;
19 თებერვალი 2013      LohanFan     23 კომენტარი     ნანახია 5292-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.

ჯენიფერ ლოურენსი დღეს დღეობით ერთ ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობია. ჯენიფერის სრული სახელია ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი,იგი დაიბადა 1990 წლის 15 აგვისტოს კენტუკის შტატში კერძოდ ლუისვილში.მას ჰყავს ორი უფროსი ძმა ბენი და ბლეინი. ჯენიფერმა სკოლა ორი წლით ადრე დაამთავრა 3,9 ქულით რის შემდეგაც დაიწყო თავის სამსახიობო კარიერაზე აქტიურად მუშაობა.ჯენიფერს არასოდეს უფლია სამსახიობო სკოლაში,მან თავისი კარიერა TBS -ს კომედიით " The Bill Engvall Show" -ით დაიწყო. შოუ 2007 წელს დაიწო და 2009 -ში სამი სეზონი შემდეგ დამთავრდა.ამ შოუში შესრულებული როლისთვის ჯენიფერმა აიღო " Young Artist Award for Outstanding Young Performer in a TV Series".

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.

ჯენიფერს ასევე ჰქონდა რამდენიმე როლი " The Devil You Know," " Cold Case"," Medium, and Monk"-ში.
2008 წელს მას წილად ხვდა პატარა როლი ფილმში " Garden Party" ,იმავე წელს ჯენიფერი გამოჩნდა დიდ ეკრანზე ფილმით " The Burning Plain",თავისი შესრულებისთვის ამ ფილმში ვენის ფილმების ფესტივალზე აიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო 2008 წელს.იმავე წელს ჯენიფერს მთავარი როლი ერგო ლორი პეტის დრამაში " The Poker House",იგი ანსახიერებდა აგნეს რომელიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.ამ როლისთვის მან დაიმსახურა " Los Angeles Film Festival Award for Outstanding Performance".2009 წელს ჯენიფერმა მონაწილეობა მიიღო "Parachute" -ს მუსიკალურ კლიპში სახელად- "The Mess I Made” ალბომიდან - Losing Sleep.

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.
Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.


ჯენიფერი ქასტინგზე გავიდა Bella Swanის როლის მისაღებათ Twilight- ში.2010 წელს ჯენიფერმა მთავარი როლი მიიღო ფილმში " Winter's Bone" ,ეს ფილმი დასახელებულია ჯენიფერის ერთ ერთ ყველაზე კარგ დამუშევრად.იგი ასრულებს 17 წლის რი დოლის როლს,რომელიც ზრუნვს სულიერად ავადმყოფ დედაზე და უმცროს და-ძმაზე,რი გამოარკვევს რომ მამამის გაუჩინარების წინ სასამართლოსთან პრობლემები ჰქონდა რის გამოც ახლა რის ოჯახს სახლის დაკარგვა ემუქრება. კინოკრიტიკოსებმა ჯენიფერის შესრულება დადებითად შეაფასეს.დევიდ რენბიმ განაცხადა რომ რის პერსონაჟი არ იქნებოდა ისეთი კარგი ვინმეს სხვას რომ ეთამაშა,ჯენიერის ქარიზმატულობის გამო გმირი ძალიან მომგებიანი გამოვიდა.ამ გმირით მან მოიპოვა " National Board of Review Award for Best Breakthrough Performance" ასევე ნომინირებული იყო " Golden Globe Awards", "Screen Actors Guild Awards"," Independent Spirit Awards" და ," the Satellite Awards"-ზე.

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.



ლოურენსი გამოჩნდა კომედიაში " The Beaver" მელ გიბსონთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.ფილმი ჯერ კიდევ 2009 წელს იქნა გადაღებული მაგრამ ეკრანზე მოგვიანებით 2011 წლის 6 მაისს გამოვიდა.2011 წლის მარტში ჯენიფერს შესთავაზეს კიტნის ევერდინის როლი "The Hunger Games" ში,რომელიც დაფუძნებულია სუზან კოლინსის ბესტსელერზე. ჯენიფერი ამ წიგნის თაყვანისმცემელი იყო და იგი სამი დღე ფიქრობდა როლზე დათანხმებაზე რადგან იგი შეშინებული იყო ფილმის სიდიდით და თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მას.როლი კარგად რომ შეეთვისებინა იგი დადიოდა იოგაზე,პარკურზე, პილატაზე,ხეზე და კლდეზე აძრომაზე და იგი ყოველდღიურად დარბოდა,ფილმი 2012 წლის 23 მარტს გამოვიდა და სამ დღეში 152,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ვისაც ფილმი ნანახი აქვს ყველა დაეთანხმება იმ მოსაზრებას რომ ჯენიფერი შეუდარებელია ექშენში.ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.
Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.

