;
19 თებერვალი 2013      Britain     46 კომენტარი     ნანახია 5261-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ვარსკვლავის პოპულარობას და დაფასებას განსაზღვრავს მათი ნიჭი, უშუალობა და ის, თუ რამდენად ქვემოქმედები არიან ისინი. არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც შეიძლება თქვენ გემოვნებაში ვერ ჩაჯდნენ, მაგრამ დაფასებას, თუნდაც მხოლოდ მათი სიკეთით იმსახურებენ. ანჯელინა ჯოლი, რობერტ პატინსონი, კრისტენ სტიუარტი, ჯასტინ ბიბერი, დემი ლოვატო, მაილი საირუსი, "One Direction" - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სელებრითებისა, რომლებიც მილიონობით დოლარებს რიცხავენ საქველმოქმედო ფონდებში და ცდილობენ ცოტათი მაინც შეცვალონ მსოფლიო.
ქველმოქმედი ვარსკვლავები

მაილი საირუსი 10 ოქტომბერს წარსდგა "City of Hope Gala"-ს სცენაზე, სადაც შესული თანხით იგი დაეხმარა სიმსივნის პრევენციისთვის შექმნილ ორგანიზაციას. ცნობილია, რომ მაილი ამ ორგანიზაციას თანხას ჯერ კიდევ იმ დროიდან ურიცხავს, როდესაც ტელეეკრანებზე "ჰანა მონტანა" გადიოდა. ვარსკვლავმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა Best of Both Worlds" ტურის შეძენილი თითოეული ბილეთიდან ერთი დოლარის აღებით. საირუსი ეხმარება არამარტო Make-A-Wish Foundation, Starkey Hearing Foundation-სა და Amnesty International-ს, არამედ ფულს ურიცხავს ორგანიზაცია Youth Service America, რომელიც ეხმარება თინეიჯერებს მომავალი ცხოვრების აწყობაში.

ჯასტინ ბიბერი არის ცნობილი, როგორც ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ვარსკვლავი. მან შექმნა ორგანიზაცია "Believe Charity Drive", რომელშიც შემოდის მისი ალბომების გაყიდვით მიღებული თანხა და აქედან ირიცხება შვიდ სხვადასხვა ფონდში : Pencils of Promise, Project Medishare for Haiti, City of Hope, Make-A-Wish Foundation, Boys & Girls Club of America, Musicians on Call-სა და GRAMMY Foundation-ში. ჯასტინმა საკუთარ მე-17 და მე-18 დაბადების დღეებზე, ფანებს თხოვა, რომ საჩუქრად გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც მსოფლიოს დაეხმარებოდა : მან ფანებს მოუწოდა შეეგროვებინათ სუფთა წყალი და შეეტანათ ჯასტინის ორგანიზაციაში, საიდანაც წყალი გადაიგზავნებოდა Charity Water-ში. გასულ წელს, ყოველი ერთი ბილეთის გაყიდვიდან შემოსული ფულიდან ერთ დოლარს, ბიბერი ურიცხავდა ნიუ-იორკში/ნიუ-ჯერსში ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. იგი ასევე დაეხმარა მის მშობიურ ქალაქში შექმნილ საქველმოქმოდო ფონდ "Children’s Miracle Network"-ს. სრულიად მსოფლიო აატირა, იმან, რაც 2012 წელს ჯასტინმა გააკეთა. მან მცირეწლოვანი "ბელიბერი", ავალანა, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული საკუთარ სახლში აცხოვრა, გაუკეთა ყველა ოპერაცია, რათა მისთვის სიცოცხლე გეხანგრძლივებინა, თავისთან ერთად დაჰყავდა ყველგან, თუმცა, სამწუხაროდ, ავალანა გარდაიცვალა.. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჯასტინი არის ის სელებრითი, რომელსაც მუდამ ახსოვს საიდან მოდის და იყენებს საკუთარ ხმას, რომ დაეხმაროს დაზარალებულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

რობერტ პატინსონი აქტიურად იღებს მონაწილეობას ისეთ აუქციონებში, რომლებშიც შესული თანხა ირიცხება საქველმოქმედო ფონდებში. იგი აქტიურად ურიცხავს თანხას სიმსივნისგან დაცვის, უსახლკაროების დახმარებისა და The Ronnie James Dio Stand Up-ის ორგანიზაციებს. რობერტი მატერიალურად ეხმარება ფონდ, The Starlight Foundation-ს, რომელიც სიცოცხლეს უხალისებს ავსტრალიაში მცხოვრებ, მძიმედ დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს.

