათ ?მატერილისტების დედაც,გაუმარჯოს ხელმოკლე მაგრამ სრულფასოვან ოჯახებს !!!ნუ გაუხურეთ ამ ქაცარავს და გოგიაშვილს საქმე შეიძლება თავისი აზრი ღიად არ უნდა დაეფიქსირებინათ მაგარმ ამის გამო არ უნდა გაეგდოთ,ვინ ჩემი ფეხებია ელტონ ჯონი რომ საქართველოში მაგის გამო ქაცარავს ნაირ ნამდევილ მამაკაცებს ესე ათავისუფლებდენ სულ გაუბერეთ?უნდა გადაბუგო ეგ არასმათვარობა სოდომი და გომორი ყოფილა თურმე თბილად უნდა მოიხსენოი ისინი, მიმიფურთხებია მასეთი საქართველოსთვის და დემოკრატიისთვის ჩემთვის როგორც მართმადიდებლისთვის არ არის მისაღები მე არ მაღიზიანებს ვინმეს ცისფერობა ამ ლებოსელობა და არ გავრიყავ მათ მაგრამზვარი უნდა არსებობდესმე ვღიზინადები უკვე როცა ბავშვის აყვანაზე რომ მიდის საქმე რას უყურს შვილმა როგორ სასაობენ მამაები? ფუუუუუუ

    me,
    გეთახმენი სამწუხაროდ აქ წერენ რომ ფულები აქვთ ამ ბავშვებს და მთავრი ესაა ღარიბი ვიყო და სიტყვა დედის მნიშვნელობა მესმოდას ყველანაირ მილიონებს მირჩვენია,რაც უნდა მაგ ორს ის უქნიათ ბაშვებს რას ერჩიან რატო უმახინჯებნ დაბადებიდან ფსიქიკას რატომარ იცავნ ბავშთა დაცვის ორგანიზაციები,მარტო სიღარიბისგნადა შიმშილისგან კი არ უნდა დაიცვნა ფსიკური აშლილობისგან და გადაგვარიბისგანაც უნდა დაიცვან თან ძააბ გაბლატავდნენ ეგ ერთსქესიანები ჯერ ქორწინებაო ეხლა ბაშვბეიო

    marypickford,
    გოგიაშვილის ბაშვები ბერვად მოგებულში არიანმერწმუნე სრულპასოვანი ოჯახი მაინც ააქვთ და ბიოლოგიური დედა და მამა ვინ არის იციან,სალომემ უკვეიზრუნა მათზე იმით რომმათ მამა კაცი ყავთ(აი ელტონას შემთხვევში ვინ ვინაა ჩორ ევო ზნაეტ,უყრონ ბაშვებნა მამების თუ ვინც არიან ხვევნა-კოცნას ფუ სოდოიდა გომორი მეტი კი არ აფერი არ იყო დაგუგლე მაინც

    ადრე და ეხლაც ნორმალურ ბიჭს ვინმემ რომ შეაგინოს შენი პედარასტი დედაო ამ მამაო სულ ცოტა ცემაში გახევდა ან მოკლავდა ელტონაა შვილებს ვინმემ რომ უთხრას რასს ეტყვის ჩემ ფეხებს გასცენს პასუხს ეგრეაო და რა ქნას აი ეს არის მთელი იდეა ეს არის ამერიკული დემოკრატია მიმიფურთხებია მათთვის მე გული იმაზე მწყდება საქართველოში რომ ეს ფაქტიმოხდ და ამის გამო ხალს აკარგვინებ სამასახურს ეს ძაან დამამცირებელი სასაცილოა სატირალი რომ არიყოს

  • marypickford თქვა:
    15 თებერვალი 2013 12:54 - ID: 41,
    me,
    კაცთან რომ აქვს ოჯახი ელტონს, იმიტომ გამოაგდეს სამსახურიდან გოგიაშვილი.
    სალომეზე უკეთესად კი ურჩევს შვილებს მამებს, ნეტა მაგისმა ქმრებმა (რომელიღაცამ) ელტონისგან და დევიდისგან ისწავლონ შვილებზე ზრუნვა და პატრონობა. :)

  • me თქვა:
    15 თებერვალი 2013 10:39 - ID: 40,
    ეს ჩასაფრებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ნეტა ქართველი ხალხის უფლებებს თუ იცავენ???

    ჯანსაღი აზრი გამოთქვა ამ ხალხმა, შესაცოდია ეს ბავშვები აბა რა არის? ფსიქიკას დაუმახინჯებენ ან თავისნაირებს გაზრდიან wassat მაგრამ პირდაპირ ეთერში მაინც თავის შეკავებას ვარჩევდი!

    marypickford
    მცირედი შესწორება ელტონ ჯონს 10 წელი ერთი ოჯახი ადამიანთან კი არა კაცთან აქვს!!! ეხლა განსაჯე ვინ უფრო "წესიერია" ელტონ ჯონი თუ სალომე გოგიაშვილი???

    eva25
    ფულით რომ საზღვრავთ შენ და შენნაირები ყველაფერს მაგიტომ ვართ ამ დღეში... ქართველი კაცის, თუნდაც ხელმოკლედ მცხოვრების შვილობა მირჩევნია ბევრად!!! შეურაწყოფაა ჩემთვის პირადად ქართველ ვაჟკაცს და მის ოჯახს რომ ელტონ ჯონს და მის "ვიღაცას" შეადარებ!!! ეს ჰომოფობია არ არის, ეს არის ჯანსაღი აზრი და მართმადიდებელი ქართველის პოზიცია!!!

    Mari__Angel
    გეთანხმები fellow

  • ANIcule თქვა:
    15 თებერვალი 2013 02:03 - ID: 39,
    ბოდიში და ელტონ ჯონს სულ ცალ ფეხზე არ კიდია ამათი აზრიი?!...რასაც უნდა იმას იტყვიან...თავისუფალი აზრის გამოთქმა არა მგონია დანაშაული იყოს...თუ ერთსქესიანების ქორწინება შეიძლება რატომ არ შემიძლია ვთქვა ის რასაც ვფიქრობ???!!!

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top