;
16 თებერვალი 2013      Nina√     30 კომენტარი     ნანახია 7802-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



ლეის რიბეირო-22 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი

ლაის რიბეირო 22 წლის ბრაზილიელი მოდელია, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს მოდის ინდუსტრიაში. ლაისი 1991 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა ბრაზილიაში, კერძოდ კი ტერესინაში. გოგონამ სამოდელო კარიერა 2009 წელს, 18 წლის ასაკში დაიწყო და სულ მცირე დროში მიაღწია წარმატებას და გამოვიდა ისეთი პოპულარული დიზაინერების ჩვენებებზე, როგორებიცაა შანელი, ლუი ვუტონი, დოლჩე&გაბანა, ვერსაჩე, მარკ ჯეიკობსი და სხვა. 2011 წელს კი ბრაზილიის მოდის კვირეულზე ის ყველაზე მოთხოვნად მოდელად დაასახელეს, ვინაიდან ამ სეზონზე ის სან-პაულუში 27, ხოლო რიოში 26 შოუზე გამოვიდა. ლეისი გამოსახული იყო შემდეგი ჟურნალების გარეკანებზე: ბრაზილიური, გერმანული და იტალიური VOGUE, ესპანური და ბრაზილიური Harper's Bazaar, ფრანგული ''Fashion Daily'.

Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro
Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro
Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro
Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro

სრული სახელი: ლაის ლიბეირო

ეროვნება: ბრაზილიელი

თმის ფერი: მუქი ყავისფერი

თვალის ფერი: ყავისფერი

სიმაღლე: 180 სმ

პარამეტრები: 80-58.5-84

პირვანდელი სააგნეტო: Starsystem



Model profile-Lais Ribeiro


2009 წლის ნოემბერში ,მანამ, სანამ ლაისი გახდებოდა ცნობილი მოდელი, ის ფაბიო ბარტელმა ბრაზილიური ელეს ნომრისთვის გადაიღო.

2010 წელს გოგონა გაემგზავრა ნიუ-იორკში და გახდა სააგენტო Women-ის მოდელი

2010 წლის თებერვალში ნიუ-იორკში შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე, თანაც ძალიან წარმატებულად და ის გამოვიდა მარკ ჯეიკობსის, ვერა ვონგის, მაიკლ კორსის, შანელის, ვერსაჩეს, ალბერტა ფერეტის, გუჩის, რობერტო კავალის და სხვათა ჩვენებებზე.

მარტში კი პარიზის მოდის კვირეულზე დიორის, ჟივენშის, ჯონ გალიანოს, ჰერმესის და ჟან პოლ გოტიეს შოუებზე გამოვიდა

მარტის დასასრულს Models.com-მა რიბეირო ტოპ 10 ახალ მოდელს შორის დაასახელა

სექტემბერში მან იმუშავა სტივენ მეიზელთან ერთად ჟურნალ ვოგის ფოტოესისიისთვის

Model profile-Lais Ribeiro


შემოდგომა\ზამთრის სეზონზე გამოჩნდა ისეთი ბრენდების შოუებზე, როგორებიცაა: Tommy Hilfiger, Marc Jacobs, Gucci, Dolce & Gabbana და Givenchy პარიზში, მილანსა და ნიუ-იორკში

2010 წლის ნოემბერში აგრეთვე გამოვიდა სახელგანთქმული ამერიკული ბრენდის Victoria's Secret-ის ჩვენებაზე

2011 წლის თებერვალში პირველად ჯორდან დანთან და შანელ იმანთან ერთად, ხოლო შემდეგ, მაისის თვეში მარტომ იპოზიორა ესპანური ვოგისთვის

ივნისში მონაწილეობა მიიღო ბრაზილიური ვოგის ფოტოსესაიში, ხოლო 2012 წლის იანვარში ჟურნალის გარეკანიც დაამშვენა

ლაისი მოდის ინდუსტრიაში ცნობილია თავისი სხეულის, სიმაღლისა და ფეხების გამო

მეგობრობს კორა ემანულთან და კეკ ლინგარდთან

Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro
Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro Model profile-Lais Ribeiro

რიბეიროს მონაწილეობა აქვს ისეთი ბრენდების რეკლამებში, როგორებიცაა: Agilità , American Eagle , Blanco , Gap , John Frieda , Lança Perfume , Lilly Sarti , Luz da Lua , Nine West , Priscilla Darolt , Ralph Lauren Blue Label , Plié , Triya , Victoria’s Secret 'VS Fantasies'; Victoria's Secret 'Holiday' , Victoria's Secret 'Valentine's Day' , Victoria’s Secret 'Body by Victoria'

ლაისს ძალიან უყვარს პიცა და პროფესიის მიუხედავად მას ხშირად მიირთმევს

იმისთვის რომ მუდამ ფორმაში იყოს, ყოველ დილით ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 1 საათის განმავლობაში დარბის