დემი ლოვატო ეწინააღდეგება "ბულინგს". იგი გამოჩნდა "Stand Together"-ის სარეკლამო კამპანიაში. დემი მუშაობს ანტი - ბულინგის ორგანიზაცია "STOMP Out Bullying"-თან. მან მისცა ლათინო ამერიკელებს იმის ძალა, რომ დაეცვათ საკუთარი უფლებები. ლოვატო ასევე მუშაობდა "A Day Made Better"-თან და DonateMyDress.org-თან. ამ უკანასკნელთან მუშაობისას, დემიმ დიზაინერებს შეაკერინა კაბები და სრულიად უფასოდ გაუგზავნა იმ გოგონებს, რომლებსაც არ შეეძოთ შეეძინათ გამოსასვლელი კაბები.დემი ლოვატო არის აქტიური დონატორი Red Cross, Shoe Revolt, City of Hope-სა და Kids Wish Network-ში.
ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

კრისტენ სტიუარტი არის ერთ-ერთი ყველაზე "მიწაზე დაშვებული" ვარსკვლავი. იგი 12 დეკემბერს გამოჩნდა მედისონ სქუეარ გარდენზე გამართულ 12-12-12 კონცერტზე, სადაც მან ფანებს მოუწოდა თუნდაც მცირედი თანხა გადაერიცხათ "Hurricane Sandy relief"-ში. თვითონ კი, ფონდს გადაუგზავნა საკუთარი "Zuhair Murad"-ის კაბა, რომელიც ეცვა ლოს ანჯელესში გამართულ,"The Twilight Saga: Breaking Dawn Part 2" -ის პრემიერაზე. კრისტენს უმუშავიაShoe Revolt-თან, ორგანიზაციასთან , რომელიც უგროვებს ფულს ძალადობის მსხვერპლებს.

ბრიტანულ-ირლანდიურმა ჯგუფმა, "One Direction" კარგი სახელი დაიმკვიდრა საკუთარი უზომო ქველმოქმედებით. ისინი რეგულარულად ურიცხავენ თანხას საქველმოქმედო ფონდებს : Comic Relief, Greenpeace, Mines Advisory Group-სა და Sport Relief-ს. ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა მათი ქავერი Blondie-ს სიმღერისა"One Way Or Another", რომლის შეძენით შესული თანხა ავტომატურად ერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას. ბოი-ბენდი 2012 წის 26 ოქტომებრს იმყოფებოდა Rays of Sunshine-ის ორგანიზაციაში, რომელშიც თავმოყრილნი არიან დაავადებული ბავშვები. ბიჭებმა მათთან ერთად მთელი დღე გაატარეს. ჯგუფის წევრმა, ლიამ პეინმა, რომელსაც ბავშვობიდან ჰქონდა ერთი თირკმელი გათიშული, და მხოლოდ გასულ წელს გამოუსწორდა მისი მუშაობა, განაცხადა : "ეს პატარა რამეა ჩვენთვის, მაგრამ ამ ბავშვებისთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვიყვარს ასეთი რაღაცეების გაკეთება. ჩვენ გვიყვარს ხალხისთვის ღიმისის მოგვრა, რადგან ეს შესანიშნავია. " ნაილ ჰორანის განცხადება კი ასეთი იყო : "მე თავს ვგრძნობ ძალიან კარგად, როცა ვაკეთებ რამე განსაკუთრებულს ამ ბავშვებისათვის. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, რომ ამ შესანიშნავ ბავშვებს შევხვდით. " ზეინ მალიკმა მათთან შეხვედრის შემდეგ თქვა : "ისინი შთამაგონებელნი არიან საკუთარი უზომო სიძლიერითა და გამბედაობით." გასულ დღეებში, "One Direction" იმყოფებოდა აფრიკაში, კერძოდ კი განაში. სადაც, მათ საკმაოდ დიდი ხანი გაატარეს, ესაუბრნენ იქაურ ფანებს...
ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

