;

20 February 2013      ბუპა J.LO     Views 4813    
Category: Stars



ჯენიფერ ლოპესი Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალზე კვლავ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. წელს Grammy-ის ორგანიზატორებმა ღონისძიების მონაწილეებს სთხოვეს, სიშიშვლის დემონსტრირებას მორიდებოდნენ. მაგრამ როდესაც ჯენიფერ ლოპესს სურს გამოირჩეოდეს, ვერანაირი აკრძალვა ვერ შეაჩერებს.



ლოპესს Anthony Vaccarello-ს შავი, თეძოზე ღრმად ჩახსნილი კაბა ემოსა.
43 წლის მომღერალი ახალგაზრდა საყვარელ კასპერ სმარტთან ერთად კამერის წინ სიამოვნებით პოზირებდა.




მომღერლის სექსუალურმა კაბამ გულგრილი არავინ დატოვა. მაგალითად რეპერი დრეიკი
და ბიონსე და ჯეიზი, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მის დანახვაზე. (იხილეთ ვიდეოები)










საზოგადოება ჯენიფერისა და მსახიობ ანჯელინა ჯოლის კაბის მსგავსებაზე მაშინვე ალაპარაკდა. მსახიობი თითქმის ანალოგიური, ხავერდის ღრმად ჩახსნილი კაბით შარშან "ოსკარს" დაესწრო.



ჯენიფერმა მიზანს მიაღწია: ის სტუმრებს შორის აშკარად გამოირჩეოდა და
ამ კაბით კვლავ შევა გრემის მოდის ისტორიაში, როგორც ერთერთი გამორჩეული ლუქი.
პირველ ადგილს კი კვლავაც 2000 წელს მის მიერ მოსილი კავალის მწვანე ტროპიკული კაბა იკავებს.



ყველაზე დიდი ფურორი შეიძლება ითქვას რომ კაბის შემდეგ მაოხდინა მისმა სამკაულებმა. რომლის საერთო ღირებულება 5მ ილიონ დოლარს აჭარბებდა! მათ შორის აღსანიშნავია ყვითელი უიშვიათესი ბრილიანტის 33 კარატიანი სამაჯური












Category: Stars
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top