ლაისის მიზანია გახდეს ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი

პირველად ლაისი ვიქტორია სიკრეტის შოუზე 2010 წელს გამოვიდა

ლაისი ძალიან ბედნიერი იმ ფაქტით რომ მას სტივენ მეიზელთან მოუწია მუშაობა და თვლის რომ ეს საუკეთესო მომენტია მის კარიერაში

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოდელმა 19 წლის ასაკში გააჩინა პირველი შვილი, ალექსანდერი, რომელიც უკვე უკვე 3 წლისაა, თუმცა ამის მიუხედვად გოგონა ფორმაშია და აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას მოდის ინდუსტრიაში



































კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

30


  • dangerous თქვა:
    1 აპრილი 2013 12:47 - ID: 30,
    აი რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ამ მომწონს ეს გოგო და მომკალით :(( ლამაზი კია და ტანიც კარგი ავქს მაგრამ რაღაცნაირია ძაან გრძელი წელი აქვს რაც არასდროს მომწონდა გოგოზე და რაღAცნაირი უცნაური სხეული რეზინასავით :დ მე ქენდისი მირანდას ჟიზელის და ადრის ტანები მომწონს ქალური ლამაზი და მოხდენილი ტანები აქვთ !

  • katokato თქვა:
    18 თებერვალი 2013 20:54 - ID: 29,
    აუუუუუუ რა გოგოა? აი მესმის ტანი, გაღუნული ალესანდრა ამბროსიო უნდა იყოს Victoria secret- ის მოდელი და ამას საოცნებო უნდა ქონდეს? სასაცილოა

  • ana-sopia თქვა:
    18 თებერვალი 2013 00:29 - ID: 28,
    რა მაგარი ტანი აქვს

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    17 თებერვალი 2013 20:50 - ID: 27,
    ჩემი ყველაზე საყვარელი შავკანიანი მოდელი!!!!!!!!!! უნაკლოა....

  • J I Q O თქვა:
    17 თებერვალი 2013 20:18 - ID: 26,
    ვაიმეე დედა რა ტანი აქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქ

  • Ana smiley თქვა:
    17 თებერვალი 2013 19:50 - ID: 25,
    ნაომის ჩამოგავს არა?

  • taaaaaaaaaaaaaaaaa თქვა:
    17 თებერვალი 2013 18:23 - ID: 24,
    იდეალურია

  • salome55555 თქვა:
    17 თებერვალი 2013 17:50 - ID: 23,
    უმაგრესი გოგოა love ვიქტორია სიკრეტის შოუებიდან ვიცი ეს გოგო

  • elga თქვა:
    17 თებერვალი 2013 13:44 - ID: 22,
    სხეული ულამაზესი აქვს.
    კარგი ნიუსია

  • lilelove თქვა:
    17 თებერვალი 2013 13:38 - ID: 21,
    ძალიან მაგარი გოგოა love

  • MissDevonne თქვა:
    17 თებერვალი 2013 12:00 - ID: 20,
    ტანი აქვს "შოკი" ! ^^ მაგრამ "სუპერ მოდელი" გადამეტებულზე გადამეტებული ნათქვამია მასზე wink

  • Smiley :) თქვა:
    17 თებერვალი 2013 11:31 - ID: 19,
    ოხ ეს ბრაზილიელები რაა :)
    გინდა ბიჭები, გინდა გოგოები ..

  • ANGEL თქვა:
    17 თებერვალი 2013 04:31 - ID: 18,
    რა კარგი ტანი და მკერდი აქვს! ბიკინის მოდელობისთვის იდეალურია, სახეც საყვარელი.. არა ვულგარული. ბრაზილია მაგარია რა!:)

  • FML თქვა:
    17 თებერვალი 2013 02:54 - ID: 17,
    ვაიმე რა ლამაზიააXXX ჰუუუჰ XXX მე რა დამემართა ააამ გოგოს დანახვაზე და წარმომიდგენია ბიჭები რა დღეში ჩავარდებიან :D:DD: ომგ XX შოოკ XX რა შარმი რა ტანი XXX.............

  • lovelygirl თქვა:
    17 თებერვალი 2013 02:45 - ID: 16,
    იმსახურებს ენჯელად ყოფნას love

  • Let It be Me ♥ თქვა:
    17 თებერვალი 2013 01:19 - ID: 15,
    ვაიმეე რა შოკიაა,, უმაგრესიი ტანი აქვს,უნაკლო,სახეზეც ლამაზიაა

  • LohanFan თქვა:
    17 თებერვალი 2013 00:37 - ID: 14,
    რა ფეხები love სახეზეც კარგია მომწონს feel
    ნიუსი კარგია ძალიან love

  • -Sally- თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:42 - ID: 13,
    სახეზე დიდად არ მომწონს, მაგრამ ლამაზი ტანი აქვს:)))

  • MaRihanna თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:23 - ID: 12,
    კარგი ტანი აქვს და ეშხიანია

  • WTF თქვა:
    16 თებერვალი 2013 23:08 - ID: 11,
    უმაგრესი ტანი აქვს და სახეზე დიდად არ მომწონს, მაინც მაგარია!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top