"მე ზუსტად ვიცი რომ სწორი მსახიობი შევარჩიე კიტნისის როლისთვის. ჯენიფერი საუკეთესოა კიტნისის როლისთვის,ჯენიფერის დამტკიცება ეს იყო ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება რაც კი ჯერ ჯერობით მიმიღია"- გარი როსი.ფილმის უდიდესი წარმატების გამო 2013 წელს დიდ ეკრანზე გამოვა მისი მოერე ნაწილი " The Hunger Games: Catching Fire" . რომელიც 2013 წლის 22 ნოემბერს გამოვა. 2012 წლის ნოემბერში გამოვიდა კიდევ ერთი ფილმი "Silver Linings Playbook" სადაც ჯენიფერი სექსზე დამოკიდებულ ტიფანი მაქსუელის როლს ასრულებს. პიტერ ტრევერსმა ჯენიფერის დახასიათებისას თქვა რომ იგი ნამდვილი საოცრებაა, ერთდროულად უხეში,სასახილო,ქარიზმატული და სექსუალური.

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.
Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.


2012 წელს ჯენიფერმა ანჯელინა ჯოლი ჩაანაცვლა ფილმ " The Falling" ში.ასევე 2012 წლის ოქტომბერში იგი გახდა დიორის სახე. და პირველი ადგილი დაიკავა "AskMen's" ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში "2013 წლის ტოპ 99 ყველაზე სასურველი ქალი." ჯენიფერი კარიერის დასაწყისში ნიუ-იორკში ცხოვრობდა ახლა კი სანტა მონიკაში,კალიფორნია.თავის პირად ცხოვრებაზე იგი განაცხადებს " მე ვცდილობ რომ ჩემი ურთიერთობები პრესისთვის მიუწვდომელი იყოს მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობ რომ პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შევინახო მით უფრო ინტერესდებიან მითი. "

Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.
Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.
Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი. Jennifer Lawrence/ჯენიფერ ლოურენსი.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

23


  • -Sally- თქვა:
    28 თებერვალი 2013 16:45 - ID: 23,
    უსაყვარლესი გოგოა love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    22 თებერვალი 2013 20:28 - ID: 22,
    ძაან მიყვარს ჯენიფერი საყვარელია და ნიჭიერი love ნიუსი კარგია request

  • tannk თქვა:
    20 თებერვალი 2013 18:25 - ID: 21,
    მიყვარს მიყვარს მიყვარს <3

  • barsutka))) თქვა:
    20 თებერვალი 2013 15:35 - ID: 20,
    ძალაინ მომწონს ჯენიფერი როგორც ვიზუალურად ასევე როგორც მსახიობად love

  • 20 თებერვალი 2013 15:30 - ID: 19,
    ძალიან,ძალიან კარგი მსახიობია.

  • LohanFan თქვა:
    20 თებერვალი 2013 13:44 - ID: 18,
    The Hunger Games,
    დიდი მადლობა love ჯენიფერი უდაოდ ნიჭიერია მაგრამ ჯერ მერილ სტრიპამდე ბევრი უკლია ჩემი აზრით