ქველმოქმედი ვარსკვლავები

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

46


  • madofharrypotter თქვა:
    26 თებერვალი 2013 21:26 - ID: 46,
    beonce,
    ნამდვილად ვერ დაგეთანხმები ამ შემთხვევაში! შეიძლება შენ არ გაქვს ნანახი ვიდეოები და ფოტოები განადან. ბიჭებმა მთელი დღე ბავშვებთან გაატარეს, ყველანაირად ეცადნენ რომ ეს ერთი დღე სამუდამოდ ჩარჩენილიყო მათ გონებაში. ფოტოებს რომ შეხედო, გული სიხარულით აგევსება (თუ თავგადაკლული ჰეიტერი არ ხარ) უყურებენ ბავშვებს და თვალები უციმციმებთ. მთელი გულით უხაროდათ იქ ყოფნა და ნამდვილად ბოროტული საქციელია ის რომ ამას არ უფასებთ! იქ კიდევ ბევრი რაღაც მოხდა რაც ბიჭებს არ უთქვამთ და იქაურმა ადგილობრივებმა განაცადეს. ეს ყველაფერი სულ პიარი რომ ყოფილიყო, ყოველ ნაბიჯს იტყოდნენ ისევე როგორც დანარჩენი აქ ჩამოთვლილი ვარსკვლავები. კი, ეს იყო პიარი, ყველა პიარის გამო აკეთებდა ამას, მაგრამ ვთვლი რომ 1D-ს ბიჭები მთელი გულით ეხმარებოდნენ ბავშვებს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როდესაც ისინი დახმარებიან ადამიანებს მაგრამ ხმა არ ამოუღიათ (შემდეგ ესენი გაავრცელეს მათ ვისაც დაეხმარნენ). მაგალითად ედ შეერანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰარი სტაილსმა იყიდა 4000 დოლარის პიცა და დაურიგა უსახლკაროებს, რომლებიც ქუჩაში უსაჭმლოდ და უყველაფროდ იყვნენ. შეიძლება არ გიყვარდეს ბენდი, ბიჭები მაგრამ ყველაფრის დაუნახაობა უკვე გულის ამრევია! თქვენ გააკეთEთ რამე ხალხის დასახმარებლად? ან მე? 5 თეთრის მიცემა მათხოვრისთვის ქველმოქმედება არ არის! არც მე და არც ერთ თქვენგანს არ გაუკეტებია იმის მეასედიც კი რაც მათ გააკეთეს ამიტომ ცოტა დაოკდით. ხო, ვისაც ჩემი არ სჯერა შეუძლია უბრალოდ ამ ვიდეოებს უყუროს! ჩემი აზრით მხოლოდ გულქვა და საშIნელი, უემოციო ადამიანი იტყვის ამის მერე რამე ცუდს ამ ბიჭებზე. http://www.youtube.com/watch?v=b3NH0ciMP6I
    http://www.youtube.com/watch?v=ahSIW5hOonk

  • - Liiikaa თქვა:
    24 თებერვალი 2013 17:09 - ID: 45,
    -პიარი არაფერ შუაშია.. მასე რო იყოს თუნდაც ჯასტინი უბრალოდ დაეხმარებოდა ავალანას და ვსო.. მაგრამ ყველაფერს აკეთებდა მისთვის <3

  • AnySimpson თქვა:
    23 თებერვალი 2013 12:41 - ID: 44,
    fuck selena,

  • tiko-tina თქვა:
    22 თებერვალი 2013 02:26 - ID: 43,
    როოოობ კრიიიიიიის love