  • The Hunger Games თქვა:
    20 თებერვალი 2013 13:36 - ID: 17,
    ჯენი შეუდარებელია, ჯერ არ მინახავს მსახიობი ჰოლივუდში რომელიც ლაპარაკობს რაც მოაფიქრდება, რომელიც ასეთი მხიარულია, ასეთი ლამაზი და ძაალიან ნიჭიერი love მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მომავალში მერილ სტრიპის დონის მსახიობი გახდება(თუმცა ეს მარტო ჩემი აზრი არ არის და ჰოლივუდშიც ასე ფიქრობენ) love ასევე დიდ პატივს ვცემ რომ ვარსკვლავურმა სენმა ჯერ ვერ შეცვალა, ამხელა აპოპულარობის მიუხედავად მაინც ის უბრალო გოგოა რომელიც კენტუკიდან ნიუ-ორკში ჩავიდა ოცნებების ასახდენად, დარწმუნებული ვარ სულ ასეთი დარჩება და კიდევ ბევრჯელ დაამტკიცევს თავის ნიჭს love მანამდე კი დიიდ წარმატებებს ვუსურვებ ოსკარზე love
    ძალიან კარგი სიახლეა, მადლობა ავტორს love ხოლო იმ ფილმს სადაც ჯენმა ანჯელინა ჩაანაცვლა სინამდვილეში "Serena" ქვია smile

    The Hunger Games Georgian Fans დაალაიქეთ ჩვენი ქართული ფან-კლუბი love

  • barjakuzu თქვა:
    20 თებერვალი 2013 12:02 - ID: 16,
    ლამაზია და საყვარელი

  • im888 თქვა:
    20 თებერვალი 2013 11:59 - ID: 15,
    კარგი ფიზიკური მონაცემები აქ და ნიჭიერიც არის ასე რომ საკმაოდ კარგად გაიქაჩება..

  • hollynii თქვა:
    20 თებერვალი 2013 11:38 - ID: 14,
    რატომღაც გარეგნობით არ მომწონს, მაგრამ როგორც მსახიობი ნიჭიერი უნდა იყოს smile

  • m.a.r.i თქვა:
    20 თებერვალი 2013 10:29 - ID: 13,
    უბრალოდ არ მიყვარს ისე ვთვლი რომ ნიჭიერი მსახიობია

  • ANGEL თქვა:
    20 თებერვალი 2013 04:26 - ID: 12,
    ბოლო ანიმაციურ კრებულში რა საყვარელია:))
    არ მეგონა ეს გოგო თუ ასეთი სერიოზული მსახიობი იყო.. შიმშილის თამაშებში ვიხილე პირველად და რატომღაც დამწყებ თინეიჯერ მსახიობად აღვიქვი, მისი ფილმოგრაფია შთამბეჭდავია. ახლა უვკე ვაფასებ როგორც ნამდვილ მსახიობს:)

  • aneee თქვა:
    19 თებერვალი 2013 23:33 - ID: 11,
    ძალიან მომწონს ლოურენსი... მართლა უნიჭიერესია... საერთოდ ამ სტილის გოგონები არასოდეს მომწონდა, ( გარეგნობით) მაგრამ მომაწონა თავი ამ მსახიობბმა! fellow

  • -Diana- თქვა:
    19 თებერვალი 2013 23:25 - ID: 10,
    - ძალიან ნიჭიერი მსახიობია, კარგი ნიუსია love

  • harry potter თქვა:
    19 თებერვალი 2013 23:15 - ID: 9,
    არ მომწონს ეს გოგო fellow

  • LohanFan თქვა:
    19 თებერვალი 2013 23:02 - ID: 8,
    gvancii111,
    მადლობა love

    Ggvantsa,
    ეგ რო გავიგე მეც ეგ გავიფიქრე :D wink

  • salome55555 თქვა:
    19 თებერვალი 2013 22:52 - ID: 7,
    ბოლო გიფებში რა საყვარელია love ფიზიკურად არანაირად არ მომწონს. როგორც მსახიობი საკმაოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს

  • ale თქვა:
    19 თებერვალი 2013 22:46 - ID: 6,
    ლამაზია მომწონს და სახიობიც ძალიან ნიჭიერია

  • Ggvantsa თქვა:
    19 თებერვალი 2013 22:40 - ID: 5,
    Winter's Bone-ში მაგრაია მართლა smile უუფ კიდე კაი რომ თვაილაითზე უარი უთხრეს დაასამარებდა ეს საშინელი ფილმი მის კარიერას wink

  • MissDevonne თქვა:
    19 თებერვალი 2013 22:35 - ID: 4,
    მიყვარს ეს გოგო! ) თავმდაბალია. ;)

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top