  • beonce თქვა:
    22 თებერვალი 2013 00:02 - ID: 42,
    ბევრი ვარსკვლავი მართლაც დასაფასებელია იმით რასაც აკეთებს.პირველ რიგში კი გაჭირვებული ადამიანებისთვისაა ყველაზე კარგი.ჩემი აზრით,დაფარული ქველმოქმედებაა უფრო დასაფასებელი.თუ შენ ბუნებით ხარ ესეთი ადამიანი,მაშინ კამერები შენთვის შემაწუხებელი იქნება და იმაზე არ იწუხებ,რომ შენს ამბავს ვერავინ გაიგებს.ესეთი,იმედია,ბევრი ცნობილი პიროვნებაა.
    თუმცა არიან პიარისტები,რომლებსაც სულ ფეხებზე კიდია როგორ ხარ,მთავარია თვითონ როგორ გამოჩნდებიან.მათი საქმიანობის ერთადერთი პლიუსი ისაა,რომ ვისაც თუნდაც პიარისთვის ურიცხავს ფულს ია გაიხარებს! feel
    ამ წუთას 1D-ს ქველმოქმედებას ზუსტად,რომ პიარად ვთვლი fellow

  • Elene Lovatic თქვა:
    21 თებერვალი 2013 20:45 - ID: 41,
    დემი love ჩემი სიფორცხლეეე love ჩემი კეთილი, უკათილესი ადამიანია love

  • MissDevonne თქვა:
    21 თებერვალი 2013 15:10 - ID: 40,
    რამხელა მადლს აკეთებენ! ^^ დემი! <3 რაც დემიმ გააკეთა აქ მისი ნახევრის ნახევარიც არ წერია. )) და ასეთ ხალხს ენაწაგდებული ვითომ პროფესორები ლანძღავენ იმას კი არ ფიქრობენ თავად რა გააკეთეს. ეს პიარისთვისაა თუ არა ხომ აკეთებენ მაინც? ;)

  • Let It be Me ♥ თქვა:
    21 თებერვალი 2013 00:19 - ID: 39,
    psycho,
    მეც გამიჩნდა ეგ კითხვა:D

  • SomebodyYyY თქვა:
    20 თებერვალი 2013 23:05 - ID: 38,
    არავინ იცის ვინ პიარისთვის აკეთებს კეთილ საქმეებს და ვის მართლა შეტკივა სხვებზე გული. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ კრისტენი ბევრად უფრო მეტს აკეთებს, მაგრამ ასე ხმამაღლა არ ყვირის ყველას გასაგონად და იმიტომ არაა მასზე ბევრი ინფორმაცია მოცემული. ჩამოთვლილი სელებრითებიდან კრისტენი ვიცი რომ პიარისთვის არ აკეთებს ამას(ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ) და სხვებზე რა გითხრათ. ამათ იმდენი ფული აქვთ გაჭირვებულებს რომ არ ეხმარებოდნენ ეგ იქნებოდა გასაკვირი და არა ის რომ ეხმარებიან. არაფერს ისეთს არ აკეთებენ რასაც არ უნდა აკეთებდნენ. სრულებით ბუნებრივია მათი მხრიდან მსგავსი საქციელი და სულ არ მივიჩნევ რომ აღნიშნული ფაქტის გამო მათ მედლები უნდა ჩამოვკიდოთ. მეც რომ მქონდეს ფული, მეც დავეხმარებოდი გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არცერთი ჩვენგანი მათ პირადად არ იცნობს და შესაბამისად ვერც მათ პიროვნებაზე ვერ ისაუბრებს. კამერების მიღმა ვინ ვინაა და საერთოდ რას აკეთებს არავინ იცის.

  • ani:) თქვა:
    20 თებერვალი 2013 22:39 - ID: 37,
    love love

  • krist...star თქვა:
    20 თებერვალი 2013 19:41 - ID: 36,
    კრისტენი საერთოდაც არ იყო სიაში შესატანი. უბრალოდ იყო ორგანიზაციაში , ნამდვილად არაა ქველმოქმედება, ან და საკუთარი ნახმარი კაბა გაუგზავნო ფონდს, ეგ მოუნდება ფანს და არა გაჭირვებულ ადამიანს
    სხვებს ყოჩაღ!

  • miko თქვა:
    20 თებერვალი 2013 19:35 - ID: 35,
    love

  • bird-y თქვა:
    20 თებერვალი 2013 19:28 - ID: 34,
    პუბლიკა აქ არაფერ შუაშია,ვარსკვლავები არიან და ძალიანაც რო უნდოდეთ ვერ დამალავენ ამ ყველაფერს. მათ ემოციებს მაინც დააკვირდით ჩემი აზრით ძნელი მისახვედი არ არის ვინ თამაშობს და ვინ მარტლა განიცდის მათ ტკივილ!
    ჩემთვის მაგალითად ესეთია one direction-ი სახეზე ეტყობათ რომ ამას პოპილარობისთვის არ აკეთებენ, ვიდეო ვნახე სადაც აფრიკელ ბავშვები ნახეს და მათი ამოციებიდა განზ\ცდები თამაშს არ გავდა, არ გავდა იმას რომ ამას რეიტინგისთვის და პოპულარტობისთვის კაეთებდნენ. ძალიან ღია,გულწრფელი ბიჭები არიან. შეიძლებ არ მოქწონდეთ მათი მუსიკა ან გარეგნობა თუმცა ამას ნადვილად უნდა აფასებდეთ

  • fuck selena თქვა:
    20 თებერვალი 2013 16:55 - ID: 33,
    როგორ მაღიზიანებს ამ ზოგი ''დებილი'' ხალხის აზრი რა :X
    თურმე პიარის გამო აკეთებენ
    თქვე საცოდავებო ჯერ 18 19 წლისები არიან და მილიონებს რიცხავენ გაჭირველულებისთVის იმის მაგივრად რო დააფასოთ მათი ქცევა კიდე ლანძღავთ
    ეს შურიი მოოგახრჩობთ
    მაილიი love
    კრისტენი love
    ჯასტინი love
    დემი <3
    1D <3

  • Smiley :) თქვა:
    20 თებერვალი 2013 16:31 - ID: 32,
    დავუშვათ და პიარის გამო აკეთებენ ამას, თქვენ რა ? მთავარია ვისაც სჭირდება, იმათ ეხმარებიან, გულწრფელად აკეთებენ ამას თუ არა - ამის განსჯა მხოლოდ უფალს შეუძლია.
    ვაფასებ თითოეულ ქველმოქმედ ადამიანს, პატივისცემას იმსახურებენ.

  • LohanFan თქვა:
    20 თებერვალი 2013 15:40 - ID: 31,
    psycho,
    არა რა ვიდეო :)))

  • barsutka))) თქვა:
    20 თებერვალი 2013 15:34 - ID: 30,
    ყველამზე მეტად ესეთ ადამინაებს ვაფასებ love
    მეც მინდა დავკავდე ქველმოქმედებით love

  • psycho თქვა:
    20 თებერვალი 2013 14:26 - ID: 29,
    უკაცრავად და ამ ნიუსში სადმე ვიდეო იყო და მე ბრმა ვარ? :დ

  • mariamininutsa თქვა:
    20 თებერვალი 2013 14:20 - ID: 28,
    amanda,
    100 პროცენტით გეთანხმები.

  • Creep თქვა:
    20 თებერვალი 2013 13:23 - ID: 27,
    პიარისთვისაა თუ მიარისთვის ხო ეხმარებიან ხალხს არა? თქვენ ან მე რას ვაკეთებ რო ესე პატარა ბავშვებს და დაუცველ ხალხს ოდნავ მაინც გავუბედნიერო ცხოვრება? მაგდენი ფული რო მქონდეს მეც ზუსტად ეგრე მოვიქცეოდი :))))

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top